კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი მეგობარი ამტკიცებდა, რომ "უცხოპლანეტელების" გადაღება მოახერხეს , შემდეგ კი მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - რა მოხდა ბრიტანეთში 34 წლის წინ?
ორი მეგობარი ამტკიცებდა, რომ "უცხოპლანეტელების" გადაღება მოახერხეს , შემდეგ კი მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - რა მოხდა ბრიტანეთში 34 წლის წინ?

34 წლის წინ, შოტ­ლან­დი­ის მა­ღალმთი­ა­ნეთ­ში, ქა­ლაქ პიტ­ლოკ­რი­ში ორმა მე­გო­ბარ­მა ღა­მით ცაში მფრი­ნა­ვი უც­ნა­უ­რი ობი­ექ­ტი შე­ნიშ­ნა. ეს ამ­ბა­ვი რთუ­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ფოტო, რომ­ლის გა­და­ღე­ბაც მე­გობ­რებ­მა მო­ა­ხერ­ხეს.

მე­ო­რე დღეს, ახალ­გაზ­რდე­ბი სას­ტუმ­როს მი­სა­ღებ­ში ნა­ნახს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, როცა შე­ნო­ბას­თან მან­ქა­ნა გა­ჩერ­და და იქი­დან ორი შავ კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი გად­მო­ვი­და. უც­ნო­ბებ­მა ბი­ჭე­ბი სა­სა­უბ­როდ წა­იყ­ვა­ნეს. 34 წლის შემ­დეგ იმა­ვე სას­ტუმ­როს მზა­რე­ულ რი­ჩარდ გრი­ცი დუ­მილს არ­ღვევს და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"ამ ამ­ბის შემ­დეგ ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან შე­იც­ვალ­ნენ. ერთი ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და. მომ­ხდა­რი­დან ზუს­ტად ერთ თვე­ში სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვეს. მას შემ­დეგ ისი­ნი აღარ მი­ნა­ხავს. აშ­კა­რაა, რომ ვი­ღა­ცას არ აწყობ­და მათი არ­სე­ბო­ბა" - იხ­სე­ნებს რი­ჩარ­დი.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ ორი­გი­ნა­ლი ფო­ტოს პოვ­ნას, სა­ბო­ლო­ოდ, ის გა­დამ­დგა­რი პრეს ოფიც­რის, კრე­იგ ლინდსის სახ­ლში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და Daily Mail-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ბევ­რი თვლი­და, რომ საქ­მე უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან ჰქონ­დათ, თუმ­ცა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ამას უარ­ყოფ­დნენ და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ რე­ა­ლუ­რად ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ობი­ექ­ტი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ 1970-იანი წლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტელ­სის ტექ­ნო­ლო­გია იყო.

Hopeless Diamond, Have Blue და Aurora ყვე­ლა მათ­გა­ნი აშშ-ის პრო­ექ­ტის კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა იყო. ეს უკა­ნას­კნე­ლი, ჰი­პერბგე­რი­თი ჯა­შუ­შუ­რი თვითმფრი­ნა­ვი, შოტ­ლან­დი­ის ბა­ზას­თან მოქ­მე­დებ­და. ამ წლის და­სა­წყის­ში აშშ-ს მთავ­რო­ბამ აღი­ა­რა, რომ თვითმფრი­ნა­ვის პრო­ტო­ტი­პი, რო­მე­ლიც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ხო­მალდს წა­ა­გავ­და, იმ პე­რი­ოდ­ში მარ­თლად შოტ­ლან­დი­ა­ში დაფ­რი­ნავ­და.

იყო თუ არა Aurora ერთ-ერთი მათ­გა­ნი, უც­ნო­ბია. უც­ნო­ბია ისიც, თუ რა ბედი ეწი­ათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი გა­და­ი­ღეს. მათი სახ­ლე­ბი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. თუმ­ცა, ფო­ტოს უკან და­ტა­ნე­ბუ­ლი წარ­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნის სა­ხე­ლი კე­ვინ რა­სე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

წყა­რო

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ორი მეგობარი ამტკიცებდა, რომ "უცხოპლანეტელების" გადაღება მოახერხეს , შემდეგ კი მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - რა მოხდა ბრიტანეთში 34 წლის წინ?

ორი მეგობარი ამტკიცებდა, რომ "უცხოპლანეტელების" გადაღება მოახერხეს , შემდეგ კი მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - რა მოხდა ბრიტანეთში 34 წლის წინ?

34 წლის წინ, შოტლანდიის მაღალმთიანეთში, ქალაქ პიტლოკრიში ორმა მეგობარმა ღამით ცაში მფრინავი უცნაური ობიექტი შენიშნა. ეს ამბავი რთული დასაჯერებელი იქნებოდა, რომ არა ფოტო, რომლის გადაღებაც მეგობრებმა მოახერხეს.

მეორე დღეს, ახალგაზრდები სასტუმროს მისაღებში ნანახს განიხილავდნენ, როცა შენობასთან მანქანა გაჩერდა და იქიდან ორი შავ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი გადმოვიდა. უცნობებმა ბიჭები სასაუბროდ წაიყვანეს. 34 წლის შემდეგ იმავე სასტუმროს მზარეულ რიჩარდ გრიცი დუმილს არღვევს და ჟურნალისტებთან მომხდარის შესახებ საუბრობს.

"ამ ამბის შემდეგ ბიჭები ძალიან შეიცვალნენ. ერთი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. მომხდარიდან ზუსტად ერთ თვეში სამსახური დატოვეს. მას შემდეგ ისინი აღარ მინახავს. აშკარაა, რომ ვიღაცას არ აწყობდა მათი არსებობა" - იხსენებს რიჩარდი.

ჟურნალისტები წლების განმავლობაში ცდილობდნენ ორიგინალი ფოტოს პოვნას, საბოლოოდ, ის გადამდგარი პრეს ოფიცრის, კრეიგ ლინდსის სახლში აღმოაჩინეს და Daily Mail-ში გამოაქვეყნეს. ბევრი თვლიდა, რომ საქმე უცხოპლანეტელებთან ჰქონდათ, თუმცა სამხედრო მოსამსახურეები ამას უარყოფდნენ და აღნიშნავდნენ, რომ რეალურად ფოტოზე გამოსახული ობიექტი შეერთებული შტატების მიერ 1970-იანი წლებში შემუშავებული სტელსის ტექნოლოგია იყო.

Hopeless Diamond, Have Blue და Aurora ყველა მათგანი აშშ-ის პროექტის კოდური სახელწოდება იყო. ეს უკანასკნელი, ჰიპერბგერითი ჯაშუშური თვითმფრინავი, შოტლანდიის ბაზასთან მოქმედებდა. ამ წლის დასაწყისში აშშ-ს მთავრობამ აღიარა, რომ თვითმფრინავის პროტოტიპი, რომელიც უცხოპლანეტელების ხომალდს წააგავდა, იმ პერიოდში მართლად შოტლანდიაში დაფრინავდა.

იყო თუ არა Aurora ერთ-ერთი მათგანი, უცნობია. უცნობია ისიც, თუ რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გადაიღეს. მათი სახლები ჩვენთვის უცნობია. თუმცა, ფოტოს უკან დატანებული წარწერიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანის სახელი კევინ რასელი უნდა ყოფილიყო.

წყარო