სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაშლიჯვარში მდებარე ავარიული კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისი" - რას აცხადებს დედაქალაქის მერი?
"ვაშლიჯვარში მდებარე ავარიული კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისი" - რას აცხადებს დედაქალაქის მერი?

ვაშ­ლი­ჯვარ­ში, ემ­ხვა­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ავა­რი­უ­ლი კორ­პუ­სი სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნის შე­დე­გად, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის დრო­ე­ბით უვარ­გი­სია. ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ბურ­თა­ლოს გამ­გე­ო­ბას სას­ტუმ­რო­დან დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გა­დაჰ­ყავს.

"ვაშ­ლი­ჯვარ­ში, ემ­ხვა­რის ქუ­ჩა­ზე, დას­რუ­ლე­ბულ, თუმ­ცა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­უ­ღე­ბელ კორ­პუს­ში საყ­რდენ კონ­სტრუქ­ცი­ებს გა­უჩ­ნდა ბზა­რე­ბი. სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბამ, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, პირ­ვე­ლი­ვე დღეს­ვე უზ­რუნ­ველ­ყო მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და 53 ოჯა­ხი გა­და­იყ­ვა­ნა სას­ტუმ­რო­ში. ამ ეტაპ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სახ­ლე­ო­ბის დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გა­დაყ­ვა­ნა და ბი­ნე­ბის ქი­რით კომ­პენ­სა­ცია. დღემ­დე, გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და პი­რა­დად გამ­გე­ბელს აქვს აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ამ ადა­მი­ა­ნებ­თან. გარ­და ამი­სა, გამ­გე­ო­ბამ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შე­უკ­ვე­თა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­როს კვლე­ვა, რომ­ლის დას­კვნის თა­ნახ­მად, კორ­პუ­სი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის დრო­ე­ბით უვარ­გი­სია. სა­ჭი­როა მთე­ლი რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ კორ­პუ­სი სა­ცხოვ­რებ­ლად უსაფრ­თხო იყოს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

  • მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მუ­ნი­ცი­პა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას და­წყე­ბუ­ლი აქვს საქ­მის წარ­მო­ე­ბა. სამ­შე­ნებ­ლო სუ­ბი­ექტს და­ვა­ლე­ბუ­ლი აქვს კვლე­ვე­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ აღ­ნიშ­ნულ მშე­ნებ­ლო­ბას, ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლი და მშე­ნებ­ლო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია შპს "თორი“. მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა 2016 წლის 12 იან­ვარს, ხოლო მშე­ნებ­ლო­ბის ვადა მშე­ნე­ბელს გა­ნე­სა­ზღვრა 2018 წლის 25 იან­ვრის ჩათ­ვლით. მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­და მო­ბი­ნად­რე­ე­ბის შე­სახ­ლე­ბა ისე, რომ კომ­პა­ნი­ას შე­ნო­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბა­ზე მე­რი­ის­თვის არ მო­უ­მარ­თავს. იმ პე­რი­ოდ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სამ­შე­ნებ­ლო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად არ მი­იჩ­ნე­ო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რი იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­უ­ღე­ბელ შე­ნო­ბებ­ში მო­ბი­ნად­რე­ე­ბის შე­სახ­ლე­ბა ხდე­ბო­და. ეს უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მებს ქმნი­და“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

ამას­თან, კახა კა­ლა­ძემ ისა­უბ­რა იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო და რაც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბამ­დე, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას კრძა­ლავს.

"თბი­ლი­სის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2021 წლის ივ­ლის­ში მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბე­ბი და აიკ­რძა­ლა სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, მე­რი­ის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბამ­დე. ასე­ვე, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბამ­დე აკ­რძა­ლუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის (წყა­ლი, გაზი, ელექტრო­ე­ნერ­გია) ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შეყ­ვა­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბამ გვიჩ­ვე­ნა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ ასე­თი შე­დე­გე­ბი არ მი­ვი­ღოთ, რაც ახლა ვაშ­ლი­ჯვარ­ში მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერ­მა ვიცე-მერს, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და პრობ­ლე­მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოგ­ვა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ა­ვა­ლა.

"მინ­და, აღ­ნიშ­ნულ კორ­პუს­ში მცხოვ­რებ­ლებს მივ­მარ­თო, და­ვამ­შვი­დო - ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დით და­გიდ­გე­ბით. გვაქვს ბევ­რი სხვა­დას­ხვა სა­ხის პროგ­რა­მა. მინ­და, ვიცე-მერს ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს და­ვა­ვა­ლო, რომ და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა, და­ი­ბა­როთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ვიცი, რომ უკვე გქონ­დათ რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა. ეს პირ­და­პირ მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ და­ი­წყონ შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რათა პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს. აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს სეს­ხი აქვს, ბი­ნე­ბი იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მათ მაქ­სი­მა­ლუ­რი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბათ, თუ რო­გორ და რა ფორ­მით, ამა­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მალე იმ­სჯე­ლეთ და იმუ­შა­ვეთ“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ვაშლიჯვარში მდებარე ავარიული კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისი" - რას აცხადებს დედაქალაქის მერი?

"ვაშლიჯვარში მდებარე ავარიული კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისი" - რას აცხადებს დედაქალაქის მერი?

ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი საექსპერტო დასკვნის შედეგად, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • როგორც მან აღნიშნა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა საბურთალოს გამგეობას სასტუმროდან დროებით საცხოვრებელში გადაჰყავს.

"ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე, დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში საყრდენ კონსტრუქციებს გაუჩნდა ბზარები. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, უსაფრთხოების მიზნით, პირველივე დღესვე უზრუნველყო მოსახლეობის ევაკუაცია და 53 ოჯახი გადაიყვანა სასტუმროში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოსახლეობის დროებით საცხოვრებელში გადაყვანა და ბინების ქირით კომპენსაცია. დღემდე, გამგეობის წარმომადგენლებს და პირადად გამგებელს აქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ადამიანებთან. გარდა ამისა, გამგეობამ დაჩქარებული წესით შეუკვეთა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კვლევა, რომლის დასკვნის თანახმად, კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

  • მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს საქმის წარმოება. სამშენებლო სუბიექტს დავალებული აქვს კვლევებისა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.

"რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნულ მშენებლობას, ნებართვის მფლობელი და მშენებლობის განმახორციელებელია შპს "თორი“. მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 12 იანვარს, ხოლო მშენებლობის ვადა მშენებელს განესაზღვრა 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდა მობინადრეების შესახლება ისე, რომ კომპანიას შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიისთვის არ მოუმართავს. იმ პერიოდში აღნიშნული ქმედება სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა. შესაბამისად, ხშირი იყო შემთხვევები, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში მობინადრეების შესახლება ხდებოდა. ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემებს ქმნიდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო და რაც ექსპლუატაციაში მიღებამდე, შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებას კრძალავს.

"თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ივლისში მოქმედ კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილებები და აიკრძალა სამშენებლო ობიექტის ფუნქციონირება, მერიის მიერ აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ასევე, ექსპლუატაციაში მიღებამდე აკრძალულია კომუნიკაციების (წყალი, გაზი, ელექტროენერგია) ინდივიდუალურად შეყვანა. მიუხედავად იმისა რომ კანონის მიღებას ჰქონდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა ეს ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასეთი შედეგები არ მივიღოთ, რაც ახლა ვაშლიჯვარში მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებაზე მუშაობა დაავალა.

"მინდა, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებს მივმართო, დავამშვიდო - ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით. გვაქვს ბევრი სხვადასხვა სახის პროგრამა. მინდა, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ დაიწყოთ მუშაობა, დაიბაროთ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები. ვიცი, რომ უკვე გქონდათ რამდენიმე შეხვედრა. ეს პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა, რომ დაიწყონ შესაბამისი სამუშაოები, რათა პრობლემა მოგვარდეს. აქ მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს სესხი აქვს, ბინები იპოთეკით დატვირთულია. შესაბამისად, მათ მაქსიმალური თანადგომა სჭირდებათ, თუ როგორ და რა ფორმით, ამაზე რაც შეიძლება მალე იმსჯელეთ და იმუშავეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.