მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები იგეგმება საპენსიო სააგენტოში და არის თუ არა საფრთხე, დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების ბედი“ გაიზიაროს? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
რა ცვლილებები იგეგმება საპენსიო სააგენტოში და არის თუ არა საფრთხე, დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების ბედი“ გაიზიაროს? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას გეგ­მავს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ა­გენ­ტო, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთავ­რო­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ექ­ცე­ვა. ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭოს გა­უქ­მე­ბას და ამას­თა­ნა­ვე, მო­ი­ცავს მუხლს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ დაგ­რო­ვი­ლი სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი შე­საძ­ლოა, რის­კი­ან პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ი­დოს და გა­ი­ცეს კრე­დი­ტე­ბიც.

ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ცვი­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც კა­ნონ­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. არა­ერ­თი შე­ფა­სე­ბა გავ­რცელ­და და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის, 3 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს "მავ­ნებ­ლო­ბა“ უწო­და. ამას­თა­ნა­ვე, პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ "მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­პენ­სიო ფონ­დის მთავ­რო­ბის ხელ­ში გა­და­ტა­ნა, რაც სა­ში­ში მი­მარ­თუ­ლე­ბაა”.

და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბი. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ დე­ტა­ლუ­რად, რა შე­იც­ვლე­ბა სა­ა­გენ­ტო­ში, სად და­ბანდდე­ბა თქვე­ნი სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი და ხომ არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ და­ნა­ზო­გებ­მა "საბ­ჭო­თა ანაბ­რე­ბის“ ბედი გა­ი­ზი­ა­როს.

  • ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭო­ში

და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭო გა­უქ­მდე­ბა. მის ნაც­ვლად შე­იქ­მნე­ბა მმარ­თვე­ლი საბ­ჭო. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ნი­მუმ 9 და მაქ­სი­მუმ 15 წევ­რის­გან იქ­ნე­ბა შემ­დგა­რი. 9 წევ­რის შემ­თხვე­ვა­ში, ერთი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი პირი იქ­ნე­ბა, ხოლო 9-ზე მე­ტის შემ­თხვე­ვა­ში - ორი. წევ­რებს კო­მი­სია შე­არ­ჩევს და პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ამ­ტკი­ცებს. მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 5 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

  • რო­გორ უქ­ვემ­დე­ბარ­დე­ბა მთავ­რო­ბას "სა­პენ­სიო ფონ­დი“?

და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით სა­ა­გენ­ტო, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთავ­რო­ბას და­უქ­ვემ­დე­ბარ­დე­ბა. კერ­ძოდ, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭოს წევ­რებს კო­მი­სია და­ამ­ტკი­ცებს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­გან და­კომ­პლექტდე­ბა.

კო­მი­სია 7 წევ­რის­გან იქ­ნე­ბა შემ­დგა­რი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კო­მი­სი­ის წევრთა ვი­ნა­ო­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი,

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი,

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი,

პარ­ლა­მენ­ტის 3 წევ­რი (წა­რად­გენს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო)'

1 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წევ­რი (წა­რად­გენს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი).

ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ა­გენ­ტოს მმარ­თველ საბ­ჭოს, რომ­ლის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის სია მო­ცუ­ლო­ბი­თია, მთავ­რო­ბა და­ა­კომ­პლექ­ტებს. ეს კი მა­შინ, როცა სა­ა­გენ­ტო­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­მი­ტე­ტი უნდა შექ­მნას საბ­ჭომ, მათ შო­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო, რის­კის მარ­თვის და შიდა აუ­დი­ტის კო­მი­ტე­ტე­ბი. "სა­პენ­სიო ფონდს“ კი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას გა­უ­წევს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ეკო­ნო­მის­ტი აკა­კი ცო­მა­ია აცხა­დებს, რომ სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქმნის ბანკს, სა­დაც მთავ­რო­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭოს სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს.

"ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ რო­გორ ხდე­ბა საბ­ჭოს წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნა: უშუ­ა­ლოდ მთავ­რო­ბა ნიშ­ნავს და და­ნარ­ჩე­ნე­ბი ფორ­მა­ლუ­რად აცხა­დე­ბენ ღია კონ­კურსს, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მთავ­რო­ბა იღებს. საბ­ჭოს წევ­რე­ბის ხელ­ში ექ­ცე­ვა სა­მი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა: მე­ნე­ჯმენ­ტი, სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა და ამ საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გიც“, - აღ­ნიშ­ნა ცო­მა­ი­ამ.

ეკო­ნო­მის­ტი სა­უბ­რობს სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც და ამ­ბობს, რომ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ცავს "კო­რუფ­ცი­ის ნიშ­ნებს“.

  • სად შე­უძ­ლია და­ნა­ზო­გე­ბის და­ბან­დე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო კო­მი­ტეტს

მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს მიერ შექ­მნი­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კო­მი­ტეტს ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­თა სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ხით გა­ნა­თავ­სოს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში, მათ შო­რის უჩ­ნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დაგ­რო­ვი­ლი თან­ხე­ბი გას­ცეს კრე­დი­ტე­ბის სა­ხი­თაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ "სა­პენ­სიო ფონ­დი“ ბანკს და­ემ­სგავ­სე­ბა. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან სურ­გუ­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ა­გენ­ტოს­გან ბან­კი შე­იქ­მნა, ის "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს ისე, რო­გორც სხვა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი“.

აკა­კი ცო­მა­ი­ას შე­ფა­სე­ბით, პრობ­ლე­მუ­რია მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ა­გენ­ტოს შე­ეძ­ლე­ბა კრე­დი­ტე­ბის გა­ცე­მა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნიშ­ნავს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­საძ­ლოა, მო­ქა­ლა­ქე­თა დაგ­რო­ვი­ლი 5 მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს, მო­მა­ვალ­ში კი წლე­ბის ნაგ­რო­ვებ­მა და­ნა­ზო­გებ­მა "საბ­ჭო­თა ანაბ­რე­ბის ბედი გა­ი­ზი­ა­როს“.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ: დაგ­რო­ვი­ლი სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი შე­საძ­ლოა, ჩა­ი­დოს მა­ღალ­რის­კი­ან პრო­ექ­ტებ­ში ან გა­ი­ცეს კრე­დი­ტე­ბის სა­ხით, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ მისი და­კარ­გვის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია.

  • სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტი

თუ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი სა­ხით კა­ნო­ნის ძა­ლას შე­ი­ძენს, სა­კო­მი­სიო 0.5-დან 0.75%-მდე გა­იზ­რდე­ბა. რას ნიშ­ნავს ეს? ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს­ბი­უ­ჯეტს იზ­რდის.

სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან სურ­გუ­ლა­ძის თქმით, სა­უ­ბა­რია საკ­მა­ოდ დიდ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებ­ზე, რისი ქო­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც სა­ა­გენ­ტოს არ აქვს.

"სა­კო­მი­სი­ოს ნა­წი­ლი არ მი­მაჩ­ნია სწო­რად, ძა­ლი­ან დიდ ბი­უ­ჯეტ­ზეა სა­უ­ბა­რი. მე რომ ვი­ყა­ვი სა­ა­გენ­ტო­ში, გვქონ­და 3,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ბი­უ­ჯე­ტი და გვყოფ­ნი­და - ამ­ხე­ლა ბი­უ­ჯე­ტი რა სა­ჭი­როა, მე არ მეს­მის“, - გან­მარ­ტა სურ­გუ­ლა­ძემ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

რა ცვლილებები იგეგმება საპენსიო სააგენტოში და არის თუ არა საფრთხე, დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების ბედი“ გაიზიაროს? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

რა ცვლილებები იგეგმება საპენსიო სააგენტოში და არის თუ არა საფრთხე, დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების ბედი“ გაიზიაროს? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ხელისუფლება "დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, სააგენტო, ფაქტობრივად, მთავრობის დაქვემდებარებაში ექცევა. ცვლილებები ითვალისწინებს საინვესტიციო საბჭოს გაუქმებას და ამასთანავე, მოიცავს მუხლს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების მიერ დაგროვილი საპენსიო დანაზოგები შესაძლოა, რისკიან პროექტებში ჩაიდოს და გაიცეს კრედიტებიც.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ ცვილებისა, რომელიც კანონში უნდა განხორციელდეს. არაერთი შეფასება გავრცელდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, 3 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებს "მავნებლობა“ უწოდა. ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მიმდინარეობს საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა, რაც საშიში მიმართულებაა”.

დაგეგმილი ცვლილებები კრიტიკის საგანი გახდა არაერთი მიმართულები. "ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურად, რა შეიცვლება სააგენტოში, სად დაბანდდება თქვენი საპენსიო დანაზოგები და ხომ არ არის შესაძლებელი, რომ დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების“ ბედი გაიზიაროს.

  • ცვლილებები საინვესტიციო საბჭოში

დაგეგმილი ცვლილებებით, საინვესტიციო საბჭო გაუქმდება. მის ნაცვლად შეიქმნება მმართველი საბჭო. აღნიშნული მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 15 წევრისგან იქნება შემდგარი. 9 წევრის შემთხვევაში, ერთი თანამდებობრივი პირი იქნება, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში - ორი. წევრებს კომისია შეარჩევს და პრემიერი ირაკლი კობახიძე დაამტკიცებს. მათი უფლებამოსილების ვადა 5 წლით განისაზღვრება.

  • როგორ უქვემდებარდება მთავრობას "საპენსიო ფონდი“?

დაგეგმილი ცვლილებებით სააგენტო, პრაქტიკულად, მთავრობას დაუქვემდებარდება. კერძოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, მმართველობითი საბჭოს წევრებს კომისია დაამტკიცებს, რომელიც თავის მხრივ სამინისტროებისა და პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტდება.

კომისია 7 წევრისგან იქნება შემდგარი, უფრო კონკრეტულად, კომისიის წევრთა ვინაობა ასე გამოიყურება:

ფინანსთა მინისტრი,

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,

პარლამენტის 3 წევრი (წარადგენს საკანონმდებლო ორგანო)'

1 დამოუკიდებელი წევრი (წარადგენს ეროვნული ბანკი).

ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს მმართველ საბჭოს, რომლის უფლება-მოვალეობების სია მოცულობითია, მთავრობა დააკომპლექტებს. ეს კი მაშინ, როცა სააგენტოში ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტი უნდა შექმნას საბჭომ, მათ შორის საინვესტიციო, რისკის მართვის და შიდა აუდიტის კომიტეტები. "საპენსიო ფონდს“ კი ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული ბანკი.

"ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტოსგან ხელისუფლება ქმნის ბანკს, სადაც მთავრობა საინვესტიციო საბჭოს საშუალებით, გადაწყვეტილებებს მიიღებს.

"ყურადღება მიაქციეთ როგორ ხდება საბჭოს წევრების დანიშვნა: უშუალოდ მთავრობა ნიშნავს და დანარჩენები ფორმალურად აცხადებენ ღია კონკურსს, თუმცა გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. საბჭოს წევრების ხელში ექცევა სამივე მიმართულება: მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და ამ საქმიანობის მონიტორინგიც“, - აღნიშნა ცომაიამ.

ეკონომისტი საუბრობს სააგენტოს საინვესტიციო მიმართულებაზეც და ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილება შეიცავს "კორუფციის ნიშნებს“.

  • სად შეუძლია დანაზოგების დაბანდება საინვესტიციო კომიტეტს

მმართველი საბჭოს მიერ შექმნილი საინვესტიციო კომიტეტს ექნება უფლება, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები ინვესტიციების სახით განათავსოს სხვადასხვა პროექტში, მათ შორის უჩნდება შესაძლებლობა, დაგროვილი თანხები გასცეს კრედიტების სახითაც. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოლოდინი, რომ "საპენსიო ფონდი“ ბანკს დაემსგავსება. ჩვენთან საუბარში საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სააგენტოსგან ბანკი შეიქმნა, ის "ეროვნული ბანკის მიერ უნდა დარეგულირდეს ისე, როგორც სხვა კომერციული ბანკები“.

აკაკი ცომაიას შეფასებით, პრობლემურია მუხლი, რომლის მიხედვითაც სააგენტოს შეეძლება კრედიტების გაცემა. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, მოქალაქეთა დაგროვილი 5 მილიარდ ლარზე მეტი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, მომავალში კი წლების ნაგროვებმა დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს“.

რომ შევაჯამოთ: დაგროვილი საპენსიო დანაზოგები შესაძლოა, ჩაიდოს მაღალრისკიან პროექტებში ან გაიცეს კრედიტების სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი დაკარგვის ალბათობა მაღალია.

  • საპენსიო სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი

თუ კანონპროექტი პარლამენტისთვის წარდგენილი სახით კანონის ძალას შეიძენს, საკომისიო 0.5-დან 0.75%-მდე გაიზრდება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საპენსიო სააგენტოსბიუჯეტს იზრდის.

სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თქმით, საუბარია საკმაოდ დიდ საბიუჯეტო სახსრებზე, რისი ქონის აუცილებლობაც სააგენტოს არ აქვს.

"საკომისიოს ნაწილი არ მიმაჩნია სწორად, ძალიან დიდ ბიუჯეტზეა საუბარი. მე რომ ვიყავი სააგენტოში, გვქონდა 3,5 მილიონი ლარის ბიუჯეტი და გვყოფნიდა - ამხელა ბიუჯეტი რა საჭიროა, მე არ მესმის“, - განმარტა სურგულაძემ. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: