სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომანი ერთგულ ფანთან, ქალიშვილი, რომელსაც მალავს და ნარკოდამოკიდებულება - როგორ ცხოვრობს სცენის მიღმა თურქი ვარსკვლავი ტარკანი
რომანი ერთგულ ფანთან, ქალიშვილი, რომელსაც მალავს და ნარკოდამოკიდებულება - როგორ ცხოვრობს სცენის მიღმა თურქი ვარსკვლავი ტარკანი

ცნო­ბი­ლი თურ­ქი მომ­ღე­რა­ლი ტარ­კა­ნი არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა, წლე­ბის წინ, ტარ­კა­ნის ჰი­ტე­ბის ტალ­ღამ ქარ­თვე­ლებ­საც გა­და­უ­ა­რა.

  • ის მუდ­მი­ვად ავ­სებს დარ­ბა­ზებს, აქვს ნიჭი, ენერ­გი­ით და­მუხ­ტოს მი­ლი­ო­ნო­ბით აუ­დი­ტო­რია. 2000-იან წლებ­ში თურ­ქმა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი სტა­დი­ო­ნი შე­ავ­სო. მო­დით, უფრო მეტი გა­ვი­გოთ ტარ­კან­ზე, რო­გორ და­ი­წყო მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა და რა­ტომ არ ჩანს ძვე­ლე­ბუ­რად მომ­ღე­რა­ლი.

1972 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ალ­ზე­ი­ში, ტე­ვე­ტ­ოღ­ლუს ოჯახ­ში ბიჭი და­ი­ბა­და. მშობ­ლებ­მა, ალიმ და ნე­შემ სა­ხე­ლად ტარ­კა­ნი და­არ­ქვეს, 60-იან წლებ­ში თურ­ქეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნის გმი­რის პა­ტივ­სა­ცე­მად. მომ­ღერ­ლის მე­ო­რე სა­ხე­ლი, ჰუ­სა­მე­თი­ნი, ნიშ­ნავს "ბასრ ხმალს", რად­გან მისი ბა­ბუა რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის გმი­რი იყო.

ორ­სუ­ლო­ბის დროს დედა ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და კო­მა­ში ჩა­ვარ­და, რის შემ­დე­გაც ტარ­კა­ნის და­ბა­დე­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნა. ექი­მე­ბი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­დნენ ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტას, მამა თით­ქმის და­თან­ხმდა, მაგ­რამ შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რეს. მამა ამ­ბობ­და, რომ გა­და­ფიქ­რე­ბის მი­ზე­ზი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი სიზ­მა­რი იყო.

ბი­ჭის დიდი ბე­ბია-ბა­ბუა ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ. მშობ­ლე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის დროს გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ტარ­კა­ნი და­ი­ბა­და, მაგ­რამ 1986 წელს ოჯა­ხი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. მა­მამ და უფ­როს­მა ძმებ­მა სა­მუ­შაო იპო­ვეს, ბიჭ­მა კი სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა. სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­საც იღებ­და, ხოლო დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სტამ­ბო­ლის მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა. ამ დროს მას არა­ვინ იც­ნობ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი იყო თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ქორ­წი­ლებ­ში ემ­ღე­რა. 1995 წელს მომ­ღერ­ლის მამა გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

მალე დედა ისევ და­ქორ­წინ­და. იმა­ვე წელს ტარ­კა­ნი ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. სამ­წლი­ა­ნი გა­და­ვა­დე­ბის შემ­დეგ, მან თურ­ქე­თი და­ტო­ვა. რო­დე­საც ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­ეძ­ლო მხო­ლოდ 28 დღე ემ­სა­ხუ­რა ჯარ­ში, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და.

  • მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა

ტარ­კა­ნი თა­ვის და­ბა­დე­ბის ად­გილს, გერ­მა­ნი­ას ხში­რად სტუმ­რობ­და. ერთ-ერთი ვი­ზი­ტის დროს İstanbul Plak ეტი­კე­ტის დი­რექ­ტორს, მეჰ­მეთ სო­ი­უ­ტუ­ლუს შეხ­ვდა, რო­მელ­მაც მო­მა­ვალ ვარ­სკვლავ­ში დიდი პერ­სპექ­ტი­ვა, ნიჭი და ქა­რიზ­მა და­ი­ნა­ხა. ბიზ­ნეს­მე­ნის წყა­ლო­ბით, ტარ­კან­მა პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი "Yine Sensiz" გა­მო­უშ­ვა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი დის­კის წარ­მა­ტე­ბას მე­ო­რე ალ­ბო­მი მოჰ­ყვა. მა­ლე­ვე და­ი­წყო მისი პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ტურ­ნე.

თა­ვი­დან ტარ­კანს ძი­რი­თა­დად, მიგ­რანტ ოჯა­ხებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თურ­ქი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი უს­მენ­დნენ, მალე ევ­რო­პე­ლი მსმე­ნე­ლიც შე­ე­მა­ტა.

მე­სა­მე ალ­ბო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით "კარ­მა" 2001 წელს გა­მო­ვი­და. ტრი­უმ­ფი შედ­გა და ევ­რო­პა­ში 1 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. ალ­ბომ­ში შე­დი­ო­და ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი სინ­გლე­ბი, რო­გო­რი­ცაა "Kuzu-Kuzu" და "Hüp". ტარ­კა­ნი გახ­და ვარ­სკვლა­ვი არა მხო­ლოდ თურ­ქეთ­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ფანკლუ­ბე­ბით, ევ­რო­პა­სა და მექ­სი­კა­ში. 2002 წელს, თურ­ქეთ­ში გა­მარ­თუ­ლი ფი­ფას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დროს, ტარ­კა­ნი არა მხო­ლოდ გახ­და ამ მოვ­ლე­ნის მთა­ვა­რი თი­ლის­მა, არა­მედ თა­ვად და­წე­რა გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ჰიმ­ნი. 2003 წელს მომ­ღე­რალ­მა გა­მო­უშ­ვა მინი ალ­ბო­მი "Dudu" სა­კუ­თარ ლე­იბლზე HITT Music. შემ­დე­გი ორი ალ­ბო­მი, "Metamorfoz" და "Adımı Kalbine Yaz", რომ­ლე­ბიც ასე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. თა­ვი­სი ბოლო ალ­ბო­მის­თვის ტარ­კან­მა მი­ი­ღო თურ­ქე­თის მუ­სი­კა­ლუ­რი ჯილ­დო ოთხ კა­ტე­გო­რი­ა­ში.

  • ახა­ლი ათას­წლე­უ­ლის და­სა­წყის­ში სიმ­ღე­რამ "Şımarık" მას ევ­რო­პუ­ლი პოპ-მუ­სი­კის მთა­ვა­რი შემ­სრუ­ლებ­ლის ტი­ტუ­ლი მო­უ­ტა­ნა. სიმ­ღე­რა "Dudu" კი ევ­რო­პა პლუ­სის ჩარ­ტში 18 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩა. მაგ­რამ მსმე­ნე­ლის­თვის ტარ­კა­ნის მთა­ვა­რი ჰიტი იყო სიმ­ღე­რა "Şıkıdım".

ნარ­კო­მა­ნია და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა

ტარ­კან­მა და­ი­წყო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თურქ კომ­პო­ზი­ტორ სე­ზენ აქ­სუს­თან, გა­ემ­გზავ­რა ნიუ-იორკში ინ­გლი­სუ­რი ენის შე­სას­წავ­ლად და თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ალ­ბო­მის ჩა­სა­წე­რად. და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა თურქ-ამე­რი­კელ ბიზ­ნეს­მენ­თან და Atlantic Records-ის ლე­იბ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელ აჰ­მეტ ერტე­გუნ­თან. თუმ­ცა ტარ­კან­მა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ალ­ბო­მის გა­მოშ­ვე­ბა მხო­ლოდ 2006 წელს შეძ­ლო, როცა ერტე­გუ­ნი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ალ­ბო­მი არ აღ­მოჩ­ნდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. თურ­ქეთ­ში გა­ყიდ­ვე­ბის რი­ცხვმა 110 ათა­სი ეგ­ზემპლა­რი შე­ად­გი­ნა.

