მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოკლედ: რაზეა საუბარი პრემიერის 171 გვერდიან მოხსენებაში, რომლითაც ის პარლამენტში უნდა წარსდგეს
მოკლედ: რაზეა საუბარი პრემიერის 171 გვერდიან მოხსენებაში, რომლითაც ის პარლამენტში უნდა წარსდგეს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით უკვე წა­რედ­გი­ნა, 171 გვერ­დის­გან შედ­გე­ბა.

  • ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ხელ­მო­წე­რილ დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ურ­ყე­ვად ახორ­ცი­ე­ლებს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, მდგრა­დი და მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის დღის წეს­რიგს და ატა­რებს მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ფორ­მებს სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მით გან­სა­ზღვრუ­ლი მიზ­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის.

პრე­მი­ე­რის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ქვეყ­ნის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა უწყვე­ტად გრძელ­დე­ბა სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მით გან­სა­ზღვრუ­ლი ოთხი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბას, კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ, და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კუ­თხით, მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა უვი­ზო რე­ჟიმს, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ევ­რო­კო­მი­სი­ის უკა­ნას­კნე­ლი შე­ფა­სე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყვე­ლა შე­სა­ბა­მის პუნ­ქტს, რაც უვი­ზო რე­ჟი­მის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გა­რანტს წარ­მო­ად­გენს.

„2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე სა­ქარ­თვე­ლომ მო­ამ­ზა­და გა­ფარ­თო­ე­ბის პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ერთი წლის პროგ­რე­სის შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში, ხოლო 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა 2024 წლის გა­ფარ­თო­ე­ბის ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც ევ­რო­კო­მი­სი­ას მი­ე­წო­დე­ბა 2024 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძა­ლის­ხმე­ვა გას­წია რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ასე­ვე ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხით.

მთლი­ა­ნო­ბა­ში მი­ღე­ბულ იქნა 25-მდე ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი და გან­ხორ­ცი­ელ­და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის კუ­თხით ევ­რო­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და ევ­რო­დი­რექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. შე­დე­გად, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კუ­თხით, სა­ქარ­თვე­ლომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 55% გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

სა­უ­ბა­რია ასე­ვე რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე და ნათ­ქვა­მია, რომ მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო გა­ნუხ­რე­ლად ემ­ხრო­ბო­და და ახორ­ცი­ე­ლებ­და და­ბა­ლან­სე­ბულ პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის აღ­დგე­ნი­სა და ხან­გრძლივ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვი­სა­კენ.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო-ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2023 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ორ­მხრივ­მა სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვამ 1.6 მლრდ აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. ხოლო 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია 48.304 ჩი­ნე­ლი ტუ­რის­ტი (ზრდა, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, 555%).

  • დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, 2024 წელი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის კუ­თხით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბით და­ი­წყო − პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 7.8% შე­ად­გი­ნა, სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის პროგ­ნო­ზით კი, 2024 − 2029 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ზრდა რე­გი­ო­ნი­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის − სა­შუ­ა­ლოდ 5.1%-ის ოდე­ნო­ბით.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრე­მი­ე­რის წე­რი­ლო­ბი­თი მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქ­ტი­უ­რად წა­რი­მარ­თე­ბო­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო 2024 წლის მარ­ტში ქვე­ყა­ნა­ში ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის ვი­ზი­ტი. 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში მე­ხუ­თედ ვუ­მას­პინ­ძლეთ ნა­ტოს სამ­ხედ­რო კო­მი­ტეტს. 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობ­და კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხა­ვი­ერ კო­ლო­მი­ნა.

ალი­ანსთან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის (NGC), წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მი­სა (ANP) და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის (SNGP) ფორ­მა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის (NGC) 6 სხდო­მა. შე­მუ­შავ­და 2023 წლის წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მის თვით­შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი და შედ­გა ნა­ტოს შემ­ფა­სე­ბე­ლი მი­სი­ის ვი­ზი­ტი 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში. ასე­ვე შე­მუ­შავ­და სა­ქარ­თვე­ლოს 2024 წლის რი­გით მე-16 წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მა (ANP). პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი ა.წ. 29 აპ­რილს წა­რედ­გი­ნა ნა­ტოს მხა­რეს.

ამას­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მად­რი­დის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ზე მორ­გე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის (SNGP) მეშ­ვე­ო­ბით. გრძელ­დე­ბო­და მუ­შა­ო­ბა ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - ნათ­ქვა­მია პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის სა­ა­გა­რი­შო მოხ­სე­ნე­ბა­ში.

ამას­თან ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია ადა­მი­ან­თა ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) ფაქ­ტებ­ზეც. ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში, ადა­მი­ან­თა ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) ფაქ­ტებ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა 16 პირი.

რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ო­ბას, დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის და­კა­ვე­ბუ­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლია 4406 პირი, მათ შო­რის 294 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

  • დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის თვალ­საზ­რი­სით ახორ­ცი­ე­ლებს.

"ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ იქნა სა­ბა­ჟო ოპე­რა­ცი­ა­ზე უა­რის თქმი­სა და სა­ქონ­ლის გა­მომ­გზავნ ქვე­ყა­ნა­ში გაბ­რუ­ნე­ბის 1898 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, 1200-ზე მეტ შემ­თხვე­ვა­ში, იმ­პორტზე/ექ­სპორტზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბულ იქნა იმ­პორ­ტი­ორ­თა/ექ­სპორ­ტი­ორ­თა ზე­პირ/წე­რი­ლო­ბით მო­თხოვ­ნებ­ზე. სსიპ − შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მო­თხოვ­ნი­თა და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით, გა­ი­მარ­თა სსიპ − შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის, სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, სას­წავ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი/სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი. კერ­ძოდ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ექ­სპორ­ტის კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზღვრის უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მი­ე­ცა დაშ­ვე­ბა სან­ქცი­ე­ბის სას­წავ­ლო ელექტრო­ნულ მო­დულ­ზე, გა­ი­მარ­თა სას­წავ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი სსიპ − შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვაჭ­რო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, ხა­ზი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სა­ზღვრის დაც­ვი­სა და სა­ბა­ჟოს ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს შო­რის. ევ­რო­კავ­ში­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით (TAIEX), გა­ი­მარ­თა სას­წავ­ლო/სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­უ­ზი­ა­რეს სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა თა­ვი­ანთ კო­ლე­გებს სა­ქარ­თვე­ლო­ში“,- ნათ­ქვა­მია მოხ­სე­ნე­ბა­ში.

ამა­ვე დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აქტი (NDAA), რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლი წლის­თვის აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პო­ლი­ტი­კა­სა და ბი­უ­ჯე­ტის პრი­ო­რი­ტე­ტებს გან­სა­ზღვრავს.

“მას­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ჩა­ნა­წე­რე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის, ასე­ვე რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით. ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის კუ­თხით, ასე­ვე გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა აშშ-ის სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გენ­ლის ოფის­თან, აღ­მას­რუ­ლე­ბელ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ასე­ვე ბიზ­ნე­სი­სა და სა­ექ­სპერ­ტო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ორ­მხრი­ვი სა­ვაჭ­რო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის, მათ შო­რის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე“, - ვკი­თხუ­ლობთ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მოხ­სე­ნე­ბა­ში.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლია სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც 2023 წლის ივ­ნი­სი­დან - 2024 წლის მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს.

ავტორი:

მოკლედ: რაზეა საუბარი პრემიერის 171 გვერდიან მოხსენებაში, რომლითაც ის პარლამენტში უნდა წარსდგეს

მოკლედ: რაზეა საუბარი პრემიერის 171 გვერდიან მოხსენებაში, რომლითაც ის პარლამენტში უნდა წარსდგეს

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა, 171 გვერდისგან შედგება.

  • ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა ურყევად ახორციელებს ქვეყნის დემოკრატიული, მდგრადი და მშვიდობიანი განვითარების დღის წესრიგს და ატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნების ეფექტიანად რეალიზებისთვის.

პრემიერის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება უწყვეტად გრძელდება სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოების გაძლიერებას, სოციალური პოლიტიკის განვითარებას, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ, დასავლელ პარტნიორებთან სანქციების საკითხში თანამშრომლობის კუთხით, მაღალი შეფასება მიიღო. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიის უკანასკნელი შეფასების თანახმად, საქართველო წარმატებით ასრულებს თანამშრომლობის ყველა შესაბამის პუნქტს, რაც უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტს წარმოადგენს.

„2023 წლის გაზაფხულზე საქართველომ მოამზადა გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოს ერთი წლის პროგრესის შესახებ ანგარიში, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა 2024 წლის გაფართოების ანგარიშზე, რომელიც ევროკომისიას მიეწოდება 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში. საანგარიშო პერიოდში საქართველომ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევა გასწია როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით.

მთლიანობაში მიღებულ იქნა 25-მდე ახალი საკანონმდებლო აქტი და განხორციელდა ინსტიტუციური ცვლილებები კანონმდებლობის აღსრულების კუთხით ევრორეგულაციების და ევროდირექტივების შესაბამისად. შედეგად, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველომ ვალდებულებების დაახლოებით 55% განახორციელა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

საუბარია ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნათქვამია, რომ მიუხედავად, საქართველო განუხრელად ემხრობოდა და ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მიღწევისაკენ.

ანგარიშში ასევე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზეა საუბარი. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2023 წელს საქართველოს ეწვია 48.304 ჩინელი ტურისტი (ზრდა, გასულ წელთან შედარებით, 555%).

  • დოკუმენტის თანახმად, 2024 წელი, ეკონომიკური ზრდის კუთხით, მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო − პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა, სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, 2024 − 2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის − საშუალოდ 5.1%-ის ოდენობით.

პარლამენტში წარდგენილი პრემიერის წერილობითი მოხსენების თანახმად, საანგარიშო პერიოდში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა აქტიურად წარიმართებოდა.

"საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულება იყო 2024 წლის მარტში ქვეყანაში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი. 2023 წლის ნოემბერში მეხუთედ ვუმასპინძლეთ ნატოს სამხედრო კომიტეტს. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს სტუმრობდა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა.

ალიანსთან მიმდინარეობდა თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC), წლიური ეროვნული პროგრამისა (ANP) და გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფორმატების გამოყენებით. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) 6 სხდომა. შემუშავდა 2023 წლის წლიური ეროვნული პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტი და შედგა ნატოს შემფასებელი მისიის ვიზიტი 2023 წლის ოქტომბერში. ასევე შემუშავდა საქართველოს 2024 წლის რიგით მე-16 წლიური ეროვნული პროგრამა (ANP). პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ა.წ. 29 აპრილს წარედგინა ნატოს მხარეს.

ამასთან ერთად, მიმდინარეობდა მადრიდის სამიტზე მიღებული საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებების კონკრეტული ელემენტების განხორციელება გაძლიერებული არსებითი პაკეტის (SNGP) მეშვეობით. გრძელდებოდა მუშაობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით“, - ნათქვამია პრემიერ მინისტრის სააგარიშო მოხსენებაში.

ამასთან ანგარიშში საუბარია ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებზეც. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 16 პირი.

რაც შეეხება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მუშაობას, დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ნარკოდანაშაულისათვის დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 4406 პირი, მათ შორის 294 ნარკორეალიზატორია.

  • დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რასაც ხელისუფლება სანქციების აღსრულების კონტროლის თვალსაზრისით ახორციელებს.

"ღონისძიებების შედეგად მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება. ამასთანავე, 1200-ზე მეტ შემთხვევაში, იმპორტზე/ექსპორტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა იმპორტიორთა/ექსპორტიორთა ზეპირ/წერილობით მოთხოვნებზე. სსიპ − შემოსავლების სამსახურის მოთხოვნითა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, გაიმართა სსიპ − შემოსავლების სამსახურის სამუშაო ჯგუფის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასწავლო ღონისძიებები/სამუშაო შეხვედრები. კერძოდ, შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით, მიეცა დაშვება სანქციების სასწავლო ელექტრონულ მოდულზე, გაიმართა სასწავლო ღონისძიებები საქართველოში, ასევე სამუშაო შეხვედრები სსიპ − შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასა და შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინის დეპარტამენტის, საზღვრის დაცვისა და საბაჟოს ხელმძღვანელ პირებს შორის. ევროკავშირის ორგანიზებით (TAIEX), გაიმართა სასწავლო/სამუშაო შეხვედრები, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებმა გაუზიარეს სანქციების აღსრულების პრაქტიკა თავიანთ კოლეგებს საქართველოში“,- ნათქვამია მოხსენებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც მოცემული წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

“მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ასევე გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხებზე“, - ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის მოხსენებაში.

პარლამენტში წარდგენილია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება, რომელიც 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.