პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება" - რა თქვეს კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე დასავლელმა პოლიტიკოსებმა? ძირითადი აქცენტები
"ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება" - რა თქვეს კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე დასავლელმა პოლიტიკოსებმა? ძირითადი აქცენტები

კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მოს­მე­ნა გა­ი­მარ­თა, სა­დაც და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, კონ­გრეს­მენ­მა ჯო უილ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ტის გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მი­ცე­მუ­ლი და­ნა­პი­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

"ჩვენ მეტი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რათა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი შე­ვას­რუ­ლოთ, MEGOBARI Act სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს და­მა­ტე­ბით ინ­სტრუ­მენ­ტებს გა­დას­ცემს ვი­ზის აკ­რძალ­ვე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ას.

  • "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ომის დამ­ნა­შა­ვე პუ­ტინს და სხვა ავ­ტოკ­რა­ტებს ეხუ­ტე­ბა, პუ­ტი­ნის მიერ მისი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის ოკუ­პა­ცი­ის, არა­ლე­გა­ლუ­რად და­პყრო­ბი­სა და გრძე­ლი და სას­ტი­კი საბ­ჭო­უ­რი კო­ლო­ნი­ა­ლუ­რი და­მორ­ჩი­ლე­ბი­სა და აგ­რე­სი­ის ის­ტო­რი­ის მი­უ­ხე­და­ვად.

მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ სა­ერ­თო მი­ზა­ნი იპო­ვა ომის დამ­ნა­შა­ვე პუ­ტინ­თან, რო­მელ­საც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბით სავ­სე ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გა­დახ­ვე­ვის­თვის მო­ე­წე­რა ხელი.

რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის აგენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უს­ჯე­ლად ოპე­რი­რე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­მარ­თა, მა­შინ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას გა­და­ე­ცა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ასე­ვე აფარ­თო­ებს კავ­ში­რებს ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ას­თან. სწრა­ფად გა­დას­ცემს მათ კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ჩი­ნე­თის არ­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს, რაც ამ დიქ­ტა­ტო­რუ­ლი მოხ­ვე­ვის კი­დევ ერთი ას­პექ­ტია.

აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ას და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალ­ზე ეს თავ­დას­ხმა უპა­სუ­ხოდ არ უნდა და­ტო­ვოს. სწო­რედ ამი­ტომ, მი­ვე­სალ­მე­ბი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ბოლო დროს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ვი­ზის აკ­რძალ­ვე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა პი­რის­თვის, რო­მე­ლიც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ას.

თუმ­ცა, ჩვენ მეტი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რათა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი შე­ვას­რუ­ლოთ. მი­ხა­რია MEGOBARI Act-ის ჩემს კო­ლე­გებ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­მო­ცხა­დე­ბა…

ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს და­მა­ტე­ბით ინ­სტრუ­მენ­ტებ­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს გა­დას­ცემს ვი­ზის აკ­რძალ­ვე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ას და ჩარ­თულ­ნი არი­ან ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­ულ ზო­მებ­ში. ის ასე­ვე შექ­მნის ან­გა­რიშს, რო­მელ­შიც ხაზი გა­ეს­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მავ­ნე რუ­სუ­ლი და ჩი­ნუ­რი გავ­ლე­ნე­ბის დო­ნეს, და იმას, ეს გავ­ლე­ნე­ბი მჭიდ­როდ რო­გორ გა­და­ი­ჯაჭ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს საკ­ვან­ძო პი­რებ­თან. ის ასე­ვე მოს­თხოვს აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სწრა­ფად შექ­მნას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ იმუ­შა­ვებს, რათა სა­ქარ­თვე­ლოს ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­როს.

და­მა­ტე­ბით, MEGOBARI Act ხაზს უს­ვამს აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უფრო ცო­ცხალ და პო­ზი­ტი­ურ ჩარ­ჩოს. სწო­რედ ამი­ტომ, კა­ნონპ­რო­ექ­ტი მო­ი­თხოვს გა­ფარ­თო­ე­ბულ სა­ვაჭ­რო კავ­ში­რებს, ადა­მი­ა­ნებს შო­რის უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბულ კონ­ტაქ­ტებს და დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტებს ეკო­ნო­მი­კა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ებ­ში მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მისი ხალ­ხის დიდი ხნის წინ გა­კე­თე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ არ­ჩე­ვანს და­უბ­რუნ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და უილ­სონ­მა.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელ­ჩის, უი­ლი­ამ კორტნის გან­ცხა­დე­ბით, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უა­რე­სის­კენ წავა თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს გა­ა­ყალ­ბებს.

„ბოლო წლებ­ში „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” უფრო პრო­რუ­სუ­ლი და ანტი-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კურ­სი აირ­ჩია. ცოტა ხნის წინ მი­ღე­ბულ­მა კა­ნონ­მა სა­ქარ­თვე­ლო შე­იძ­ლე­ბა „გა­და­სა­ხა­დე­ბის თავ­შე­საფ­რად” აქ­ცი­ოს „შავი ფუ­ლის­თვის“. „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნონ­მა”, რო­მე­ლიც რეპ­რე­სი­ულ რუ­სუ­ლი კა­ნონ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იქ­მნა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ უდი­დე­სი სა­ჯა­რო პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” შე­საძ­ლოა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს კა­ნო­ნი, რათა ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. „გერ­მა­ნი­ის მარ­შა­ლის ფონ­დის” მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ან­გა­რი­ში პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­დო­ბას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში. თით­ქოს სამი ათწლე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენ­და, ახლა, პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ქრე­ბა.

აშშ-მა უფრო მკაც­რი სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კა გა­მო­ა­ცხა­და მათ­თვის, ვინც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­შობს. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უა­რე­სის­კენ წავა თუ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს გა­ა­ყალ­ბებს. რო­გორც რუ­სეთ­ში, მთავ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა წვდო­მა აუკ­რძა­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­არ­ჩევ­ნო დამ­კვირ­ვებ­ლებს, აკ­რძა­ლოს რეკ­ლა­მა და [არ­ჩევ­ნებ­ზე] კან­დი­და­ტე­ბი არ და­უშ­ვას. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” რუ­სეთს სხვა გზი­თაც შე­იძ­ლე­ბა მი­ბა­ძოს - მან შე­იძ­ლე­ბა აკ­რძა­ლოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც “არა­სა­სურ­ვე­ლად” მი­იჩ­ნევს. ივა­ნიშ­ვი­ლი იმუქ­რე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტია “მკაც­რად და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა მათი და­ნა­შა­უ­ლის­თვის”. ეს საჩ­ვე­ნე­ბელ პრო­ცე­სებ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. მიზ­ნობ­რივ­მა სან­ქცი­ებ­მა შე­საძ­ლოა სა­ფა­სუ­რი გა­ზარ­დოს ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” სა­მო­მავ­ლო რეპ­რე­სი­უ­ლი ზო­მე­ბის­თვის. აშშ-მა შე­საძ­ლოა მეტი პი­როვ­ნე­ბა გან­სა­ზღვროს რო­გორც “სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრუ­ლი პირი” (Specially designated national), დაბ­ლო­კოს მათი აქ­ტი­ვე­ბი და ამე­რი­კე­ლებს მათ­თან საქ­მის წარ­მო­ე­ბა აუკ­რძა­ლოს. კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ზო­მე­ბი სა­უ­კე­თე­სოა. ევ­რო­კავ­ში­რის ბერ­კე­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. გერ­მა­ნია ამ­ბობს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი არ და­ი­წყებს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მა­ნამ, სა­ნამ “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნო­ნი ძა­ლა­შია”, - გა­ნა­ცხა­და კორტნიმ.

  • კონ­გრეს­მენ სტივ კო­ე­ნის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ან პრე­ზი­დენ­ტი არ არის, ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც "შოუ მიჰ­ყავს"

"ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს უკვე 12 წე­ლია, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკა­ვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ან პრე­ზი­დენ­ტი არ არის, ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შოუ მიჰ­ყავს. არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რეგ­ნო­ბით გან­სჯა, მაგ­რამ რო­დე­საც ის პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე, ვი­ფიქ­რე: “ეს ოც­ნე­ბა არ არის”. ის კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ბიზ­ნეს ადა­მი­ა­ნი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ტი­პის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ვით, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის მარ­თვა სურს, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად მი­აჩ­ნია… და ვფიქ­რობ, მან ეს და­ა­დას­ტუ­რა, ამი­ტომ ეს პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა სწო­რი იყო.

ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი ახლა ცი­ხე­შია, უკვე საკ­მაო ხა­ნია. მას საკ­მა­ოდ სა­შინ­ლად ეპყრო­ბი­ან. პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ეუ­თოს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, ამი­ტომ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია. ის ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და მისი სი­ცო­ცხლე შე­საძ­ლოა საფრ­თხის ქვეშ იყოს…

ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ჩაგ­ვრას ცდი­ლობს, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ არის, ეს და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის. და სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ვი­ცით, ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა სურს, ეს კარ­გი იქ­ნე­ბა მათ­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რად. ვფიქ­რობ, მათ ნატო-ში ყოფ­ნა სურთ, არ ვიცი. მაგ­რამ ისი­ნი ისე ახ­ლოს არი­ან რუ­სეთ­თან. სამ­ხრეთ ოსე­თი­დან უნდა ეს­წავ­ლათ, რომ რუ­სე­თი მათი მე­გო­ბა­რი არ არის”, - გა­ნა­ცხა­და კო­ენ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება" - რა თქვეს კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე დასავლელმა პოლიტიკოსებმა? ძირითადი აქცენტები

"ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება" - რა თქვეს კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე დასავლელმა პოლიტიკოსებმა? ძირითადი აქცენტები

კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც დასავლელმა პოლიტიკოსებმა ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო ქართველი ხალხისთვის მიცემული დანაპირების შესასრულებლად.

"ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ, MEGOBARI Act სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას.

  • "ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება, პუტინის მიერ მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, არალეგალურად დაპყრობისა და გრძელი და სასტიკი საბჭოური კოლონიალური დამორჩილებისა და აგრესიის ისტორიის მიუხედავად.

მმართველმა პარტიამ საერთო მიზანი იპოვა ომის დამნაშავე პუტინთან, რომელსაც ძალიან გაუხარდა "ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიებით სავსე ანტიდასავლური გადახვევისთვის მოეწერა ხელი.

რუსეთის დაზვერვის აგენტები საქართველოში დაუსჯელად ოპერირებენ. საქართველოს უშიშროების სამსახურები მოსახლეობის წინააღმდეგ მიიმართა, მაშინ როდესაც საქართველოს სუვერენიტეტი რუსეთის იმპერიას გადაეცა იაფფასიანი ძალაუფლებისა და მატერიალური მოგების სანაცვლოდ.

"ქართული ოცნება” ასევე აფართოებს კავშირებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. სწრაფად გადასცემს მათ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას ჩინეთის არმიასთან დაკავშირებულ კომპანიებს, რაც ამ დიქტატორული მოხვევის კიდევ ერთი ასპექტია.

აშშ-მა საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალზე ეს თავდასხმა უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. სწორედ ამიტომ, მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას ვიზის აკრძალვების შესახებ ყველა პირისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას.

თუმცა, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ. მიხარია MEGOBARI Act-ის ჩემს კოლეგებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად გამოცხადება…

ეს კანონმდებლობა სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებსა და სახელმძღვანელოებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩართულნი არიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებში. ის ასევე შექმნის ანგარიშს, რომელშიც ხაზი გაესმება საქართველოში არსებული მავნე რუსული და ჩინური გავლენების დონეს, და იმას, ეს გავლენები მჭიდროდ როგორ გადაიჯაჭვა საქართველოს საკვანძო პირებთან. ის ასევე მოსთხოვს აშშ-ის ადმინისტრაციას სწრაფად შექმნას წინასაარჩევნო ოპერატიული ჯგუფი საქართველოში, რომელიც სასწრაფოდ იმუშავებს, რათა საქართველოს ოქტომბრის არჩევნებამდე დემოკრატიული გარემოს შენარჩუნებაში დაეხმაროს.

დამატებით, MEGOBARI Act ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების უფრო ცოცხალ და პოზიტიურ ჩარჩოს. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი მოითხოვს გაფართოებულ სავაჭრო კავშირებს, ადამიანებს შორის უფრო გამარტივებულ კონტაქტებს და დახმარების პაკეტებს ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროებში მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მისი ხალხის დიდი ხნის წინ გაკეთებულ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდება“, - განაცხადა უილსონმა.

  • საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებით, ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ "ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს.

„ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ” უფრო პრორუსული და ანტი-დემოკრატიული კურსი აირჩია. ცოტა ხნის წინ მიღებულმა კანონმა საქართველო შეიძლება „გადასახადების თავშესაფრად” აქციოს „შავი ფულისთვის“. „უცხოური აგენტების კანონმა”, რომელიც რეპრესიულ რუსული კანონზე დაყრდნობით შეიქმნა, დამოუკიდებლობის შემდეგ უდიდესი საჯარო პროტესტი გამოიწვია. „ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს კანონი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. „გერმანიის მარშალის ფონდის” მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში პოლიტიკურ ძალადობას წინასწარმეტყველებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. თითქოს სამი ათწლეული წლის განმავლობაში ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა აშშ-საქართველოს ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენდა, ახლა, პერსპექტივები ქრება.

აშშ-მა უფრო მკაცრი სავიზო პოლიტიკა გამოაცხადა მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ახშობს. ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს. როგორც რუსეთში, მთავრობამ შეიძლება წვდომა აუკრძალოს დამოუკიდებელ საარჩევნო დამკვირვებლებს, აკრძალოს რეკლამა და [არჩევნებზე] კანდიდატები არ დაუშვას. “ქართულმა ოცნებამ” რუსეთს სხვა გზითაც შეიძლება მიბაძოს - მან შეიძლება აკრძალოს ორგანიზაციები, რომლებსაც “არასასურველად” მიიჩნევს. ივანიშვილი იმუქრება, რომ სააკაშვილის პარტია “მკაცრად დაისჯება ყველა მათი დანაშაულისთვის”. ეს საჩვენებელ პროცესებზე მიანიშნებს. მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს ივანიშვილისთვის და “ქართული ოცნებისთვის” სამომავლო რეპრესიული ზომებისთვის. აშშ-მა შესაძლოა მეტი პიროვნება განსაზღვროს როგორც “სპეციალურად განსაზღვრული პირი” (Specially designated national), დაბლოკოს მათი აქტივები და ამერიკელებს მათთან საქმის წარმოება აუკრძალოს. კოორდინირებული ამერიკული და ევროპული ზომები საუკეთესოა. ევროკავშირის ბერკეტი განსაკუთრებულია. გერმანია ამბობს, რომ ევროკავშირი არ დაიწყებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მანამ, სანამ “უცხოური აგენტების” კანონი ძალაშია”, - განაცხადა კორტნიმ.

  • კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც "შოუ მიჰყავს"

"ბატონ ივანიშვილს უკვე 12 წელია, რაც ხელისუფლება უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს. არ მიყვარს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ის პირველად დავინახე, ვიფიქრე: “ეს ოცნება არ არის”. ის კორპორატიული ბიზნეს ადამიანივით გამოიყურებოდა, ავტოკრატიული ტიპის, ძალაუფლების მოყვარული ადამიანივით, რომელსაც ყველაფრის მართვა სურს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნა თავისი მიზნებისა და ინტერესების გაფართოების საშუალებად მიაჩნია… და ვფიქრობ, მან ეს დაადასტურა, ამიტომ ეს პირველი შთაბეჭდილება სწორი იყო.

ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია. მას საკმაოდ საშინლად ეპყრობიან. პოლიტიკური პატიმრების თაობაზე ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ვარ, ამიტომ შეშფოთებული ვარ ბატონ სააკაშვილზე, რომელიც პოლიტიკური პატიმარია. ის ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს…

ქვეყანა, რომელიც თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების დაჩაგვრას ცდილობს, დემოკრატიული არ არის, ეს დასავლური ღირებულებები არ არის. და საქართველოს, როგორც ვიცით, ევროკავშირში შესვლა სურს, ეს კარგი იქნება მათთვის ეკონომიკურად. ვფიქრობ, მათ ნატო-ში ყოფნა სურთ, არ ვიცი. მაგრამ ისინი ისე ახლოს არიან რუსეთთან. სამხრეთ ოსეთიდან უნდა ესწავლათ, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის”, - განაცხადა კოენმა.