პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Exadel Georgia - "BTU-ს AI Hackathon აქტუალურია თანამედროვე ტენდენციების ფონზე და ვუერთდებით, როგორც პარტნიორები"
Exadel Georgia - "BTU-ს AI Hackathon აქტუალურია თანამედროვე ტენდენციების ფონზე და ვუერთდებით, როგორც პარტნიორები"

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სტუ­დენ­ტუ­რი ჰა­კა­თო­ნი „ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა­ში“ სტარტს იღებს.

15,000₾ საპ­რი­ზო ფონ­დით, ჰა­კა­თო­ნი აქ­ტი­უ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის­თვის ღიაა.

ჰა­კა­თო­ნის ერთ-ერთი პარტნი­ო­რის, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის Exadel Georgia-ს დი­რექ­ტო­რის ზუ­რაბ ავა­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სი­ა­მოვ­ნე­ბით უერ­თდე­ბი­ან BTU-ს რო­გორც პარტნი­ო­რე­ბი.

„BTU სა­ქარ­თვე­ლო­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს. არ შევ­ცდე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ის ყო­ველ­თვის ავან­გარ­დშია. ამის დას­ტუ­რია მო­რი­გი პრო­ექ­ტიც - AI Hackathon 2024. გვეს­მის ამ პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის ფონ­ზე და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ერ­თდე­ბით რო­გორც პარტნი­ო­რე­ბი. Exadel, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო IT კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც 2800-ზე მეტ დე­ვე­ლო­პერს ასაქ­მებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­ლა­გე­ბულ 30+ ოფის­ში, უკვე 3+ წე­ლია ქარ­თულ ბა­ზარ­ზეა და ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხს მი­ვიჩ­ნევთ. მო­ხა­რულ­ნი ვართ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რო­ბა გვაქვს, რისი დას­ტუ­რი­ცაა ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა BTU-ს ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში: „500 ქალი ტექ­ში“, Junior Tech, და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და სხვა. ვფიქ­რობ, ქვე­ყა­ნა­ში IT ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ახალ­გაზ­რდე­ბის ხელ­შე­წყო­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თვის. ყო­ვე­ლი­ვე ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს ქმნის სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნულ IT ჰა­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენს ახალ­გაზ­რდებს, მეტი ახა­ლი პრო­ექ­ტი და წარ­მა­ტე­ბე­ბი BTU-ს მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ავა­ლიშ­ვილ­მა.

ჰა­კა­თო­ნი AI MARATHON-ის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მა­რა­თო­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გარ­შე­მო, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებს, ჩემ­პი­ო­ნა­ტებს და ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და მას­ში ათა­სო­ბით სტუ­დენ­ტი, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ჰა­კა­თონ­ზე რე­გის­ტრა­ცია 10 ივ­ნი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. რე­გის­ტრა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ორ ეტაპს გა­ივ­ლი­ან. მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სუ­ლი გუნ­დე­ბი უშუ­ა­ლოდ დემო დღე­ზე, 25 ივ­ნისს გა­ა­კე­თე­ბენ თა­ვი­ან­თი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ჟი­უ­რი­სა და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. 25 ივ­ნისს, დემო დღე­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბა 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი. საპ­რი­ზო ფონ­დი კი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­დე­ბა:

  • I ად­გი­ლი - 7000 ლარი;
  • II ად­გი­ლი - 5000 ლარი;
  • III ად­გი­ლი - 3000 ლარი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი სა­ინ­ვეს­ტი­ციო თან­ხას იდე­ის პრო­ტო­ტი­პის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

რე­გის­ტრა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნულ ბმულ­ზე.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

Exadel Georgia - "BTU-ს AI Hackathon აქტუალურია თანამედროვე ტენდენციების ფონზე და ვუერთდებით, როგორც პარტნიორები"

Exadel Georgia - "BTU-ს AI Hackathon აქტუალურია თანამედროვე ტენდენციების ფონზე და ვუერთდებით, როგორც პარტნიორები"

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტუდენტური ჰაკათონი „ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში“ სტარტს იღებს.

15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა.

ჰაკათონის ერთ-ერთი პარტნიორის, ტექნოლოგიური კომპანიის Exadel Georgia-ს დირექტორის ზურაბ ავალიშვილის განმარტებით, პროექტის აქტუალობიდან გამომდინარე, სიამოვნებით უერთდებიან BTU-ს როგორც პარტნიორები.

„BTU საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით ის ყოველთვის ავანგარდშია. ამის დასტურია მორიგი პროექტიც - AI Hackathon 2024. გვესმის ამ პროექტის აქტუალობა თანამედროვე ტენდენციების ფონზე და სიამოვნებით ვუერთდებით როგორც პარტნიორები. Exadel, როგორც საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც 2800-ზე მეტ დეველოპერს ასაქმებს სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ 30+ ოფისში, უკვე 3+ წელია ქართულ ბაზარზეა და ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ განათლების საკითხს მივიჩნევთ. მოხარულნი ვართ, რომ წარმატებული და საიმედო პარტნიორობა გვაქვს, რისი დასტურიცაა ჩვენი მონაწილეობა BTU-ს ინიცირებულ პროექტებში: „500 ქალი ტექში“, Junior Tech, დასაქმების ფორუმები სტუდენტებისთვის და სხვა. ვფიქრობ, ქვეყანაში IT ინდუსტრიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ხელშეწყობა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული ზრდისთვის. ყოველივე ეს აბსოლუტურად რეალურ საფუძველს ქმნის საქართველოს რეგიონულ IT ჰაბად ჩამოყალიბებაში. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს, მეტი ახალი პროექტი და წარმატებები BTU-ს მომავალზე ორიენტირებულ საქმიანობაში“, - განაცხადა ზურაბ ავალიშვილმა.

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.

ჰაკათონზე რეგისტრაცია 10 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მონაწილეები ორ ეტაპს გაივლიან. მეორე ტურში გადასული გუნდები უშუალოდ დემო დღეზე, 25 ივნისს გააკეთებენ თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. 25 ივნისს, დემო დღეზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • I ადგილი - 7000 ლარი;
  • II ადგილი - 5000 ლარი;
  • III ადგილი - 3000 ლარი.

გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.

რეგისტრაციის მიმდინარეობს აღნიშნულ ბმულზე.

R