2007 წელს ტარ­კან­მა გა­მო­უშ­ვა ალ­ბო­მი თურ­ქულ ენა­ზე სა­ხელ­წო­დე­ბით "Metamorfoz", მაგ­რამ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გრძელ­დე­ბო­და. 2010 წლის თე­ბერ­ვალ­ში ტარ­კა­ნი, თურ­ქუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის რამ­დე­ნი­მე სხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად, ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს. მომ­ღე­რა­ლი მე­გობ­რის ვი­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც პო­ლი­ცია შე­იჭ­რა. მათი თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი უკა­ნო­ნო ნივ­თი­ე­რე­ბებს მო­იხ­მარ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­გორც პო­ლი­ცია ირ­წმუ­ნე­ბო­და, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ტარ­კა­ნის სახ­ლშიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მა­შინ თურ­ქუ­ლი მე­დია წერ­და, რომ მომ­ღე­რალ­მა აღი­ა­რა, რომ პე­რი­ო­დუ­ლად ნარ­კო­ტიკს მო­იხ­მარ­და და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სის გავ­ლა­ზე და­თან­ხმდა. სა­ბო­ლო­ოდ, მომ­ღე­რა­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

2017 წლი­დან ტარ­კან­მა ახა­ლი ჰი­ტე­ბის ჩა­წე­რა­ზე უარი თქვა, მაგ­რამ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა ძვე­ლი ჰი­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლა. 2022 წლი­დან გა­ნა­ახ­ლა სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე მთე­ლი თურ­ქე­თის მას­შტა­ბით. მან ასე­ვე გა­მო­უშ­ვა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სიმ­ღე­რა: მათ შო­რის, Geccek და Yap bi guzellik.

  • მომ­ღერ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბით ტარ­კანს გა­მო­ჩე­ნის დღი­დან უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და. პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე იყო, რო­დე­საც მე­დი­ამ და­წე­რა, რომ მომ­ღე­რა­ლი გეი იყო. სა­ბო­ლო­ოდ, ეს მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ შე­თხზუ­ლი ჭორი აღ­მოჩ­ნდა. მომ­ღე­რა­ლი ყო­ველ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ქორ­წი­ნე­ბის, მოს­წონ­და მარ­ტო ცხოვ­რე­ბა და ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბო­ბა.

ტარ­კა­ნი და ბილ­გე ოზ­თურ­ქი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ერ­თად. გო­გო­ნა ად­ვო­კა­ტად მუ­შა­ობ­და, თა­ვი­სუ­ფალ დროს კი როკ ჯგუფ­ში მღე­რო­და. 2008 წელს წყვი­ლი და­შორ­და.

ტარ­კა­ნი და ბილ­გე ოზ­თურ­ქი

2011 წელს 39 წლის ტარ­კან­მა რო­მა­ნი და­ი­წყო თა­ვის ერ­თგულ ფან­თან პი­ნარ დე­ლეკ­თან, რო­მე­ლიც იმ დროს 24 წლის იყო. ისი­ნი 2016 წელს და­ქორ­წინ­დნენ, ორი წლის შემ­დეგ კი ქა­ლიშ­ვი­ლი, ლეა შე­ე­ძი­ნათ. ტარ­კა­ნი იშ­ვი­ა­თად აქ­ვეყ­ნებს ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არც მისი მე­უღ­ლე არ აქ­ტი­უ­რობს. მომ­ღე­რალს ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ჯა­როდ არას­დროს გა­მო­უ­ჩე­ნია. ცნო­ბი­ლია, რომ ისი­ნი სტამ­ბოლ­ში, მდიდ­რულ ვი­ლა­ში ცხოვ­რო­ბენ.

  • ტარ­კა­ნი ახლა

თა­ვი­სუ­ფალ დროს ტარ­კა­ნი მე­ბა­ღე­ო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლია აქ­ტი­უ­რი სპორ­ტით. მუ­სი­კის გარ­და, მომ­ღე­რალს რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი აქვს: ის აწარ­მო­ებს სუ­ნა­მო­ებს და სა­დღე­სას­წა­უ­ლო ტან­საც­მელს მა­მა­კა­ცე­ბის­თვის და ქა­ლე­ბის­თვის.

2023 წლის თურ­ქე­თის და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის დროს ტარ­კან­მა 1 მი­ლი­ო­ნი ლირა გა­და­უ­რი­ცხა მსა­ხი­ობ ჰა­ლუკ ლე­ვენ­ტის ფონდს, რო­მელ­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ტარ­კა­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი - 90-იან წლებ­ში იზ­მი­რის მი­წისძვრის შემ­დეგ მან 16 000 დო­ლა­რი გა­ი­ღო და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად.

ტარ­კა­ნი ასე­ვე ჩარ­თუ­ლია გა­რე­მოს­დაც­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თუმ­ცა მისი გულ­წრფე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად სჯე­რათ და თურ­ქეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ეკო­ლო­გი­ის სფე­რო­ში მხო­ლოდ პი­ა­რის ნა­წი­ლია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რომანი ერთგულ ფანთან, ქალიშვილი, რომელსაც მალავს და ნარკოდამოკიდებულება - როგორ ცხოვრობს სცენის მიღმა თურქი ვარსკვლავი ტარკანი

რომანი ერთგულ ფანთან, ქალიშვილი, რომელსაც მალავს და ნარკოდამოკიდებულება - როგორ ცხოვრობს სცენის მიღმა თურქი ვარსკვლავი ტარკანი

ცნობილი თურქი მომღერალი ტარკანი არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშია პოპულარული. გამონაკლისი არც საქართველოა, წლების წინ, ტარკანის ჰიტების ტალღამ ქართველებსაც გადაუარა.

  • ის მუდმივად ავსებს დარბაზებს, აქვს ნიჭი, ენერგიით დამუხტოს მილიონობით აუდიტორია. 2000-იან წლებში თურქმა შემსრულებელმა მსოფლიოს არაერთი სტადიონი შეავსო. მოდით, უფრო მეტი გავიგოთ ტარკანზე, როგორ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა და რატომ არ ჩანს ძველებურად მომღერალი.

1972 წლის 17 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ალზეიში, ტევეტოღლუს ოჯახში ბიჭი დაიბადა. მშობლებმა, ალიმ და ნეშემ სახელად ტარკანი დაარქვეს, 60-იან წლებში თურქეთში პოპულარული წიგნის გმირის პატივსაცემად. მომღერლის მეორე სახელი, ჰუსამეთინი, ნიშნავს "ბასრ ხმალს", რადგან მისი ბაბუა რუსეთ-თურქეთის ომის გმირი იყო.

ორსულობის დროს დედა ავარიაში მოჰყვა და კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც ტარკანის დაბადებას საფრთხე შეექმნა. ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ ორსულობის შეწყვეტას, მამა თითქმის დათანხმდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს. მამა ამბობდა, რომ გადაფიქრების მიზეზი წინასწარმეტყველური სიზმარი იყო.

ბიჭის დიდი ბებია-ბაბუა ხალხურ სიმღერებს მღეროდნენ. მშობლები ეკონომიკური კრიზისის დროს გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ტარკანი დაიბადა, მაგრამ 1986 წელს ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა. მამამ და უფროსმა ძმებმა სამუშაო იპოვეს, ბიჭმა კი სწავლა გააგრძელა. სკოლის პარალელურად მუსიკალურ განათლებასაც იღებდა, ხოლო დასრულების შემდეგ, სტამბოლის მუსიკალურ აკადემიაში ჩაირიცხა. ამ დროს მას არავინ იცნობდა და იძულებული იყო თანხის სანაცვლოდ ქორწილებში ემღერა. 1995 წელს მომღერლის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.

მალე დედა ისევ დაქორწინდა. იმავე წელს ტარკანი ჯარში გაიწვიეს. სამწლიანი გადავადების შემდეგ, მან თურქეთი დატოვა. როდესაც ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლის საშუალებითაც შეეძლო მხოლოდ 28 დღე ემსახურა ჯარში, სამშობლოში დაბრუნდა.

  • მუსიკალური კარიერა

ტარკანი თავის დაბადების ადგილს, გერმანიას ხშირად სტუმრობდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს İstanbul Plak ეტიკეტის დირექტორს, მეჰმეთ სოიუტულუს შეხვდა, რომელმაც მომავალ ვარსკვლავში დიდი პერსპექტივა, ნიჭი და ქარიზმა დაინახა. ბიზნესმენის წყალობით, ტარკანმა პირველი ალბომი "Yine Sensiz" გამოუშვა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. პირველი დისკის წარმატებას მეორე ალბომი მოჰყვა. მალევე დაიწყო მისი პირველი უცხოური ტურნე.

თავიდან ტარკანს ძირითადად, მიგრანტ ოჯახებში დაბადებული თურქი თინეიჯერები უსმენდნენ, მალე ევროპელი მსმენელიც შეემატა.

მესამე ალბომი სახელწოდებით "კარმა" 2001 წელს გამოვიდა. ტრიუმფი შედგა და ევროპაში 1 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ალბომში შედიოდა ისეთი პოპულარული სინგლები, როგორიცაა "Kuzu-Kuzu" და "Hüp". ტარკანი გახდა ვარსკვლავი არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ფანკლუბებით, ევროპასა და მექსიკაში. 2002 წელს, თურქეთში გამართული ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ტარკანი არა მხოლოდ გახდა ამ მოვლენის მთავარი თილისმა, არამედ თავად დაწერა გულშემატკივართა ჰიმნი. 2003 წელს მომღერალმა გამოუშვა მინი ალბომი "Dudu" საკუთარ ლეიბლზე HITT Music. შემდეგი ორი ალბომი, "Metamorfoz" და "Adımı Kalbine Yaz", რომლებიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა. თავისი ბოლო ალბომისთვის ტარკანმა მიიღო თურქეთის მუსიკალური ჯილდო ოთხ კატეგორიაში.

  • ახალი ათასწლეულის დასაწყისში სიმღერამ "Şımarık" მას ევროპული პოპ-მუსიკის მთავარი შემსრულებლის ტიტული მოუტანა. სიმღერა "Dudu" კი ევროპა პლუსის ჩარტში 18 კვირის განმავლობაში დარჩა. მაგრამ მსმენელისთვის ტარკანის მთავარი ჰიტი იყო სიმღერა "Şıkıdım".

ნარკომანია და წარუმატებლობა

ტარკანმა დაიწყო თანამშრომლობა თურქ კომპოზიტორ სეზენ აქსუსთან, გაემგზავრა ნიუ-იორკში ინგლისური ენის შესასწავლად და თავისი პირველი ინგლისურენოვანი ალბომის ჩასაწერად. დაიწყო მუშაობა თურქ-ამერიკელ ბიზნესმენთან და Atlantic Records-ის ლეიბლის დამფუძნებელ აჰმეტ ერტეგუნთან. თუმცა ტარკანმა ინგლისურენოვანი ალბომის გამოშვება მხოლოდ 2006 წელს შეძლო, როცა ერტეგუნი უკვე გარდაცვლილი იყო. ალბომი არ აღმოჩნდა წარმატებული. თურქეთში გაყიდვების რიცხვმა 110 ათასი ეგზემპლარი შეადგინა.

