საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით გადავფარეთ მთელი ვენახი... ქიმიურ შესაწამლს არ ვიყენებთ, მხოლოდ ბიო პრეპარატებს" - სოფელში გადასახლებული მსახიობების ოჯახი: მაკა ძაგანია ახალ ყოფასა და მეურნეობაზე
"სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით გადავფარეთ მთელი ვენახი... ქიმიურ შესაწამლს არ ვიყენებთ, მხოლოდ ბიო პრეპარატებს" - სოფელში გადასახლებული მსახიობების ოჯახი: მაკა ძაგანია ახალ ყოფასა და მეურნეობაზე

დე­და­ქა­ლა­ქი­დან რე­გი­ონ­ში გა­დას­ვლის სურ­ვი­ლი და იქ ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სი სულ უფრო მეტ ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა. მათ შე­სა­ხებ ჩვენც ხში­რად ვწერთ ხოლ­მე. მსა­ხი­ო­ბე­ბის წყვილ­მა მაკა ძა­გა­ნი­ამ და გიგა ცერ­ცვა­ძე­მაც გა­და­წყვი­ტეს ქა­ლა­ქი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად მარ­ტყო­ფის აგა­რა­კებ­ზე გა­დას­ვლა. რა იყო მათ­თვის ამის მო­ტი­ვა­ცია, რო­გორ გა­არ­თვეს თავი ამ ყვე­ლა­ფერს და რა გეგ­მე­ბი აქვთ მო­მა­ვალ­ში, ამის შე­სა­ხებ მაკა ძა­გა­ნია გვი­ამ­ბობს:

- მი­წას­თან მუ­შა­ო­ბის სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია, სო­ფე­ლიც არ მქო­ნია, რომ ვთქვათ, ბე­ბოს­თან და ბა­ბუ­ას­თან ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. ბე­ბი­ას თბი­ლის­ში კერ­ძო სახ­ლი კი ჰქონ­და, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ მი­წათ­მოქ­მე­დე­ბი და მე­ურ­ნე­ე­ბი არას­დროს ვყო­ფილ­ვართ. ის იყო, რომ ყვა­ვი­ლე­ბი და გარ­კვე­უ­ლი ხე­ხი­ლი ეზო­ში სულ გვქონ­და. მერე ბე­ბი­ამ და ბა­ბუა სუ­რამ­ში აგა­რა­კი აა­შე­ნეს, სა­დაც ზა­ფხულ­ში ჩავ­დი­ო­დი, მაგ­რამ იქაც მწვა­ნი­ლიც არ მოგ­ვიყ­ვა­ნია. უბ­რა­ლოდ ეზო­ში იყო კა­კა­ლი და თხი­ლი. მე­ზო­ბე­ლი მწვა­ნილს რომ მოგ­ვი­კი­თხავ­და, მისი სუნი მომ­წონ­და, მაგ­რამ მწვა­ნი­ლი რო­გორ მოჰ­ყავ­დათ, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და.

- გა­ვი­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი და თქვენ მსა­ხი­ობ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მე­ურ­ნე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­დით. რო­გორ მიხ­ვე­დით აქამ­დე?

- ისე მოხ­და, რომ სუ­რა­მის აგა­რა­კი გა­ი­ყი­და და მი­თხრეს, რომ ეს შენი წი­ლი­აო. მივ­ხვდი, რომ იმ თან­ხით რა­ღაც სა­ნაც­ვლოდ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მე­ყი­და. და­ვი­წყე ძებ­ნა და შე­ვი­ძი­ნე სახ­ლი თა­ვის 600 კვად­რა­ტი მი­წის ნაკ­ვე­თით. ეს არის მარ­ტყო­ფის აგა­რა­კე­ბი. ახ­ლოა ლი­ლოს­თან და გომ­ბორ­თან. აქა­უ­რო­ბა იმი­ტომ ავარ­ჩიე, რომ ქა­ლაქთა­ნაც ახ­ლო­საა, სა­დაც ჩა­მოს­ვლას ხში­რად შევ­ძლებ­დი. სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია, მაგ­რამ იმ­დე­ნად მცი­რე ტე­რი­ტო­რი­აა, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი მე­ო­რეს­თან ვერ და­ვა­კავ­ში­რე, დღემ­დე გარე კიბე მაქვს. ვფიქ­რობ, სა­ი­დან რა მი­ვა­შე­ნო, რომ სახ­ლში კიბე გვქონ­დეს. მოკ­ლედ, სა­ა­გა­რა­კე ად­გი­ლია და ეს შე­ნო­ბაც ამის­თვი­საა კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს აშე­ნე­ბუ­ლი.

