საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება
2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება

2025 წლი­დან, ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტი 15.5 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მეტი იქ­ნე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის ასიგ­ნე­ბე­ბის ზრდა დიდ­წი­ლად დე­პუ­ტატ­თა ხელ­ფა­სე­ბის ზრდამ გა­ნა­პი­რო­ბა, რის თა­ო­ბა­ზეც მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ 2025 წლი­დან შე­დის ძა­ლა­ში.

სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბე­ბის ზრდა­სა და პარ­ლა­მენ­ტის 2025 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტზე სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლეს და მას მხა­რი და­უ­ჭი­რეს.

კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის 2025 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი მსხვი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ასე­თია:

„შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის მუხ­ლი“ 43.7 მლნ. ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა. 2024 წლის დამ­ტკი­ცე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბი­თით ზრდა 9.7 მლნ ლა­რია. მას­ში ასა­ხუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის წევრთა გაზ­რდი­ლი ხელ­ფა­სე­ბი, ახა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით.

„სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის“ მუხ­ლი 30.3 მლნ ლარს შე­ად­გენს, რაც დამ­ტკი­ცე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია 4.8 მლნ ლა­რით, ხოლო და­ზუს­ტე­ბულ­თან შე­და­რე­ბით 1.2 მლნ ლა­რით.

„გრან­ტის მუხ­ლი“ 0.15 მლნ. ლა­რით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. იგი­ვეა რაც 2024 წლის და­ზუს­ტე­ბუ­ლი გეგ­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ხოლო დამ­ტკი­ცე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით ზრდა 0.07 მლნ ლა­რია.

„სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის“ მუხ­ლში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 0.9 მლნ. ლარი - დამ­ტკი­ცე­ბულ და და­ზუს­ტე­ბულ გეგ­მებ­თან შე­და­რე­ბით 0.2 მლნ ლარ­ზე მეტი. ამ მუხ­ლი­დან ფი­ნანსდე­ბა დეკ­რე­ტუ­ლი და სა­ა­ვად­მყო­ფო ფურ­ცე­ლი და პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ხელ­ფა­სო ფონ­დის ზრდას­თან.

„სხვა ხარ­ჯე­ბის“ მუხ­ლში თან­ხა 3.28 მლნ ლარს შე­ად­გენს. 2024 წლის დამ­ტკი­ცე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით ზრდაა 0.7 მლნ ლა­რით და და­ზუს­ტე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით 0.26 მლნ ლა­რით, რაც პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი ზრდის ტენ­დენ­ცი­ას­თან.

„არა­ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ზრდის“ მუხ­ლი 2024 წლის მსგავ­სად და­გეგ­მი­ლია 8.9 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით. 2024 წლის და­ზუს­ტე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით 0.86 მლნ. ლა­რი­ა­ნი მა­ტე­ბაა. პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან 5.5 მლნ ლარი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თვის, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი თან­ხე­ბი სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და ლი­ცენ­ზი­ის შე­ძე­ნა-მო­დერ­ნი­ზე­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება

2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება

2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება. პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება სწორედ 2025 წლიდან შედის ძალაში.

საბიუჯეტო ასიგნებების ზრდასა და პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი პროექტის თანახმად, პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი მსხვილი ეკონომიკური მუხლების მიხედვით ასეთია:

„შრომის ანაზღაურების მუხლი“ 43.7 მლნ. ლარით განისაზღვრა. 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებითით ზრდა 9.7 მლნ ლარია. მასში ასახულია პარლამენტის წევრთა გაზრდილი ხელფასები, ახალი კოეფიციენტების მიხედვით.

„საქონლისა და მომსახურების“ მუხლი 30.3 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 4.8 მლნ ლარით, ხოლო დაზუსტებულთან შედარებით 1.2 მლნ ლარით.

„გრანტის მუხლი“ 0.15 მლნ. ლარით არის გათვალისწინებული. იგივეა რაც 2024 წლის დაზუსტებული გეგმის მაჩვენებელი, ხოლო დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდა 0.07 მლნ ლარია.

„სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებულია 0.9 მლნ. ლარი - დამტკიცებულ და დაზუსტებულ გეგმებთან შედარებით 0.2 მლნ ლარზე მეტი. ამ მუხლიდან ფინანსდება დეკრეტული და საავადმყოფო ფურცელი და პირდაპირ დაკავშირებულია სახელფასო ფონდის ზრდასთან.

„სხვა ხარჯების“ მუხლში თანხა 3.28 მლნ ლარს შეადგენს. 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდაა 0.7 მლნ ლარით და დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 0.26 მლნ ლარით, რაც პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, დაკავშირებულია ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ფასების ყოველწლიური ზრდის ტენდენციასთან.

„არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი 2024 წლის მსგავსად დაგეგმილია 8.9 მილიონი ლარის ოდენობით. 2024 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 0.86 მლნ. ლარიანი მატებაა. პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 5.5 მლნ ლარი გათვალისწინებულია შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებითი სამუშაოების დასრულებისთვის, ხოლო დანარჩენი თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურის და ლიცენზიის შეძენა-მოდერნიზებას მოხმარდება.