სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზედმეტად ვაფათურებდი ხელებს, ადამიანს სექსუალურად ვეხებოდი ისე, რომ არ ვიცოდი, თუ მას ეს არ სურდა" - კევინ სპეისი აღიარებს, რომ წარსულში "ცუდად" იქცეოდა
"ზედმეტად ვაფათურებდი ხელებს, ადამიანს სექსუალურად ვეხებოდი ისე, რომ არ ვიცოდი, თუ მას ეს არ სურდა" - კევინ სპეისი აღიარებს, რომ წარსულში "ცუდად" იქცეოდა

მსა­ხი­ობ­მა კე­ვინ სპე­ი­სიმ ახალ ინ­ტერ­ვი­უ­ში წარ­სულ­ში თა­ვის არა­სა­თა­ნა­დო საქ­ცი­ელ­ზე ისა­უბ­რა.

პირს მორ­გან­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, 64 წლის სპე­ი­სიმ აღი­ა­რა, რომ "ზღვარს გა­და­დი­ო­და", რაც არა­სა­თა­ნა­დო ქცე­ვის ბრალ­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, რა­მაც 2017 წელს მისი კა­რი­ე­რის შე­წყვე­ტა გა­ნა­პი­რო­ბა.

გა­სულ წელს, მსა­ხი­ო­ბი ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ყვე­ლა ბრალ­დე­ბა­ში გა­მარ­თლდა, რო­მე­ლიც მას 2001-დან 2013 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში ოთხი მა­მა­კა­ცის მიერ ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი. 2022 წელს კი ამე­რი­კულ­მა სა­სა­მარ­თლომ მის წი­ნა­აღ­მდეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ახა­ლი საქ­მე არ გა­ნი­ხი­ლა, თუმ­ცა სპე­ი­სი ამ­ჟა­მად მო­რიგ სა­მო­ქა­ლა­ქო გარ­ჩე­ვა­შია ჩარ­თუ­ლი, ბრალ­დე­ბის გამო, რო­მელ­საც ის უარ­ყოფს და რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მან 2008 წელს მა­მა­კა­ცი სექ­სუ­ა­ლუ­რად შე­ა­ვიწ­რო­ვა.

მსა­ხი­ობ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სახ­ლი ბალ­ტი­მორ­ში, სა­დაც 2016 წლი­დან ცხოვ­რობს, და­გი­რა­ვე­ბუ­ლია და აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­დე­ბა, რად­გან მას იმ "მრა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის" გა­დახ­და არ შე­უძ­ლია, რა ხარ­ჯე­ბიც იუ­რი­დი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მარ­თებს.

პირს მორ­გა­ნის "იუ­თუ­ბარხზე" - Piers Morgan Uncensored-ზე ინ­ტერ­ვი­უს დროს პირ­და­პირ გა­ნი­ხი­ლეს სა­კი­თხი, თუ რო­გორ უყუ­რებს სპე­ი­სი თა­ვის წარ­სულ ქცე­ვებს.

რო­დე­საც მას ჰკი­თხეს, აეხ­სნა, რას გუ­ლის­ხმობ­და "ზღვრის გა­და­ლახ­ვა­ში", ოს­კა­რის ორგზის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა თქვა:

"ზედ­მე­ტად ვა­ფა­თუ­რებ­დი ხე­ლებს, ადა­მი­ანს სექ­სუ­ა­ლუ­რად ვე­ხე­ბო­დი ისე, რომ მა­შინ არ ვი­ცო­დი, თუ მას ეს არ სურ­და".

ჟურ­ნა­ლის­ტის რეპ­ლი­კა­ზე, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, სპე­ი­სიმ აღ­ნიშ­ნა, რომ "ადა­მი­ა­ნებ­თან ფრთხი­ლი იყო" და "სექ­სუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი" მისი ქმე­დე­ბე­ბის აღ­სა­წე­რად შე­სა­ფე­რი­სი სი­ტყვა არ იქ­ნე­ბო­და.

"რბი­ლად უნდა მო­იქ­ცე. უნდა ნახო, და­დე­ბი­თი რე­აქ­ცია თუ ექ­ნე­ბათ", - დას­ძი­ნა მან.

"თუ არა და, უნდა გა­გა­გე­ბი­ნონ, რომ არ სურთ, მი­გახ­ვედ­რონ, რომ უარ­ზე არი­ან და შე­წყვი­ტო", - გა­ნა­ცხა­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან.

კი­თხვა­ზე, თუ ხვდე­ბო­და, რომ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს შე­საძ­ლოა, უარი ვერ ეთ­ქვა იმის ში­შით, რომ ამას კა­რი­ე­რა და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა, მსა­ხი­ობ­მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის, თა­ვი­სი ზო­გი­ერ­თი წარ­სუ­ლი ქმე­დე­ბის­თვის, რო­მელ­საც თვი­თონ აღ­წერს, რო­გორც "ცუდ ქცე­ვას", "პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს".

თუმ­ცა მან ასე­ვე თქვა, რომ "ბევ­რმა ადა­მი­ან­მა" მის წი­ნა­აღ­მდეგ ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლა.

მა­ის­ში სპე­ი­სიმ უარ­ყო ახა­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც Channel 4-ის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში "Spacey Unmasked" გახ­მა­ურ­და. მსა­ხი­ო­ბებ­მა რუ­ა­რი კა­ნონ­მა და დენი დე ლი­ლომ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ის არა­სა­თა­ნა­დო ქცე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, მას შემ­დეგ, რაც 2017 წელს მის წი­ნა­აღ­მდეგ პირ­ვე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი გაჩ­ნდა, სპე­ი­სი Netflix-ის სე­რი­ა­ლის, "ბან­ქოს სახ­ლის" გა­და­ღე­ბე­ბი­დან და­ი­თხო­ვეს, ხოლო რიდ­ლი სკო­ტის ფილ­მი­დან, "მთე­ლი ფული მსოფ­ლი­ო­ში", მისი სცე­ნე­ბი ამო­იჭ­რა და ისი­ნი კა­ნა­დე­ლი მსა­ხი­ო­ბის, კრის­ტო­ფერ პლუ­მე­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ხე­ლახ­ლა გა­და­ი­ღეს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ზედმეტად ვაფათურებდი ხელებს, ადამიანს სექსუალურად ვეხებოდი ისე, რომ არ ვიცოდი, თუ მას ეს არ სურდა" - კევინ სპეისი აღიარებს, რომ წარსულში "ცუდად" იქცეოდა

"ზედმეტად ვაფათურებდი ხელებს, ადამიანს სექსუალურად ვეხებოდი ისე, რომ არ ვიცოდი, თუ მას ეს არ სურდა" - კევინ სპეისი აღიარებს, რომ წარსულში "ცუდად" იქცეოდა

მსახიობმა კევინ სპეისიმ ახალ ინტერვიუში წარსულში თავის არასათანადო საქციელზე ისაუბრა.

პირს მორგანთან ინტერვიუში, 64 წლის სპეისიმ აღიარა, რომ "ზღვარს გადადიოდა", რაც არასათანადო ქცევის ბრალდებებს უკავშირდება, რამაც 2017 წელს მისი კარიერის შეწყვეტა განაპირობა.

გასულ წელს, მსახიობი ლონდონში გამართულ სასამართლო პროცესზე სექსუალური შევიწროების ყველა ბრალდებაში გამართლდა, რომელიც მას 2001-დან 2013 წლამდე პერიოდში ოთხი მამაკაცის მიერ ჰქონდა წაყენებული. 2022 წელს კი ამერიკულმა სასამართლომ მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ახალი საქმე არ განიხილა, თუმცა სპეისი ამჟამად მორიგ სამოქალაქო გარჩევაშია ჩართული, ბრალდების გამო, რომელსაც ის უარყოფს და რომლის თანახმადაც, მან 2008 წელს მამაკაცი სექსუალურად შეავიწროვა.

მსახიობმა განაცხადა, რომ მისი სახლი ბალტიმორში, სადაც 2016 წლიდან ცხოვრობს, დაგირავებულია და აუქციონზე გაიყიდება, რადგან მას იმ "მრავალი მილიონი დოლარის" გადახდა არ შეუძლია, რა ხარჯებიც იურიდიული მომსახურებისთვის მართებს.

პირს მორგანის "იუთუბარხზე" - Piers Morgan Uncensored-ზე ინტერვიუს დროს პირდაპირ განიხილეს საკითხი, თუ როგორ უყურებს სპეისი თავის წარსულ ქცევებს.

როდესაც მას ჰკითხეს, აეხსნა, რას გულისხმობდა "ზღვრის გადალახვაში", ოსკარის ორგზის გამარჯვებულმა თქვა:

"ზედმეტად ვაფათურებდი ხელებს, ადამიანს სექსუალურად ვეხებოდი ისე, რომ მაშინ არ ვიცოდი, თუ მას ეს არ სურდა".

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ეს შეიძლება, დანაშაულად ჩაითვალოს, სპეისიმ აღნიშნა, რომ "ადამიანებთან ფრთხილი იყო" და "სექსუალური დანაშაული" მისი ქმედებების აღსაწერად შესაფერისი სიტყვა არ იქნებოდა.

"რბილად უნდა მოიქცე. უნდა ნახო, დადებითი რეაქცია თუ ექნებათ", - დასძინა მან.

"თუ არა და, უნდა გაგაგებინონ, რომ არ სურთ, მიგახვედრონ, რომ უარზე არიან და შეწყვიტო", - განაცხადა მოგვიანებით მან.

კითხვაზე, თუ ხვდებოდა, რომ ახალგაზრდა მსახიობს შესაძლოა, უარი ვერ ეთქვა იმის შიშით, რომ ამას კარიერა დაეზიანებინა, მსახიობმა დადებითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ მზად არის, თავისი ზოგიერთი წარსული ქმედებისთვის, რომელსაც თვითონ აღწერს, როგორც "ცუდ ქცევას", "პასუხისმგებლობა აიღოს".

თუმცა მან ასევე თქვა, რომ "ბევრმა ადამიანმა" მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები გაავრცელა.

მაისში სპეისიმ უარყო ახალი ბრალდებები, რომლებიც Channel 4-ის დოკუმენტურ ფილმში "Spacey Unmasked" გახმაურდა. მსახიობებმა რუარი კანონმა და დენი დე ლილომ დოკუმენტურ ფილმში ის არასათანადო ქცევაში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2017 წელს მის წინააღმდეგ პირველი ბრალდებები გაჩნდა, სპეისი Netflix-ის სერიალის, "ბანქოს სახლის" გადაღებებიდან დაითხოვეს, ხოლო რიდლი სკოტის ფილმიდან, "მთელი ფული მსოფლიოში", მისი სცენები ამოიჭრა და ისინი კანადელი მსახიობის, კრისტოფერ პლუმერის მონაწილეობით ხელახლა გადაიღეს.

წყარო