საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფლელუ პარიზის" მხარდაჭერა საქართველოს - ფრანგულმა ოპტიკურმა ქსელმა სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა
"აფლელუ პარიზის" მხარდაჭერა საქართველოს - ფრანგულმა ოპტიკურმა ქსელმა სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა

Afflelou Paris-ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ლოც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს - ფრან­გულ­მა ოპ­ტი­კურ­მა ქსელ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის სიმ­ბო­ლი­კით სათ­ვა­ლე­ე­ბის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცია შექ­მნა.

სათ­ვა­ლის დი­ზა­ი­ნი ერთი მხრივ, ხაზს უს­ვამს ბრენ­დის ერ­თგუ­ლე­ბას დახ­ვე­წი­ლი, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი სტი­ლის მი­მართ და მე­ო­რე მხრივ, გა­მო­ხა­ტავს იმ ემო­ცი­ა­სა და გან­წყო­ბას, რა­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა 26 მარტს, ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.

სათ­ვა­ლე უკვე მო­ირ­გეს ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა გი­ორ­გი გა­გუ­ამ და ოთო გო­შა­ძემ, რომ­ლე­ბიც Afflelou Paris-ის ახა­ლი კამ­პა­ნი­ის სა­ხე­ე­ბი გახ­დნენ.

ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის შექ­მნის იდეა თა­ვად Afflelou Paris-ის ფრან­გულ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას გა­უჩ­ნდა, რო­დე­საც თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლო-სა­ბერ­ძნე­თის მატჩს ეს­წრე­ბოდ­ნენ. Afflelou Paris-ის ქარ­თუ­ლი ფრან­ში­ზის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი ანი გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ სა­თა­ვო ოფის­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მხარ­და­ჭე­რის გა­მო­სა­ხა­ტად მი­ი­ღო.

„26 მარ­ტის ღა­მეს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი პირ­ვე­ლად გა­ვი­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ბრენ­დის სა­თა­ვო ოფი­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ვად იხი­ლეს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ემო­ცია, რო­მე­ლიც მთელს ქა­ლაქს მო­ე­დო და დი­ლამ­დე გრძელ­დე­ბო­და. ამან იმ­ხე­ლა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მათ­ზე, რომ აქვე გა­და­წყვი­ტეს, ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ე­ლო­ცათ ეს მოვ­ლე­ნა. თა­ვად შექ­მნეს ახა­ლი, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ხა­ზის დი­ზა­ი­ნი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მხო­ლოდ 500 სათ­ვა­ლე დამ­ზად­და და ამ ფორ­მით გვაგ­რძნო­ბი­ნეს, რომ ჩვენ გვერ­დით არი­ან და წარ­მა­ტე­ბას გვი­სურ­ვე­ბენ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­ფეხ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე.

სათ­ვა­ლე თა­ვი­სი დი­ზა­ი­ნი­დან და ფორ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნი­ვერ­სა­ლუ­რია და მო­ერ­გე­ბა რო­გორც ქალს, ისე მა­მა­კაცს. მისი დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნი ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, აქ­სე­სუ­ა­რი თა­მა­მად ატა­როთ რო­გორც სტა­დი­ონ­ზე, ისე სხვა ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვენს კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თნენ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ერ­თად კი­დევ ბევრ გა­მარ­ჯვე­ბას ვი­ზე­ი­მებთ“, - აღ­ნიშ­ნა ანი გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა.

ახა­ლი ხაზი წარ­მოდ­გე­ნი­ლია Afflelou Paris-ის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ მა­ღა­ზი­ებ­სა და ჯპს-ის აფ­თი­ა­ქებ­ში, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 149 ლა­რია. გულ­შე­მატ­კივ­რებს უკვე აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­გორც გერ­მა­ნი­ა­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტონ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მათ­თვის შექ­მნი­ლი აქ­სე­სუ­ა­რით, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად თან ატა­რე­ბენ.

ის­ტო­რია იწყე­ბა შე­ნით, უგულ­შე­მატ­კივ­რე ნაკ­რებს და გა­ა­ზი­ა­რე ემო­ცია Afflelou Paris-თან ერ­თად, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ებს გვპირ­დე­ბა.

ფოტო: სალი დუნ­დუა

მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: დათა ალექ­სე­ე­ვი

პრო­ექტს გვერ­დში და­უდ­გა: Ballermanagement

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

მთავარი ნაკრების ფეხბურთელები არც ერთი არიან და რა შუაში არიან გოშაძე და გაგუა??🤦ნაკრების ფეხბურთელები გადაგეღოთ!!

ბოკინიო
0

ყიფშიიძეზე ვიყავი ჯპსში არ იყო:(

ავტორი:

"აფლელუ პარიზის" მხარდაჭერა საქართველოს - ფრანგულმა ოპტიკურმა ქსელმა სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა

"აფლელუ პარიზის" მხარდაჭერა საქართველოს - ფრანგულმა ოპტიკურმა ქსელმა სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა

Afflelou Paris-ის განსაკუთრებული მილოცვა საქართველოს - ფრანგულმა ოპტიკურმა ქსელმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა.

სათვალის დიზაინი ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ბრენდის ერთგულებას დახვეწილი, მინიმალისტური სტილის მიმართ და მეორე მხრივ, გამოხატავს იმ ემოციასა და განწყობას, რამაც მთელი საქართველო მოიცვა 26 მარტს, ისტორიული გამარჯვების შემდეგ.

სათვალე უკვე მოირგეს ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი გაგუამ და ოთო გოშაძემ, რომლებიც Afflelou Paris-ის ახალი კამპანიის სახეები გახდნენ.

ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად ახალი კოლექციის შექმნის იდეა თავად Afflelou Paris-ის ფრანგულ წარმომადგენლობას გაუჩნდა, როდესაც თბილისში საქართველო-საბერძნეთის მატჩს ესწრებოდნენ. Afflelou Paris-ის ქართული ფრანშიზის გენერალური მენეჯერი ანი გიგინეიშვილი განმარტავს, რომ სათავო ოფისმა აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად მიიღო.

„26 მარტის ღამეს, როდესაც საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ბრენდის სათავო ოფისის წარმომადგენლებმა თავად იხილეს გულშემატკივრების ემოცია, რომელიც მთელს ქალაქს მოედო და დილამდე გრძელდებოდა. ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, რომ აქვე გადაწყვიტეს, ჩვენთვის განსაკუთრებულად მოელოცათ ეს მოვლენა. თავად შექმნეს ახალი, ლიმიტირებული ხაზის დიზაინი, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 500 სათვალე დამზადდა და ამ ფორმით გვაგრძნობინეს, რომ ჩვენ გვერდით არიან და წარმატებას გვისურვებენ უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო ტურნირზე.

სათვალე თავისი დიზაინიდან და ფორმიდან გამომდინარე უნივერსალურია და მოერგება როგორც ქალს, ისე მამაკაცს. მისი დახვეწილი დიზაინი ასევე საშუალებას მოგცემთ, აქსესუარი თამამად ატაროთ როგორც სტადიონზე, ისე სხვა ნებისმიერ ვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს კამპანიაში ჩაერთნენ ქართველი ფეხბურთელები და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - აღნიშნა ანი გიგინეიშვილმა.

ახალი ხაზი წარმოდგენილია Afflelou Paris-ის კონცეპტუალურ მაღაზიებსა და ჯპს-ის აფთიაქებში, მისი ღირებულება 149 ლარია. გულშემატკივრებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში ნაკრების მხარდაჭერა გამოხატონ ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი აქსესუარით, რომელსაც მუდმივად თან ატარებენ.

ისტორია იწყება შენით, უგულშემატკივრე ნაკრებს და გააზიარე ემოცია Afflelou Paris-თან ერთად, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საინტერესო სიახლეებს გვპირდება.

ფოტო: სალი დუნდუა

მარკეტინგის მენეჯერი: დათა ალექსეევი

პროექტს გვერდში დაუდგა: Ballermanagement

R