კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დაუჯერებს ჰუდაიფას? - რაში ედება ბრალი და რას ჰყვება ISIS - ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივი განაჩენის მოლოდინში?
ვინ დაუჯერებს ჰუდაიფას? -  რაში ედება ბრალი და რას ჰყვება  ISIS - ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივი განაჩენის მოლოდინში?

ჯი­ჰა­დის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ლი­დე­რის ქვრი­ვი უმ ჰუ­და­ი­ფა ახლა ერა­ყის ცი­ხე­ში ელო­დე­ბა გა­ნა­ჩენს. მას იე­ზი­დი ქა­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბა­სა და გა­ყიდ­ვას ედა­ვე­ბი­ან. მომ­ჩივ­ნე­ბი ქა­ლის სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ითხო­ვენ. ჰუ­და­ი­ფამ ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა BBC-ის არა­ბულ სამ­სა­ხურს, რო­მელ­შიც გარ­დაც­ვლილ ქმარ­ზე და იმ პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ხა­ლი­ფა­ტი მარ­თავ­და.

ჰუ­და­ი­ფა იყო აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის პირ­ვე­ლი ცოლი. 2014 წლის ზა­ფხულ­ში ქალი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და ქა­ლაქ რა­ქა­ში, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად სი­რი­ა­ში ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი და მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნი იყო.

მას შემ­დეგ, რაც აბუ ბაქრ ალ-ბაღ­დად­ზე ნა­დი­რო­ბა და­ი­წყო, ოჯა­ხი ხში­რად გა­და­დი­ო­და ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე. ერთ დღეს აბუ ბა­ქარ­მა სახ­ლში მცვე­ლი გაგ­ზავ­ნა, რათა უმ ჰუ­და­ი­ფას­გან თა­ვი­სი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი წა­ეყ­ვა­ნა.

”მან მი­თხრა, რომ აპი­რებ­დნენ ბი­ჭე­ბის­თვის ცურ­ვა ეს­წავ­ლე­ბი­ნათ”, - ამ­ბობს ქალი.

ქალი ამ­ბობს, რომ სახ­ლში ჰქონ­დათ ტე­ლე­ვი­ზო­რი, რო­მელ­საც ჰუ­და­ი­ფა ჩუ­მად უყუ­რებ­და. ალ ბაღ­და­დი ფიქ­რობ­და, რომ ის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო. ერთ დღეს, რო­დე­საც ქმა­რი შინ არ იყო, ჰუ­და­ი­ფამ ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩარ­თო და ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო, რაც მის გარ­შე­მო ხდე­ბო­და.

მისი თქმით, იგი მო­წყვე­ტი­ლი იყო სამ­ყა­როს: 2007 წლი­დან ქმა­რი უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და ტე­ლე­ვი­ზო­რის­თვის ეყუ­რე­ბი­ნა ან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. რო­დე­საც მცველ­მა მისი შვი­ლე­ბი სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნა, ქალ­მა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩარ­თო და ნახა, რომ მისი ქმა­რი ერა­ყის ჩრდი­ლო­ე­თით ქა­ლაქ მო­სულ­ში, ალ-ნუ­რის დიდ მე­ჩეთ­ში მყოფ ხალ­ხს მი­მარ­თავ­და. აბუ ბა­ქა­რი მა­შინ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, რო­გორც თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის მე­თა­უ­რი. ეს მოხ­და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, რაც მის­მა მებ­რძო­ლებ­მა ტე­რი­ტო­რია აი­ღეს.

აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი მო­სულ­ში ალ-ნუ­რის დიდ მე­ჩეთ­ზე სა­უბ­რობს (2014 წლის ივ­ლი­სი)

ალ-ბაღ­და­დის პირ­ვე­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­შიც გრძე­ლი წვე­რი­თა და შავი სა­მო­სით არის, წლე­ბი ტრი­ა­ლებ­და მსოფ­ლიო მე­დი­ა­ში. ეს იყო საკ­ვან­ძო მო­მენ­ტი ISIS-თვის, რო­მელ­მაც და­ი­პყრო სი­რი­ი­სა და ერა­ყის დიდი ნა­წი­ლი.

უმ ჰუ­და­ი­ფა ამ­ბობს, რომ შო­კი­რე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ მისი ვა­ჟე­ბი მა­მას­თან იყ­ვნენ მო­სულ­ში და მათ­თვის ცურ­ვა არა­ვის უს­წავ­ლე­ბია.

ISIS-ის ქვრი­ვი ახლა ერა­ყის დე­და­ქა­ლა­ქის, ბაღ­და­დის გა­დატ­ვირ­თულ ცი­ხე­შია. ახლა ერა­ყის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძი­ებს მის როლს "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­სა" და ISIS-ის დაჯ­გუ­ფე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­ში. ად­გილ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ქალი იხ­დის სას­ჯელს, ძი­რი­თა­დად ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა­სა და პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ბრალ­დე­ბით. მათ­თვის საკ­ვე­ბი გა­რე­დან შე­აქვთ.

უმ ჰუ­და­ი­ფას­თან ჟურ­ნა­ლის­ტი ინ­ტერ­ვი­უს ცი­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში წერს. სა­უ­ბა­რი ორ სა­ათს გრძელ­დე­ბა. ქა­ლის თქმით, ის მსხვერ­პლია, რო­მელ­საც ქმრის­გან გაქ­ცე­ვა უნ­დო­და. ასე­ვე უარ­ყოფს, რომ ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ჩა­დე­ნილ სი­სას­ტი­კე­ში ბრა­ლი მი­უ­ძღვის.

სა­სა­მარ­თლო საქ­მე იე­ზი­დი ქა­ლე­ბის მიერ აღიძ­რა, რომ­ლე­ბიც გა­ი­ტა­ცეს და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წევ­რებ­მა. ჰუ­და­ი­ფას ამ და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

ინ­ტერ­ვი­უს დროს ქვრი­ვი ზე­ვით არ იყუ­რე­ბა. შავი ტან­საც­მე­ლი აც­ვია და სა­ხის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი უჩანს.

ქალი 1976 წელს კონ­სერ­ვა­ტი­ულ ერა­ყულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 1999 წელს კი იბ­რა­ჰიმ ავად ალ-ბად­რი­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის ფსევ­დო­ნი­მით. იმ დროს, მისი თქმით, ალ-ბაღ­და­დი, ბაღ­და­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შა­რი­ათს სწავ­ლობ­და, იყო "რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ არა ექ­სტრე­მის­ტი... კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი, მაგ­რამ გახ­სნი­ლი".

2004 წელს, ერაყ­ში აშშ-ის შეჭ­რი­დან ერთი წლის შემ­დეგ, ამე­რი­კულ­მა ჯა­რებ­მა ალ-ბაღ­და­დი და­ა­პა­ტიმ­რეს. მან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი გა­ა­ტა­რა ბა­ნაკ ბუ­კა­ში, ქვეყ­ნის სამ­ხრე­თით, სხვა და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მა­ღა­ლი რან­გის ფი­გუ­რე­ბი და სხვა ჯი­ჰა­დის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მე­თა­უ­რე­ბი გახ­დნენ.

ალ-ბაღ­და­დი 2003 წელს - ერა­ყის დაზ­ვერ­ვის კად­რი

ცო­ლის თქმით, ალ-ბაღ­და­დი ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან მძი­მე ხა­სი­ა­თი გა­უხ­და, ყვე­ლა­ფერ­ზე ფეთ­ქდე­ბო­და. ბა­ნაკ ბუ­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი წელი მის­თვის გარ­დამ­ტე­ხი და რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის და­სა­წყი­სი აღ­მოჩ­ნდა. ცოლს უთხრა, რომ იქ ისე­თი რა­ღაც შე­ემ­თხვა, რა­ზეც ხმა­მაღ­ლა ვერ ისა­უბ­რებ­და. ჰუ­და­ი­ფა ფიქ­რობს, რომ ის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. იმა­ვე წელს პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ერა­ყის სხვა ამე­რი­კუ­ლი ცი­ხის, აბუ გრე­ი­ბის ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ მცვე­ლე­ბი პა­ტიმ­რებს სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტე­ბის სი­მუ­ლა­ცი­ა­სა და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი პო­ზე­ბის მი­ღე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.

მალე ჰუ­და­ი­ფას ეჭვი გა­უჩ­ნდა, რომ მისი ქმა­რი მი­წის­ქვე­შა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბას შე­უ­ერ­თდა, რად­გან ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბით ხში­რად იც­ვლიდ­ნენ სა­ცხოვ­რე­ბელს. მალე ალ ბაღ­დად­მა მე­ო­რე ცოლი შე­ირ­თო, რის შემ­დე­გაც ქალ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა მოს­თხო­ვა. სა­ნაც­ვლოდ უთხრეს, რომ შვი­ლებ­ზე უარი უნდა ეთ­ქვა, რა­საც არ და­თან­ხმდა და ისევ ქორ­წი­ნე­ბა­ში დარ­ჩა.

ერა­ყის ომის დროს, რო­მე­ლიც 2006 წლი­დან 2008 წლამ­დე გაგ­რძელ­და, ქალს უკვე ეჭვი აღარ ეპა­რე­ბო­და, რომ მისი ქმა­რი სუ­ნიტ ჯი­ჰა­დის­ტურ ჯგუ­ფებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. 2010 წელს ალ-ბაღ­და­დი ერა­ყის "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლი­დე­რი გახ­და.

"2012 წლის იან­ვარ­ში სო­ფელ­ში გა­და­ვე­დით, სი­რი­ის პრო­ვინ­ცია იდ­ლიბ­ში, სა­დაც ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი გახ­და, რომ აბუ ბაქ­რი ემი­რი გამ­ხდა­რი­ყო“, - ამ­ბობს უმ ჰუ­და­ი­ფა.

ამე­რი­კუ­ლი ბა­ნა­კი ბუკა, რო­მე­ლიც ბაღ­და­დის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით 500 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს (2004 წლის ოქ­ტომ­ბე­რი)

ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ერაყ­ში იყო ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქცა უფრო ფარ­თო ის­ლა­მუ­რის­ტურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბად და ხა­ლი­ფა­ტი გა­მო­ა­ცხა­და. ცო­ლის თქმით, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო ქმარ­მა ავ­ღა­ნუ­რი ტან­საც­მლის ტა­რე­ბა, წვე­რი გა­ი­ზარ­და და ია­რა­ღით და­დი­ო­და. რო­დე­საც ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ სი­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს ცხოვ­რე­ბა სა­ხი­ფა­თო გახ­და, ქა­ლაქ რა­ქა­ში გა­და­ვიდ­ნენ, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს "ხა­ლი­ფა­ტის" დე ფაქ­ტო დე­და­ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბო­და. სწო­რედ იქ იყო ჰუ­და­ი­ფა, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა ქმა­რი.

"ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის სი­სას­ტი­კე მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი იყო, მაგ­რამ 2014-2015 წლებ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო ფარ­თო და შემ­ზა­რა­ვი გახ­და.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებ­და მძევ­ლე­ბის­თვის თა­ვის მოკ­ვე­თის კად­რებს, ასე­ვე იორ­და­ნი­ე­ლი პი­ლო­ტის დაწ­ვის სცე­ნას. ქა­ლის თქმით, ის მა­ში­ნაც ვერ უს­წო­რებ­და თვალს ამ უსას­ტი­კეს ფო­ტო­ებს და ამ­ბობს, რომ "მათ გა­და­ლა­ხეს ადა­მი­ა­ნო­ბის ზღვა­რი...“

ISIS-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წევ­რი რა­ქას ქუ­ჩებ­ში, 2014 წლის ივ­ნი­სი.

