მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრიგოლ ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა" - რომან გოცირიძე
"გრიგოლ ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა" - რომან გოცირიძე

არ ვიცი, უნ­დო­და თუ ასე გა­მო­ვი­და, მაგ­რამ [გრი­გოლ] ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს დას­ცი­ნა , - ამის შე­სა­ხებ “ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სუს-ის უფ­რო­სის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძი­სა და ევ­რო­კო­მი­სარ ოლი­ვერ ვარ­ჰე­ის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში “არ არის საკ­მა­რი­სი ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყოს - არ არის სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი”.

  • გო­ცი­რი­ძის თქმით, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას შე­ე­ცა­და, თუმ­ცა გა­მოს­წო­რე­ბის ნაც­ვლად პი­რი­ქით, და­ცინ­ვა გა­მო­უ­ვი­და.

“არ ვიცი, უნ­დო­და თუ ასე გა­მო­ვი­და, მაგ­რამ [გრი­გოლ] ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს დას­ცი­ნა. კო­ბა­ხი­ძე არა­ჯენტლმე­ნუ­რად მო­იქ­ცა, რო­დე­საც ირი­ბად და მე­გობ­რუ­ლად ნათ­ქვა­მი რჩე­ვა, რომ “ ხომ ხე­დავთ, რა არე­უ­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში, რა მოხ­და სლო­ვა­კეთ­ში, იმ კაცს [ფი­ცოს] ეს­რო­ლეს და რად გვინ­და და­მა­ტე­ბი­თი და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და კონფრონ­ტა­ცი­ის შე­ტა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში” - აი, ამ ტექ­სტით მე­გობ­რუ­ლი რჩე­ვა მან აღიქ­ვა, თით­ქოს ვი­ღა­ცა, რა თქმა უნდა, იგუ­ლის­ხმე­ბა - აშშ, აპი­რებს კო­ბა­ხი­ძის მოკ­ვლას. ვის რაში სჭირ­დე­ბა კო­ბა­ხი­ძე? კო­ბა­ხი­ძის ნა­ი­რი არის 150 კაცი პარ­ლა­მენ­ტში. ერთი კო­ბა­ხი­ძე მე­ო­რე მა­თი­კაშ­ვი­ლით ჩა­ნაც­ვლდე­ბა - რა გან­სხვა­ვე­ბაა? ვის რაში სჭირ­დე­ბა კო­ბა­ხი­ძის მოკ­ვლა? სი­ნამ­დვი­ლე­ში, აქ ირი­ბად იგუ­ლის­ხმე­ბა - “აი ბი­ძი­ნას მოგ­ვიკ­ლა­ვენ ეს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი”. ძა­ლი­ან ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა [ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ], რომ­ლი­თაც ნუ­ლამ­დე დას­წია ქვეყ­ნის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­პუ­ტა­ცია. რო­გორც ჩანს, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ამის გა­მოს­წო­რე­ბას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ გა­მოს­წო­რე­ბის ნაც­ვლად პი­რი­ქით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ცინ­ვა გა­მო­უ­ვი­და”, - აღ­ნიშ­ნა რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

  • ცნო­ბის­თვის, სუს-ის უფ­როს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში “არ არის საკ­მა­რი­სი ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყოს - არ არის სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი”.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ 23 მა­ისს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­კო­მი­სარ­მა მას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღონ და ამა­ვე კონ­ტექ­სტში მან სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმაც" ახ­სე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ევ­რო­კო­მი­სარ­მა ოლი­ვერ ვარ­ჰე­იმ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ვარ­ჰეი წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი კონ­ტექ­სტი­დან ამო­ი­ღეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გრიგოლ ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა" - რომან გოცირიძე

"გრიგოლ ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა" - რომან გოცირიძე

არ ვიცი, უნდოდა თუ ასე გამოვიდა, მაგრამ [გრიგოლ] ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა , - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარში “არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები”.

  • გოცირიძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადების გამოსწორებას შეეცადა, თუმცა გამოსწორების ნაცვლად პირიქით, დაცინვა გამოუვიდა.

“არ ვიცი, უნდოდა თუ ასე გამოვიდა, მაგრამ [გრიგოლ] ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა. კობახიძე არაჯენტლმენურად მოიქცა, როდესაც ირიბად და მეგობრულად ნათქვამი რჩევა, რომ “ ხომ ხედავთ, რა არეულობა მსოფლიოში, რა მოხდა სლოვაკეთში, იმ კაცს [ფიცოს] ესროლეს და რად გვინდა დამატებითი დაძაბულობისა და კონფრონტაციის შეტანა საზოგადოებაში” - აი, ამ ტექსტით მეგობრული რჩევა მან აღიქვა, თითქოს ვიღაცა, რა თქმა უნდა, იგულისხმება - აშშ, აპირებს კობახიძის მოკვლას. ვის რაში სჭირდება კობახიძე? კობახიძის ნაირი არის 150 კაცი პარლამენტში. ერთი კობახიძე მეორე მათიკაშვილით ჩანაცვლდება - რა განსხვავებაა? ვის რაში სჭირდება კობახიძის მოკვლა? სინამდვილეში, აქ ირიბად იგულისხმება - “აი ბიძინას მოგვიკლავენ ეს სპეცსამსახურები”. ძალიან ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა [ირაკლი კობახიძემ], რომლითაც ნულამდე დასწია ქვეყნის და ხელისუფლების რეპუტაცია. როგორც ჩანს, ლილუაშვილი ამის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ გამოსწორების ნაცვლად პირიქით პრემიერ-მინისტრის დაცინვა გამოუვიდა”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

  • ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში “არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები”.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა. მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან ამოიღეს.