სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება“ პარლამენტში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს აინიცირებს
"ქართული ოცნება“ პარლამენტში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს აინიცირებს

დღეს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა აი­ნი­ცი­რებს კა­ნო­ნე­ბის პა­კეტს "ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ერთი ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის­გან და 18 გა­მომ­დი­ნა­რე კა­ნონპ­რო­ექ­ტი­სა, რომ­ლი­თაც ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის სხვა­დას­ხვა კა­ნონ­ში: სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში, შრო­მის კო­დექსში, გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და ა.შ. - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტით მო­წეს­რიგ­დე­ბა 8 სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ქორ­წი­ნე­ბას, შვი­ლად აყ­ვა­ნას, სქე­სის შეც­ვლის პრო­ცე­დუ­რებს, ლგბტ პრო­პა­გან­დას, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის შეკ­რე­ბას.

"გა­გაც­ნობთ ძი­რი­თა­დად ას­პექ­ტებს, თუ რა იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ამ კა­ნო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. 19 კა­ნო­ნის­გან შემ­დგა­რი პა­კე­ტია, სა­ი­და­ნაც ერთი ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნია და 18 გა­მომ­დი­ნა­რე კა­ნო­ნი.

პირ­ვე­ლი არის ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხი. რო­გორც იცით, კონ­სტი­ტუ­ცი­ით ჯერ კი­დევ 2017 წელს მო­წეს­რიგ­და ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხი, რო­გორც კავ­ში­რი ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით, თუმ­ცა ჩვენ გვეს­მის სხვა­დას­ხვა სა­უბ­რე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ქორ­წი­ნე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბი იქ­ნეს შე­მო­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამი­ტომ კა­ნო­ნით მო­წეს­რიგ­დე­ბა, რომ და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ქორ­წი­ნე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კავ­ში­რის რე­გის­ტრი­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ქორ­წი­ნე­ბის დად­გე­ნილ პი­რო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ანუ არ იქ­ნე­ბა კავ­ში­რი ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის.

მე­ო­რე სა­კი­თხი ეხე­ბა შვი­ლად აყ­ვა­ნის სა­კი­თხებს და აქაც და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნის შვი­ლად აყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც თა­ვის თავს თა­ვი­სი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბულ სქესს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ ან არ არი­ან ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­უ­ბა­რი გვაქვს მათ შო­რის მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც სურთ შვი­ლად აყ­ვა­ნა.

მე­სა­მე სა­კი­თხი ეხე­ბა სქე­სის შეც­ვლის ოპე­რა­ცი­ას, კერ­ძოდ აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა პი­რის­თვის სქე­სის შეც­ვლის მიზ­ნით, ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა ან სხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა.

მე­ო­თხე, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტებ­ში სქე­სის მი­თი­თე­ბის სა­კი­თხი - აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტში ან სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მულ სხვა დო­კუ­მენ­ტში ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის მი­თი­თე­ბა.

მე­ხუ­თე, პრო­პა­გან­დის აკ­რძალ­ვის სა­კი­თხე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში - და­უშ­ვე­ბე­ლი იქე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ლგბტ პრო­პა­გან­დის წარ­მო­ე­ბა, კერ­ძოდ, ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ.

გარ­და ამი­სა, მე­ექ­ვსე სა­კი­თხი გახ­ლავთ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, მათ შო­რის, ეს ეხე­ბა მა­უ­წყებ­ლებს და და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მა­უ­წყებ­ლის მიერ თა­ვი­სი ეთე­რით ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აქ შემ­დე­გი დათ­ქმა, რომ ეს აკ­რძალ­ვა მოქ­მე­დებს მხო­ლოდ იმ ფარ­გლებ­ში, რომ არ იქ­ნეს დაშ­ვე­ბუ­ლი ერთი და იმა­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი სცე­ნის ან ინ­ცეს­ტის სცე­ნის მა­უ­წყებ­ლის ეთე­რით გავ­რცე­ლე­ბა. ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ვე ში­ნა­არ­სის რეკ­ლა­მა, რაც მა­უ­წყებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში გუ­ლის­ხმობს, რომ თა­ვად ეს სცე­ნე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ გა­და­ცე­მუ­ლი იქ­ნას მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში.

მეშ­ვი­დე სა­კი­თხი ეხე­ბა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის სა­კი­თხებს - აქ და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო შეკ­რე­ბა ან მა­ნი­ფეს­ტა­ცია, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ.

და ბოლო, მერ­ვე სა­კი­თხი ეხე­ბა შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, რო­გორც კერ­ძო ისე სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რომ ბა­თი­ლი იქ­ნე­ბა შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში და­კის­რე­ბუ­ლი ისე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის­კენ.

ეს არის ის 8 სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 19 კა­ნო­ნის მეშ­ვე­ო­ბით და გარ­და ამი­სა, თა­ვად ძი­რი­თად კა­ნონ­ში, ისე­ვე რო­გორც შრო­მის კო­დექსში, 17 მა­ი­სი და­წეს­დე­ბა რო­გორც ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის დღედ და გა­მო­ცხად­დე­ბა უქმე დღედ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რებს, ჩვენ მიმ­დი­ნა­რე სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ კა­ნონპ­რო­ექტს გან­ვი­ხი­ლავთ და მი­ვი­ღებთ პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, ხოლო სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე მე­ო­რე და მე­სა­მე მოს­მე­ნით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ეს პა­კე­ტი. არის საკ­მა­რი­სი დრო, რომ ვი­საც სურს იყოს მო­ნა­წი­ლე დის­კუ­სი­ი­სა, გახ­დეს ამ დის­კუ­სი­ის მო­ნა­წი­ლე", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ქართული ოცნება“ პარლამენტში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს აინიცირებს

"ქართული ოცნება“ პარლამენტში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს აინიცირებს

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში: სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ საკანონმდებლო პაკეტით მოწესრიგდება 8 საკითხი, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას, სექსუალური უმცირესობების შეკრებას.

"გაგაცნობთ ძირითადად ასპექტებს, თუ რა იქნება მოწესრიგებული ამ კანონების მეშვეობით. 19 კანონისგან შემდგარი პაკეტია, საიდანაც ერთი ძირითადი კანონია და 18 გამომდინარე კანონი.

პირველი არის ქორწინების საკითხი. როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.

მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს და აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომლებიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, საუბარი გვაქვს მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა.

მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას, კერძოდ აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.

მეოთხე, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი - აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.

მეხუთე, პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში - დაუშვებელი იქება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

გარდა ამისა, მეექვსე საკითხი გახლავთ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ეს ეხება მაუწყებლებს და დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

მნიშვნელოვანია აქ შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ თავად ეს სცენები დაუშვებელი იქნება, რომ გადაცემული იქნას მაუწყებლის ეთერში.

მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციების საკითხებს - აქ დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

და ბოლო, მერვე საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებში, რომ ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.

ეს არის ის 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით და გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში, ისევე როგორც შრომის კოდექსში, 17 მაისი დაწესდება როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმე დღედ.

რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ და მივიღებთ პირველი მოსმენით, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, რომ ვისაც სურს იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე", - განაცხადა პაპუაშვილმა.