2007 წელს ტარკანმა გამოუშვა ალბომი თურქულ ენაზე სახელწოდებით "Metamorfoz", მაგრამ წარუმატებლობა გრძელდებოდა. 2010 წლის თებერვალში ტარკანი, თურქული შოუბიზნესის რამდენიმე სხვა წარმომადგენელთან ერთად, ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. მომღერალი მეგობრის ვილაში იმყოფებოდა, როდესაც პოლიცია შეიჭრა. მათი თქმით, დაკავებულები უკანონო ნივთიერებებს მოიხმარდნენ.

მოგვიანებით, როგორც პოლიცია ირწმუნებოდა, ნარკოტიკული ნივთიერებები ტარკანის სახლშიც აღმოაჩინეს. მაშინ თურქული მედია წერდა, რომ მომღერალმა აღიარა, რომ პერიოდულად ნარკოტიკს მოიხმარდა და სარეაბილიტაციო კურსის გავლაზე დათანხმდა. საბოლოოდ, მომღერალი გაათავისუფლეს.

2017 წლიდან ტარკანმა ახალი ჰიტების ჩაწერაზე უარი თქვა, მაგრამ სცენაზე გამოსვლა ძველი ჰიტებით გააგრძელა. 2022 წლიდან განაახლა საკონცერტო ტურნე მთელი თურქეთის მასშტაბით. მან ასევე გამოუშვა რამდენიმე ახალი სიმღერა: მათ შორის, Geccek და Yap bi guzellik.

  • მომღერლის პირადი ცხოვრება

გარეგნობის წყალობით ტარკანს გამოჩენის დღიდან უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. პოპულარობის პიკზე იყო, როდესაც მედიამ დაწერა, რომ მომღერალი გეი იყო. საბოლოოდ, ეს მხოლოდ ჟურნალისტების მიერ შეთხზული ჭორი აღმოჩნდა. მომღერალი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ქორწინების, მოსწონდა მარტო ცხოვრება და ამ თავისუფლებით ტკბობა.

ტარკანი და ბილგე ოზთურქი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად. გოგონა ადვოკატად მუშაობდა, თავისუფალ დროს კი როკ ჯგუფში მღეროდა. 2008 წელს წყვილი დაშორდა.

ტარკანი და ბილგე ოზთურქი

2011 წელს 39 წლის ტარკანმა რომანი დაიწყო თავის ერთგულ ფანთან პინარ დელეკთან, რომელიც იმ დროს 24 წლის იყო. ისინი 2016 წელს დაქორწინდნენ, ორი წლის შემდეგ კი ქალიშვილი, ლეა შეეძინათ. ტარკანი იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს. სოციალურ ქსელებში არც მისი მეუღლე არ აქტიურობს. მომღერალს ქალიშვილი საჯაროდ არასდროს გამოუჩენია. ცნობილია, რომ ისინი სტამბოლში, მდიდრულ ვილაში ცხოვრობენ.

  • ტარკანი ახლა

თავისუფალ დროს ტარკანი მებაღეობით არის დაკავებული. დაკავებულია აქტიური სპორტით. მუსიკის გარდა, მომღერალს რამდენიმე ბიზნესი აქვს: ის აწარმოებს სუნამოებს და სადღესასწაულო ტანსაცმელს მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.

2023 წლის თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის დროს ტარკანმა 1 მილიონი ლირა გადაურიცხა მსახიობ ჰალუკ ლევენტის ფონდს, რომელმაც დაზარალებულებს დახმარება გაუწია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტარკანი ქველმოქმედებით არის დაკავებული - 90-იან წლებში იზმირის მიწისძვრის შემდეგ მან 16 000 დოლარი გაიღო დაზარალებულთა დასახმარებლად.

ტარკანი ასევე ჩართულია გარემოსდაცვით საქმიანობაში. თუმცა მისი გულწრფელობის ნაკლებად სჯერათ და თურქეთში ამბობენ, რომ მისი საქმიანობა ეკოლოგიის სფეროში მხოლოდ პიარის ნაწილია.