პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ" - დეკანოიძე
"მაქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ" - დეკანოიძე

მე მაქვს უკვე ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­სე­ბო­ბენ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კონ­კრე­ტუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ვისი ოჯა­ხის წევ­რებ­საც უკვე მის­დით შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი აშშ-ს ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ - სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბა ასე­ვე, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობს ძა­ლა­დო­ბა­ში და ვინც აორ­გა­ნი­ზებს ძა­ლა­დო­ბას, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის" დე­პუ­ტატ­მა, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მალე გავ­რცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ და­ა­სან­ქცი­რა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა.

"ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბი. მე მაქვს უკვე ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­კრე­ტუ­ლად არ­სე­ბო­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ვისი ოჯა­ხის წევ­რებ­საც უკვე მის­დით კონ­კრე­ტუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ. ეს ინ­ფორ­მა­ცია მალე გავ­რცელ­დე­ბა. მე, რა თქმა უნდა, კონ­კრე­ტუ­ლად არაფ­რის და­სა­ხე­ლე­ბას არ ვა­პი­რებ, მაგ­რამ [ინ­ფორ­მა­ცია] ასე­ვე, ძა­ლი­ან მალე მი­უ­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე, ვი­საც [სა­ჭი­როდ] ჩათ­ვლის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი. ასე­ვე უნდა ით­ქვას, რომ სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობს ძა­ლა­დო­ბა­ში და ვინც აორ­გა­ნი­ზებს ძა­ლა­დო­ბას," - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნო­ი­ძემ.

ამას­თან, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თი­თო­ე­ულ მო­სა­მარ­თლეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე.

"თქვენ იცით, რომ "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი" გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. მე ვფიქ­რობ, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებს აკის­რი­ათ ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებ­მა თუ გა­მო­ი­ტა­ნეს ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად გუ­ლის­ხმობს "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" მარ­თლაც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას "ქარ­თუ­ლო ოც­ნე­ბის" მსგავ­სად, ეს იქ­ნე­ბა იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მი­ი­ღო 84-მა დე­პუ­ტატ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. ასე რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თი­თო­ე­ულ მო­სა­მარ­თლეს, ტუ­რა­ვას, აქვს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე," - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მაქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ" - დეკანოიძე

"მაქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ" - დეკანოიძე

მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ - სანქციები დაეკისრება ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მალე გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

"ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ [ინფორმაცია] ასევე, ძალიან მალე მიუვა "ქართული ოცნებიდან" ყველა იმ ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე, ვისაც [საჭიროდ] ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი. ასევე უნდა ითქვას, რომ სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას," - აღნიშნა დეკანოიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა აქვს საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

"თქვენ იცით, რომ "რუსული კანონი" გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აკისრიათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა თუ გამოიტანეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად გულისხმობს "რუსული კანონის" მართლაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანის მცდელობას "ქართულო ოცნების" მსგავსად, ეს იქნება იგივე გადაწყვეტილება, რაც მიიღო 84-მა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში. ასე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს, ტურავას, აქვს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე," - განაცხადა დეკანოიძემ.