კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა" - ხაბეიშვილი
"ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა" - ხაბეიშვილი

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექი­მე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩემ­თვის 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, აკ­რძა­ლუ­ლია რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა - მინ­და ყრი­ლო­ბას შევ­თა­ვა­ზო პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ თინა ბო­კუ­ჩა­ვას კან­დი­და­ტუ­რა, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა, პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მას სურ­ვი­ლი აქვს პარ­ტი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ დარ­ჩეს და ამას ყრი­ლო­ბას შეს­თა­ვა­ზებს.

"12 წე­ლია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ რუ­სულ რე­ჟიმ­თან უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლა­შია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ხე­დავს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში და ამ მი­ლე­ვა­დი რე­ჟი­მის პა­რა­ლე­ლუ­რად ისი­ნი გა­და­სუ­ლე­ბი არი­ან ძა­ლა­დო­ბა­ზე, რა­საც, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­და­პირ ეთერ­ში გვა­ყუ­რე­ბი­ნე­ბენ. ჩვენ ვხე­დავთ თავ­დას­ხმებს ახალ­გაზ­რდებ­ზე, ჩვენ გვა­ყუ­რე­ბი­ნე­ბენ ათო­ბით სპეც­რაზ­მე­ლი რო­გორ სცემს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებს, რო­გორ უვარ­დე­ბი­ან ხალ­ხს ოჯა­ხებ­ში, რო­გორ არ­ბე­ვენ ადა­მი­ა­ნებს. გუ­შინ ვნა­ხეთ სტუ­დენ­ტი, ნა­ცე­მი, დღი­სით, მზი­სით, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მას მი­უგ­ზავ­ნა ბან­დი­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ჩვენ ვხე­დავთ, რომ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­წყდა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ვხე­დავთ აშშ-ის მხრი­დან სან­ქცი­ებს და უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც უწეს­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბებს და მათ წევ­რებს აქვთ მხო­ლოდ. ესაა რუ­სე­თი, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა და ა.შ. ამ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­იყ­ვა­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო. თუმ­ცა, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი ასან­ქცი­რე­ბენ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, ჯერ კი­დევ არა ქვე­ყა­ნას. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა და ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გაქვს. თუმ­ცა, გვეს­მის ისიც, რომ დარ­ჩე­ნი­ლია 4 თვე და ამ 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მოგ­ვი­წევს ბრძო­ლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და ამ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, მუხლჩა­უხ­რე­ლად, რომ ჩვენ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ვის­ტუმ­როთ იქ, სა­დაც მათი ად­გი­ლი არის და სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ევ­რო­კავ­შირ­ში შე­იყ­ვა­ნოს.

  • ამი­ტომ მე მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთი თვის წინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, ჩემ­თვის, ცხა­დია, მძი­მეა თუმ­ცა ექი­მე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩემ­თვის 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად აკ­რძა­ლუ­ლია რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ვერ მივ­ცემ თავს უფ­ლე­ბას 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 4 თვეა დარ­ჩე­ნი­ლი, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე არ იყოს ფუნ­ქცი­უ­რი, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ჩარ­თუ­ლი არ იყოს 24-სა­ა­თი­ან მუშა რე­ჟიმ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თინა ბო­კუ­ჩა­ვას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - მე რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­ვიწ­ვევ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყრი­ლო­ბას, სა­დაც შევ­თა­ვა­ზებ ორ ცვლი­ლე­ბას: 1. ეხე­ბა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს და მინ­და ყრი­ლო­ბას შევ­თა­ვა­ზო პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ თინა ბო­კუ­ჩა­ვას კან­დი­და­ტუ­რა.

ასე­ვე, ყრი­ლო­ბას მინ­და შევ­თა­ვა­ზო ჩემი თავი, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის კან­დი­და­ტუ­რა, იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო არ არის ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნუ­ლი მუ­შა­ო­ბა და ცხა­დია მე ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ვიქ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი გუნდთან ერ­თად. მე ყრი­ლო­ბას ვთხოვ ამ ორ ცვლი­ლე­ბა­ზე თან­ხმო­ბას და ასე­ვე, მინ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებს, ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს ვუ­თხრა, ფორ­სმა­ჟორ­ში, ჩვენ მოგ­ვი­წევს ძა­ლი­ან მძი­მე ბრძო­ლის გა­და­ტა­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას, ამ ბრძო­ლას მო­ი­გებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და მაქვს სურ­ვი­ლი, რომ აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი და ჯან­სა­ღი შე­ვე­ხი­დო „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და ახლა უკვე პარ­ტი­ის ახალ თავ­მჯდო­მა­რეს ამ ბრძო­ლა­ში, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მო­ვემ­სა­ხუ­რო ჩვენს ხალ­ხს ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა" - ხაბეიშვილი

"ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა" - ხაბეიშვილი

სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, აკრძალულია რეჟიმში მუშაობა - მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას სურვილი აქვს პარტიაში პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ დარჩეს და ამას ყრილობას შესთავაზებს.

"12 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ რუსულ რეჟიმთან უკომპრომისო ბრძოლაშია. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის მილევად რეჟიმში და ამ მილევადი რეჟიმის პარალელურად ისინი გადასულები არიან ძალადობაზე, რასაც, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ. ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს ახალგაზრდებზე, ჩვენ გვაყურებინებენ ათობით სპეცრაზმელი როგორ სცემს ახალგაზრდა ადამიანებს, როგორ უვარდებიან ხალხს ოჯახებში, როგორ არბევენ ადამიანებს. გუშინ ვნახეთ სტუდენტი, ნაცემი, დღისით, მზისით, როცა ხელისუფლებამ მას მიუგზავნა ბანდიტური ჯგუფები და შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილის ხელისუფლება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ცივილიზებულ სამყაროს აბსოლუტურად მოწყდა „ქართული ოცნება“. ვხედავთ აშშ-ის მხრიდან სანქციებს და უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები, რომელიც უწესდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყნის მთავრობებს და მათ წევრებს აქვთ მხოლოდ. ესაა რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა ივანიშვილმა, სამწუხაროდ, საქართველო. თუმცა, ჩვენი პარტნიორები ასანქცირებენ კონკრეტულ ადამიანებს, ჯერ კიდევ არა ქვეყანას. თუმცა, კონკრეტული სანქციები, ცხადია, საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც აისახება და ძალიან მძიმე მდგომარეობა გაქვს. თუმცა, გვესმის ისიც, რომ დარჩენილია 4 თვე და ამ 4 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში მოგვიწევს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის და ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 24-საათიან რეჟიმში, მუხლჩაუხრელად, რომ ჩვენ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ იქ, სადაც მათი ადგილი არის და საქართველოში იყოს კოალიციური მთავრობა, რომელიც შეძლებს ქართველი ხალხი ევროკავშირში შეიყვანოს.

  • ამიტომ მე მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები, ჩემთვის, ცხადია, მძიმეა თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკრძალულია რეჟიმში მუშაობა.

შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული არ იყოს 24-საათიან მუშა რეჟიმში და შესაბამისად, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, თინა ბოკუჩავასთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება - მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას: 1. ეხება პარტიის თავმჯდომარეს და მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა.

ასევე, ყრილობას მინდა შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, იმიტომ, რომ პოლიტიკური საბჭო არ არის ყოველდღიური რუტინული მუშაობა და ცხადია მე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული გუნდთან ერთად. მე ყრილობას ვთხოვ ამ ორ ცვლილებაზე თანხმობას და ასევე, მინდა "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, ასიათასობით ადამიანს ვუთხრა, ფორსმაჟორში, ჩვენ მოგვიწევს ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამ ბრძოლას მოიგებს ქართველი ხალხი და მაქვს სურვილი, რომ აგვისტოს ბოლოდან აბსოლუტურად ჯანმრთელი და ჯანსაღი შევეხიდო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა უკვე პარტიის ახალ თავმჯდომარეს ამ ბრძოლაში, 24-საათიან რეჟიმში მოვემსახურო ჩვენს ხალხს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: