მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურებიო, აი, ბატონო, მიზეზი" - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასახლებული ექსდეპუტატი, რომელიც ბოლო დროს აქციებზე გამოჩნდა
"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურებიო, აი, ბატონო, მიზეზი" - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასახლებული ექსდეპუტატი, რომელიც ბოლო დროს აქციებზე გამოჩნდა

ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და პარ­ლა­მენ­ტა­რი მა­რი­ამ სა­ჯა­ია მა­ი­სის აქ­ცი­ებ­ზე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მოჩ­ნდა. მა­რი­ა­მი თით­ქმის ყო­ველ­დღე ეს­წრე­ბო­და აქ­ცი­ებს, მის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლებ­დნენ.

კო­მენ­ტა­რებ­ში ბევ­რი წერ­და, რომ არ იცოდ­ნენ სად იყო ეს პე­რი­ო­დი ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი და მისი და­ნახ­ვა და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩარ­თვა გა­უ­ხარ­დათ. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყო­ფილ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­წე­რა:

"გმად­ლობთ, მე­გობ­რე­ბო, ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბის­თვის. მე ვარ, კი, ალ­ბათ დიდი ხა­ნია გარ­და­სა­ხუ­ლი არ გი­ნა­ხი­ვართ ბევ­რს. თუმ­ცა კი ბევ­რმა იცით სად ვარ, რას ვა­კე­თებ.

ძი­რი­თა­დად მი­წას­თან და დე­და­მი­წას­თან ახ­ლოს. ჩემი ენერ­გი­ის ამ­ბა­ვი იცით. მთა­ვა­რია სად­მე მივ­მარ­თო.

ჰოდა, სა­ქარ­თვე­ლო­ზე მაქვს მი­მარ­თუ­ლი, რად­გან ვთვლი, რომ სამ­შობ­ლო გვაქვს ბრწყინ­ვა­ლე და იქ არის სა­ჭი­რო.

მოკ­ლედ ცოტა გად­მო­ვეშ­ვი ამ ამ­ბავ­ში. ცოტა მეტ ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­ვუშ­ვებ აქეთ.

აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვე­ხუ­ტოთ ერ­თმა­ნეთს. სიყ­ვა­რულს გა­უ­მარ­ჯოს. სიყ­ვა­რუ­ლით ვდგა­ვართ ნაც­რის­ფე­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ..."

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, სა­ჯა­ია პო­ლი­ტი­კა­ში აღარ დარ­ჩე­ნი­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2018 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­თან ახ­ლოს, მუხ­რან­ში გა­და­ვი­და. ყო­ფილ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ი­წყო სახ­ლის რე­მონ­ტი, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში შე­ი­ძი­ნა.

"არე­მა­რე", რო­გორც მას მა­რი­ა­მი უწო­დებს, ახლა უკვე ტუ­რის­ტებ­საც მას­პინ­ძლობს. სო­ფელ­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი ექსდე­პუ­ტა­ტი მისი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლილ სტილ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად წერს.

ბევ­რს ეგო­ნა, რომ ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტატს სო­ფელ­ში ყოფ­ნა მალე მოჰ­ბეზ­რდე­ბო­და, თუმ­ცა მა­რი­ა­მის "არე­მა­რე" ყვე­ლა სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

"რომ მხვდე­ბით და მე­უბ­ნე­ბით, რა კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რო­გორ გახ­დი, ლა­მა­ზი ხარო, აი, ბა­ტო­ნო მი­ზე­ზი, 10 ნა­ბი­ჯში და ამ წუ­თას მოკ­რე­ფი­ლი ჯან­სა­ღი, სუფ­თა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი რომ იშ­ვი­ა­თო­ბა (კი არა­და თით­ქმის არარ­სე­ბუ­ლი) გახ­და, მა­გა­ზე დიდი უც­ნა­უ­რო­ბა და ამავდრო­უ­ლად უგუ­ნუ­რე­ბა, ალ­ბათ კა­ცობ­რი­ო­ბას არ ახ­სოვს... უცო­დი­ნა­რო­ბამ ის მო­ი­ტა­ნა, რომ სოფ­ლის ხალ­ხიც კი, სახ­ლის­თვის მოყ­ვა­ნილ პრო­დუქ­ტებს შხამ-ქი­მი­კა­ტებს ას­ხამს. არა­და, მო­დის აგერ ეს ოხე­რი, თა­ვი­სით, არა­ფე­რი რომ არ მიგ­ვი­კა­რე­ბია ისე", - წერს ერთ-ერთ პოს­ტში ექ­სპო­ლი­ტი­კო­სი.

  • მა­რი­ამ სა­ჯა­ია, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს, 21 წლის ასაკ­ში გახ­და პარ­ლა­მენ­ტა­რი, პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას არ გაჰ­ყვა. მან შვილ­თან ერ­თად სოფ­ლად გა­და­სახ­ლე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რცის მო­წყო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა, სა­დაც ეკო­მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა.

სა­ჯა­ი­ას დედა ნაზი არო­ნია 2004-2008 წლე­ბის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი იყო.

სა­ჯა­ი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან მე­დი­ა­ში 2015 წლის ინ­ცი­დენტს იპო­ვით, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტატს იმ­ჟა­მინ­დელ­მა ოც­ნე­ბის დე­პუ­ტატ­მა ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძემ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მი­მარ­თა:

"მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­დე­საც ჩვენ ნე­პო­ტიზ­მზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბით, თქვენ რო­მე­ლი სიით მოხ­ვდით პარ­ლა­მენ­ტში? რა დამ­სა­ხუ­რე­ბა გქონ­დათ ასე­თი? თქვენ ზუს­ტად მა­ი­ძუ­ლეთ თქვე­ნი უზ­რდე­ლუ­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ასე გი­პა­სუ­ხოთ. რა უნარ-ჩვე­ვე­ბი და­გიგ­როვ­დათ ასე­თი თქვენს ასაკ­ში და რა ტექ­ნი­კას ფლობთ ისეთს, რომ ამის სა­ნაც­ვლოდ შე­გიყ­ვა­ნეს სი­ა­ში? რა ცხოვ­რე­ბის გზა გქონ­დათ ისე­თი გავ­ლი­ლი, თუ არა თქვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა და დე­დათ­ქვე­ნის მე­გობ­რო­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რომ დღეს ამ დარ­ბაზ­ში ზი­ხართ? მა­ინ­ტე­რე­სებს, გამ­ცემთ პა­სუხს? ვერ გამ­ცემთ".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურებიო, აი, ბატონო, მიზეზი" - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასახლებული ექსდეპუტატი, რომელიც ბოლო დროს აქციებზე გამოჩნდა

"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურებიო, აი, ბატონო, მიზეზი" - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასახლებული ექსდეპუტატი, რომელიც ბოლო დროს აქციებზე გამოჩნდა

ყოფილი პოლიტიკოსი და პარლამენტარი მარიამ საჯაია მაისის აქციებზე რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა. მარიამი თითქმის ყოველდღე ესწრებოდა აქციებს, მის ფოტოებს სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებდნენ.

კომენტარებში ბევრი წერდა, რომ არ იცოდნენ სად იყო ეს პერიოდი ყოფილი დეპუტატი და მისი დანახვა და პოლიტიკურ პროცესში ჩართვა გაუხარდათ. თუმცა მოგვიანებით ყოფილმა პარლამენტარმა დაწერა:

"გმადლობთ, მეგობრებო, ამხელა ყურადღებისთვის. მე ვარ, კი, ალბათ დიდი ხანია გარდასახული არ გინახივართ ბევრს. თუმცა კი ბევრმა იცით სად ვარ, რას ვაკეთებ.

ძირითადად მიწასთან და დედამიწასთან ახლოს. ჩემი ენერგიის ამბავი იცით. მთავარია სადმე მივმართო.

ჰოდა, საქართველოზე მაქვს მიმართული, რადგან ვთვლი, რომ სამშობლო გვაქვს ბრწყინვალე და იქ არის საჭირო.

მოკლედ ცოტა გადმოვეშვი ამ ამბავში. ცოტა მეტ ყურადღებას გამოვუშვებ აქეთ.

აუცილებლად ჩავეხუტოთ ერთმანეთს. სიყვარულს გაუმარჯოს. სიყვარულით ვდგავართ ნაცრისფერობის წინააღმდეგ..."

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯაია პოლიტიკაში აღარ დარჩენილა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს საცხოვრებლად თბილისთან ახლოს, მუხრანში გადავიდა. ყოფილმა პარლამენტარმა საკუთარი ხელით დაიწყო სახლის რემონტი, რომელიც სოფელში შეიძინა.

"არემარე", როგორც მას მარიამი უწოდებს, ახლა უკვე ტურისტებსაც მასპინძლობს. სოფელში გადაბარგებული ექსდეპუტატი მისი ცხოვრების შეცვლილ სტილზე სოციალურ ქსელში ხშირად წერს.

ბევრს ეგონა, რომ ახალგაზრდა დეპუტატს სოფელში ყოფნა მალე მოჰბეზრდებოდა, თუმცა მარიამის "არემარე" ყველა სეზონზე განსაკუთრებულად გამოიყურება.

"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურები, როგორ გახდი, ლამაზი ხარო, აი, ბატონო მიზეზი, 10 ნაბიჯში და ამ წუთას მოკრეფილი ჯანსაღი, სუფთა და ნატურალური პროდუქტი რომ იშვიათობა (კი არადა თითქმის არარსებული) გახდა, მაგაზე დიდი უცნაურობა და ამავდროულად უგუნურება, ალბათ კაცობრიობას არ ახსოვს... უცოდინარობამ ის მოიტანა, რომ სოფლის ხალხიც კი, სახლისთვის მოყვანილ პროდუქტებს შხამ-ქიმიკატებს ასხამს. არადა, მოდის აგერ ეს ოხერი, თავისით, არაფერი რომ არ მიგვიკარებია ისე", - წერს ერთ-ერთ პოსტში ექსპოლიტიკოსი.

  • მარიამ საჯაია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, 21 წლის ასაკში გახდა პარლამენტარი, პოლიტიკურ კარიერას არ გაჰყვა. მან შვილთან ერთად სოფლად გადასახლება და საინტერესო სივრცის მოწყობა ამჯობინა, სადაც ეკომეგობრული გარემოა.

საჯაიას დედა ნაზი არონია 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტარი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო.

საჯაიას საპარლამენტო მოღვაწეობიდან მედიაში 2015 წლის ინციდენტს იპოვით, როდესაც ახალგაზრდა დეპუტატს იმჟამინდელმა ოცნების დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ სხდომათა დარბაზში მიმართა:

"მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ნეპოტიზმზე გველაპარაკებით, თქვენ რომელი სიით მოხვდით პარლამენტში? რა დამსახურება გქონდათ ასეთი? თქვენ ზუსტად მაიძულეთ თქვენი უზრდელური გამოსვლის შემდეგ, ასე გიპასუხოთ. რა უნარ-ჩვევები დაგიგროვდათ ასეთი თქვენს ასაკში და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ შეგიყვანეს სიაში? რა ცხოვრების გზა გქონდათ ისეთი გავლილი, თუ არა თქვენი განსაკუთრებული მეგობრობა და დედათქვენის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან, რომ დღეს ამ დარბაზში ზიხართ? მაინტერესებს, გამცემთ პასუხს? ვერ გამცემთ".

წაიკითხეთ ასევე: