სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრე ამბობდნენ, "სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველასთან მივაო", ახლა მეილებით დადის სანქციები და ყველას მიუვა აუცილებლად" - პაატა მანჯგალაძე
"ადრე ამბობდნენ, "სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველასთან მივაო", ახლა მეილებით დადის სანქციები და ყველას მიუვა აუცილებლად" - პაატა მანჯგალაძე

ადრე ამ­ბობ­დნენ, „სა­მარ­თა­ლი ურ­მით და­დი­სო, მაგ­რამ ყვე­ლას­თან მი­ვაო“, ახლა მე­ი­ლე­ბით და­დის სან­ქცი­ე­ბი, ყვე­ლას მი­უ­ვა აუ­ცი­ლებ­ლად და ამ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თარ ტყავ­ზე იგ­რძნო­ბენ, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან­ჯგა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­მოგ­ზა­უ­რო ვი­ზის გა­უქ­მე­ბა მხო­ლოდ და­სა­წყი­სია და წინ სხვა ქმე­დე­ბე­ბიც იქ­ნე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­ებს, ჩვენ ვამ­ბობ­დით, რომ ეს არ და­ა­ყოვ­ნებ­და, რად­გან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დღე­საც ამ­ბობს, რომ ამე­რი­კა მტე­რია. თუ შენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს მტრად თვლი, ამას ჰქვია სარ­კი­სებ­რი ასახ­ვა, ამე­რი­კამ სარ­კი­სებ­რად უპა­სუ­ხა იმ ხალ­ხს, ვინც მტრად თვლის, სა­მოგ­ზა­უ­რო ვიზა გა­უ­უქ­მა, ეს და­სა­წყი­სია, ეს მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ქმე­დე­ბა არ არის, ამის იქი­თაც იქ­ნე­ბა სხვა ქმე­დე­ბე­ბი. მთა­ვა­რია, ახლა სა­ქარ­თვე­ლოს­გან რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის გზე­ბი გა­ი­ყა­როს. სან­ქცი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა რამ­დე­ნი ხა­ნიც იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ვე­რა­ნა­ირ სი­კე­თეს მო­უ­ტანს ხალ­ხს, ვერც ინ­ვეს­ტი­ცი­ებს შე­მო­ი­ტანს, ვერც სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შექ­მნის, ანუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გამ­ზა­დე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ უნდა წა­ვი­დეს სახ­ლში, მისი მავ­ნებ­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით პარტნი­ო­რი არ დარ­ჩა რუ­სე­თის, ირა­ნის გარ­და.

მოდი, და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნებს, ადრე ამ­ბობ­დნენ, „სა­მარ­თა­ლი ურ­მით და­დი­სო, მაგ­რამ ყვე­ლას­თან მი­ვაო“, ახლა მე­ი­ლე­ბით და­დის სან­ქცი­ე­ბი, ყვე­ლას მი­უ­ვა აუ­ცი­ლებ­ლად და ამ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თარ ტყავ­ზე იგ­რძნო­ბენ. რაც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ა­კე­თა, ქვეყ­ნის­თვის კარ­გი არ არის. სან­ქცი­რე­ბულ მთავ­რო­ბას არა­ვინ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა, ხელს არ ჩა­მო­არ­თმევს... მე მა­გა­ლი­თად, ვამ­ბობ, რომ ეს რე­ჟი­მი ხალ­ხს სი­კე­თეს ვერ მო­უ­ტანს და მისი დრო­უ­ლი ჩა­მო­შო­რე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

ვინც თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­როს­თან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მტრად აცხა­დებს, ასე­თი ქვეყ­ნე­ბი არი­ან ირა­ნი, სი­რია, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა და ამ გზას გა­უდ­გა სამ­წუ­ხა­როდ [სა­ქარ­თვე­ლო]“, - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუკი და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ქვეყ­ნის­თვის კარ­გი არ არის, რა­ტომ აგ­ზავ­ნი­და ოპო­ზი­ცია პარტნი­ო­რებ­თან წე­რი­ლებს და აღ­ნიშ­ნულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ტომ მი­ი­ღეს, მან­ჯგა­ლა­ძე პა­სუ­ხობს რომ „დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს“.

"მო­ნა­წი­ლე­ო­ბა] მი­ვი­ღეთ და ყო­ველ­თვის მი­ვი­ღებთ, რად­გან დამ­ნა­შა­ვე და­უს­ჯე­ლი არ უნდა დარ­ჩეს. ქვეყ­ნის­თვის სან­ქცი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა არ არის კარ­გი, 140 დღე დარ­ჩა [არ­ჩევ­ნე­ბამ­დე] და რაც შე­იძ­ლე­ბა, მალე გა­ვუშ­ვათ რე­ჟი­მი“, - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აშშ-მა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში გა­მო­ა­ცხა­და - შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წეს­დე­ბათ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და კერ­ძო პი­რებს.

რო­გორც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა გან­მარ­ტა, სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში 24-დან 36 პირს მო­ი­ცავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ადრე ამბობდნენ, "სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველასთან მივაო", ახლა მეილებით დადის სანქციები და ყველას მიუვა აუცილებლად" - პაატა მანჯგალაძე

"ადრე ამბობდნენ, "სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველასთან მივაო", ახლა მეილებით დადის სანქციები და ყველას მიუვა აუცილებლად" - პაატა მანჯგალაძე

ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, სამოგზაურო ვიზის გაუქმება მხოლოდ დასაწყისია და წინ სხვა ქმედებებიც იქნება.

"რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ დააყოვნებდა, რადგან „ქართული ოცნება“ დღესაც ამბობს, რომ ამერიკა მტერია. თუ შენს სტრატეგიულ პარტნიორს მტრად თვლი, ამას ჰქვია სარკისებრი ასახვა, ამერიკამ სარკისებრად უპასუხა იმ ხალხს, ვინც მტრად თვლის, სამოგზაურო ვიზა გაუუქმა, ეს დასაწყისია, ეს მხოლოდ ერთადერთი ქმედება არ არის, ამის იქითაც იქნება სხვა ქმედებები. მთავარია, ახლა საქართველოსგან რუსული რეჟიმის გზები გაიყაროს. სანქცირებული მთავრობა რამდენი ხანიც იქნება ხელისუფლებაში, ვერანაირ სიკეთეს მოუტანს ხალხს, ვერც ინვესტიციებს შემოიტანს, ვერც სამუშაო ადგილებს შექმნის, ანუ „ქართული ოცნება“ გამზადებულია იმისთვის, რომ უნდა წავიდეს სახლში, მისი მავნებლური ქმედებებით პარტნიორი არ დარჩა რუსეთის, ირანის გარდა.

მოდი, დაველოდოთ მოვლენებს, ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ქვეყნისთვის კარგი არ არის. სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება, ხელს არ ჩამოართმევს... მე მაგალითად, ვამბობ, რომ ეს რეჟიმი ხალხს სიკეთეს ვერ მოუტანს და მისი დროული ჩამოშორებაა აუცილებელი.

ვინც თავისუფალ სამყაროსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრად აცხადებს, ასეთი ქვეყნები არიან ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ამ გზას გაუდგა სამწუხაროდ [საქართველო]“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, თუკი დაწესებული სანქციები ქვეყნისთვის კარგი არ არის, რატომ აგზავნიდა ოპოზიცია პარტნიორებთან წერილებს და აღნიშნულში მონაწილეობა რატომ მიიღეს, მანჯგალაძე პასუხობს რომ „დამნაშავე უნდა დაისაჯოს“.

"მონაწილეობა] მივიღეთ და ყოველთვის მივიღებთ, რადგან დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ქვეყნისთვის სანქცირებული მთავრობა არ არის კარგი, 140 დღე დარჩა [არჩევნებამდე] და რაც შეიძლება, მალე გავუშვათ რეჟიმი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.