პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა - მას თინა ბოკუჩავა შეცვლის: რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა - მას თინა ბოკუჩავა შეცვლის: რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

ამის შე­სა­ხებ მან პარ­ტი­ის ოფის­ში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტის და­ტო­ვე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ი­ღო.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა და­ი­კა­ვებს.

რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ხა­ბე­იშ­ვი­ლის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ მის­თვის „სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი უპირ­ვე­ლე­სია“.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ლე­ვან, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დო შენ, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან, არც თუ ისე მარ­ტივ მო­მენ­ტში შენს თავ­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღე, ეს მო­ი­თხოვს დიდ გამ­ბე­და­ო­ბას და დიდ თავ­გან­წირ­ვას, რომ­ლის მა­გა­ლი­თი შენ არა­ერ­თხელ გვიჩ­ვე­ნე. რუსი ივა­ნიშ­ვი­ლის ჯა­ლა­თე­ბის მხრი­დან რაც მოჰ­ყვა შენს მცდე­ლო­ბას, რომ ბან­დი­ტე­ბად ქცე­უ­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის­გან გა­და­გერ­ჩი­ნა ახალ­გაზ­რდა, შენ შეხ­ვდი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სიმ­შვი­დით, სიმ­ტკი­ცით და სი­მა­მა­ცით, რაც ნამ­დვი­ლად მხო­ლოდ და მხო­ლოდ ისეთ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, რო­მელ­თაც გა­მარ­ჯვე­ბის რწმე­ნა აქვთ. ამას ას­ხი­ვებ­დი ყო­ველ­თვის და ამის­თვის ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრა.

შენი დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც აჩ­ვე­ნებს, რომ შენ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი და ჩვე­ნი სა­ერ­თო როლი ამ ნა­თელ, ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ში უპირ­ვე­ლე­სია. მად­ლო­ბა ამ ბრძო­ლის­თვის და მად­ლო­ბა ამ ნდო­ბის­თვის, რად­გან ჩემ­თვის შენი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ ერ­თად მი­ვი­ღეთ უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. დღეს არ ვი­სა­უბ­რებ ვრცლად ჩემს ხედ­ვებ­ზე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ შევ­დი­ვართ არ­ჩევ­ნებ­ში და რო­გორ ვი­გებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ამ გა­დამ­წყვეტ არ­ჩევ­ნებს, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რო­გორც ლე­ვან­მა გან­მარ­ტა, ჩვენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა, თუმ­ცა, ერთს ვი­ტყვი, ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, დღეს წყდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედი, დღეს წყდე­ბა ის, თუ სად იცხოვ­რე­ბენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, იცხოვ­რე­ბენ რუ­სე­თის უკა­ნა ეზო­ში, თუ იცხოვ­რე­ბენ ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ არ­ჩე­ვან­ში, ღრმად მწამს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა დავ­ტო­ვოთ მარ­ტო და ყვე­ლა სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, თუ ერ­თე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს გა­რუ­სე­ბას არ ეგუ­ე­ბა, უნდა გა­ერ­თი­ან­დეს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის.

ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მელ­საც მათ შო­რის, ტყვე­ო­ბა­ში, რაც ნამ­დვი­ლად ის­ტო­რი­უ­ლი უსა­მარ­თლო­ბაა, არც ერთი წამი არ და­უ­კარ­გავს ერ­თი­ა­ნი, ძლი­ე­რი, ევ­რო­პუ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რწმე­ნა, რომ­ლის შექ­მნა­ში მას ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, სა­ქარ­თვე­ლო­სი, სა­დაც ყვე­ლას და გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის შან­სი აქვთ, სა­დაც ყვე­ლას შე­უძ­ლია სი­ა­მა­ყით თქვას - მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო. მე გპირ­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ვპირ­დე­ბი ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­მაც მარ­თლაც გვაჩ­ვე­ნეს სი­მა­მა­ცის, თავ­გან­წირ­ვის და შე­უ­პოვ­რო­ბის მა­გა­ლი­თი ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის, თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას სა­ერ­თო, ეროვ­ნუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვუ­ტა­ნოთ. დღეს, რო­გორც არას­დროს, მჯე­რა გა­მარ­ჯვე­ბის, მჯე­რა, რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ, გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ხე­ლოვ­ნად“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა - მას თინა ბოკუჩავა შეცვლის: რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა - მას თინა ბოკუჩავა შეცვლის: რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

ამასთან, მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მისთვის „საქართველოს ნათელი მომავალი უპირველესია“.

"უპირველეს ყოვლისა, ლევან, მინდა მადლობა გადაგიხადო შენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვან, არც თუ ისე მარტივ მომენტში შენს თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღე, ეს მოითხოვს დიდ გამბედაობას და დიდ თავგანწირვას, რომლის მაგალითი შენ არაერთხელ გვიჩვენე. რუსი ივანიშვილის ჯალათების მხრიდან რაც მოჰყვა შენს მცდელობას, რომ ბანდიტებად ქცეული სპეცრაზმელებისგან გადაგერჩინა ახალგაზრდა, შენ შეხვდი წარმოუდგენელი სიმშვიდით, სიმტკიცით და სიმამაცით, რაც ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც გამარჯვების რწმენა აქვთ. ამას ასხივებდი ყოველთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა.

შენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ შენთვის საქართველოს ნათელი მომავალი და ჩვენი საერთო როლი ამ ნათელ, ევროპულ მომავალში უპირველესია. მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის, რადგან ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა. დღეს არ ვისაუბრებ ვრცლად ჩემს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევდივართ არჩევნებში და როგორ ვიგებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ არჩევნებს, ამის შესაძლებლობა როგორც ლევანმა განმარტა, ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება, თუმცა, ერთს ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, დღეს წყდება ის, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები, იცხოვრებენ რუსეთის უკანა ეზოში, თუ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ამ არჩევანში, ღრმად მწამს, რომ ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, თუ ერთეული პოლიტიკოსი, ვინც საქართველოს გარუსებას არ ეგუება, უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

ასევე მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც მათ შორის, ტყვეობაში, რაც ნამდვილად ისტორიული უსამართლობაა, არც ერთი წამი არ დაუკარგავს ერთიანი, ძლიერი, ევროპული, წარმატებული საქართველოს რწმენა, რომლის შექმნაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, საქართველოსი, სადაც ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს თვითრეალიზების შანსი აქვთ, სადაც ყველას შეუძლია სიამაყით თქვას - მე ვარ საქართველო. მე გპირდებით, განსაკუთრებით ვპირდები ახალგაზრდებს, რომლებმაც მართლაც გვაჩვენეს სიმამაცის, თავგანწირვის და შეუპოვრობის მაგალითი ბოლო რამდენიმე კვირის, თვის განმავლობაში, რომ ყველაფერს გავაკეთებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას საერთო, ეროვნული გამარჯვება მოვუტანოთ. დღეს, როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების, მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.