სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება პატრიარქის წერილი - "მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს"
ვრცელდება პატრიარქის წერილი - "მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს  სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს"

მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რწმე­ნი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლებს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი გვა­კავ­ში­რებს და გვა­ერ­თი­ა­ნებს,- ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რეს წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც წიგ­ნის, „სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბე­ბი“ წარ­დგე­ნი­სას წა­ი­კი­თხეს.

  • რო­გორც წე­რილ­ში პატ­რი­არ­ქი გან­მარ­ტავს, სა­ქარ­თვე­ლო ოდით­გან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლია შემ­წყნა­რებ­ლო­ბით, რა­საც მოწ­მობს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში სხვა რე­ლი­გი­ე­ბის არა­ერ­თი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბის არ­სე­ბო­ბაც.

„დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რედ­გი­ნე­ბა რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი - ალ­ბო­მი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სა­ლო­ცა­ვებს რო­გორც მარ­თლმა­დი­დებ­ლურს, ისე სხვა ქრის­ტი­ა­ნულ­სა და არა ქრის­ტი­ა­ნულს. იგი, ფაქ­ტი­უ­რად, გაგ­რძე­ლე­ბაა წინა გა­მო­ცე­მე­ბი­სა, - „თბი­ლის­ში მოქ­მე­დი სა­ლო­ცა­ვე­ბი, -სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბე­ბი“ (რო­გორც ამას ავ­ტო­რე­ბი უწო­დე­ბენ) და „,ოკუ­პი­რე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა“.

ამ წიგ­ნე­ბით დას­რულ­და აღ­წე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ტაძ­რე­ბი­სა და სა­ლო­ცა­ვე­ბი­სა და აღ­სრულ­და უდი­დე­სი საქ­მე - შე­დე­გი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­სა, წარ­მომ­ჩე­ნი ჩვე­ნი მრევ­ლის, ჩვე­ნი მღვდელმთავ­რე­ბის და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მუ­შა­კო­ბი­სა;

მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა ნათ­ლად ასა­ხავს, შე­და­რე­ბით მცი­რე პე­რი­ოდ­ში თუ რამ­დე­ნი ტა­ძა­რი აღ­დგა, რეს­ტავ­რირ­და და რამ­დე­ნიც ახ­ლად აშენ­და სა­დი­დებ­ლად ღვთი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­ლად ერი­სა ჩვე­ნი­სა.

ეს არის XXI სა­უ­კუ­ნის I მე­ო­თხე­დის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თგვა­რი სუ­ლი­ე­რი ფოტო-მა­ტი­ა­ნე.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნაშ­რო­მე­ბი თა­ვის­თა­ვად ითხოვს გაგ­რძე­ლე­ბას. ვგუ­ლის­ხმობ თუნ­დაც იმ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­სა და სა­ლო­ცა­ვებს, რომ­ლე­ბიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არ არის მოქ­მე­დი ან ნან­გრე­ვის სა­ხი­თაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მათი აღ­წე­რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გვქონ­დეს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მის შე­სა­ხებ. ასე­ვე, სა­სურ­ვე­ლია, სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნაც...

მინ­და დავ­ლო­ცო ზაზა ვა­შაყ­მა­ძე, რომ­ლის მონ­დო­მე­ბით და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის და­ბეჭდ­ვა და არა­ერ­თი სხვა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მო­ცე­მა; დავ­ლო­ცო მისი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი და შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო მათ საღვთო და საქ­ვეყ­ნო საქ­მე­თა აღ­სრუ­ლე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო ოდით­გან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლია შემ­წყნა­რებ­ლო­ბით, რა­საც მოწ­მობს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში სხვა რე­ლი­გი­ე­ბის არა­ერ­თი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბის არ­სე­ბო­ბაც. მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რწმე­ნი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლებს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი გვა­კავ­ში­რებს და გვა­ერ­თი­ა­ნებს.

შევ­თხოვ ღმერ­თს, მშვი­დო­ბი­თა და ერ­თო­ბით აკურ­თხოს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, ამინ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია პატ­რი­არ­ქის წე­რილ­ში.

ავტორი:

ვრცელდება პატრიარქის წერილი - "მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს"

ვრცელდება პატრიარქის წერილი - "მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს  სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს"

მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომელიც წიგნის, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ წარდგენისას წაიკითხეს.

  • როგორც წერილში პატრიარქი განმარტავს, საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობაც.

„დღეს საზოგადოებას წარედგინება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნი - ალბომი, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედ სალოცავებს როგორც მართლმადიდებლურს, ისე სხვა ქრისტიანულსა და არა ქრისტიანულს. იგი, ფაქტიურად, გაგრძელებაა წინა გამოცემებისა, - „თბილისში მოქმედი სალოცავები, -საკულტო ნაგებობები“ (როგორც ამას ავტორები უწოდებენ) და „,ოკუპირებული მემკვიდრეობა“.

ამ წიგნებით დასრულდა აღწერა საქართველოში მოქმედი ტაძრებისა და სალოცავებისა და აღსრულდა უდიდესი საქმე - შედეგი არაერთი ადამიანის თავდაუზოგავი შრომისა, წარმომჩენი ჩვენი მრევლის, ჩვენი მღვდელმთავრების და სასულიერო პირების მუშაკობისა;

მოცემული მასალა ნათლად ასახავს, შედარებით მცირე პერიოდში თუ რამდენი ტაძარი აღდგა, რესტავრირდა და რამდენიც ახლად აშენდა სადიდებლად ღვთისა და სამსახურებლად ერისა ჩვენისა.

ეს არის XXI საუკუნის I მეოთხედის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი სულიერი ფოტო-მატიანე.

წარმოდგენილი ნაშრომები თავისთავად ითხოვს გაგრძელებას. ვგულისხმობ თუნდაც იმ ეკლესია-მონასტრებსა და სალოცავებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ არის მოქმედი ან ნანგრევის სახითაა შემორჩენილი. მათი აღწერაც მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სრული ინფორმაცია გასაკეთებელი საქმის შესახებ. ასევე, სასურველია, საზღვარგარეთ არსებული ჩვენი ეკლესიების წარმოჩენაც...

მინდა დავლოცო ზაზა ვაშაყმაძე, რომლის მონდომებით და ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული წიგნების დაბეჭდვა და არაერთი სხვა უმნიშვნელოვანესი გამოცემა; დავლოცო მისი სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი და შემდგომი წარმატებები ვუსურვო მათ საღვთო და საქვეყნო საქმეთა აღსრულებაში.

საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობაც. მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს.

შევთხოვ ღმერთს, მშვიდობითა და ერთობით აკურთხოს ჩვენი მოსახლეობა და სრულიად საქართველო, ამინ“,- აღნიშნულია პატრიარქის წერილში.