სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო წილოსანი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მომზადებულია
ნინო წილოსანი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მომზადებულია

ნა­თე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი მი­კუთ­ვნე­ბა­დო­ბა ამ დას­კვნის პი­რო­ბებ­ში, - ასე აფა­სებს უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი წევ­რი ნინო წი­ლო­სა­ნი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონ­ზე ეუთო/ოდი­რის დას­კვნას.

რო­გორც წი­ლო­სან­მა აღ­ნიშ­ნა, ის ფიქ­რობს, რომ ეუთო/ოდი­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რა­ზე „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­უბ­რი­სას მისი სა­ჭი­რო­ე­ბა და­ი­ნა­ხეს, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­სულ დო­კუ­მენ­ტში სრუ­ლე­ბით სხვა ჩა­ნა­წე­რია.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც ეუთო/ოდი­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან გვქონ­და შეხ­ვედ­რა, ვი­სა­უბ­რეთ ამ თე­მა­ზე და ვფიქ­რობ, რომ ის და მთლი­ა­ნად ჯგუ­ფი, ვინც იყო ჩა­მო­სუ­ლი, ძა­ლი­ან კარ­გად ხე­დავს ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბას. ვხე­დავთ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­სულ დო­კუ­მენ­ტში სრუ­ლე­ბით სხვა რამ არის ჩა­წე­რი­ლი, ეს სხვა რამ ჩა­ი­წე­რა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ არის კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. ეს არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა, რო­მელ­ზეც ში­ნა­არსში შეს­ვლას აზრი არ აქვს, უკვე ნა­თე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი მი­კუთ­ვნე­ბა­დო­ბა ამ დას­კვნის პი­რო­ბებ­ში. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა „ფა­რას“ და ამე­რი­კა­ში მოქ­მედ აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ რე­ესტრს, რო­მე­ლიც ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას გვაძ­ლევს ყვე­ლა იმ ლო­ბის­ტურ თუ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­სა და პრო­ცე­სებ­ზე, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვა­შიც ნა­თე­ლია“, - აღ­ნიშ­ნავს წი­ლო­სა­ნი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფი­სის (OSCE/ODIHR) იუ­რი­დი­ულ ანა­ლიზ­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნი დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებ­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ODIHR-ის ანა­ლი­ზი ასე­ვე ხაზს უს­ვამს მნიშ­ვნე­ლო­ვან სხვა­ო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბულ კა­ნონ­სა და აშშ-სა (FARA) და ავ­სტრა­ლი­ა­ში არ­სე­ბულ კა­ნო­ნებს შო­რის, რო­მე­ლიც ფუნ­და­მენ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მიზ­ნებ­სა და მას­შტა­ბებ­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ნინო წილოსანი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მომზადებულია

ნინო წილოსანი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მომზადებულია

ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში, - ასე აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას მისი საჭიროება დაინახეს, თუმცა ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა ჩანაწერია.

"საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვფიქრობ, რომ ის და მთლიანად ჯგუფი, ვინც იყო ჩამოსული, ძალიან კარგად ხედავს ამ კანონის მიღების აუცილებლობას და საჭიროებას. ვხედავთ, რომ ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ არის ჩაწერილი, ეს სხვა რამ ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის კონკრეტული ინტერესები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელზეც შინაარსში შესვლას აზრი არ აქვს, უკვე ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში. კიდევ ერთხელ მადლობა „ფარას“ და ამერიკაში მოქმედ აგენტების შესახებ რეესტრს, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ყველა იმ ლობისტურ თუ პოლიტიკურად მოტივირებულ ადამიანებსა და პროცესებზე, რომელიც ამ შემთხვევაშიც ნათელია“, - აღნიშნავს წილოსანი.

ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.