სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ოცნება” გვამუნათებს, ომი გინდათო? არა, არ გვინდა... სწორედ ამიტომ უნდა გავემიჯნოთ რუსეთს და დავუახლოვდეთ დასავლეთს" - რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა “კავკასიის ლეგიონის” ყოფილმა მეთაურმა?
“ოცნება” გვამუნათებს, ომი გინდათო? არა, არ გვინდა... სწორედ ამიტომ უნდა გავემიჯნოთ რუსეთს და დავუახლოვდეთ დასავლეთს" - რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა “კავკასიის ლეგიონის” ყოფილმა მეთაურმა?

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა “კავ­კა­სი­ის ლე­გი­ო­ნის” ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა, “კავ­კა­სი­უ­რი კავ­ში­რის” სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, რო­მე­ლიც რუ­სეთს “წი­თელ სი­ა­ში” ჰყავს შეყ­ვა­ნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვა გა­და­წყვი­ტა. ლადო გამ­სა­ხურ­დია ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­თა­უ­რობ­და “კავ­კა­სი­ის ლე­გი­ონს”, მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ჯილ­დო ომში გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის, ასე­ვე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია მედ­ლით “უკ­რა­ი­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნის­თვის”. უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა მტრის ალ­ყა­ში, არა­ერ­თხელ და­იჭ­რა კი­დეც, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ყო­ველ­თვის მო­ა­ხერ­ხა. რუ­სულ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი გა­და­ცე­მა მი­ე­ძღვნა მას, რო­გორც რუსთმო­ძუ­ლე­სა და კავ­კა­სი­ი­დან რუ­სე­ბის გან­დევ­ნის ინი­ცი­ა­ტორს. მოს­კოვ­ში მას რუ­სო­ფო­ბი დე­დის გაზ­რდილ შვი­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ბან­დი­ტურ დაჯ­გუ­ფე­ბებს აერ­თი­ა­ნებს. ჯერ “კავ­კა­სი­ის ლე­გი­ო­ნის” მე­თა­უ­რი იყო, ოთხი თვის წინ კი შექ­მნა მე­მო­რან­დუ­მი - დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც საბ­რძო­ლო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში სამ­ხედ­რო თა­ნად­გო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­მო­რან­დუმ­ზე ხელი აქვთ მო­წე­რი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თულ ქვე­და­ნა­ყო­ფებს: “შავ არ­წივს” და “თბი­ლისს”; და­ღეს­ტნურ “იმამ შა­მი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბა­ტა­ლი­ონს”, ჩეჩ­ნურ “შეიხ მან­სუ­რის სა­ხე­ლო­ბის ბა­ტა­ლი­ონს” “პო­ლო­ნურ ლე­გი­ონს” და კი­ე­ვის რე­გი­ო­ნის მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ონს. კავ­კა­სი­უ­რი კავ­ში­რის სამ­ხედ­რო კო­მი­ტეტს მხარს უჭე­რენ უკ­რა­ი­ნის რადა და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო. თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა ლადო გამ­სა­ხურ­დია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- 2020 წელს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად შევ­ქმე­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი კავ­კა­სია”, რო­მე­ლიც და­არ­სე­ბის დღი­დან აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში. ახლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ვართ. მე საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ვარ. ჩვენ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას იდე­ო­ლო­გი­ის მიმ­დევ­რე­ბი ვართ, მი­ზა­ნი კავ­კა­სი­ის რუ­სე­თის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. გვინ­და ჩვენ­სა და რუ­სეთს შო­რის ბუ­ფე­რუ­ლი ზონა შე­იქ­მნას. ყვე­ლა ან­ტი­რუ­სულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, დე­და­ჩემ­თან ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი 2019 წლის 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ებ­ში, სა­დაც გა­ზი­თაც მო­ვი­წამ­ლე და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით თავ­სა და ფეხ­ში დამ­ჭრეს, ფეხ­ში და­იჭ­რა დე­და­ჩე­მიც. ჩვენ აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი ვართ, ყვე­ლა ის სირ­თუ­ლე გა­მო­ვი­ა­რეთ, რაც დევ­ნი­ლო­ბას ახ­ლავს. რუ­სებ­მა ბავ­შვო­ბა წა­მარ­თვეს. ამი­ტომ ყველ­გან, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით ვიბ­რძო­ლებ რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

- აფხა­ზე­თი გახ­სოვთ?

- 4 წლის ვი­ყა­ვი, აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბამ რომ მოგ­ვი­წია. ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჩემს სახ­ლში, გუ­და­უ­თა­ში დაბ­რუ­ნე­ბაა, ამის გა­სა­ღე­ბი კი რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში და­მარ­ცხე­ბა, შემ­დეგ კი ამ ბო­რო­ტი ძა­ლის კავ­კა­სი­ი­დან გან­დევ­ნაა. აფხა­ზე­თის ომის დროს მცი­რე­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, 2008 წელს ემიგ­რა­ცი­ა­ში გახ­ლდით და 5 დღე ძა­ლი­ან ცოტა იყო, რომ მო­მეს­წრო ჩა­მოს­ვლა. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ჩა­ვე­დი. 6 თვე­ში ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე “მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი კავ­კა­სი­ის” სამ­ხედ­რო ფრთა და უკვე “კავ­კა­სი­ის ლე­გი­ო­ნის” სა­ხე­ლით და­ვი­წყეთ ბრძო­ლა. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ერთი მხრივ, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ერებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს, მე­ო­რე მხრივ, მხარს უჭერს თი­თო­ე­უ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ორი თვის წინ “მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი კავ­კა­სი­ის” საბ­ჭოს­თან შე­თან­ხმე­ბით, სამ­ხედ­რო ფრთის რე­ორ­გა­ნი­ზე­ბა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც “კავ­კა­სი­ის ლე­გი­ო­ნის” ახალ მე­თა­უ­რად სამ­ხედ­რო საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი კე­სა­რე­ლი და­ი­ნიშ­ნა, მე კი “კავ­კა­სი­უ­რი კავ­ში­რის” სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის სტა­ტუ­სით ვუ­წევ კუ­რი­რე­ბას “კავ­კა­სი­ის ლე­გი­ონს”.

- უკ­რა­ი­ნა­ში ომი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოხ­ვე­დით.

- ჩემი ქვე­ყა­ნა დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე დგას და მინ­და ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში ჩემი ხალ­ხის გვერ­დით ვიყო. ამ ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ჩემს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც საფრ­თხეს უქ­მნის, რად­გან ის და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს უკ­რა­ი­ნა­ში. დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, მათ შო­რის მეც, კრი­მი­ნა­ლე­ბად ვართ მო­ნათ­ლუ­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბია აღ­ძრუ­ლი...

- თქვე­ნი აქ ჩა­მოს­ვლა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არ არის?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჩემი მე­გობ­რე­ბი ზრუ­ნა­ვენ იმა­ზე, რომ ჩემი უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს. ძალა, რო­მე­ლიც იბ­რძო­ლებს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ სრუ­ლი­ად კავ­კა­სი­ა­ში.

- მომ­ხიბ­ლა­ვია იდეა “კავ­კა­სია რუ­სე­თის გა­რე­შე”, თუმ­ცა, რო­გორც ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, კავ­კა­სი­ე­ლებს შო­რის ბევ­რი სა­და­ვო სა­კი­თხია, მათ შო­რის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

- მოს­კო­ვი ყო­ველ­თვის “გა­თი­შე და იბა­ტო­ნეს” პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს. სურს კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ვენ­დო­ბო­დეთ და რე­გი­ონ­ში წეს­რი­გის და­მამ­ყა­რებ­ლად მას მი­ვიჩ­ნევ­დეთ. არა­და, კავ­კა­სი­ა­ში რუ­სე­ბის შე­მოს­ვლას პა­ტა­რა ერე­ბის, ქვეყ­ნე­ბის ოკუ­პა­ცია, გა­და­სახ­ლე­ბა, სის­ხლი, ანექ­სია, გაქ­რო­ბაც კი მოჰ­ყვა. ნა­ხეთ, რა უქ­ნეს უბი­ხებს, ჩერ­ქე­ზებს!.. ამი­ტომ ჩვენ თა­ვად უნდა შევ­ქმნათ სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ველი და მსოფ­ლი­ოს უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის პატ­რო­ნო­ბაც შეგ­ვიძ­ლია და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უნა­რიც შეგ­ვწევს, გარე ძა­ლე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე შეგ­ვიძ­ლია შიდა პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა. თუმ­ცა, სა­ნამ აქამ­დე მი­ვალთ, სა­ჭი­როა სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა თი­თო­ე­უ­ლი კავ­კა­სი­უ­რი ქვეყ­ნის­თვის. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, მაგ­რამ ჩვენ შევ­ძლებთ ამ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბას. “კავ­კა­სი­უ­რი კავ­ში­რი” დიდი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მელ­შიც შე­დის: “მსოფ­ლიო ჩეჩ­ნუ­რი კონ­გრე­სი”, “ძლი­ე­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი”, ჩვე­ნი “მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი კავ­კა­სია”, “და­ღეს­ტნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრი”, “ჩერ­ქე­ზუ­ლი კონ­გრე­სი”, “თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩერ­ქე­ზე­ბი”, “ნო­ღა­ე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო”.

ახლა სა­ქარ­თვე­ლო არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შეა, ან რუ­სე­თი უნდა აირ­ჩი­ოს, ან ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის სა­ხით. ღმერ­თმა ნუ ქნას, ჩვენ თუ და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რას დავ­კარ­გავთ, ძა­ლი­ან ცუ­დად წაგ­ვი­ვა საქ­მე. თუ მარ­თლა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის მშვი­დი მო­მა­ვა­ლი გვინ­და, რუ­სე­თის­კენ არც კი უნდა გა­ვი­ხე­დოთ.ოც­ნე­ბა” გვა­მუ­ნა­თებს, აბა, ომი გინ­და­თო? არა, ჩვენ არ გვინ­და ომი, მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში გან­ვი­თა­რე­ბა გვინ­და და სწო­რედ ამი­ტომ უნდა გა­ვე­მიჯ­ნოთ რუ­სეთს, და­ვუ­ახ­ლოვ­დეთ და­სავ­ლეთს.

- “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ლი­დე­რებს ხში­რად მოჰ­ყავთ უკ­რა­ი­ნა იმის მა­გა­ლი­თად, თუ რო­გორ ის­ჯე­ბი­ან ისი­ნი, ვინც რუ­სებს აღი­ზი­ა­ნე­ბენ.

- უკ­რა­ი­ნა დას­ჯი­ლი არ არის, უკ­რა­ი­ნა იბ­რძვის, უკ­რა­ი­ნა ფეხ­ზე დგას, უკ­რა­ი­ნამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ორი­ენ­ტი­რი და აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­გებს ომს. კი­ე­ვი ახლა სე­რი­ო­ზულ შე­ი­ა­რა­ღე­ბას ელო­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან მალე შეც­ვლის ომის სუ­რათს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“ოცნება” გვამუნათებს, ომი გინდათო? არა, არ გვინდა... სწორედ ამიტომ უნდა გავემიჯნოთ რუსეთს და დავუახლოვდეთ დასავლეთს" - რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა “კავკასიის ლეგიონის” ყოფილმა მეთაურმა?

“ოცნება” გვამუნათებს, ომი გინდათო? არა, არ გვინდა... სწორედ ამიტომ უნდა გავემიჯნოთ რუსეთს და დავუახლოვდეთ დასავლეთს" - რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა “კავკასიის ლეგიონის” ყოფილმა მეთაურმა?

უკრაინაში მებრძოლმა “კავკასიის ლეგიონის” ყოფილმა მეთაურმა, “კავკასიური კავშირის” სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც რუსეთს “წითელ სიაში” ჰყავს შეყვანილი, საქართველოში ჩამოსვლა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა. ლადო გამსახურდია ორი წლის განმავლობაში მეთაურობდა “კავკასიის ლეგიონს”, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო ომში გამოჩენილი მამაცობისათვის, ასევე დაჯილდოებულია მედლით “უკრაინის საკეთილდღეოდ განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის”. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არაერთხელ მოექცა მტრის ალყაში, არაერთხელ დაიჭრა კიდეც, მაგრამ საკუთარი თავისა და თანამებრძოლების გადარჩენა ყოველთვის მოახერხა. რუსულ მედიაში არაერთი გადაცემა მიეძღვნა მას, როგორც რუსთმოძულესა და კავკასიიდან რუსების განდევნის ინიციატორს. მოსკოვში მას რუსოფობი დედის გაზრდილ შვილად მოიხსენიებენ და აღნიშნავენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ბანდიტურ დაჯგუფებებს აერთიანებს. ჯერ “კავკასიის ლეგიონის” მეთაური იყო, ოთხი თვის წინ კი შექმნა მემორანდუმი - დოკუმენტი, რომელიც საბრძოლო ქვედანაყოფებისა და ბატალიონების ურთიერთთანამშრომლობას, ასევე საქართველოში რუსეთის აგრესიის შემთხვევაში სამხედრო თანადგომას ითვალისწინებს. მემორანდუმზე ხელი აქვთ მოწერილი უკრაინაში მებრძოლ ქართულ ქვედანაყოფებს: “შავ არწივს” და “თბილისს”; დაღესტნურ “იმამ შამილის სახელობის ბატალიონს”, ჩეჩნურ “შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონს” “პოლონურ ლეგიონს” და კიევის რეგიონის მოხალისეთა ბატალიონს. კავკასიური კავშირის სამხედრო კომიტეტს მხარს უჭერენ უკრაინის რადა და ევროკავშირის საბჭო. თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა ლადო გამსახურდია გვესაუბრება:

- 2020 წელს, თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია”, რომელიც დაარსების დღიდან აქტიურადაა ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში. ახლა ორგანიზაციის დიდი ნაწილი უკრაინაში ვართ. მე საბჭოს თავმჯდომარე ვარ. ჩვენ ზვიად გამსახურდიას იდეოლოგიის მიმდევრები ვართ, მიზანი კავკასიის რუსეთისგან გათავისუფლებაა. გვინდა ჩვენსა და რუსეთს შორის ბუფერული ზონა შეიქმნას. ყველა ანტირუსულ ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, დედაჩემთან ერთად ვმონაწილეობდი 2019 წლის 20 ივნისის აქციებში, სადაც გაზითაც მოვიწამლე და რეზინის ტყვიებით თავსა და ფეხში დამჭრეს, ფეხში დაიჭრა დედაჩემიც. ჩვენ აფხაზეთიდან დევნილები ვართ, ყველა ის სირთულე გამოვიარეთ, რაც დევნილობას ახლავს. რუსებმა ბავშვობა წამართვეს. ამიტომ ყველგან, ყველა საშუალებით ვიბრძოლებ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ.

- აფხაზეთი გახსოვთ?

- 4 წლის ვიყავი, აფხაზეთის დატოვებამ რომ მოგვიწია. ჩემი მთავარი მიზანი ჩემს სახლში, გუდაუთაში დაბრუნებაა, ამის გასაღები კი რუსეთის უკრაინაში დამარცხება, შემდეგ კი ამ ბოროტი ძალის კავკასიიდან განდევნაა. აფხაზეთის ომის დროს მცირეწლოვანი ვიყავი, 2008 წელს ემიგრაციაში გახლდით და 5 დღე ძალიან ცოტა იყო, რომ მომესწრო ჩამოსვლა. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში ჩავედი. 6 თვეში ჩამოვაყალიბე “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასიის” სამხედრო ფრთა და უკვე “კავკასიის ლეგიონის” სახელით დავიწყეთ ბრძოლა. ჩვენი ორგანიზაცია, ერთი მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის ერებს შორის ურთიერთობის გამყარებაზე ზრუნავს, მეორე მხრივ, მხარს უჭერს თითოეულის დამოუკიდებლობას. ორი თვის წინ “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასიის” საბჭოსთან შეთანხმებით, სამხედრო ფრთის რეორგანიზება მოხდა, რის შედეგადაც “კავკასიის ლეგიონის” ახალ მეთაურად სამხედრო საქმეში გამოცდილი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე გიორგი კესარელი დაინიშნა, მე კი “კავკასიური კავშირის” სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით ვუწევ კურირებას “კავკასიის ლეგიონს”.

- უკრაინაში ომი ჯერ არ დასრულებულა და თქვენ საქართველოში ჩამოხვედით.

- ჩემი ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დგას და მინდა ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩემი ხალხის გვერდით ვიყო. ამ ე.წ. აგენტების კანონით “ქართული ოცნება” ჩემს ორგანიზაციასაც საფრთხეს უქმნის, რადგან ის დაფუძნებულია საქართველოში და ფუნქციონირებს უკრაინაში. დღეს ძალიან ბევრი ქართველი მებრძოლი, მათ შორის მეც, კრიმინალებად ვართ მონათლული და სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული...

- თქვენი აქ ჩამოსვლა საფრთხის შემცველი არ არის?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი მეგობრები ზრუნავენ იმაზე, რომ ჩემი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ძალა, რომელიც იბრძოლებს რუსული გავლენების წინააღმდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად კავკასიაში.

- მომხიბლავია იდეა “კავკასია რუსეთის გარეშე”, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კავკასიელებს შორის ბევრი სადავო საკითხია, მათ შორის ტერიტორიების. ამ პრობლემის მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ?

- მოსკოვი ყოველთვის “გათიშე და იბატონეს” პრინციპით მოქმედებს. სურს კავკასიის ქვეყნები ერთმანეთს არ ვენდობოდეთ და რეგიონში წესრიგის დამამყარებლად მას მივიჩნევდეთ. არადა, კავკასიაში რუსების შემოსვლას პატარა ერების, ქვეყნების ოკუპაცია, გადასახლება, სისხლი, ანექსია, გაქრობაც კი მოჰყვა. ნახეთ, რა უქნეს უბიხებს, ჩერქეზებს!.. ამიტომ ჩვენ თავად უნდა შევქმნათ საერთო კავკასიური დიპლომატიური ველი და მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საკუთარი თავის პატრონობაც შეგვიძლია და დიპლომატიური ურთიერთობების უნარიც შეგვწევს, გარე ძალების ჩარევის გარეშე შეგვიძლია შიდა პრობლემების გადაწყვეტა. თუმცა, სანამ აქამდე მივალთ, საჭიროა სრული დამოუკიდებლობის მოპოვება თითოეული კავკასიური ქვეყნისთვის. ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემებთან გამკლავებას. “კავკასიური კავშირი” დიდი ორგანიზაციაა, რომელშიც შედის: “მსოფლიო ჩეჩნური კონგრესი”, “ძლიერი აზერბაიჯანი”, ჩვენი “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია”, “დაღესტნის ნაციონალური ცენტრი”, “ჩერქეზული კონგრესი”, “თავისუფალი ჩერქეზები”, “ნოღაების უმაღლესი საბჭო”.

ახლა საქართველო არჩევანის წინაშეა, ან რუსეთი უნდა აირჩიოს, ან ცივილიზებული სამყარო ამერიკისა და ევროპის სახით. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენ თუ დასავლეთის მხარდაჭერას დავკარგავთ, ძალიან ცუდად წაგვივა საქმე. თუ მართლა ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი შვილებისთვის მშვიდი მომავალი გვინდა, რუსეთისკენ არც კი უნდა გავიხედოთ.ოცნება” გვამუნათებს, აბა, ომი გინდათო? არა, ჩვენ არ გვინდა ომი, მშვიდობიან გარემოში განვითარება გვინდა და სწორედ ამიტომ უნდა გავემიჯნოთ რუსეთს, დავუახლოვდეთ დასავლეთს.

- “ქართული ოცნების” ლიდერებს ხშირად მოჰყავთ უკრაინა იმის მაგალითად, თუ როგორ ისჯებიან ისინი, ვინც რუსებს აღიზიანებენ.

- უკრაინა დასჯილი არ არის, უკრაინა იბრძვის, უკრაინა ფეხზე დგას, უკრაინამ შეინარჩუნა ორიენტირი და აუცილებლად მოიგებს ომს. კიევი ახლა სერიოზულ შეიარაღებას ელოდება, რაც ძალიან მალე შეცვლის ომის სურათს.