სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე დროის აფხაზეთი - პრემიერა სოხუმის თეატრში
თანამედროვე დროის აფხაზეთი - პრემიერა სოხუმის თეატრში

12 ივ­ნისს, 20:00 სა­ათ­ზე, სო­ხუ­მის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლის „იქ, ჩვენ­თან“ პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა!..

ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ან ფსი­ქო­ლო­გი­ურ დრა­მა­ში, მოქ­მე­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე დროს, აფხა­ზეთ­ში ვი­თარ­დე­ბა. ერთ-ერთ შე­რე­ულ ოჯახს, სა­დაც ქმა­რი აფხა­ზია, ხოლო ცოლი - ქარ­თვე­ლი, პა­ტა­რა, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო აქვს, რო­მელ­საც არ­ცთუ ისე ხში­რად ჰყავს მდგმუ­რე­ბი.

ნეს­ტო­რი­სა და ნი­ნოს ერ­თა­დერ­თი მო­ზარ­დი შვი­ლი საბი წიგ­ნაკ­ში ლექ­სებს წერს, თა­ვის გა­მო­გო­ნილ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს და რო­გორც ამ­ბობს, გა­მუდ­მე­ბით „ცო­ტა­ო­დენ სი­ლა­მა­ზეს ეძებს მა­ხინჯ სამ­ყა­რო­ში“, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს მისი გა­გე­ბა უჭირთ და „უც­ნა­ურ­სა“ და „ეშ­მა­კის მიერ შე­პყრო­ბილს“ უწო­დე­ბენ. გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, საბი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს გა­ნიც­დის და სას­ტი­კი რე­ა­ლო­ბის მი­ღე­ბა უჭირს.

ენ­გურს მიღ­მა არ­სე­ბულ სახ­ლში, თავს იყ­რი­ან სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი, მდგმუ­რი, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მღვდე­ლი და თბი­ლის­ში ნას­წავ­ლი აფხა­ზი ექი­მი. სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ირ­გვლივ მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ, მძაფ­რად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვი­თარ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ნათ­ლად იკ­ვე­თე­ბა თუ რა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მოა მო­წყვე­ტი­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­გან... აფხა­ზე­თი.

რე­ჟი­სო­რი და ტექ­სტის ავ­ტო­რი: მე­რაბ ყოლ­ბა­ია

მხატ­ვა­რი: ნინო ქუ­თე­ლია

მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა: მე­რაბ ყოლ­ბა­ია

რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წე: სვეტ­ლა­ნა გო­გო­ხია

მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ნიკა ჭკა­დუა (საბი აჩბა), ედე­მი ხვი­ჩია (ნეს­ტორ აჩბა), ლელა შა­რა­ბი­ძე (ნინო), ჯუ­ლი­ე­ტა პა­კე­ლი­ა­ნი (ან­ტი­სა), ლა­ლი­კო ღერ­კე­ნაშ­ვი­ლი (ადე­ლი), ლე­ვან ლეჟა­ვა (და­უ­რი), და­ვით ბე­რა­ძე (გა­რე­ნი), მე­რაბ ყოლ­ბა­ია (ეგო­რი).

(ერთი მოქ­მე­დე­ბა, ხან­გრძლი­ვო­ბა: 1 სთ. და 50 წთ. ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა: 10+_)

სო­ხუ­მის დრა­მა­ტულ თე­ატრს 2025 წელს 140 წელი უს­რულ­დე­ბა. სო­ხუმ­ში შექ­მნილ თე­ატრს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლი 1983 წელს მი­ე­ნი­ჭა. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­სა და ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ომის შე­დე­გად, სხვებ­თან ერ­თად, აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბა თე­ატრსა და და­სის წევ­რებს მო­უ­წი­ათ. მათ შო­რის იყო მე­რაბ ყოლ­ბა­ი­აც. დევ­ნი­ლი თე­ატ­რი წარ­მოდ­გე­ნებს სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში მარ­თავ­და. 2019 წლი­დან კი სა­კუ­თა­რი ჭერი აქვს და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი მა­ყუ­რე­ბელს თბი­ლის­ში, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის ქუჩა N68-ში მას­პინ­ძლობს.

მე­რაბ ყოლ­ბა­ია სო­ხუ­მის თე­ატ­რში 1985 წლი­დან მუ­შა­ობს და არა­ერ­თი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­გორც სო­ხუმ­ში, ისე თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დად­გმებ­ში. ხოლო მისი რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბია სპექ­ტაკ­ლე­ბი: „სხვა სა­ქარ­თვე­ლო სად არის?!“ , „ორე­უ­ლი“, „ვა­ჟიშ­ვი­ლი“ (ეს უკა­ნას­კნე­ლი დღეს­დღე­ო­ბით სო­ხუ­მის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­შია). ხოლო „იქ, ჩვენ­თან“ მე­რაბ ყოლ­ბა­ი­ას IV სპექ­ტაკ­ლია სო­ხუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე.

სო­ხუ­მის თე­ატ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ambebi.ge • ამ­ბე­ბი.ge და Palitranews - პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი

ლო­კა­ცია: სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი. მის: დ. უზ­ნა­ძის ქ. N68.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თანამედროვე დროის აფხაზეთი - პრემიერა სოხუმის თეატრში

თანამედროვე დროის აფხაზეთი - პრემიერა სოხუმის თეატრში

12 ივნისს, 20:00 საათზე, სოხუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის „იქ, ჩვენთან“ პრემიერა გაიმართება!..

ერთმოქმედებიან ფსიქოლოგიურ დრამაში, მოქმედება თანამედროვე დროს, აფხაზეთში ვითარდება. ერთ-ერთ შერეულ ოჯახს, სადაც ქმარი აფხაზია, ხოლო ცოლი - ქართველი, პატარა, საოჯახო სასტუმრო აქვს, რომელსაც არცთუ ისე ხშირად ჰყავს მდგმურები.

ნესტორისა და ნინოს ერთადერთი მოზარდი შვილი საბი წიგნაკში ლექსებს წერს, თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს და როგორც ამბობს, გამუდმებით „ცოტაოდენ სილამაზეს ეძებს მახინჯ სამყაროში“, მაგრამ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მისი გაგება უჭირთ და „უცნაურსა“ და „ეშმაკის მიერ შეპყრობილს“ უწოდებენ. გარშემო არსებული ვითარების გამო, საბი მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის და სასტიკი რეალობის მიღება უჭირს.

ენგურს მიღმა არსებულ სახლში, თავს იყრიან საოჯახო საქმეებით დაკავებული ინდივიდები, მდგმური, რუსულენოვანი მღვდელი და თბილისში ნასწავლი აფხაზი ექიმი. სპექტაკლის მსვლელობისას ამ ადამიანების ირგვლივ მოვლენები ძალიან საინტერესოდ, მძაფრად და მოულოდნელად ვითარდება, საიდანაც საბოლოო ჯამში, ნათლად იკვეთება თუ რა გარემოებების გამოა მოწყვეტილი ჩვენი ქვეყნისგან... აფხაზეთი.

რეჟისორი და ტექსტის ავტორი: მერაბ ყოლბაია

მხატვარი: ნინო ქუთელია

მუსიკალური გაფორმება: მერაბ ყოლბაია

რეჟისორის თანაშემწე: სვეტლანა გოგოხია

მონაწილეობენ: ნიკა ჭკადუა (საბი აჩბა), ედემი ხვიჩია (ნესტორ აჩბა), ლელა შარაბიძე (ნინო), ჯულიეტა პაკელიანი (ანტისა), ლალიკო ღერკენაშვილი (ადელი), ლევან ლეჟავა (დაური), დავით ბერაძე (გარენი), მერაბ ყოლბაია (ეგორი).

(ერთი მოქმედება, ხანგრძლივობა: 1 სთ. და 50 წთ. ასაკობრივი შეზღუდვა: 10+_)

სოხუმის დრამატულ თეატრს 2025 წელს 140 წელი უსრულდება. სოხუმში შექმნილ თეატრს კონსტანტინე გამსახურდიას სახელი 1983 წელს მიენიჭა. გასული საუკუნის 90-იან წლებში დატრიალებული ტრაგედიისა და ქართულ-რუსული ომის შედეგად, სხვებთან ერთად, აფხაზეთის დატოვება თეატრსა და დასის წევრებს მოუწიათ. მათ შორის იყო მერაბ ყოლბაიაც. დევნილი თეატრი წარმოდგენებს სხვადასხვა სივრცეში მართავდა. 2019 წლიდან კი საკუთარი ჭერი აქვს და კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს თბილისში, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N68-ში მასპინძლობს.

მერაბ ყოლბაია სოხუმის თეატრში 1985 წლიდან მუშაობს და არაერთი როლი აქვს შესრულებული როგორც სოხუმში, ისე თბილისში განხორციელებულ დადგმებში. ხოლო მისი რეჟისორული ნამუშევრებია სპექტაკლები: „სხვა საქართველო სად არის?!“ , „ორეული“, „ვაჟიშვილი“ (ეს უკანასკნელი დღესდღეობით სოხუმის თეატრის რეპერტუარშია). ხოლო „იქ, ჩვენთან“ მერაბ ყოლბაიას IV სპექტაკლია სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე.

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ambebi.ge • ამბები.ge და Palitranews - პალიტრანიუსი

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68.

R