საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. აგენტების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგში გასაჩივრდება - რას აცხადებს ხელისუფლება?
ე.წ. აგენტების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგში გასაჩივრდება - რას აცხადებს ხელისუფლება?

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­და­ვო მუხ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა­ვენ.

  • რა ით­ქვა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე?

რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, პა­რა­ლე­ლუ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩივ­რის წარ­სად­გე­ნად.

“ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვაგ­რძე­ლებთ სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ ვა­ცხა­დებთ, რომ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წე­სე­ბით არ ვი­ცხოვ­რებთ და გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზმს მისი მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ფერ­ხებ­ლად კა­ნო­ნის უპი­რო­ბო გა­უქ­მე­ბამ­დე.

ამის­თვის ვამ­ზა­დებთ სარ­ჩელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში წარ­სად­გე­ნად და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მივ­მარ­თავთ მას. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია იმოქ­მე­დოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით და შე­ა­ჩე­როს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა. თუმ­ცა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს არ მი­ვიჩ­ნევთ ბრძო­ლის ერ­თა­დერთ გზად, ჩვე­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გაგ­რძელ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში. თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო არ იმოქ­მე­დებს დრო­უ­ლად და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ებ­ში, ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ და­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­მარ­თლებ­რივ გზას, პა­რა­ლე­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩივ­რის წარ­სად­გე­ნად, რო­მელ­საც მივ­მარ­თავთ შე­სა­ბა­მის დროს.

ყვე­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და მე­დი­ას, რო­მელ­საც ეს კა­ნო­ნი ეხე­ბა, შე­უძ­ლია ამ ბრძო­ლის მო­ნა­წი­ლე გახ­დეს და შე­მოგ­ვი­ერ­თდეს. ჩვენ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ. "არა რუ­სულ კა­ნონს, კი ევ­რო­პას!", - აცხა­დე­ბენ მე­სა­მე სექ­ტორ­ში.

ამას­თა­ნა­ვე , მე­სა­მე სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მათი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლის დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი.

"ახლა, რისი თქმაც შეგ­ვიძ­ლია, არის ის, რომ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა მე­ქა­ნიზმს, რო­მე­ლიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს აძ­ლევს სრულ უფ­ლე­ბას, შე­ა­ჩე­როს ის პრობ­ლე­მუ­რი მუხ­ლე­ბი, სა­ნამ კა­ნო­ნი სა­ბო­ლო­ოდ გა­უქ­მდე­ბა, რათა არ და­ზი­ან­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ხალ­ხი და ქვე­ყა­ნა.

“სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა და დრო იმის­თვის, რომ ეს გა­ა­კე­თოს. თუ ის არ შე­ა­ჩე­რებს შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბას, ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­ვის გზას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­საც აქვს შე­სა­ბა­მი­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მელ­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმ დროს, როცა იქ­ნე­ბა ეს სა­ჭი­რო", - გან­მარ­ტეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

  • რას აცხა­დე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?

"ვურ­ჩევ­დი, რომ და­ფიქ­რდნენ, სად არის არ­გუ­მენ­ტე­ბი - ეს არ­გუ­მენ­ტე­ბი არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხა­რეს - ჩვენ მზად ვართ გნე­ბავთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში წა­ი­ღონ საქ­მე, გნე­ბავთ სხვა მა­ღა­ლი გან­სჯა­დო­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის ფარ­გლებს მიღ­მა უწყე­ბებ­ში, ჩვენს მხა­რე­საა სი­მარ­თლე და არ­გუ­მენ­ტე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის შე­სა­ხებ სა­მო­მავ­ლოდ ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩივ­რის შე­ტა­ნა­ზე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მას ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­უს­ვეს კი­თხვა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონს ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ, ხოლო ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, გა­ი­ზი­ა­რე­ბენ თუ არა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ჩე­რე­ბა არის თვი­სებ­რი­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კი­თხის სა­მარ­თლებ­რი­ვად გან­ხილ­ვამ­დე და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ არ მო­ექ­ცე­ვა.

"ვიდ­რე ჩვენ და­ვა­ი­ნი­ცი­ი­რებ­დით ამ კა­ნონპ­რო­ექტს, შე­ვის­წავ­ლეთ სტრას­ბურ­გის პრაქ­ტი­კა და მას­თან თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არის შე­სა­ტყვი­სო­ბა­ში ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სულ და უნ­გრე­თის კა­ნო­ნებს, მათ შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი სხვა იყო და ჩვენ ამ პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ვა­ი­ნი­ცი­ი­რეთ ჩვე­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტი“, - თქვა კო­ბა­ხი­ძემ.

კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლო შე­ჩე­რე­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას, მან გა­იხ­სე­ნა "რუს­თა­ვი 2-ის" საქ­მე, რო­დე­საც ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ი­ყე­ნა და თავ­და­პირ­ვე­ლად დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა შე­ჩე­რე­ბას, ეს არის თვი­სებ­რი­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვიდ­რე მოხ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვად სა­კი­თხის გან­ხილ­ვა. თქვენ გახ­სოვთ, ზე­წო­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, თა­ვის დრო­ზე, "რუს­თა­ვი 2-თან" მი­მარ­თე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ, თუმ­ცა თა­ვად­ვე სიღ­რმი­სე­უ­ლი გან­ხილ­ვის შემ­დეგ და­ად­გი­ნა, რომ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. კერ­ძოდ, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ „რუს­თა­ვი 2-ის" საქ­მე­ზე ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­თლი­ა­ნი“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ „ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ არ მო­ექ­ცე­ვა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო“ და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი წა­რი­მარ­თე­ბა ისე, „რაც არის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ში. მე არ მგო­ნია, ასე­თი რამ მოხ­დეს, გა­მომ­დი­ნა­რე იმ მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც მი­ი­ღო „რუს­თა­ვი 2-ის" საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ე.წ. აგენტების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგში გასაჩივრდება - რას აცხადებს ხელისუფლება?

ე.წ. აგენტების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგში გასაჩივრდება - რას აცხადებს ხელისუფლება?

ცნობილი ხდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

  • რა ითქვა პრესკონფერენციაზე?

როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად.

“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.

ამისთვის ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად, ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება იმ შემთხვევაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ დავის ალტერნატიულ სამართლებრივ გზას, პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს.

ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას, რომელსაც ეს კანონი ეხება, შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას!", - აცხადებენ მესამე სექტორში.

ამასთანავე , მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, მათი საკონსტიტუციო სარჩელის დეტალები მოგვიანებით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

"ახლა, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს სრულ უფლებას, შეაჩეროს ის პრობლემური მუხლები, სანამ კანონი საბოლოოდ გაუქმდება, რათა არ დაზიანდეს სამოქალაქო საზოგადოება, ხალხი და ქვეყანა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სრული უფლება და დრო იმისთვის, რომ ეს გააკეთოს. თუ ის არ შეაჩერებს შესაბამისი ნორმების მოქმედებას, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული დავის გზას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც აქვს შესაბამისი მექანიზმები, რომელსაც გამოვიყენებთ იმ დროს, როცა იქნება ეს საჭირო", - განმარტეს პრესკონფერენციაზე.

  • რას აცხადებენ ხელისუფლებაში?

"ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ, სად არის არგუმენტები - ეს არგუმენტები არის "ქართული ოცნების“ მხარეს - ჩვენ მზად ვართ გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღონ საქმე, გნებავთ სხვა მაღალი განსჯადობის მქონე ქვეყნის ფარგლებს მიღმა უწყებებში, ჩვენს მხარესაა სიმართლე და არგუმენტები", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ე.წ. აგენტების კანონის შესახებ სამომავლოდ ევროსასამართლოში საჩივრის შეტანაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა.

მას ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის კანონს ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო ევროპული სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, გაიზიარებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას?

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შეჩერება არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება საკითხის სამართლებრივად განხილვამდე და იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა.

"ვიდრე ჩვენ დავაინიციირებდით ამ კანონპროექტს, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და მასთან თავიდან ბოლომდე არის შესატყვისობაში ის კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება რუსულ და უნგრეთის კანონებს, მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სხვა იყო და ჩვენ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით დავაინიციირეთ ჩვენი კანონპროექტი“, - თქვა კობახიძემ.

კანონის მოქმედების შესაძლო შეჩერების საკითხზე საუბრისას, მან გაიხსენა "რუსთავი 2-ის" საქმე, როდესაც ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების მექანიზმი გამოიყენა და თავდაპირველად დროებით შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

"რაც შეეხება შეჩერებას, ეს არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მოხდება სამართლებრივად საკითხის განხილვა. თქვენ გახსოვთ, ზეწოლის საფუძველზე, თავის დროზე, "რუსთავი 2-თან" მიმართებით პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ, თუმცა თავადვე სიღრმისეული განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ, სინამდვილეში, საერთოდ არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2-ის" საქმეზე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ „ასეთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა სტრასბურგის სასამართლო“ და შესაბამისად, ყველაფერი წარიმართება ისე, „რაც არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში. მე არ მგონია, ასეთი რამ მოხდეს, გამომდინარე იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც მიიღო „რუსთავი 2-ის" საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ“.