პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რისიც გვეშინოდა, ის მოხდა... ტვინის ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის უფუნქციოდ ყოფნა" - როგორია ახლა ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა?
"რისიც გვეშინოდა, ის მოხდა... ტვინის ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის უფუნქციოდ ყოფნა" - როგორია ახლა ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა?

გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს, დე­კემ­ბერ­ში, მსა­ხი­ობ ზურა ბე­რი­კაშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - ინ­ფარ­ქტის შე­დე­გად მას გული გა­უ­ჩერ­და. ამან ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში.

მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მისი ოჯა­ხის წევ­რი, მსა­ხი­ო­ბი ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა:

- ზუ­რას მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტის­მე­ტად მძი­მეა. რი­სიც გვე­ში­ნო­და, ის მოხ­და. ტვი­ნის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ტვი­ნის უფუნ­ქცი­ოდ ყოფ­ნა - სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლუ­რად ეს მდგო­მა­რე­ო­ბაა. ეს არც ვი­ცით, რე­ა­ლუ­რად რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. არა­ნა­ი­რი და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაც არ არის, ღმერ­თზე ვართ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მინ­დო­ბი­ლი.

- ისევ გერ­მა­ნი­ა­შია?

- კარ­გა ხა­ნია აქ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ამ ეტაპ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­შია, მაგ­რამ ალ­ბათ მოგ­ვი­წევს სახ­ლში გად­მოყ­ვა­ნა... კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­და, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არა­ფერ­ზე არ აქვს, მცი­რე ში­ნა­გა­ნი რეფ­ლექ­სე­ბის გარ­და.

P.S. მსა­ხი­ობს მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რისიც გვეშინოდა, ის მოხდა... ტვინის ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის უფუნქციოდ ყოფნა" - როგორია ახლა ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა?

"რისიც გვეშინოდა, ის მოხდა... ტვინის ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის უფუნქციოდ ყოფნა" - როგორია ახლა ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა?

გასული წლის მიწურულს, დეკემბერში, მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - ინფარქტის შედეგად მას გული გაუჩერდა. ამან ტვინის დაზიანება გამოიწვია. პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სერიოზული მკურნალობის კურსს გადიოდა ჯერ საქართველოში და შემდეგ გერმანიაში.

მსახიობის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მისი ოჯახის წევრი, მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი გვესაუბრა:

- ზურას მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. რისიც გვეშინოდა, ის მოხდა. ტვინის ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის უფუნქციოდ ყოფნა - სამწუხაროდ, რეალურად ეს მდგომარეობაა. ეს არც ვიცით, რეალურად რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. არანაირი დადებითი დინამიკაც არ არის, ღმერთზე ვართ თავიდან ბოლომდე მინდობილი.

- ისევ გერმანიაშია?

- კარგა ხანია აქ ჩამოვიყვანეთ, ამ ეტაპზე ჯერჯერობით კლინიკაშია, მაგრამ ალბათ მოგვიწევს სახლში გადმოყვანა... კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა, მაგრამ არანაირი რეაქცია არაფერზე არ აქვს, მცირე შინაგანი რეფლექსების გარდა.

P.S. მსახიობს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.