აბუ ბა­ქა­რი ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს სხვა ლი­დე­რებ­თან ლეპ­ტო­პის სა­შუ­ა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თობ­და, რო­მელ­საც ყუთ­ში ინა­ხავ­და.

”მე ვცა­დე მისი ჩარ­თვა, რათა გა­მე­გო, რას აკე­თებ­და ჩემი ქმა­რი, მაგ­რამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, თან პა­რო­ლი ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი".

ქალი ამ­ტკი­ცებს, რომ გაქ­ცე­ვა სცა­და, მაგ­რამ სა­გუ­შა­გო­ზე მყოფ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა უკან და­აბ­რუ­ნეს.

2014 წლის აგ­ვის­ტო­ში უმ ჰუ­და­ი­ფას კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­სი­ბა შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც თან­და­ყო­ლი­ლი გუ­ლის მან­კი აღ­მო­აჩ­ნდა. ამ დროს მათ­თან სახ­ლში 30 წლამ­დე ასა­კის ცხრა იე­ზი­დი გო­გო­ნა და ქალი მი­იყ­ვა­ნეს.

ისი­ნი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე იყ­ვნენ იმ ათა­სო­ბით იე­ზიდ ქალ­სა და ბავ­შვს შო­რის, რომ­ლე­ბიც ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­ტყვე­ვა - ათა­სო­ბით სხვა და­ი­ღუ­პა. უმ ჰუ­დი­ფა ამ­ბობს, რომ შო­კი­რე­ბუ­ლი და შერ­ცხვე­ნი­ლი იყო.

გა­ტა­ცე­ბულ­თა შო­რის იყო ორი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, სა­მა­რი და ზენა - ეს მათი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლე­ბი არ არის. ქალი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ისი­ნი მის სახ­ლში, რა­ქა­ში, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩნენ, ვიდ­რე სხვა ად­გი­ლას გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­დე­საც ალ-ბაღ­და­დის ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად მო­სულ­ში გა­და­ვი­და, სა­მა­რი კვლავ გა­მოჩ­ნდა: ის მათ­თან ცხოვ­რობ­და და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვე.

ჰა­მი­დის ქა­ლიშ­ვი­ლი და დის­შვი­ლი იმ იე­ზიდ გო­გო­ებს შო­რის იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც უმ ჰუ­და­ი­ფას სახ­ლში აღ­მოჩ­ნდნენ

სა­მა­რის მა­მას, ჰა­მიდს, ორი ცოლი და 26 შვი­ლი ჰყავ­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­ი­ტა­ცეს. თა­ვად ჰა­მიდ­მა მო­ა­ხერ­ხა მიმ­დე­ბა­რე მთებ­ში და­მალ­ვა. ექ­ვსი შვი­ლი, მათ შო­რის სა­მა­რი, კვლავ და­კარ­გუ­ლია. ზოგი გა­მო­სას­ყი­დის გა­დახ­დის შემ­დეგ დაბ­რუნ­და, ზო­გიც იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც და­პყრო­ბი­ლი იყო.

ჰა­მიდ­მა და მის­მა ერთ-ერ­თმა შვილ­მა, სო­ად­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს უმ ჰუ­და­ი­ფას წი­ნა­აღ­მდეგ. მათ არ სჯე­რათ, რომ ის უმ­წეო მსხვერ­პლია და ქა­ლის სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ითხო­ვენ.

"ის კრი­მი­ნა­ლის აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის ცო­ლია და ისიც მის­ნა­ი­რი კრი­მი­ნა­ლია", - ამ­ბობს სო­ა­დი.

სო­ა­დი უმ ჰუ­და­ი­ფას წი­ნა­აღ­მდეგ სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლის მოს­მე­ნი­სას

"არ უარ­ვყოფ, რომ ჩემი ქმა­რი კრი­მი­ნა­ლი იყო“, - ამ­ბობს ჰუ­და­ი­ფა და დას­ძენს, რომ ნა­ნობს, რაც მათ შე­ემ­თხვათ. თუმ­ცა, მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს.

2019 წელს, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის ბრძა­ნე­ბით, აშშ-ის ჯა­რებ­მა და­არ­ბი­ეს ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ სი­რი­ა­ში მდე­ბა­რე ის და­სახ­ლე­ბა, სა­დაც ალ-ბაღ­და­დი იმა­ლე­ბო­და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. გვი­რაბ­ში გა­დაყ­ვა­ნილ­მა ბაღ­დად­მა ორ შვილ­თან ერ­თად თავი აი­ფეთ­ქა. სრო­ლის დროს მისი ოთხი ცო­ლი­დან ორი და­ი­ღუ­პა.

უმ ჰუ­და­ი­ფა იქ არ იყო - იმ დროს ის უკვე ყალ­ბი სა­ხე­ლით თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­კა­ვეს და მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში ერა­ყის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი უმა­ი­მა მას­თან ერ­თად ცი­ხე­შია, მე­ო­რე - ფა­ტი­მა კი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 12 წლი­საა, არას­რულ­წლო­ვან­თა და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მისი ერთ-ერთი ვაჟი რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს სი­რი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე გარ­და­იც­ვა­ლა მა­მას­თან ერ­თად გვი­რაბ­ში, უმ­ცრო­სი ბიჭი კი ბავ­შვთა სახ­ლშია.

უმ ჰუ­მა­ი­და ინ­ტერ­ვი­უს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­კან­ში დაბ­რუნ­და. ISIS-ის ქვრივს ერა­ყის სა­სა­მარ­თლო გა­ა­სა­მარ­თლებს...

ავტორი:

ვინ დაუჯერებს ჰუდაიფას? - რაში ედება ბრალი და რას ჰყვება ISIS - ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივი განაჩენის მოლოდინში?

ვინ დაუჯერებს ჰუდაიფას? -  რაში ედება ბრალი და რას ჰყვება  ISIS - ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივი განაჩენის მოლოდინში?

ჯიჰადისტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ქვრივი უმ ჰუდაიფა ახლა ერაყის ციხეში ელოდება განაჩენს. მას იეზიდი ქალების გატაცებასა და გაყიდვას ედავებიან. მომჩივნები ქალის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. ჰუდაიფამ ციხეში ყოფნისას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა BBC-ის არაბულ სამსახურს, რომელშიც გარდაცვლილ ქმარზე და იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ქვეყანას ხალიფატი მართავდა.

ჰუდაიფა იყო აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პირველი ცოლი. 2014 წლის ზაფხულში ქალი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ რაქაში, რომელიც იმჟამად სირიაში ისლამური სახელმწიფოს თვითგამოცხადებული დედაქალაქი და მთავარი დასაყრდენი იყო.

მას შემდეგ, რაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადზე ნადირობა დაიწყო, ოჯახი ხშირად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ერთ დღეს აბუ ბაქარმა სახლში მცველი გაგზავნა, რათა უმ ჰუდაიფასგან თავისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი წაეყვანა.

”მან მითხრა, რომ აპირებდნენ ბიჭებისთვის ცურვა ესწავლებინათ”, - ამბობს ქალი.

ქალი ამბობს, რომ სახლში ჰქონდათ ტელევიზორი, რომელსაც ჰუდაიფა ჩუმად უყურებდა. ალ ბაღდადი ფიქრობდა, რომ ის გაფუჭებული იყო. ერთ დღეს, როდესაც ქმარი შინ არ იყო, ჰუდაიფამ ტელევიზორი ჩართო და ყველაფერი გაიგო, რაც მის გარშემო ხდებოდა.

მისი თქმით, იგი მოწყვეტილი იყო სამყაროს: 2007 წლიდან ქმარი უფლებას არ აძლევდა ტელევიზორისთვის ეყურებინა ან მობილური ტელეფონი გამოეყენებინა. როდესაც მცველმა მისი შვილები სახლიდან წაიყვანა, ქალმა რამდენიმე დღის შემდეგ ტელევიზორი ჩართო და ნახა, რომ მისი ქმარი ერაყის ჩრდილოეთით ქალაქ მოსულში, ალ-ნურის დიდ მეჩეთში მყოფ ხალხს მიმართავდა. აბუ ბაქარი მაშინ პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, როგორც თვითგამოცხადებული ისლამური ხალიფატის მეთაური. ეს მოხდა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც მისმა მებრძოლებმა ტერიტორია აიღეს.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოსულში ალ-ნურის დიდ მეჩეთზე საუბრობს (2014 წლის ივლისი)

ალ-ბაღდადის პირველი კადრები, რომელშიც გრძელი წვერითა და შავი სამოსით არის, წლები ტრიალებდა მსოფლიო მედიაში. ეს იყო საკვანძო მომენტი ISIS-თვის, რომელმაც დაიპყრო სირიისა და ერაყის დიდი ნაწილი.

უმ ჰუდაიფა ამბობს, რომ შოკირებული იყო, როდესაც გაიგო, რომ მისი ვაჟები მამასთან იყვნენ მოსულში და მათთვის ცურვა არავის უსწავლებია.

ISIS-ის ქვრივი ახლა ერაყის დედაქალაქის, ბაღდადის გადატვირთულ ციხეშია. ახლა ერაყის ხელისუფლება იძიებს მის როლს "ისლამურ სახელმწიფოსა" და ISIS-ის დაჯგუფების დანაშაულებში. ადგილზე ძალიან ბევრი ქალი იხდის სასჯელს, ძირითადად ნარკოტიკების მოხმარებასა და პროსტიტუციაში ბრალდებით. მათთვის საკვები გარედან შეაქვთ.

უმ ჰუდაიფასთან ჟურნალისტი ინტერვიუს ციხის ბიბლიოთეკაში წერს. საუბარი ორ საათს გრძელდება. ქალის თქმით, ის მსხვერპლია, რომელსაც ქმრისგან გაქცევა უნდოდა. ასევე უარყოფს, რომ ისლამური სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სისასტიკეში ბრალი მიუძღვის.

სასამართლო საქმე იეზიდი ქალების მიერ აღიძრა, რომლებიც გაიტაცეს და გააუპატიურეს ისლამური სახელმწიფოს წევრებმა. ჰუდაიფას ამ დანაშაულის თანამონაწილეობაში ედება ბრალი.

ინტერვიუს დროს ქვრივი ზევით არ იყურება. შავი ტანსაცმელი აცვია და სახის მხოლოდ მცირე ნაწილი უჩანს.

ქალი 1976 წელს კონსერვატიულ ერაყულ ოჯახში დაიბადა. 1999 წელს კი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრიზე დაქორწინდა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ფსევდონიმით. იმ დროს, მისი თქმით, ალ-ბაღდადი, ბაღდადის უნივერსიტეტში შარიათს სწავლობდა, იყო "რელიგიური ადამიანი, მაგრამ არა ექსტრემისტი... კონსერვატიული, მაგრამ გახსნილი".

2004 წელს, ერაყში აშშ-ის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ამერიკულმა ჯარებმა ალ-ბაღდადი დააპატიმრეს. მან დაახლოებით ერთი წელი გაატარა ბანაკ ბუკაში, ქვეყნის სამხრეთით, სხვა დაკავებულებთან ერთად, რომლებიც შემდგომ ისლამური სახელმწიფოს მაღალი რანგის ფიგურები და სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფებების მეთაურები გახდნენ.

ალ-ბაღდადი 2003 წელს - ერაყის დაზვერვის კადრი

ცოლის თქმით, ალ-ბაღდადი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ შეიცვალა. ძალიან მძიმე ხასიათი გაუხდა, ყველაფერზე ფეთქდებოდა. ბანაკ ბუკაში გატარებული ერთი წელი მისთვის გარდამტეხი და რადიკალიზაციის დასაწყისი აღმოჩნდა. ცოლს უთხრა, რომ იქ ისეთი რაღაც შეემთხვა, რაზეც ხმამაღლა ვერ ისაუბრებდა. ჰუდაიფა ფიქრობს, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. იმავე წელს პრესაში გამოქვეყნებული ერაყის სხვა ამერიკული ციხის, აბუ გრეიბის ფოტოებზე ჩანს, რომ მცველები პატიმრებს სექსუალური აქტების სიმულაციასა და დამამცირებელი პოზების მიღებას აიძულებდნენ.

მალე ჰუდაიფას ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი ქმარი მიწისქვეშა შეიარაღებულ დაჯგუფებას შეუერთდა, რადგან ყალბი საბუთებით ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელს. მალე ალ ბაღდადმა მეორე ცოლი შეირთო, რის შემდეგაც ქალმა განქორწინება მოსთხოვა. სანაცვლოდ უთხრეს, რომ შვილებზე უარი უნდა ეთქვა, რასაც არ დათანხმდა და ისევ ქორწინებაში დარჩა.

ერაყის ომის დროს, რომელიც 2006 წლიდან 2008 წლამდე გაგრძელდა, ქალს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მისი ქმარი სუნიტ ჯიჰადისტურ ჯგუფებთან თანამშრომლობდა. 2010 წელს ალ-ბაღდადი ერაყის "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი გახდა.

"2012 წლის იანვარში სოფელში გადავედით, სირიის პროვინცია იდლიბში, სადაც ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ აბუ ბაქრი ემირი გამხდარიყო“, - ამბობს უმ ჰუდაიფა.

ამერიკული ბანაკი ბუკა, რომელიც ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით 500 კმ-ში მდებარეობს (2004 წლის ოქტომბერი)

ისლამური სახელმწიფო ერაყში იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოგვიანებით იქცა უფრო ფართო ისლამურისტურ გაერთიანებად და ხალიფატი გამოაცხადა. ცოლის თქმით, სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ქმარმა ავღანური ტანსაცმლის ტარება, წვერი გაიზარდა და იარაღით დადიოდა. როდესაც ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამოქალაქო ომის დროს ცხოვრება სახიფათო გახდა, ქალაქ რაქაში გადავიდნენ, რომელიც მოგვიანებით ისლამური სახელმწიფოს "ხალიფატის" დე ფაქტო დედაქალაქად ითვლებოდა. სწორედ იქ იყო ჰუდაიფა, როდესაც ტელევიზორში ნახა ქმარი.

"ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებული დაჯგუფებების სისასტიკე მსოფლიოსთვის ცნობილი იყო, მაგრამ 2014-2015 წლებში ეს ყველაფერი უფრო ფართო და შემზარავი გახდა.

"ისლამური სახელმწიფო“ სოციალურ ქსელში ავრცელებდა მძევლებისთვის თავის მოკვეთის კადრებს, ასევე იორდანიელი პილოტის დაწვის სცენას. ქალის თქმით, ის მაშინაც ვერ უსწორებდა თვალს ამ უსასტიკეს ფოტოებს და ამბობს, რომ "მათ გადალახეს ადამიანობის ზღვარი...“

ISIS-ის შეიარაღებული წევრი რაქას ქუჩებში, 2014 წლის ივნისი.

აბუ ბაქარი ისლამური სახელმწიფოს სხვა ლიდერებთან ლეპტოპის საშუალებით ურთიერთობდა, რომელსაც ყუთში ინახავდა.

”მე ვცადე მისი ჩართვა, რათა გამეგო, რას აკეთებდა ჩემი ქმარი, მაგრამ ტექნოლოგიურად გაუნათლებელი ვიყავი, თან პაროლი ჰქონდა დადებული".

ქალი ამტკიცებს, რომ გაქცევა სცადა, მაგრამ საგუშაგოზე მყოფმა შეიარაღებულმა პირებმა უკან დააბრუნეს.

2014 წლის აგვისტოში უმ ჰუდაიფას კიდევ ერთი ქალიშვილი ნასიბა შეეძინა, რომელსაც თანდაყოლილი გულის მანკი აღმოაჩნდა. ამ დროს მათთან სახლში 30 წლამდე ასაკის ცხრა იეზიდი გოგონა და ქალი მიიყვანეს.

ისინი მხოლოდ რამდენიმე იყვნენ იმ ათასობით იეზიდ ქალსა და ბავშვს შორის, რომლებიც ისლამურმა სახელმწიფომ დაატყვევა - ათასობით სხვა დაიღუპა. უმ ჰუდიფა ამბობს, რომ შოკირებული და შერცხვენილი იყო.

გატაცებულთა შორის იყო ორი ახალგაზრდა გოგონა, სამარი და ზენა - ეს მათი ნამდვილი სახელები არ არის. ქალი ირწმუნება, რომ ისინი მის სახლში, რაქაში, მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩნენ, ვიდრე სხვა ადგილას გადაიყვანეს. როდესაც ალ-ბაღდადის ოჯახი საცხოვრებლად მოსულში გადავიდა, სამარი კვლავ გამოჩნდა: ის მათთან ცხოვრობდა დაახლოებით ორი თვე.

ჰამიდის ქალიშვილი და დისშვილი იმ იეზიდ გოგოებს შორის იყვნენ, რომლებიც უმ ჰუდაიფას სახლში აღმოჩნდნენ

სამარის მამას, ჰამიდს, ორი ცოლი და 26 შვილი ჰყავდა. ყველა მათგანი გაიტაცეს. თავად ჰამიდმა მოახერხა მიმდებარე მთებში დამალვა. ექვსი შვილი, მათ შორის სამარი, კვლავ დაკარგულია. ზოგი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ დაბრუნდა, ზოგიც იმ ტერიტორიების განთავისუფლების შემდეგ, რომელიც დაპყრობილი იყო.

ჰამიდმა და მისმა ერთ-ერთმა შვილმა, სოადმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს უმ ჰუდაიფას წინააღმდეგ. მათ არ სჯერათ, რომ ის უმწეო მსხვერპლია და ქალის სიკვდილით დასჯას ითხოვენ.

"ის კრიმინალის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლია და ისიც მისნაირი კრიმინალია", - ამბობს სოადი.

სოადი უმ ჰუდაიფას წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის მოსმენისას

"არ უარვყოფ, რომ ჩემი ქმარი კრიმინალი იყო“, - ამბობს ჰუდაიფა და დასძენს, რომ ნანობს, რაც მათ შეემთხვათ. თუმცა, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

2019 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის ჯარებმა დაარბიეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე ის დასახლება, სადაც ალ-ბაღდადი იმალებოდა ოჯახის წევრებთან ერთად. გვირაბში გადაყვანილმა ბაღდადმა ორ შვილთან ერთად თავი აიფეთქა. სროლის დროს მისი ოთხი ცოლიდან ორი დაიღუპა.

უმ ჰუდაიფა იქ არ იყო - იმ დროს ის უკვე ყალბი სახელით თურქეთში ცხოვრობდა, სადაც მოგვიანებით დააკავეს და მიმდინარე წლის თებერვალში ერაყის ციხეში გადაიყვანეს.

მისი უფროსი ქალიშვილი უმაიმა მასთან ერთად ციხეშია, მეორე - ფატიმა კი, რომელიც დაახლოებით 12 წლისაა, არასრულწლოვანთა დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი ერთ-ერთი ვაჟი რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს სირიაში გარდაიცვალა, მეორე გარდაიცვალა მამასთან ერთად გვირაბში, უმცროსი ბიჭი კი ბავშვთა სახლშია.

უმ ჰუმაიდა ინტერვიუს დასრულების შემდეგ საკანში დაბრუნდა. ISIS-ის ქვრივს ერაყის სასამართლო გაასამართლებს...