კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდამსხმელთა ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ
ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდამსხმელთა ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ ავ­რცე­ლებს ვი­დე­ოს, სა­დაც, მისი თქმით, ჩანს, რო­გორ ტო­ვე­ბენ მისი პარ­ტი­ის ოფის­ზე თავ­დამ­სხმე­ლე­ბი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გვერ­დით მდე­ბა­რე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ავ­ტო­სად­გომს.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, კად­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ აღ­ნიშ­ნულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი აცი­ლე­ბენ, ამი­ტომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ფიქ­რობს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არაფ­რის გა­მო­ძი­ე­ბას აპი­რებს.

„ენმ-ის ოფის­ზე თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ათო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლით ტო­ვებს ტე­რი­ტო­რი­ას, თავ­დას­ხმი­დან 2 წთ-ში, „იდე­ა­ლის“ სა­პარ­კინ­გე სივ­რცი­დან. ვი­დე­ო­ში გარ­კვე­ვით ჩანს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი, რო­მე­ლიც აცი­ლებს „ბან­დი­ტე­ბის“ ავ­ტო­მო­ბი­ლებს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იძ­ვრე­ბა ენმ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის­კენ, სა­ი­და­ნაც მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა ბან­დფორ­მი­რე­ბის თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადა­მი­ა­ნი­დან არ­ცერ­თი არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ... თა­ვად მო­ა­ცი­ლა და თა­ვად გა­ა­ცი­ლა გო­მე­ლა­უ­რის უწყე­ბამ და შე­სა­ბა­მი­სად გა­სა­გე­ბია, რომ არა­ფერს გა­მო­ი­ძი­ე­ბენ“, - აცხა­დებს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 1-ელ ივ­ნისს, გამ­თე­ნი­ი­სას "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფისს თავს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი პირი და­ეს­ხა. მათ ხელ­კე­ტე­ბი­თა და ქვე­ბით პარ­ტი­ის ოფი­სის ფან­ჯრე­ბი ჩა­ამ­სხვრი­ეს და კედ­ლებ­ზე სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის წარ­წე­რე­ბი და­ტო­ვეს.

00:00 / 00:00
ავტორი:

ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდამსხმელთა ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ

ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდამსხმელთა ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც, მისი თქმით, ჩანს, როგორ ტოვებენ მისი პარტიის ოფისზე თავდამსხმელები „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მდებარე სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომს.

ხაბეიშვილის თქმით, კადრებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფრის გამოძიებას აპირებს.

„ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები ათობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, „იდეალის“ საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს „ბანდიტების“ ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ... თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, გამთენიისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს რამდენიმე ათეული პირი დაესხა. მათ ხელკეტებითა და ქვებით პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს.