სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმები, რომელიც ქრება: დედამიწას "სასიკვდილო სიჩუმე" ემუქრება? - "მეშინია, რომ სამყარო, რომელსაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვუტოვებთ, სულ სხვანაირი იქნება"
ხმები, რომელიც ქრება: დედამიწას "სასიკვდილო სიჩუმე" ემუქრება? -  "მეშინია, რომ სამყარო, რომელსაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვუტოვებთ, სულ სხვანაირი იქნება"

სამ­ყა­რო­ში ბუ­ნე­ბის ხმე­ბი გა­მუდ­მე­ბით იც­ვლე­ბა, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი შეშ­ფო­თე­ბით ლა­პა­რა­კო­ბენ იმ მას­შტა­ბურ გა­დას­ხვა­ფე­რე­ბა­ზე, რაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მათი თქმით, ეკო­სის­ტე­მებ­ში ხმა­უ­რის ინ­ტენ­სი­ვო­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­კარ­გვა ჯან­სა­ღი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­გან­გა­შო შემ­ცი­რე­ბას ასა­ხავს. ბოლო დრო­ინ­დე­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცია ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 69%-ით შემ­ცირ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან ერ­თად ქრე­ბა უნი­კა­ლუ­რი ხმე­ბი, რომ­ლე­ბიც ბუ­ნე­ბის ლან­დშაფ­ტის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი: ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ღა­მის ხმა­უ­რი, ფრინ­ვე­ლე­ბის დი­ლის გა­ლო­ბა და მწე­რე­ბის ზუ­ზუ­ნი...

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ხმა ხდე­ბა ეკო­სის­ტე­მე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­ზომ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა: ჩვე­ნი ტყე­ე­ბი, ნი­ა­და­გე­ბი და ოკე­ა­ნე­ე­ბი ატა­რე­ბენ სა­კუ­თარ აკუს­ტი­კურ ნიშ­ნებს. მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იყე­ნე­ბენ ეკო აკუს­ტი­კას ჰა­ბი­ტა­ტე­ბი­სა და სა­ხე­ო­ბე­ბის შე­სას­წავ­ლად, ამ­ბო­ბენ, რომ ათა­სო­ბით ჰა­ბი­ტატს შო­რის თან­და­თან გუ­ლის­მო­საკ­ლა­ვი სი­ჩუ­მე მეფ­დე­ბა, რად­გან პლა­ნე­ტა სა­ხე­ო­ბე­ბის მდგრა­დო­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­კარ­გვის მოწ­მეა. მათ­თან ერ­თად თან­და­თან გაქ­რე­ბა ან და­კარ­გავს ხმის აქამ­დე ნაც­ნობ ტო­ნებს ჩვენ­თვის ნაც­ნო­ბი არა­ერ­თი ხმა...

"დღეს, ზო­გი­ერთ ეკო­სის­ტე­მა­ში უკვე "სა­სიკ­ვდი­ლო სი­ჩუ­მე" შე­იმ­ჩნე­ვა", - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი სტივ სიმპსო­ნი ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

"ცვლი­ლე­ბე­ბი ღრმაა და ეს ყველ­გან ხდე­ბა“, - აცხა­დებს ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი ბერ­ნი კრა­უ­ზე, რო­მელ­მაც ბოლო 55 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შვი­დი კონ­ტი­ნენ­ტი­დან 5000 სა­ათ­ზე მეტი ქრო­ნო­მეტ­რა­ჟის ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა. მეც­ნი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, მისი არ­ქი­ვის 70% არის ჰა­ბი­ტა­ტე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც უკვე აღარ არ­სე­ბობს.

ბერ­ნი კრა­უ­ზე თა­ნა­შემ­წეს­თან ერ­თად

პრო­ფე­სო­რი ბრა­ი­ან პი­ჯა­ნოვ­სკი პერ­დუს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან აშშ-ში 40 წე­ლია უს­მენს ბუ­ნებ­რივ ბგე­რებს და აკე­თებს ჩა­ნა­წე­რებს მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი ტი­პის ეკო­სის­ტე­მე­ბი­დან.

"წარ­სუ­ლის ხმე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­წე­რი­ლი და შე­ნა­ხუ­ლია, წარ­მო­ად­გენს სა­ხე­ო­ბე­ბის ხმებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა აღარც არ­სე­ბო­ბენ - ასე რომ, გვაქვს ჩა­ნა­წე­რე­ბი ად­გი­ლე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც გაქ­რა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ისი­ნი უკვე აკუს­ტი­კურ ნა­მარ­ხებს წარ­მო­ად­გე­ნენ...

მრა­ვა­ლი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, თუ რო­გორ იც­ვლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი ხმე­ბის პე­ი­ზა­ჟე­ბი, იშ­ლე­ბა და ჩუმ­დე­ბა. 2021 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა კვლე­ვამ ჟურ­ნალ Nature-ში აჩ­ვე­ნა ვი­თა­რე­ბა ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში. "გა­სუ­ლი 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი­ვე კონ­ტი­ნენტზე შე­სამ­ჩნე­ვია აკუს­ტი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და ბგე­რა­თა ინ­ტენ­სი­ვო­ბის მკვეთ­რი და­კარ­გვა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო სა­ხე­ო­ბე­ბის სიმ­დიდ­რი­სა და სიმ­რავ­ლის ცვლი­ლე­ბე­ბით“, - აცხა­დე­ბენ კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი და დას­ძე­ნენ: ”ხმე­ბი - ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი გზაა, რი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი ბუ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბენ, ქრო­ნი­კულ ვარ­დნა­შია, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე".

ეკო­სის­ტე­მის ხმის ცვლი­ლე­ბა ხდე­ბა ჰა­ერ­ში, ტყე­ებ­ში, ნი­ა­დაგ­ში და წყლის ქვე­შაც კი. ცივი ომის დროს, აშშ-ს სა­ზღვაო ფლო­ტი საბ­ჭო­თა წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის სათ­ვალ­თვა­ლოდ იყე­ნებ­და სპე­ცი­ა­ლურ წყალ­ქვე­შა სის­ტე­მებს, რა დრო­საც აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ ამის გა­კე­თე­ბა უჭირ­დათ მარ­ჯნის რი­ფებ­თან, რი­ფე­ბის წარ­მოქ­მნი­ლი ხმე­ბის გამო.

"რო­დე­საც ჩვენ ჯან­საღ რიფ­თან მივ­დი­ო­დით, გო­ნე­ბას გვი­ფან­ტავ­და ხმე­ბის კა­კო­ფო­ნია, რო­მე­ლიც გვეს­მო­და“, - თქვა სიმპსონ­მა, რო­მე­ლიც 20 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკონ­ტრო­ლებს მარ­ჯნის რი­ფებს ჰიდრო­ფო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მისი თქმით, "ჯან­სა­ღი რიფი ხმე­ბის კარ­ნა­ვა­ლი იყო"...

კვლე­ვის და­სა­წყის­ში, ძრა­ვი­ა­ნი ნა­ვე­ბის ხმა­უ­რით წარ­მოქ­მნი­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბა იყო მისი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი, მაგ­რამ 2015 და 2016 წლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა მოხ­და - და­ი­წყო მარ­ჯნე­ბის გა­უ­ფე­რუ­ლე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მათი 80% - ის სიკ­ვდი­ლი.

"მსოფ­ლი­ო­ში მარ­ჯნის რი­ფე­ბის სა­ფა­რის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი და­კარ­გუ­ლია. თუ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა, მარ­ჯნის რი­ფე­ბის 99%-ზე მეტი მოკ­ვდე­ბა...", - ამ­ბობს ის

  • The Guardian-ი, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბის ამ სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნა­ზე წერს, ფრაგ­მენ­ტე­ბად სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც იშ­ვე­ლი­ებს.

ოლი­ვერ ფი­გე­ლი, გერ­მა­ნია:

"90-იან წლებ­ში, რო­დე­საც მო­ზარ­დი ვი­ყა­ვი, მა­ღი­ზი­ა­ნებ­და ჩემი ფან­ჯრი­დან შე­მო­სუ­ლი ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი. 12 სა­ა­თის შემ­დე­გაც კი, ეს ხმე­ბი იმ­დე­ნად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი იყო, რომ ხში­რად ჩა­ძი­ნე­ბა მი­ჭირ­და. ახლა კი, რო­დე­საც ჩემი ფან­ჯა­რა ისევ სულ ღიაა, ფრინ­ვე­ლე­ბის ხმე­ბი აღარ შე­მო­დის, იმი­ტომ, რომ ფრინ­ვე­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ, აღარ არი­ან“.

ის ერთი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­საც იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ წლე­ბის წინ, ასეთ მოგ­ზა­უ­რო­ბებს მუდ­მი­ვად მოჰ­ყვე­ბო­და ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ქა­რე მი­ნის და­ბინ­ძუ­რე­ბა მწე­რე­ბის­გან, ახლა კი ამ­გვა­რი აღა­რა­ფე­რი ხდება.

დებ­რა მა­კ­კე­ი­ლი, კა­ნა­და:

"მე და ჩემ­მა ქმარ­მა, 1985 წელს ნიუ-ბრან­სვიკ­ში, ტყე­ში სახ­ლი ავა­შე­ნეთ. გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში, რო­დე­საც მზე ადრე ამო­დი­ო­და, ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი იმ­დე­ნად ხმა­მა­ღა­ლი იყო, რომ სა­ძი­ნებ­ლის ფან­ჯრის და­კეტ­ვა გვი­წევ­და, რათა დაგ­ვე­ძი­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი ხა­ნია, რაც დას­რულ­და. ეს გან­სხვა­ვე­ბა 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მე­ში­ნია, რომ სამ­ყა­რო, რო­მელ­საც ჩვენს შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს ვუ­ტო­ვებთ, სულ სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა“.

იანა ჰუ­დე­კო­ვა, სლო­ვა­კე­თი:

"ჩემი მშობ­ლე­ბის ბაღ­ში ალუბ­ლის ხე დგას, რო­მე­ლიც ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ნამ­დვილ პა­ტარ­ძალს ჰგავს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ში­ნო­და ამ ხის ქვეშ და­ბუ­დე­ბუ­ლი ფუტკრე­ბის. ახლა 42 წლის ვარ და ვიცი, რომ აღა­რა­ფე­რია სა­ში­ში, რად­გან ისი­ნი აღარ არი­ან იქ“.

მკი­თხვე­ლი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან:

"89 წლის ვარ და ჩემი ახ­ლან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა წარ­სუ­ლის­გან. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას გუ­გუ­ლი გვა­ხა­რებ­და ხოლ­მე, ხოლო მერ­ცხა­ლი ამ სე­ზო­ნის მთა­ვა­რი გმი­რი იყო. მახ­სენ­დე­ბა რე­ი­ჩელ კარ­სო­ნის წიგ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა "ჩუმი გა­ზა­ფხუ­ლი“ და ვფიქ­რობ, ნუთუ ის ამ პე­რი­ოდ­ზე წერ­და?“

ჯე­იმს დრაბ­ლი, აშშ:

"ბუ­ნე­ბის ხმა? რო­გო­რია იგი? გა­მუდ­მე­ბით ჩა­მეს­მის მან­ქა­ნის ხმე­ბი, რო­დე­საც ჩემი მე­ზობ­ლე­ბი თა­ვის ავ­ტო­მო­ბი­ლებს აღე­ბენ და ხუ­რა­ვენ. გარ­შე­მო სხვა აღა­რა­ფე­რი ხდე­ბა“.

ალექს სმე­ლი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი:

"და­ვი­ბა­დე 1982 წელს და 25 წლამ­დე ვცხოვ­რობ­დი ნორ­ვიჩ­ში, ინ­გლი­სის აღ­მო­სავ­ლეთ­ში. სულ ცოტა ხნის წინ მივ­ხვდი, რომ ფრინ­ვე­ლე­ბის ხმო­ვა­ნე­ბა და­მაკ­ლდა. ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე ფრინ­ვე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცია, ჩემს გარ­შე­მო 90%-ით შემ­ცირ­და.

ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი კი ის არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბამ, მათ შო­რის მეც, ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ ამ ხმე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. ისი­ნი ისე სწრა­ფად გა­უ­ჩი­ნარ­დნენ ჩემს გარ­შე­მო, რომ აღარც მახ­სოვს, ოდეს­მე თუ არ­სე­ბობ­დნენ“.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ხმები, რომელიც ქრება: დედამიწას "სასიკვდილო სიჩუმე" ემუქრება? - "მეშინია, რომ სამყარო, რომელსაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვუტოვებთ, სულ სხვანაირი იქნება"

ხმები, რომელიც ქრება: დედამიწას "სასიკვდილო სიჩუმე" ემუქრება? -  "მეშინია, რომ სამყარო, რომელსაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვუტოვებთ, სულ სხვანაირი იქნება"

სამყაროში ბუნების ხმები გამუდმებით იცვლება, თუმცა მეცნიერები შეშფოთებით ლაპარაკობენ იმ მასშტაბურ გადასხვაფერებაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება. მათი თქმით, ეკოსისტემებში ხმაურის ინტენსივობისა და მრავალფეროვნების დაკარგვა ჯანსაღი ბიომრავალფეროვნების საგანგაშო შემცირებას ასახავს. ბოლო დროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გარეული ცხოველების პოპულაცია ბოლო 50 წლის განმავლობაში 69%-ით შემცირდა, შესაბამისად, მათთან ერთად ქრება უნიკალური ხმები, რომლებიც ბუნების ლანდშაფტისთვის არის დამახასიათებელი: ძუძუმწოვრების ღამის ხმაური, ფრინველების დილის გალობა და მწერების ზუზუნი...

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ხმა ხდება ეკოსისტემების ჯანმრთელობისა და ბიომრავალფეროვნების გაზომვის მნიშვნელოვანი საშუალება: ჩვენი ტყეები, ნიადაგები და ოკეანეები ატარებენ საკუთარ აკუსტიკურ ნიშნებს. მეცნიერები, რომლებიც იყენებენ ეკო აკუსტიკას ჰაბიტატებისა და სახეობების შესასწავლად, ამბობენ, რომ ათასობით ჰაბიტატს შორის თანდათან გულისმოსაკლავი სიჩუმე მეფდება, რადგან პლანეტა სახეობების მდგრადობისა და მრავალფეროვნების დაკარგვის მოწმეა. მათთან ერთად თანდათან გაქრება ან დაკარგავს ხმის აქამდე ნაცნობ ტონებს ჩვენთვის ნაცნობი არაერთი ხმა...

"დღეს, ზოგიერთ ეკოსისტემაში უკვე "სასიკვდილო სიჩუმე" შეიმჩნევა", - ამბობს პროფესორი სტივ სიმპსონი ბრისტოლის უნივერსიტეტიდან.

"ცვლილებები ღრმაა და ეს ყველგან ხდება“, - აცხადებს ამერიკელი მეცნიერი ბერნი კრაუზე, რომელმაც ბოლო 55 წლის განმავლობაში შვიდი კონტინენტიდან 5000 საათზე მეტი ქრონომეტრაჟის ჩანაწერი გააკეთა. მეცნიერის შეფასებით, მისი არქივის 70% არის ჰაბიტატებიდან, რომლებიც უკვე აღარ არსებობს.

ბერნი კრაუზე თანაშემწესთან ერთად

პროფესორი ბრაიან პიჯანოვსკი პერდუს უნივერსიტეტიდან აშშ-ში 40 წელია უსმენს ბუნებრივ ბგერებს და აკეთებს ჩანაწერებს მსოფლიოს თითქმის ყველა ძირითადი ტიპის ეკოსისტემებიდან.

"წარსულის ხმები, რომლებიც ჩაწერილი და შენახულია, წარმოადგენს სახეობების ხმებს, რომლებიც შესაძლოა აღარც არსებობენ - ასე რომ, გვაქვს ჩანაწერები ადგილებიდან, რომლებიც გაქრა. ამ თვალსაზრისით, ისინი უკვე აკუსტიკურ ნამარხებს წარმოადგენენ...

მრავალი კვლევა ადასტურებს, თუ როგორ იცვლება ბუნებრივი ხმების პეიზაჟები, იშლება და ჩუმდება. 2021 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ ჟურნალ Nature-ში აჩვენა ვითარება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. "გასული 25 წლის განმავლობაში ორივე კონტინენტზე შესამჩნევია აკუსტიკური მრავალფეროვნებისა და ბგერათა ინტენსივობის მკვეთრი დაკარგვა, რაც გამოწვეული იყო სახეობების სიმდიდრისა და სიმრავლის ცვლილებებით“, - აცხადებენ კვლევის ავტორები და დასძენენ: ”ხმები - ერთ-ერთი ფუნდამენტური გზაა, რითაც ადამიანები ბუნებასთან ურთიერთობენ, ქრონიკულ ვარდნაშია, რაც პოტენციურად დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე".

ეკოსისტემის ხმის ცვლილება ხდება ჰაერში, ტყეებში, ნიადაგში და წყლის ქვეშაც კი. ცივი ომის დროს, აშშ-ს საზღვაო ფლოტი საბჭოთა წყალქვეშა ნავების სათვალთვალოდ იყენებდა სპეციალურ წყალქვეშა სისტემებს, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მათ ამის გაკეთება უჭირდათ მარჯნის რიფებთან, რიფების წარმოქმნილი ხმების გამო.

"როდესაც ჩვენ ჯანსაღ რიფთან მივდიოდით, გონებას გვიფანტავდა ხმების კაკოფონია, რომელიც გვესმოდა“, - თქვა სიმპსონმა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკონტროლებს მარჯნის რიფებს ჰიდროფონების გამოყენებით. მისი თქმით, "ჯანსაღი რიფი ხმების კარნავალი იყო"...

კვლევის დასაწყისში, ძრავიანი ნავების ხმაურით წარმოქმნილი დაბინძურება იყო მისი მთავარი საზრუნავი, მაგრამ 2015 და 2016 წლებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - დაიწყო მარჯნების გაუფერულება, რამაც გამოიწვია მათი 80% - ის სიკვდილი.

"მსოფლიოში მარჯნის რიფების საფარის ნახევარზე მეტი დაკარგულია. თუ გლობალური დათბობა კვლავ გაგრძელდება, მარჯნის რიფების 99%-ზე მეტი მოკვდება...", - ამბობს ის

  • The Guardian-ი, რომელიც ბუნების ამ სამწუხარო მოვლენაზე წერს, ფრაგმენტებად სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იშველიებს.

ოლივერ ფიგელი, გერმანია:

"90-იან წლებში, როდესაც მოზარდი ვიყავი, მაღიზიანებდა ჩემი ფანჯრიდან შემოსული ჩიტების ჭიკჭიკი. 12 საათის შემდეგაც კი, ეს ხმები იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ხშირად ჩაძინება მიჭირდა. ახლა კი, როდესაც ჩემი ფანჯარა ისევ სულ ღიაა, ფრინველების ხმები აღარ შემოდის, იმიტომ, რომ ფრინველები, უბრალოდ, აღარ არიან“.

ის ერთი ქალაქიდან მეორეში მოგზაურობასაც იხსენებს და ამბობს, რომ წლების წინ, ასეთ მოგზაურობებს მუდმივად მოჰყვებოდა ავტომობილის საქარე მინის დაბინძურება მწერებისგან, ახლა კი ამგვარი აღარაფერი ხდება.

დებრა მაკკეილი, კანადა:

"მე და ჩემმა ქმარმა, 1985 წელს ნიუ-ბრანსვიკში, ტყეში სახლი ავაშენეთ. გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც მზე ადრე ამოდიოდა, ჩიტების ჭიკჭიკი იმდენად ხმამაღალი იყო, რომ საძინებლის ფანჯრის დაკეტვა გვიწევდა, რათა დაგვეძინა. ეს ყველაფერი დიდი ხანია, რაც დასრულდა. ეს განსხვავება 2000-იანი წლების დასაწყისიდან აღმოვაჩინე. მეშინია, რომ სამყარო, რომელსაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვუტოვებთ, სულ სხვანაირი იქნება“.

იანა ჰუდეკოვა, სლოვაკეთი:

"ჩემი მშობლების ბაღში ალუბლის ხე დგას, რომელიც ყვავილობის პერიოდში ნამდვილ პატარძალს ჰგავს. მთელი ცხოვრება მეშინოდა ამ ხის ქვეშ დაბუდებული ფუტკრების. ახლა 42 წლის ვარ და ვიცი, რომ აღარაფერია საშიში, რადგან ისინი აღარ არიან იქ“.

მკითხველი დიდი ბრიტანეთიდან:

"89 წლის ვარ და ჩემი ახლანდელი ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება წარსულისგან. ჩემს ბავშვობაში ზაფხულის დადგომას გუგული გვახარებდა ხოლმე, ხოლო მერცხალი ამ სეზონის მთავარი გმირი იყო. მახსენდება რეიჩელ კარსონის წიგნის სახელწოდება "ჩუმი გაზაფხული“ და ვფიქრობ, ნუთუ ის ამ პერიოდზე წერდა?“

ჯეიმს დრაბლი, აშშ:

"ბუნების ხმა? როგორია იგი? გამუდმებით ჩამესმის მანქანის ხმები, როდესაც ჩემი მეზობლები თავის ავტომობილებს აღებენ და ხურავენ. გარშემო სხვა აღარაფერი ხდება“.

ალექს სმელი, დიდი ბრიტანეთი:

"დავიბადე 1982 წელს და 25 წლამდე ვცხოვრობდი ნორვიჩში, ინგლისის აღმოსავლეთში. სულ ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ფრინველების ხმოვანება დამაკლდა. ბავშვობიდან დღემდე ფრინველების პოპულაცია, ჩემს გარშემო 90%-ით შემცირდა.

ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ადამიანების უმეტესობამ, მათ შორის მეც, ვერ გავაცნობიერეთ ამ ხმების ნაკლებობა. ისინი ისე სწრაფად გაუჩინარდნენ ჩემს გარშემო, რომ აღარც მახსოვს, ოდესმე თუ არსებობდნენ“.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი