მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"18 წელია, რაც აქა ვარ და უკვე გადავწყვიტე, რომ დაბრუნების დროა..." - ცუცა კაპანაძე ემიგრაციაში ცხოვრებასა და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე
"18 წელია, რაც აქა ვარ და უკვე გადავწყვიტე, რომ დაბრუნების დროა..." - ცუცა კაპანაძე ემიგრაციაში ცხოვრებასა და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე

15 ივ­ნისს ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ო­ბის მოწ­მე­ნი გახ­დე­ბი­ან: ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრში გა­ი­მარ­თე­ბა სპექ­ტაკ­ლი "ძვე­ლი თბი­ლი­სი", რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი ითა­მა­შე­ბენ. ნიუ-იორ­კის ბავ­შვთა თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი ცუცა კა­პა­ნა­ძეა, ხოლო პრო­დი­უ­სე­რი - ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დიდი მო­ა­მა­გე ვიქ­ტორ სი­რელ­სო­ნი. ცუცა კა­პა­ნა­ძე თა­ვის ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს:

- ნიუ-იორკში უკვე 28 წე­ლია არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი და თე­ატ­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დიდ­მა მე­გო­ბარ­მა ვიქ­ტორ სი­რელ­სონ­მა და­ა­არ­სა. ბა­ტონ ვიქ­ტორს ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს - ლიკა ბახ­ტუ­რი­ძე-სი­რელ­სო­ნი. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრში ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა დარ­გი ის­წავ­ლე­ბა - კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კით და­წყე­ბუ­ლი ჰიპ-ჰო­პამ­დე. რაც მთა­ვა­რია, აქ ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი ქარ­თულ წერა-კი­თხვას და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას სწავ­ლო­ბენ.

- ბავ­შვთა თე­ატ­რის შექ­მნის იდეა რო­დის გაჩ­ნდა?

- ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი ნიუ-იორკში 2007 წლი­დან არ­სე­ბობს. 2008 წელს მსა­ხი­ობ ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ანს სთხო­ვეს, რომ ბავ­შვე­ბის­თვის სპექ­ტაკ­ლი და­ედ­გა. პირ­ველ სპექ­ტაკლში საკ­ვი­რაო სკო­ლის ბავ­შვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ - ეს იყო ნო­დარ დუმ­ბა­ძის "ელა­დო­სი", რო­მელ­შიც მეც ვთა­მა­შობ­დი. სწო­რედ მა­შინ მთხო­ვეს, 3-დან 10 წლამ­დე ბავ­შვებ­თან მე­მუ­შა­ვა და ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ორი თე­ატ­რი: ერთი - 3-დან 10 წლამ­დე, მე­ო­რე - უფრო მოზ­რდი­ლე­ბის­თვის. იმ დრო­ი­დან პა­ტა­რე­ბის ჯგუფ­თან მე ვმუ­შა­ობ.

- რო­გო­რე­ბი არი­ან ისი­ნი - ნიუ-იორკში და­ბა­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი?

- ცელ­ქე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი და კარ­გე­ბი. ძა­ლი­ან რომ გა­მაბ­რა­ზე­ბენ, რომ გავ­გიჟ­დე­ბი და გავ­ცხარ­დე­ბი, მერე ვა­ტყუ­ებ, ვა­ი­მე, ბავ­შვე­ბო, ცუ­დად ვარ-მეთ­ქი. ერთ-ერთი ასე­თი "გა­გი­ჟე­ბი­სას" ყვე­ლა­ზე ცელ­ქებ­მა მი­თხრეს: ცუცა მას, კი ვი­ცით, რომ ცუ­დად არა ხართ, მაგ­რამ არა უშავს, ვი­თომ ცუ­დად ხარ­თო. ზოგ­ჯერ რო­მე­ლი­მე მო­მი­ახ­ლოვ­დე­ბა, პე­რანგზე ჩა­მომ­ქა­ჩავს და მე­უბ­ნე­ბა, ცუცა მას, ნუ ნერ­ვი­უ­ლობ­თო. მერე უცებ შე­მო­მეხ­ვე­ვი­ან და ჩა­მე­ხუ­ტე­ბი­ან. ეს ბავ­შვე­ბი იმ­ხე­ლა ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას მაძ­ლე­ვენ, სი­ტყვით ვერც გად­მოვ­ცემ. ხში­რად ვფიქ­რობ, რომ ამ ბავ­შვე­ბის და თე­ატ­რის გა­რე­შე ვერ გავძლებ­დი... პირ­ვე­ლი სამი წელი სულ ვტი­რო­დი, უკან დაბ­რუ­ნე­ბა მინ­დო­და. 18 წე­ლია უკვე აქა ვარ და მად­ლო­ბა უფალს, ნიუ-იორკში ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი არ­სე­ბობს, მე ამ თე­ატრმა გა­და­მარ­ჩი­ნა!

- სამ­წუ­ხა­როდ, ემიგ­რან­ტი ქარ­თვე­ლე­ბის მე­ო­რე თა­ო­ბას ენა უკვე ავი­წყდე­ბა.

- აქ მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რე­ბი დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე სა­ბავ­შვო ბაღ­ში ან სკო­ლა­ში არი­ან. მარ­ტო ინ­გლი­სუ­რი ეს­მით და სა­ღა­მო­ო­ბით, ცოტა ხნით, მშო­ბელ­თან ლა­პა­რა­კი საქ­მეს ვერ შვე­ლის. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"18 წელია, რაც აქა ვარ და უკვე გადავწყვიტე, რომ დაბრუნების დროა..." - ცუცა კაპანაძე ემიგრაციაში ცხოვრებასა და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე

"18 წელია, რაც აქა ვარ და უკვე გადავწყვიტე, რომ დაბრუნების დროა..." - ცუცა კაპანაძე ემიგრაციაში ცხოვრებასა და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე

15 ივნისს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები სასიამოვნო სანახაობის მოწმენი გახდებიან: ქართული კულტურის ცენტრში გაიმართება სპექტაკლი "ძველი თბილისი", რომელშიც ქართველი ბავშვები ითამაშებენ. ნიუ-იორკის ბავშვთა თეატრის ხელმძღვანელი ყველასთვის საყვარელი მსახიობი ცუცა კაპანაძეა, ხოლო პროდიუსერი - ქართული კულტურის დიდი მოამაგე ვიქტორ სირელსონი. ცუცა კაპანაძე თავის ამერიკულ ცხოვრებაზე გვიამბობს:

- ნიუ-იორკში უკვე 28 წელია არსებობს ქართული კულტურის ცენტრი და თეატრი, რომელიც საქართველოს დიდმა მეგობარმა ვიქტორ სირელსონმა დააარსა. ბატონ ვიქტორს ქართველი მეუღლე ჰყავს - ლიკა ბახტურიძე-სირელსონი. მათი დამსახურებაა, რომ ქართული კულტურის ცენტრში ხელოვნების ყველა დარგი ისწავლება - კლასიკური მუსიკით დაწყებული ჰიპ-ჰოპამდე. რაც მთავარია, აქ ქართველი ბავშვები ქართულ წერა-კითხვას და საქართველოს ისტორიას სწავლობენ.

- ბავშვთა თეატრის შექმნის იდეა როდის გაჩნდა?

- ქართული თეატრი ნიუ-იორკში 2007 წლიდან არსებობს. 2008 წელს მსახიობ ხათუნა იოსელიანს სთხოვეს, რომ ბავშვებისთვის სპექტაკლი დაედგა. პირველ სპექტაკლში საკვირაო სკოლის ბავშვები მონაწილეობდნენ - ეს იყო ნოდარ დუმბაძის "ელადოსი", რომელშიც მეც ვთამაშობდი. სწორედ მაშინ მთხოვეს, 3-დან 10 წლამდე ბავშვებთან მემუშავა და ასე ჩამოყალიბდა ორი თეატრი: ერთი - 3-დან 10 წლამდე, მეორე - უფრო მოზრდილებისთვის. იმ დროიდან პატარების ჯგუფთან მე ვმუშაობ.

- როგორები არიან ისინი - ნიუ-იორკში დაბადებული ქართველი ბავშვები?

- ცელქები, მაგრამ ძალიან ნიჭიერები და კარგები. ძალიან რომ გამაბრაზებენ, რომ გავგიჟდები და გავცხარდები, მერე ვატყუებ, ვაიმე, ბავშვებო, ცუდად ვარ-მეთქი. ერთ-ერთი ასეთი "გაგიჟებისას" ყველაზე ცელქებმა მითხრეს: ცუცა მას, კი ვიცით, რომ ცუდად არა ხართ, მაგრამ არა უშავს, ვითომ ცუდად ხართო. ზოგჯერ რომელიმე მომიახლოვდება, პერანგზე ჩამომქაჩავს და მეუბნება, ცუცა მას, ნუ ნერვიულობთო. მერე უცებ შემომეხვევიან და ჩამეხუტებიან. ეს ბავშვები იმხელა ძალასა და ენერგიას მაძლევენ, სიტყვით ვერც გადმოვცემ. ხშირად ვფიქრობ, რომ ამ ბავშვების და თეატრის გარეშე ვერ გავძლებდი... პირველი სამი წელი სულ ვტიროდი, უკან დაბრუნება მინდოდა. 18 წელია უკვე აქა ვარ და მადლობა უფალს, ნიუ-იორკში ქართული თეატრი არსებობს, მე ამ თეატრმა გადამარჩინა!

- სამწუხაროდ, ემიგრანტი ქართველების მეორე თაობას ენა უკვე ავიწყდება.

- აქ მცხოვრები პატარები დილიდან საღამომდე საბავშვო ბაღში ან სკოლაში არიან. მარტო ინგლისური ესმით და საღამოობით, ცოტა ხნით, მშობელთან ლაპარაკი საქმეს ვერ შველის. გააგრძელეთ კითხვა