- და­სა­ლე­ვი წყა­ლი აქვს მაგ ტე­რი­ტო­რი­ას?

- როცა ვი­ყი­დე, და­სა­ლე­ვი წყლის პრობ­ლე­მა იყო. სულ იმას ამ­ბობ­დნენ, რომ წყა­ლი უნდა გა­მო­იყ­ვა­ნო­ნო. უკვე 15 წე­ლია, ეს ნაკ­ვე­თი მაქვს და ამა­სო­ბა­ში ჭა­ბურ­ღი­ლის წყა­ლი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ეს იყო 2018 წელი, სა­ი­და­ნაც და­ვი­წყეთ აქა­უ­რო­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი მი­ხედ­ვა. დღემ­დე შრო­მა­ში ვართ. პან­დე­მი­ის დროს ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ი­ხუ­რა, ვთქვით, მოდი, აგა­რაკ­ზე წა­ვი­დეთ, იქ ვი­ყოთ რაღა აქ, კორ­პუს­ში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი დავ­რჩეთ-თქო. იმ გა­ზა­ფხულ­ზე ჩი­თი­ლე­ბი ჩავრგეთ, ბოს­ტა­ნი გა­ვა­შე­ნეთ და მივ­ხვდი, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჭკუა მე­კე­ტე­ბა. ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ვხდე­ბო­დი გა­ხა­რე­ბულ ნერ­გებს, ყვა­ვი­ლებს, ახალ ფოთ­ლებს, ნა­ყოფს, ვერ აღ­გი­წერთ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნა და მივ­ხვდი, რომ ეს ფან­ტას­ტი­კუ­რი რე­ლაქ­სია. მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა, მცე­ნა­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მა­წყნა­რებს, მამ­შვი­დებს. ის შეგ­რძნე­ბა, რომ შენს და­თე­სილს იმკი, ეს კი­დევ ცალ­კე რამ არის. ასე­თი აღ­მოჩ­ნდა ჩემი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­თან, რო­მელ­მაც აღ­მაფრ­თო­ვა­ნა.

- და შემ­დეგ ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბის სურ­ვი­ლიც გა­გიჩ­ნდათ, ხომ?

- კი, მერე მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­ვი­წყეთ ფიქ­რი იმა­ზე, რომ ვა­ზის გა­შე­ნე­ბა გვე­ცა­და. ამ კუ­თხით მას უფრო აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა. ამის­თვის ჩვე­ნი­ვე სახ­ლის ქვე­მოთ ნაკ­ვე­თი შე­ვი­ძი­ნეთ, რო­მე­ლიც აჯაგ­ნა­რე­ბუ­ლი იყო, მაყ­ვლის ბუჩ­ქე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში იყო გა­დახ­ლარ­თუ­ლი. იმ ყვე­ლა­ფერს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ იქ ოდეს­მე რა­ღაც შე­იძ­ლე­ბო­და და­თე­სი­ლი­ყო, ან დარ­გუ­ლი­ყო. მოკ­ლედ, გავ­კა­ფეთ, გა­ვა­სუფ­თა­ვეთ, ძი­რი­თა­დად ჩემ­მა მე­უღ­ლემ იაქ­ტი­უ­რა. ტრაქ­ტო­რის მოყ­ვა­ნა და მი­წის გა­დაბ­რუ­ნე­ბა დაგ­ვჭირ­და. იმ­დე­ნი წლის დამ­ჯდა­რი მიწა იყო, რომ სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბო­და. თან მაყ­ვლის იმ ტე­რი­ტო­რი­ას მხო­ლოდ ხე­ლით ვერ გა­ვა­სუფ­თა­ვებ­დით, არც ისე­თი პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ივარ­გებ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ჩა­ახ­შობ­და. დღეს­დღე­ო­ბით გარ­კვე­უ­ლი ბა­ლა­ხი მა­ინც ამო­დის, მაგ­რამ ამ სა­რე­ვე­ლას არ ვებ­რძვით, იმას თა­ვი­სი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი აქვთ. მი­წა­ში რომ ჩავა, ნი­ა­დაგს თა­ვი­სე­ბუ­რად ამ­დიდ­რებს. ასე რომ ვე­ნახ­ში ბევ­რნა­ი­რი სა­რე­ვე­ლა ამო­დის, რომ­ლებ­საც არ ვებ­რძვით. ვე­ნა­ხი 1100 კვად­რატ­ზე გვაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი. არის ბუ­დე­შუ­რი, სა­ფე­რა­ვი, ქისი და ხიხ­ვი. ხიხვზე ამ­ბო­ბენ, რომ ნაკ­ლებ­მო­სავ­ლი­ა­ნი­აო. ვნა­ხოთ. წელს ვე­ლო­დე­ბით პირ­ველ მო­სა­ვალს, ნი­შა­ნი უნდა მოგ­ვცეს.

- ვე­ნახს მოვ­ლა უნდა, სხვა­დას­ხვა ეტა­პე­ბია გა­სავ­ლე­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ თქვენ აკე­თებთ?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე. ის სხლავს, და­ნარ­ჩე­ნი, გა­ფურ­ჩქნა­ში, ნამ­ხრე­ვე­ბის მო­ცი­ლე­ბა­ში, ახ­ვე­ვა­ში მეც ვარ ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი... და­ვა­ყე­ნეთ სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­დე­ე­ბი - მთე­ლი ვე­ნა­ხი გა­დავ­ფა­რეთ სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­დით. ვი­ნა­ი­დან ბიო სერ­ტი­ფი­კა­ტი გვინ­და მო­ვი­პო­ვოთ, ამი­ტომ არა­ნა­ირ ქი­მი­ურ შე­სა­წამლ ნივ­თი­ე­რე­ბას არ ვი­ყე­ნებთ. ამ გა­ზა­ფხულ­ზე ნამ­ხრე­ვის გაც­ლა მო­ვას­წა­რით, ახ­ვე­ვა და სამ­ჯერ შე­წამ­ლა. მა­ნამ­დე მიწა შე­მოდ­გო­მით მოვ­ხა­ნით. მე­უღ­ლეს მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს-მეთ­ქი, რომ ვთქვი, ეს იმის გამო, რომ სო­ფელ­ში მის ოჯახს ჰქონ­და ვე­ნა­ხიც, ქვევ­რე­ბიც...

- ე.ი. ვე­ნახ­ში მსა­ხი­ო­ბიც მუ­შა­ო­ბენ, ხომ?

- დიახ, ასეა. რას ამ­ბობთ, ეს ყო­ფი­ლა ყვე­ლა­ზე მა­გა­რი რა­ღაც - ვარ­ჯი­შიც არის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა. მოკ­ლედ, სა­ოც­რე­ბაა... სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ერთ გრანტს ვერ მი­ვუს­წა­რით, ვა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით არც ერთი გრან­ტი აღარ იყო. სა­ერ­თოდ კი მგო­ნია, რომ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ავირ­ჩი­ეთ, სას­წა­უ­ლია, ასე მგო­ნია... პან­დე­მი­ამ ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ადა­მი­ა­ნი მი­წას უნდა და­უბ­რუნ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ღაც ასე­თი ტენ­დენ­ცი­აა, რომ ვტო­ვებთ ჩვენს მიწა-წყალს და 37-ე სარ­თულ­ზე, სხვა­ნა­ირ ცხოვ­რე­ბას ვი­წყებთ. ეს სა­ხელ­მწი­ფოს უფრო და უფრო და­ა­სუს­ტებს. რაც უფრო ძლი­ე­რია გლე­ხი სო­ფელ­ში, მით უფრო ძლი­ე­რია სა­ხელ­მწი­ფო. მგო­ნია, რომ ყვე­ლა უნდა და­უბ­რუნ­დეს თა­ვის მიწა-წყალს და მივ­ხე­დოთ საქ­მეს, რად­გან ესაა ყვე­ლა­ფე­რი. პან­დე­მი­ი­სას რომ ჩა­ვი­კე­ტეთ, და­ვი­ნა­ხეთ, რომ ჩვე­ნი აღა­რა­ფე­რი გვქონ­და. არა­და, ისე­თი მიწა-წყა­ლი გვაქვს და ისე­თი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია, სხვა ქვეყ­ნი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის იმე­დად არ უნდა ვი­ყოთ. იმ­დე­ნი რა­მის წარ­მო­ე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ჩვენ­გან იქით უნდა მიჰ­ქონ­დეთ.

- მოკ­ლედ, მოგ­წონთ თქვე­ნი ახა­ლი ყოფა.

- ძა­ლი­ან. ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ ყვე­ლა­ფერს. თუ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, შევ­დი­ვარ თუ არა ჩემს ვა­ზებ­ში, ვხვდე­ბი, რო­გორ მეხ­სნე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა. იმ დროს ტვი­ნიც სხვა­ნა­ი­რად ის­ვე­ნებს, ფი­ზი­კუ­რად სხვა­ნა­ი­რად იღ­ლე­ბი, არც და­ძი­ნე­ბა გი­ჭირს. შე­იძ­ლე­ბა ბო­ლომ­დე ვერც გიხ­სნით, ეს რა შეგ­რძნე­ბე­ბია. ეს არის ფან­ტას­ტი­კუ­რი თე­რა­პია თა­ვის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით. რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სა­ვა­ლიც მოგ­ცეს და ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­გიხ­სნას. შე­საძ­ლოა, დიდი ფი­ზი­კუ­რი შრო­მა ორ­გა­ნიზმს აძ­ლი­ე­რებს, მაგ­რამ მი­წას­თან შრო­მა ისეთ ენერ­გი­ას გაძ­ლევს, რომ ამას არ შე­ედ­რე­ბა რო­მე­ლი­მე სპორტდარ­ბაზ­ში ამა თუ იმ ბი­ლიკ­ზე სირ­ბი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად მი­წევს თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა, რად­გან ბავ­შვი სკო­ლა­ში ჩა­მომ­ყავს და სამ­სა­ხუ­რი მეც მაქვს ქა­ლაქ­ში - თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია მაქვს. სა­ღა­მოს ყვე­ლას ერ­თად ერთი სული გვაქვს, უკან რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბით. სა­ნამ და­ღამ­დე­ბა ჩა­მოს­ვლას ვას­წრებთ. დავ­ჯდე­ბი გა­რეთ სიმწვა­ნე­ში და მეს­მის ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი, ფოთ­ლე­ბის შრი­ა­ლი, ჭრი­ჭი­ნე­ბის ხმა და და­ნარ­ჩე­ნი არა­ფე­რი. მარ­თლა ფან­ტას­ტი­კუ­რია.

- გზა გაქვთ?

- მოხ­რე­ში­ლი და და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში მხო­ლოდ მი­წაა დაყ­რი­ლი. 2 კი­ლო­მეტ­რი მი­წევს მან­ქა­ნით ასეთ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი ... უფ­რო­სი გო­გო­ნა 24 წლი­საა და ის უმე­ტე­სად თბი­ლის­შია, თუმ­ცა აქაც ჩა­მო­დის და მა­საც მოს­წონს აქა­უ­რო­ბა. უმ­ცრო­სი ბიჭი 9 წლის არის და ჩვენ­თან ერ­თა­დაა სულ... ასე რომ, ყვე­ლას ვურ­ჩევ ამ კუ­თხით მე­ტად იფიქ­რონ და ნა­ფიქ­რი სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით გადავფარეთ მთელი ვენახი... ქიმიურ შესაწამლს არ ვიყენებთ, მხოლოდ ბიო პრეპარატებს" - სოფელში გადასახლებული მსახიობების ოჯახი: მაკა ძაგანია ახალ ყოფასა და მეურნეობაზე

"სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით გადავფარეთ მთელი ვენახი... ქიმიურ შესაწამლს არ ვიყენებთ, მხოლოდ ბიო პრეპარატებს" - სოფელში გადასახლებული მსახიობების ოჯახი: მაკა ძაგანია ახალ ყოფასა და მეურნეობაზე

დედაქალაქიდან რეგიონში გადასვლის სურვილი და იქ ცხოვრების ინტერესი სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება. მათ შესახებ ჩვენც ხშირად ვწერთ ხოლმე. მსახიობების წყვილმა მაკა ძაგანიამ და გიგა ცერცვაძემაც გადაწყვიტეს ქალაქიდან საცხოვრებლად მარტყოფის აგარაკებზე გადასვლა. რა იყო მათთვის ამის მოტივაცია, როგორ გაართვეს თავი ამ ყველაფერს და რა გეგმები აქვთ მომავალში, ამის შესახებ მაკა ძაგანია გვიამბობს:

- მიწასთან მუშაობის საერთოდ არანაირი გამოცდილება არ მქონია, სოფელიც არ მქონია, რომ ვთქვათ, ბებოსთან და ბაბუასთან ჩავსულიყავი. ბებიას თბილისში კერძო სახლი კი ჰქონდა, სადაც გავიზარდე, მაგრამ მიწათმოქმედები და მეურნეები არასდროს ვყოფილვართ. ის იყო, რომ ყვავილები და გარკვეული ხეხილი ეზოში სულ გვქონდა. მერე ბებიამ და ბაბუა სურამში აგარაკი ააშენეს, სადაც ზაფხულში ჩავდიოდი, მაგრამ იქაც მწვანილიც არ მოგვიყვანია. უბრალოდ ეზოში იყო კაკალი და თხილი. მეზობელი მწვანილს რომ მოგვიკითხავდა, მისი სუნი მომწონდა, მაგრამ მწვანილი როგორ მოჰყავდათ, წარმოდგენა არ მქონდა.

- გავიდა გარკვეული პერიოდი და თქვენ მსახიობ მეუღლესთან ერთად მეურნეობით დაინტერესდით. როგორ მიხვედით აქამდე?

- ისე მოხდა, რომ სურამის აგარაკი გაიყიდა და მითხრეს, რომ ეს შენი წილიაო. მივხვდი, რომ იმ თანხით რაღაც სანაცვლოდ აუცილებლად უნდა მეყიდა. დავიწყე ძებნა და შევიძინე სახლი თავის 600 კვადრატი მიწის ნაკვეთით. ეს არის მარტყოფის აგარაკები. ახლოა ლილოსთან და გომბორთან. აქაურობა იმიტომ ავარჩიე, რომ ქალაქთანაც ახლოსაა, სადაც ჩამოსვლას ხშირად შევძლებდი. სამსართულიანი სახლია, მაგრამ იმდენად მცირე ტერიტორიაა, პირველი სართული მეორესთან ვერ დავაკავშირე, დღემდე გარე კიბე მაქვს. ვფიქრობ, საიდან რა მივაშენო, რომ სახლში კიბე გვქონდეს. მოკლედ, სააგარაკე ადგილია და ეს შენობაც ამისთვისაა კომუნისტების დროს აშენებული.

- დასალევი წყალი აქვს მაგ ტერიტორიას?

