პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაცმოძრაობის" ცენტრალური ოფისი... ცდილობდნენ შემოჭრას, სადაც არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიყავი" - ხაბეიშვილი
"100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაცმოძრაობის" ცენტრალური ოფისი... ცდილობდნენ შემოჭრას, სადაც არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიყავი" - ხაბეიშვილი

100-მდე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა „ტი­ტუშ­კამ“ პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, და­ლე­წა „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი და ცდი­ლობ­დნენ შიგ­ნით შე­მოჭ­რას. ხის შუ­ბე­ბით და­ლე­წეს ყვე­ლა­ფე­რი. ასე იქ­ცე­ვა მხდა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე იქ­ცე­ვი­ან რუ­სეთ­ში, - გა­ნა­ცხა­და „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ეს არის ის ენა, რი­თაც სურს ივა­ნიშ­ვილს ელა­პა­რა­კოს ქარ­თველ ხალ­ხს.

"100-მდე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი „ტი­ტუშ­კა“ თავს და­ეს­ხა და პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, და­ლე­წეს „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი და ცდი­ლობ­დნენ შიგ­ნით შე­მოჭ­რას, სა­დაც ვი­ყა­ვი ჩემს 14 წლის არას­რულ­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად. ხის შუ­ბებს ეს­როდ­ნენ ოფისს და ჩა­ლე­წეს ყვე­ლა­ფე­რი. ეს არის, როცა სა­ლა­პა­რა­კო არ აქვს ივა­ნიშ­ვილს, ასეთ რა­ღა­ცებს გეგ­მავს ჩუ­მად, ღა­მით მო­პარ­ვით. ეს არის ის ენა, რი­თაც სურს ივა­ნიშ­ვილს ელა­პა­რა­კოს ქარ­თველ ხალ­ხს. პო­ლი­ცია მო­ვი­და ერთი სა­ა­თის შემ­დეგ. ეს არის პო­ლი­ცი­ას­თან, სუს-თან ერ­თად და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცია. პო­ლი­ცია ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და, ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოც­ნო­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მინ­და ყვე­ლას ეს­მო­დეს, რომ ერთი წა­მი­თაც არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს. ძლი­ე­რი ასე არ იქ­ცე­ვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ფიქ­რობს და ზრუ­ნავს ხალ­ხზე ასე არ იქ­ცე­ვა, ასე იქ­ცე­ვი­ან სუს­ტე­ბი, მხდა­ლე­ბი ანუ ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ბან­და. ასე იქ­ცე­ვი­ან რუ­სეთ­ში.

მთა­ვა­რი გვე­ლო­დე­ბა წინ და კი­დევ ერთხელ მინ­და ვთქვა, რომ ამ ივა­ნიშ­ვი­ლის „ტი­ტუშ­კე­ბის“ არა­ვის არ ეში­ნია. მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია მათი და­სას­რუ­ლი, იცი­ან ეს და სა­ლა­პა­რა­კო მათ არა­ფე­რი დარ­ჩე­ნი­ათ, მხო­ლოდ ძა­ლა­დო­ბა და მეტი არა­ფე­რი.“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

  • რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ხა­ბე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა, სა­უ­ბარს თავ­დას­ხმე­ბით აპი­რებს.

"ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი მოქ­მე­დე­ბა­ში. ეს არის შუბი, რი­თაც ცდი­ლობ­დნენ გუ­შინ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში შე­მოჭ­რას. ფაქ­ტობ­რი­ვად, რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლებს, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბი­ჭებს, გო­გო­ნებს, ახალ­გაზ­რდებს უწევ­დათ კა­რებ­თან ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­კა­ვე­ბა, ისი­ნი შე­მოჭ­რას ცდი­ლობ­დნენ, 100-მდე ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, გდდ-დან, „ხა­რე­ბას“ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი­დან მო­ა­ბი­ლი­ზეს ერ­თად, რად­გან იქი­დან მო­ვიდ­ნენ და იქით წა­ვიდ­ნენ, სუს-ის „ნა­სედ­კე­ბი“. შე­მო­სას­ვლე­ლის გარ­და, სამ­ზა­რე­უ­ლო­დან, წინა კა­რი­დან შე­მოს­ვლას ცდი­ლობ­დნენ, შუ­ბე­ბით იყ­ვნენ ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე წუთი გვი­წევ­და ფი­ზი­კუ­რად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და თა­ვის დაც­ვა, რომ ეს 100-მდე აგ­რე­სი­უ­ლი „ტი­ტუშ­კა“ არ შე­მოჭ­რი­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როა, რომ აქ 14 წლის შვილ­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ სი­გი­ჟის ყუ­რე­ბა, როცა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად ხარ. ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი, ეს კაცი ამ ენით აპი­რებს ილა­პა­რა­კოს მთე­ლი ის პე­რი­ო­დი, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა, ასე, შუ­ბე­ბით, ქვე­ბით, ტე­რო­რით, თავ­დას­ხმე­ბით და „ტი­ტუშ­კე­ბით“.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ელ­ჩებს მინ­და მივ­მარ­თო, თქვე­ნი პო­ზი­ცია გა­მოთ­ქვით ამ თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უნდა გვეს­მო­დეს, რომ ესე­ნი არ გა­ჩერ­დე­ბი­ან, სა­მიზ­ნე სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფი, აქ­ტი­ვის­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ შე­ში­ნე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ მუ­შა­ო­ბას არ აპი­რე­ბენ... ყვე­ლა­ფერ სი­კე­თეს­თან ერ­თად, მში­შა­რე­ბი არი­ან, მი­ნი­მა­ლუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სა­საც, თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გარ­ბოდ­ნენ“, - აცხა­დებს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა „მო­ა­ცი­ლეს და გა­ა­ცი­ლეს“.

"ძა­ლი­ან მძი­მე იყო იმის ყუ­რე­ბა, სა­პატ­რუ­ლოდ წო­დე­ბულ­მა, ციმ­ცი­მე­ბი­ან­მა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­მა რო­გორ გა­ა­ცი­ლეს, ჯერ მო­ა­ცი­ლეს და მერე გა­ა­ცი­ლეს, აი რომ გა­ა­ცი­ლეს და ყვე­ლა წა­ვი­და, 15-20 ავ­ტო­მო­ბი­ლი, მულ­ტფილ­მებ­ში რომ არის, ისე მო­ვიდ­ნენ ბო­ლოს - აბა, გა­დარ­ჩით, ამ შუ­ბებს გა­და­ურ­ჩით, ცო­ცხლე­ბი ხარ­თო? ეს ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი სა­ყუ­რე­ბე­ლია, ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ჩა­მო­შა­ლა, პო­ლი­ცია „მი­ლი­ცია“ გა­ხა­და და „ხა­რე­ბას“ ზონ­დერ­დაჯ­გუ­ფე­ბად გა­და­აქ­ცია ყვე­ლა ასე­თი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც კა­ნონს, ხალ­ხს და სა­მარ­თალს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს.

მათ მო­ა­ცი­ლეს, მათ გა­ა­ცი­ლეს და მერე მო­ვიდ­ნენ. ჩემი ორი თვა­ლით ვნა­ხე, არ­სე­ბობს კად­რე­ბი, სა­დაც ეს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­დი­ან, პატ­რუ­ლი მერე ტრი­ალ­დე­ბა და მო­დის აქეთ. როცა და­მი­რე­კა პატ­რულ­მა, სად ხარ­თო, ვუ­ყუ­რებ­დი ეკი­პაჟს - ოფი­სის­კენ მოვ­დი­ვა­რო მი­თხრა, ოფი­სის­კენ კი არ უნდა წა­მოხ­ვი­დეთ, მანდ 15 ავ­ტო­მო­ბი­ლი რომ გა­ა­ცი­ლეთ, იმათ უნდა გა­ე­კი­დოთ-მეთ­ქი. ეს ხალ­ხი ერ­თად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად მოქ­მე­დებ­და. მათი და­ჭე­რა იყო ორი-სამი წუ­თის ამ­ბა­ვი, იქ ორი და სამი კაცი არ იყო, ასამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე, 50 ადა­მი­ა­ნი რომ გა­და­ად­გილ­დე­ბა, პატ­რულს სხვა საქ­მე რა აქვს? აე­რო­პორ­ტის, ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შე­ნიშ­ნო?.. ჩა­ლე­წეს, და­ამ­ტვრი­ეს, შე­მოჭ­რას, ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ერთი კა­ციც და­კა­ვე­ბუ­ლი არაა, კა­ციშ­ვილს არა­ვის­ზე პა­სუ­ხი არ მო­უ­თხო­ვია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­თან შუ­ბით რომ მი­ვი­დე, უბ­რა­ლოდ რომ მე­ჭი­როს, რა მოხ­დე­ბო­და, რა მუხ­ლებს წა­მი­ყე­ნებ­დნენ. ეს შუბი აქ შე­მო­აგ­დეს პირ­და­პირ და ეჩხუ­ბე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, „ხა­რე­ბას“ მუ­ქა­რა მო­ის­მი­ნეთ, რომ უა­რე­სი ელო­დე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, ნა­ხეთ ჩვენ კი­დევ რას ვუ­ზამ­თო, ალ­ბათ, მერე გა­და­წყვი­ტეს, იქ­ნებ შუ­ბით მი­ვი­დეთ იქ, იქ­ნებ რა­ღაც ვის­რო­ლო­თო და ა.შ. მინ­და ყვე­ლას ეს­მო­დეს, რამ­დენ­ჯე­რაც ასე აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ვი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ უფრო ბრაზ­დე­ბი­ან მათ­ზე“, - აცხა­დებს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაცმოძრაობის" ცენტრალური ოფისი... ცდილობდნენ შემოჭრას, სადაც არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიყავი" - ხაბეიშვილი

"100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაცმოძრაობის" ცენტრალური ოფისი... ცდილობდნენ შემოჭრას, სადაც არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიყავი" - ხაბეიშვილი

100-მდე შეიარაღებულმა „ტიტუშკამ“ პირდაპირი მნიშვნელობით, დალეწა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი და ცდილობდნენ შიგნით შემოჭრას. ხის შუბებით დალეწეს ყველაფერი. ასე იქცევა მხდალი ხელისუფლება, ასე იქცევიან რუსეთში, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ეს არის ის ენა, რითაც სურს ივანიშვილს ელაპარაკოს ქართველ ხალხს.

"100-მდე შეიარაღებული „ტიტუშკა“ თავს დაესხა და პირდაპირი მნიშვნელობით, დალეწეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი და ცდილობდნენ შიგნით შემოჭრას, სადაც ვიყავი ჩემს 14 წლის არასრულწლოვან შვილთან ერთად. ხის შუბებს ესროდნენ ოფისს და ჩალეწეს ყველაფერი. ეს არის, როცა სალაპარაკო არ აქვს ივანიშვილს, ასეთ რაღაცებს გეგმავს ჩუმად, ღამით მოპარვით. ეს არის ის ენა, რითაც სურს ივანიშვილს ელაპარაკოს ქართველ ხალხს. პოლიცია მოვიდა ერთი საათის შემდეგ. ეს არის პოლიციასთან, სუს-თან ერთად დაგეგმილი ოპერაცია. პოლიცია ყველაფერს უყურებდა, ყველა ავტომობილის ამოცნობა არის შესაძლებელი.

მინდა ყველას ესმოდეს, რომ ერთი წამითაც არ უნდა შეგვეშინდეს. ძლიერი ასე არ იქცევა. ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს ხალხზე ასე არ იქცევა, ასე იქცევიან სუსტები, მხდალები ანუ ივანიშვილი და მისი ბანდა. ასე იქცევიან რუსეთში.

მთავარი გველოდება წინ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ივანიშვილის „ტიტუშკების“ არავის არ ეშინია. მოახლოებულია მათი დასასრული, იციან ეს და სალაპარაკო მათ არაფერი დარჩენიათ, მხოლოდ ძალადობა და მეტი არაფერი.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

  • როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ვიდრე ხელისუფლებაში იქნება, საუბარს თავდასხმებით აპირებს.

"ასე გამოიყურება რუსული კანონი მოქმედებაში. ეს არის შუბი, რითაც ცდილობდნენ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შემოჭრას. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის განმავლობაში თანამშრომლებს, უსაფრთხოების სამსახურის ბიჭებს, გოგონებს, ახალგაზრდებს უწევდათ კარებთან ამ ადამიანების შეკავება, ისინი შემოჭრას ცდილობდნენ, 100-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომელიც სავარაუდოდ, გდდ-დან, „ხარებას“ სპეცდანიშნულების რაზმიდან მოაბილიზეს ერთად, რადგან იქიდან მოვიდნენ და იქით წავიდნენ, სუს-ის „ნასედკები“. შემოსასვლელის გარდა, სამზარეულოდან, წინა კარიდან შემოსვლას ცდილობდნენ, შუბებით იყვნენ ღამის პირველ საათზე შეიარაღებული. რამდენიმე წუთი გვიწევდა ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევა და თავის დაცვა, რომ ეს 100-მდე აგრესიული „ტიტუშკა“ არ შემოჭრილიყო. სამწუხაროა, რომ აქ 14 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი, ძალიან რთულია ამ სიგიჟის ყურება, როცა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ხარ. ასე გამოიყურება ივანიშვილის რუსული კანონი, ეს კაცი ამ ენით აპირებს ილაპარაკოს მთელი ის პერიოდი, სანამ ხელისუფლებაში იქნება, ასე, შუბებით, ქვებით, ტერორით, თავდასხმებით და „ტიტუშკებით“.

არასამთავრობო ორგანიზაციებს, ელჩებს მინდა მივმართო, თქვენი პოზიცია გამოთქვით ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არ გაჩერდებიან, სამიზნე სხვადასხვა პოლიტიკური, სამოქალაქო ჯგუფი, აქტივისტები იქნებიან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ შეშინებული ხელისუფლების ჩამოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას არ აპირებენ... ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მშიშარები არიან, მინიმალური წინააღმდეგობის გაწევისასაც, თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პირები სამართალდამცავებმა „მოაცილეს და გააცილეს“.

"ძალიან მძიმე იყო იმის ყურება, საპატრულოდ წოდებულმა, ციმციმებიანმა ავტომობილებმა როგორ გააცილეს, ჯერ მოაცილეს და მერე გააცილეს, აი რომ გააცილეს და ყველა წავიდა, 15-20 ავტომობილი, მულტფილმებში რომ არის, ისე მოვიდნენ ბოლოს - აბა, გადარჩით, ამ შუბებს გადაურჩით, ცოცხლები ხართო? ეს ძალიან ტრაგიკული საყურებელია, ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალა, პოლიცია „მილიცია“ გახადა და „ხარებას“ ზონდერდაჯგუფებად გადააქცია ყველა ასეთი სამსახური, რომელიც კანონს, ხალხს და სამართალს უნდა ემსახურებოდეს.

მათ მოაცილეს, მათ გააცილეს და მერე მოვიდნენ. ჩემი ორი თვალით ვნახე, არსებობს კადრები, სადაც ეს ავტომობილები დადიან, პატრული მერე ტრიალდება და მოდის აქეთ. როცა დამირეკა პატრულმა, სად ხართო, ვუყურებდი ეკიპაჟს - ოფისისკენ მოვდივარო მითხრა, ოფისისკენ კი არ უნდა წამოხვიდეთ, მანდ 15 ავტომობილი რომ გააცილეთ, იმათ უნდა გაეკიდოთ-მეთქი. ეს ხალხი ერთად, ორგანიზებულად, დანაშაულებრივად მოქმედებდა. მათი დაჭერა იყო ორი-სამი წუთის ამბავი, იქ ორი და სამი კაცი არ იყო, ასამდე შეიარაღებული, ნიღბიანი ადამიანი გადაადგილდებოდა. ღამის პირველ საათზე, 50 ადამიანი რომ გადაადგილდება, პატრულს სხვა საქმე რა აქვს? აეროპორტის, ცენტრალურ გზაზე, როგორ შეიძლება 20 წუთის განმავლობაში ვერ შენიშნო?.. ჩალეწეს, დაამტვრიეს, შემოჭრას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ, ერთი კაციც დაკავებული არაა, კაციშვილს არავისზე პასუხი არ მოუთხოვია. წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ ოფისთან შუბით რომ მივიდე, უბრალოდ რომ მეჭიროს, რა მოხდებოდა, რა მუხლებს წამიყენებდნენ. ეს შუბი აქ შემოაგდეს პირდაპირ და ეჩხუბებოდნენ ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლებს.

რამდენიმე დღის წინ, „ხარებას“ მუქარა მოისმინეთ, რომ უარესი ელოდება „ნაციონალურ მოძრაობას“, ნახეთ ჩვენ კიდევ რას ვუზამთო, ალბათ, მერე გადაწყვიტეს, იქნებ შუბით მივიდეთ იქ, იქნებ რაღაც ვისროლოთო და ა.შ. მინდა ყველას ესმოდეს, რამდენჯერაც ასე აგრესიულად იქცევიან, ადამიანები კიდევ უფრო ბრაზდებიან მათზე“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.