პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი რომ მეყოლა, ერთ წელში დავიღალე, დავბერდი... მის ბაღში წასვლას ველოდებოდი, იქნებ დავისვენო-თქო" - ნინა სუბლატი დეპრესიასა და განქორწინებაზე
"ბავშვი რომ მეყოლა, ერთ წელში დავიღალე, დავბერდი... მის ბაღში წასვლას ველოდებოდი, იქნებ დავისვენო-თქო" - ნინა სუბლატი დეპრესიასა და განქორწინებაზე

ნინა სუბ­ლა­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში პოსტ სამ­შო­ბი­ა­რო დეპ­რე­სი­ის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა. მომ­ღერ­ლის თქმით, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და მძი­მე დეპ­რე­სი­ას და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში სა­კუ­თა­რი თავი და­ეხ­მა­რა.

ნინა სუბ­ლატ­სა და გი­ორ­გი შა­მა­ნა­ურს პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვაჟი, 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­ე­ძი­ნათ. წყვი­ლი 2013 წლი­დან იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი. თუმ­ცა რო­გორც ნინა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ახლა და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დეპ­რე­სი­ა­ში ყოფ­ნას არ აბ­რა­ლებს, მისი თქმით, რო­დე­საც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა დაძ­ლია და გა­მო­ნათ­და, მა­შინ გან­ქორ­წინ­და.

- ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, ბავ­შვი იზ­რდე­ბა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა მისი ცხოვ­რე­ბაც, უსაყ­ვარ­ლე­სია, მეც, სხვა­ნა­ი­რად და­ვი­წყე სამ­ყა­როს აღ­ქმა, მისი თვა­ლე­ბიც, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლია. ძა­ლი­ან კარგ დროს ვა­ტა­რებთ ერ­თად. მთე­ლი დღე ერ­თად ვართ. არ მქონ­და და­გეგ­მი­ლი ძიძა მყო­ლო­და.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის ამერ­ჩია ისე­თი დრო შვი­ლის გა­სა­ჩე­ნად, რა დრო­საც მე ვიქ­ნე­ბო­დი თა­ვი­სუ­ფა­ლი და არ მექ­ნე­ბო­და იმის შეგ­რძნე­ბა, რომ რა­ღა­ცას გა­მო­ვაკ­ლდი და ვერ ვა­კე­თებ. 4 წლის ხდე­ბა, ისევ არ მყავს ძიძა, მე ვზრდი და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვა­ტა­რებთ დროს.

რა­ღაც მხრივ კა­რი­ე­რას­თან და­მა­შო­რა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უსა­ზღვრო ენერ­გია მაქვს, მაგ­რამ ბავ­შვი რომ მე­ყო­ლა, ერთ წელ­ში მივ­ხვდი, რომ და­ვი­ღა­ლე, დავ­ბერ­დი, ისე და­ვი­ღა­ლე, აღარ შე­მეძ­ლო. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი მო­მენ­ტი იყო ჩემ­თვის, რომ ბაღს ვე­ლო­დე­ბო­დი დიდი ხანი, იქ­ნებ და­ვის­ვე­ნო.

დავ­გეგ­მე, ბაღ­ში რომ მი­ვი­დო­და, ამო­ვი­დო­დი სახ­ლში და მუ­სი­კას გა­ვა­კე­თებ­დი. პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვე და­ახ­ლო­ე­ბით ბავ­შვს რომ ბაღ­ში ვტო­ვებ­დი, სახ­ლში ამოვ­დი­ო­დი და უბ­რა­ლოდ ვი­ჯე­ქი. ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი, შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ამ­დე­ნი გა­მო­უ­ძი­ნებ­ლო­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბი, სტრე­სი, მა­ინც თა­ვი­სას შვრე­ბა. თან ამას და­ერ­თო დეპ­რე­სია. მე ვფიქ­რობ, ეს იყო პოსტსამ­შო­ბი­ა­რო დეპ­რე­სია. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რო­ბენ ამა­ზე.

ვინც ორ­სუ­ლად არის ან შვი­ლის ყო­ლას გეგ­მავს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოს ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია. დეპ­რე­სია გაქვს იმი­ტომ რომ ეს არის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი სი­ნამ­დვი­ლე­ში. არ ვიცი, პრო­ცენ­ტუ­ლად რამ­დენს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს ეს, მაგ­რამ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად რომ იცი, რომ ამის გამო გაქვს, შე­იძ­ლე­ბა ეს ცოდ­ნა არ და­გეხ­მა­როს.

და­ახ­ლო­ე­ბით ორ წლამ­დე გაგ­რძელ­და ეს ეტა­პი. ყვე­ლა­ზე მძი­მედ რაც მახ­სოვს, უე­ნერ­გი­ო­ბა და რაც ამას მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. იყო ნე­გა­ტი­უ­რი ხმა, რო­მე­ლიც არა­სო­დეს არ ჩერ­დე­ბო­და. ალ­ბათ ეს იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე. ამ ნე­გა­ტი­ურ ხმას მოჰ­ყვე­ბა დის­ბა­ლან­სი ყვე­ლა­ფერ­ში, ცხოვ­რე­ბა­ში რა­საც აკე­თებ, საქ­მე­ში, იმ როლ­ში რა­საც აკე­თებ. თან ორი წელი არ არის ცოტა დრო იმის­თვის, რომ დეპ­რე­სი­ა­ში იყო.

ახლა გა­მო­ვე­დი, მაგ­რამ არ მჯე­რო­და, რომ გა­მო­ვი­დო­დი. არ მე­გო­ნა... ჩემი პი­რა­დი პერ­სპექ­ტი­ვა და გა­მოც­დი­ლე­ბა ასე­თია, რომ რო­დე­საც ასე მძი­მედ ხარ, ქვეც­ნო­ბი­ე­რად თუ ცნო­ბი­ე­რად ელო­დე­ბი რომ ვი­ღაც ან რა­ღაც და­გეხ­მა­რე­ბა, ვი­ღაც მოვა... შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი გაგ­რძელ­დეს ეს მო­ლო­დი­ნის რე­ჟი­მი. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან მარ­ტო ვარ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, არა­ფე­რი იქ­ნე­ბა რაც აქე­დან გა­მო­მიყ­ვანს, გარ­და ჩემი თა­ვი­სა. ვარ სრუ­ლი­ად მარ­ტო ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში და ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე. ალ­ბათ ეს ფიქ­რე­ბი იყო, რომ ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. იმის მი­უ­ხე­და­ვად რომ ძა­ლი­ან მძი­მედ ვი­ყა­ვი, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ჩა­ი­ძი­რე­ბი და ელო­დე­ბი ფსკერ­ზე ჩახ­ვალ. არა­სო­დეს მო­ვი­და ეს ფსკე­რი, მა­გას მივ­ხვდი და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ მოდი, მე ვიქ­ნე­ბი ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემს თავს ამო­იყ­ვანს და გა­მო­მი­ვი­და.

ოჯა­ხი ამ მი­ზე­ზით არ დამნგრე­ვია. რო­დე­საც გა­მო­ვე­დი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და გა­მოვ­ნათ­დი, მერე მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ავტორი:

"ბავშვი რომ მეყოლა, ერთ წელში დავიღალე, დავბერდი... მის ბაღში წასვლას ველოდებოდი, იქნებ დავისვენო-თქო" - ნინა სუბლატი დეპრესიასა და განქორწინებაზე

"ბავშვი რომ მეყოლა, ერთ წელში დავიღალე, დავბერდი... მის ბაღში წასვლას ველოდებოდი, იქნებ დავისვენო-თქო" - ნინა სუბლატი დეპრესიასა და განქორწინებაზე

ნინა სუბლატი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში პოსტ სამშობიარო დეპრესიის შესახებ ჰყვება. მომღერლის თქმით, ორი წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დეპრესიას და მდგომარეობიდან გამოსვლაში საკუთარი თავი დაეხმარა.

ნინა სუბლატსა და გიორგი შამანაურს პირველი შვილი, ვაჟი, 2020 წლის აგვისტოში შეეძინათ. წყვილი 2013 წლიდან იყვნენ დაქორწინებულები. თუმცა როგორც ნინა ინტერვიუში ამბობს, ახლა დაშორებულები არიან. გადაწყვეტილებას დეპრესიაში ყოფნას არ აბრალებს, მისი თქმით, როდესაც მძიმე მდგომარეობა დაძლია და გამონათდა, მაშინ განქორწინდა.

- ძალიან კარგად ვარ, ბავშვი იზრდება, ძალიან საინტერესო ხდება მისი ცხოვრებაც, უსაყვარლესია, მეც, სხვანაირად დავიწყე სამყაროს აღქმა, მისი თვალებიც, რაც ძალიან საინტერესოა და ჩემთვისაც მოულოდნელია. ძალიან კარგ დროს ვატარებთ ერთად. მთელი დღე ერთად ვართ. არ მქონდა დაგეგმილი ძიძა მყოლოდა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამერჩია ისეთი დრო შვილის გასაჩენად, რა დროსაც მე ვიქნებოდი თავისუფალი და არ მექნებოდა იმის შეგრძნება, რომ რაღაცას გამოვაკლდი და ვერ ვაკეთებ. 4 წლის ხდება, ისევ არ მყავს ძიძა, მე ვზრდი და შესანიშნავად ვატარებთ დროს.

რაღაც მხრივ კარიერასთან დამაშორა, იმის მიუხედავად, რომ უსაზღვრო ენერგია მაქვს, მაგრამ ბავშვი რომ მეყოლა, ერთ წელში მივხვდი, რომ დავიღალე, დავბერდი, ისე დავიღალე, აღარ შემეძლო. ყველაზე უცნაური მომენტი იყო ჩემთვის, რომ ბაღს ველოდებოდი დიდი ხანი, იქნებ დავისვენო.

დავგეგმე, ბაღში რომ მივიდოდა, ამოვიდოდი სახლში და მუსიკას გავაკეთებდი. პირველი ექვსი თვე დაახლოებით ბავშვს რომ ბაღში ვტოვებდი, სახლში ამოვდიოდი და უბრალოდ ვიჯექი. ვერაფერს ვაკეთებდი, შოკური მდგომარეობაა. ამდენი გამოუძინებლობა, სიახლეები, სტრესი, მაინც თავისას შვრება. თან ამას დაერთო დეპრესია. მე ვფიქრობ, ეს იყო პოსტსამშობიარო დეპრესია. ძალიან იშვიათად საუბრობენ ამაზე.

ვინც ორსულად არის ან შვილის ყოლას გეგმავს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ამაზე ინფორმაცია. დეპრესია გაქვს იმიტომ რომ ეს არის ძალიან ბუნებრივი სინამდვილეში. არ ვიცი, პროცენტულად რამდენს შეიძლება დაემართოს ეს, მაგრამ გაცნობიერებულად რომ იცი, რომ ამის გამო გაქვს, შეიძლება ეს ცოდნა არ დაგეხმაროს.

დაახლოებით ორ წლამდე გაგრძელდა ეს ეტაპი. ყველაზე მძიმედ რაც მახსოვს, უენერგიობა და რაც ამას მოჰყვება ხოლმე. იყო ნეგატიური ხმა, რომელიც არასოდეს არ ჩერდებოდა. ალბათ ეს იყო ყველაზე მძიმე. ამ ნეგატიურ ხმას მოჰყვება დისბალანსი ყველაფერში, ცხოვრებაში რასაც აკეთებ, საქმეში, იმ როლში რასაც აკეთებ. თან ორი წელი არ არის ცოტა დრო იმისთვის, რომ დეპრესიაში იყო.

ახლა გამოვედი, მაგრამ არ მჯეროდა, რომ გამოვიდოდი. არ მეგონა... ჩემი პირადი პერსპექტივა და გამოცდილება ასეთია, რომ როდესაც ასე მძიმედ ხარ, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ელოდები რომ ვიღაც ან რაღაც დაგეხმარება, ვიღაც მოვა... შეიძლება წლები გაგრძელდეს ეს მოლოდინის რეჟიმი. წელიწადნახევრის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მარტო ვარ ამ სიტუაციაში, არაფერი იქნება რაც აქედან გამომიყვანს, გარდა ჩემი თავისა. ვარ სრულიად მარტო ამ მოცემულობაში და ერთადერთი პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. ალბათ ეს ფიქრები იყო, რომ ძალიან დამეხმარა. იმის მიუხედავად რომ ძალიან მძიმედ ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩაიძირები და ელოდები ფსკერზე ჩახვალ. არასოდეს მოვიდა ეს ფსკერი, მაგას მივხვდი და გავაანალიზე, რომ მოდი, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ჩემს თავს ამოიყვანს და გამომივიდა.

ოჯახი ამ მიზეზით არ დამნგრევია. როდესაც გამოვედი ამ მდგომარეობიდან და გამოვნათდი, მერე მივიღე ეს გადაწყვეტილება.