- როცა ვიყიდე, დასალევი წყლის პრობლემა იყო. სულ იმას ამბობდნენ, რომ წყალი უნდა გამოიყვანონო. უკვე 15 წელია, ეს ნაკვეთი მაქვს და ამასობაში ჭაბურღილის წყალი გამოვიყვანეთ. ეს იყო 2018 წელი, საიდანაც დავიწყეთ აქაურობის სისტემატური მიხედვა. დღემდე შრომაში ვართ. პანდემიის დროს ყველაფერი რომ დაიხურა, ვთქვით, მოდი, აგარაკზე წავიდეთ, იქ ვიყოთ რაღა აქ, კორპუსში გამოკეტილები დავრჩეთ-თქო. იმ გაზაფხულზე ჩითილები ჩავრგეთ, ბოსტანი გავაშენეთ და მივხვდი, რომ ამ ყველაფერზე ჭკუა მეკეტება. ისეთი აღფრთოვანებით ვხდებოდი გახარებულ ნერგებს, ყვავილებს, ახალ ფოთლებს, ნაყოფს, ვერ აღგიწერთ. ამ ყველაფერმა სერიოზული ეფექტი მოახდინა და მივხვდი, რომ ეს ფანტასტიკური რელაქსია. მიწასთან მუშაობა, მცენარეებთან ურთიერთობა ფსიქოლოგიურად მაწყნარებს, მამშვიდებს. ის შეგრძნება, რომ შენს დათესილს იმკი, ეს კიდევ ცალკე რამ არის. ასეთი აღმოჩნდა ჩემი პირველი შეხება ამ ყველაფერთან, რომელმაც აღმაფრთოვანა.

- და შემდეგ ვენახის გაშენების სურვილიც გაგიჩნდათ, ხომ?

- კი, მერე მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ვაზის გაშენება გვეცადა. ამ კუთხით მას უფრო აქვს გამოცდილება. ამისთვის ჩვენივე სახლის ქვემოთ ნაკვეთი შევიძინეთ, რომელიც აჯაგნარებული იყო, მაყვლის ბუჩქები ერთმანეთში იყო გადახლართული. იმ ყველაფერს რომ ვუყურებდი, ვერ წარმომედგინა, რომ იქ ოდესმე რაღაც შეიძლებოდა დათესილიყო, ან დარგულიყო. მოკლედ, გავკაფეთ, გავასუფთავეთ, ძირითადად ჩემმა მეუღლემ იაქტიურა. ტრაქტორის მოყვანა და მიწის გადაბრუნება დაგვჭირდა. იმდენი წლის დამჯდარი მიწა იყო, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა. თან მაყვლის იმ ტერიტორიას მხოლოდ ხელით ვერ გავასუფთავებდით, არც ისეთი პრეპარატის გამოყენება ივარგებდა, რომელიც ყველაფერს ჩაახშობდა. დღესდღეობით გარკვეული ბალახი მაინც ამოდის, მაგრამ ამ სარეველას არ ვებრძვით, იმას თავისი დადებითი თვისებები აქვთ. მიწაში რომ ჩავა, ნიადაგს თავისებურად ამდიდრებს. ასე რომ ვენახში ბევრნაირი სარეველა ამოდის, რომლებსაც არ ვებრძვით. ვენახი 1100 კვადრატზე გვაქვს გაშენებული. არის ბუდეშური, საფერავი, ქისი და ხიხვი. ხიხვზე ამბობენ, რომ ნაკლებმოსავლიანიაო. ვნახოთ. წელს ველოდებით პირველ მოსავალს, ნიშანი უნდა მოგვცეს.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@maka.dzagania/video/7366277979590233360" data-video-id="7366277979590233360" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@maka.dzagania" href="https://www.tiktok.com/@maka.dzagania?refer=embed">@maka.dzagania</a> <p>პირველი ნიშანი მოგვცა❤️ იმედი მაქვს ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და პირველ მოსავალსაც ავიღებთ🙏❤️</p> <a target="_blank" title="♬ original sound - ☆" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7363615747878193921?refer=embed">♬ original sound - ☆</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

- ვენახს მოვლა უნდა, სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი. ამ ყველაფერს მხოლოდ თქვენ აკეთებთ?

- მე და ჩემი მეუღლე. ის სხლავს, დანარჩენი, გაფურჩქნაში, ნამხრევების მოცილებაში, ახვევაში მეც ვარ ბოლომდე ჩართული... დავაყენეთ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები - მთელი ვენახი გადავფარეთ სეტყვის საწინააღმდეგო ბადით. ვინაიდან ბიო სერტიფიკატი გვინდა მოვიპოვოთ, ამიტომ არანაირ ქიმიურ შესაწამლ ნივთიერებას არ ვიყენებთ. ამ გაზაფხულზე ნამხრევის გაცლა მოვასწარით, ახვევა და სამჯერ შეწამლა. მანამდე მიწა შემოდგომით მოვხანით. მეუღლეს მეტი გამოცდილება აქვს-მეთქი, რომ ვთქვი, ეს იმის გამო, რომ სოფელში მის ოჯახს ჰქონდა ვენახიც, ქვევრებიც...

- ე.ი. ვენახში მსახიობიც მუშაობენ, ხომ?

- დიახ, ასეა. რას ამბობთ, ეს ყოფილა ყველაზე მაგარი რაღაც - ვარჯიშიც არის, ფსიქოლოგიურადაც მაგარი შეგრძნებაა. მოკლედ, საოცრებაა... სამწუხაროდ, ვერც ერთ გრანტს ვერ მივუსწარით, ვაზის მიმართულებით არც ერთი გრანტი აღარ იყო. საერთოდ კი მგონია, რომ სწორი მიმართულება ავირჩიეთ, სასწაულია, ასე მგონია... პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანი მიწას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოში რაღაც ასეთი ტენდენციაა, რომ ვტოვებთ ჩვენს მიწა-წყალს და 37-ე სართულზე, სხვანაირ ცხოვრებას ვიწყებთ. ეს სახელმწიფოს უფრო და უფრო დაასუსტებს. რაც უფრო ძლიერია გლეხი სოფელში, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო. მგონია, რომ ყველა უნდა დაუბრუნდეს თავის მიწა-წყალს და მივხედოთ საქმეს, რადგან ესაა ყველაფერი. პანდემიისას რომ ჩავიკეტეთ, დავინახეთ, რომ ჩვენი აღარაფერი გვქონდა. არადა, ისეთი მიწა-წყალი გვაქვს და ისეთი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია, სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტების იმედად არ უნდა ვიყოთ. იმდენი რამის წარმოებაა შესაძლებელი, ჩვენგან იქით უნდა მიჰქონდეთ.

- მოკლედ, მოგწონთ თქვენი ახალი ყოფა.

- ძალიან. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, შევდივარ თუ არა ჩემს ვაზებში, ვხვდები, როგორ მეხსნება დაძაბულობა. იმ დროს ტვინიც სხვანაირად ისვენებს, ფიზიკურად სხვანაირად იღლები, არც დაძინება გიჭირს. შეიძლება ბოლომდე ვერც გიხსნით, ეს რა შეგრძნებებია. ეს არის ფანტასტიკური თერაპია თავის სასარგებლო თვისებებით. რომელმაც შეიძლება შემოსავალიც მოგცეს და ახალი პერსპექტივები გაგიხსნას. შესაძლოა, დიდი ფიზიკური შრომა ორგანიზმს აძლიერებს, მაგრამ მიწასთან შრომა ისეთ ენერგიას გაძლევს, რომ ამას არ შეედრება რომელიმე სპორტდარბაზში ამა თუ იმ ბილიკზე სირბილი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მიწევს თბილისში ჩამოსვლა, რადგან ბავშვი სკოლაში ჩამომყავს და სამსახური მეც მაქვს ქალაქში - თეატრალური სტუდია მაქვს. საღამოს ყველას ერთად ერთი სული გვაქვს, უკან როდის დავბრუნდებით. სანამ დაღამდება ჩამოსვლას ვასწრებთ. დავჯდები გარეთ სიმწვანეში და მესმის ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი, ჭრიჭინების ხმა და დანარჩენი არაფერი. მართლა ფანტასტიკურია.

- გზა გაქვთ?

- მოხრეშილი და დანარჩენ ნაწილში მხოლოდ მიწაა დაყრილი. 2 კილომეტრი მიწევს მანქანით ასეთ გზაზე სიარული ... უფროსი გოგონა 24 წლისაა და ის უმეტესად თბილისშია, თუმცა აქაც ჩამოდის და მასაც მოსწონს აქაურობა. უმცროსი ბიჭი 9 წლის არის და ჩვენთან ერთადაა სულ... ასე რომ, ყველას ვურჩევ ამ კუთხით მეტად იფიქრონ და ნაფიქრი სისრულეში მოიყვანონ.