"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 7 ივნისს, 13:00 საათზე, სასამართლოშია დაბარებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე.
შესაბამის ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და სასამართლოს მიერ მის სახელზე გაგზავნილ ორ სხვადასხვა უწყებას აქვეყნებს.
„ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე
კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში“,- წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.
არჩევნების შემდეგ სულ ჩახდილი ირბენ გირჩუნია
ქვეყნისთვის ყველაზე კარგი იქნება თუ ვერცერთი პარტია ვერ აიღებს უმრავლესობას და იქნება კოალიციური მთავრობა. ერთპარტიული მმართველობა ღუპავს ქვეყანას, ასე იყო მოქალაქეთა კავშირის დროს, ნაციონალური მოძრაობის დროს, ასეა ახლაც. როგორმე ერთპარტიული სისტემები უნდა მოვიშოროთ, მაშინ გვეშველება.