მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სქემის მიხედვით ყველაფერი ნათელია, ჩამოიყვანენ ჩინელ ინჟინრებს, მუშებს..." - აჟიოტაჟი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: როგორია მთავრობის და ოპოზიციის მოსაზრებები
"სქემის მიხედვით ყველაფერი ნათელია, ჩამოიყვანენ ჩინელ ინჟინრებს, მუშებს..." - აჟიოტაჟი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: როგორია მთავრობის და ოპოზიციის მოსაზრებები

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე ჩი­ნურ-სინ­გა­პუ­რუ­ლი კონ­სორ­ცი­უ­მი, ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­ნა­ცხა­დი­სა და შეს­წავ­ლის ეტაპ­ზე, სან­ქცი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სი­ა­ში არ ირი­ცხე­ბა.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ჩი­ნურ-სინ­გა­პუ­რუ­ლი კონ­სორ­ცი­უ­მის მი­მართ არც სა­ერ­თა­შო­რი­სო და არც აშშ-ს სან­ქცი­ე­ბი არ ვრცელ­დე­ბა.

“გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში და ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე ჩი­ნურ-სინ­გა­პუ­რულ სა­ხელ­მწი­ფო კონ­სორ­ცი­უმ­თან და­კავ­ში­რე­ბით. უპირ­ვე­ლე­სად, გვსურს გან­ვმარ­ტოთ, რომ ჩი­ნურ-სინ­გა­პუ­რუ­ლი კონ­სორ­ცი­უ­მის მი­მართ არც სა­ერ­თა­შო­რი­სო და არც აშშ-ს სან­ქცი­ე­ბი არ ვრცელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნია სრუ­ლად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია და მიზ­ნად ისა­ხავს ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მი­ზან­მი­მარ­თულ ხე­ლის შეშ­ლას. China Communications Construction Company Limited არის იმ ჩი­ნურ-სინ­გა­პუ­რუ­ლი კონ­სორ­ცი­უ­მის წამ­ყვა­ნი წევ­რი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რის პრო­ექ­ტის კერ­ძო პარტნი­ო­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში წარ­მო­ად­გი­ნა წი­ნა­და­დე­ბა - კონ­სორ­ცი­უმ­თან უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ზუს­ტდე­ბა შე­მო­სუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლის შემ­დე­გაც გა­მო­ცხად­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და სა­პარტნი­ო­რო შე­თან­ხმე­ბის, ასე­ვე სა­კონ­ცე­სიო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა" - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

  • პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის მიერ ტენ­დე­რის მო­გე­ბა იძ­ლე­ვა იმის გა­რან­ტი­ას, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის გა­მარ­ჯვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბე­ბი სპე­კუ­ლა­ცი­უ­რია.

"უამ­რა­ვი სპე­კუ­ლა­ცია მო­ვის­მი­ნეთ ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ჩი­ნუ­რი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია, რო­მელ­საც აქვს უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, მათ შო­რის ამ ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის. ძა­ლი­ან კარ­გი გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ი­ტა­ნეს ამ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის მიერ ამ ტენ­დე­რის მო­გე­ბა იძ­ლე­ვა იმის გა­რან­ტი­ას, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ანაკ­ლი­ის გარ­შე­მო პრო­ცე­სებ­ში, შე­გახ­სე­ნებთ, რომ მათ არა­ერ­თხელ გა­და­უ­ვა­და სა­ხელ­მწი­ფომ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ინ­ვეს­ტო­რი მო­ე­ზი­დათ, თუმ­ცა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერც ერთხელ ვერ შეძ­ლეს ინ­ვეს­ტო­რის მო­ზიდ­ვა. ეს არის მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თუმ­ცა ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სხვა­ზე გა­და­ტა­ნას ცდი­ლო­ბენ. ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის ამ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, ეს არის ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი. ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩი­ნურ ტვირ­თებს ენი­ჭე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ამ პორ­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი არის უად­გი­ლო, თუმ­ცა ჩვენ ვხე­დავთ, რომ ვინც ეს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და­ი­წყო, იღებს საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბას უცხო­უ­რი სა­ეჭ­ვო წყა­რო­ე­ბი­დან და სწო­რედ ამით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი ის ან­ტი­ჩი­ნუ­რი კამ­პა­ნია, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მათი NGO-ები აწარ­მო­ე­ბენ“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კახა კა­ლა­ძის თქმით, ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპე­კუ­ლა­ცი­აა.

"ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბია, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ მათ [ოპო­ზი­ცი­ის] გან­ცხა­დე­ბებს. სა­ქარ­თვე­ლო მოქ­მე­დებს პირ­ველ რიგ­ში, მისი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ეს არა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტით შეგ­ვიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­როთ. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას - არის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია მსოფ­ლი­ო­ში. ზო­გა­დად, ჩი­ნე­თის როლი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც თუ შევ­ხე­დავთ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით, 800 მი­ლი­არ­დამ­დე ვაჭ­რო­ბა აქვს ჩი­ნეთს ევ­რო­კავ­შირ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სულ მცი­რე, 2-3% ტვირ­თე­ბის გა­ტა­რე­ბა რომ მოხ­დეს, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პორ­ტის პრო­ექ­ტიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ამ პრო­ექ­ტით ჩვე­ნი როლი რე­გი­ონ­ში კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა და მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით.

თა­ვი­დან­ვე გან­წი­რუ­ლი იყო მარ­ცხის­თვის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ხა­ზა­რა­ძემ წა­მო­ი­წყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი ხანი იყო გა­სუ­ლი, არა­ნა­ი­რი წინსვლა, არა­ნა­ი­რი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, არა­ნა­ი­რი და­ფი­ნან­სე­ბა. თხოვ­ნა იყო, სა­ხელ­მწი­ფოს და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა. თუ სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ფი­ნან­სებ­და, ხა­ზა­რა­ძე რა სა­ჭი­რო იყო მა­შინ?! თა­ვი­დან­ვე გან­წი­რუ­ლი იყო მარ­ცხის­თვის, პრო­ექ­ტი არას­წო­რად იყო და­წყე­ბუ­ლი. ნუ, წარ­სულ­ზე სა­უ­ბა­რი აღარ მინ­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დღეს არ­სე­ბობს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია და პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რას აცხა­დე­ბენ ოპო­ზი­ცი­ა­ში?

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი:

"ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით არის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ. პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი არის ის, რომ ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია არ არის ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნია მას არ შე­მო­აქვს თან­ხე­ბი, ინ­ვეს­ტი­ცია ამ პორ­ტის ასა­შე­ნებ­ლად. ის არის მხო­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია, რო­მელ­საც თუ და­უკ­ვე­თავ და ფულს გა­და­უხ­დი, აა­შე­ნებს კონ­კრე­ტულ ობი­ექტს რა დაკ­ვე­თაც ექ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ფუ­ლის აწე­ვას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ცდი­ლობს სწო­რედ სა­პენ­სიო ფონ­დი­დან. გა­და­უხ­დი­ან ჩი­ნე­ლებს, აა­შე­ნე­ბენ ჩი­ნე­ლე­ბი, ჩა­მო­იყ­ვა­ნენ თა­ვის ინ­ჟინ­რებს, სა­კუ­თარ მუ­შებს. ეს იქ­ნე­ბა სა­წყის ეტაპ­ზე - შემ­დეგ ფული აღარ იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ეს თან­ხა არ არის იმის 10- 15 პრო­ცენ­ტიც კი, რაც ანაკ­ლი­ის პორ­ტის აშე­ნე­ბას სი­ნამ­დვი­ლე­ში სჭირ­დე­ბა.

ამი­ტომ დღეს როცა ამ­ბო­ბენ 51 პრო­ცენ­ტი გვაქ­ვსო, სი­ნამ­დვი­ლე­ში დას­ჭირ­დე­ბათ ამ 51-დან 15-20-30 პრო­ცენ­ტის გა­ყინ­ვა სხვა და­მა­ტე­ბი­თი ფუ­ლის და ინ­ვეს­ტი­ცი­ის ასა­წე­ვად. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის გამო მო­ექ­ცა იზო­ლა­ცი­ა­ში, და­სავ­ლე­თი­დან არა­ვინ შე­მო­ვა, ისევ დას­ჭირ­დე­ბა ან რუ­სუ­ლი ან ჩი­ნუ­რი ან სხვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ფუ­ლის მო­ზიდ­ვა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, რე­ა­ლუ­რად, ანაკ­ლი­ის პორ­ტი გა­დის რუ­სუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვეშ. აი, ამ სქე­მის მი­ხედ­ვით უკვე ყვე­ლა­ფე­რი არის წი­ნას­წარ ნა­თე­ლი. ეს ჩი­ნურ-სინ­გა­პუ­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის და ვი­თომ ინ­ვეს­ტო­რის შე­მოყ­ვა­ნა არის ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი. ისიც ტყუ­ი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მფლო­ბე­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა 51 პრო­ცენ­ტი. შე­იძ­ლე­ბა დღეს იყოს ხვალ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წლის­თავ­ზე 51 პრო­ცენ­ტიც აღარ ექ­ნე­ბა ქვე­ყა­ნას და ყვე­ლა­ფერს ანაკ­ლი­ის პორ­ტის გარ­შე­მო - კო­მერ­ცი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას, სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, თვი­თონ ამ სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სეთს გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბი­ნებს".

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" დე­პუ­ტა­ტი, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე:

"ჩვენ ზუს­ტად ვი­ცო­დით, რომ ჩი­ნუ­რი “ქარ­თულ ოც­ნე­ბის­თვის” იგი­ვე მო­ნა­თე­სა­ვე სუ­ლია და რუ­სულ­თან უფრო ახ­ლოს არის. ეს კომ­პა­ნია, რო­გორც ვიცი, სან­ქცი­რე­ბუ­ლი იყო მსოფ­ლიო ბან­კის მიერ, ახლა სან­ქცი­რე­ბუ­ლია აშშ-ის მიერ. მგო­ნი, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­არ­ჩი­ეს, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბი ბო­ლოს ერ­თად დაჯ­გუფ­დნენ - კომ­პა­ნი­ე­ბიც და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც”, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად და­უ­წეს­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი".

"ლე­ლოს" პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი:

"სა­ქარ­თვე­ლოს, საბ­ჭოა კავ­ში­რის წევ­რი რომ იყო და რუ­სე­თი იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო მა­ში­ნაც ერ­ქვა. ასე რომ, სა­ხე­ლი არ აღ­წერს ში­ნა­არს, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. სი­მარ­თლე არის ის, რომ „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ვიღ­ვი­ძეთ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც ხმა­მაღ­ლა ტაში და­უკ­რეს მოს­კოვ­ში, ევ­რო­კავ­ში­რი­დან გვი­თხრეს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ გა­იხ­სნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი შე­ჩერ­დე­ბა; ასე­ვე, გვი­თხრეს, რომ მო­მა­ვალ თვეს იმ­სჯე­ლე­ბენ, სხვა რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან - სა­ვა­რა­უ­დოდ, დად­გე­ბა სა­კი­თხი უვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა­ზე;

გა­ვიღ­ვი­ძეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზე მკვეთ­რი ვარ­დნა მოხ­და ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბის აქ­ცი­ე­ბის; გა­უ­ფა­სურ­და ლარი; სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კამ, პირ­ვე­ლი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბი უკვე მი­ი­ღო. ასე რომ, გა­ვიღ­ვი­ძეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც არის იზო­ლა­ცი­ა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის­გან, მათ შო­რის აშშ-დან სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მის და­წე­სე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა; ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც რუ­სე­თი უკ­რავს ტაშს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რუ­სე­თი და ჩი­ნე­თი ერ­თობ­ლი­ვად გეგ­მა­ვენ ეკო­ნო­მი­კურ ექ­სპან­სი­ას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მით­ვი­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი პა­სუხს გას­ცემს ოქ­ტომ­ბერ­ში, რო­დე­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ებ­ში და­აბ­რუ­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნას რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის გზით".

ცნო­ბის­თვის, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნუ­რი კონ­სორ­ცი­უ­მი ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა. კერ­ძოდ, მი­ნის­ტრის თქმით, ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რის პრო­ექ­ტის კერ­ძო პარტნი­ო­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია - "ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში“ სა­ბო­ლოო წი­ნა­და­დე­ბა ჩი­ნურ­მა კონ­სორ­ცი­უმ­მა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წა­რად­გი­ნა.

ავტორი:

"სქემის მიხედვით ყველაფერი ნათელია, ჩამოიყვანენ ჩინელ ინჟინრებს, მუშებს..." - აჟიოტაჟი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: როგორია მთავრობის და ოპოზიციის მოსაზრებები

"სქემის მიხედვით ყველაფერი ნათელია, ჩამოიყვანენ ჩინელ ინჟინრებს, მუშებს..." - აჟიოტაჟი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: როგორია მთავრობის და ოპოზიციის მოსაზრებები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, ანაკლიის პორტის პროექტში წარმოდგენილი განაცხადისა და შესწავლის ეტაპზე, სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ს სანქციები არ ვრცელდება.

“გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კონსორციუმთან დაკავშირებით. უპირველესად, გვსურს განვმარტოთ, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ს სანქციები არ ვრცელდება. აღნიშნული კამპანია სრულად პოლიტიზებულია და მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას. China Communications Construction Company Limited არის იმ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის წამყვანი წევრი კომპანია, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში წარმოადგინა წინადადება - კონსორციუმთან უახლოეს პერიოდში დაზუსტდება შემოსული წინადადების დეტალები, რომლის შემდეგაც გამოცხადდება გამარჯვებული და საპარტნიორო შეთანხმების, ასევე საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება" - აცხადებენ უწყებაში.

  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინური კომპანიის გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებები სპეკულაციურია.

"უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების. ძალიან კარგი განაცხადი შემოიტანეს ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც თავის დროზე ჩართული იყვნენ ანაკლიის გარშემო პროცესებში, შეგახსენებთ, რომ მათ არაერთხელ გადაუვადა სახელმწიფომ იმის შესაძლებლობა, რომ ინვესტორი მოეზიდათ, თუმცა, წლების განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ინვესტორის მოზიდვა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, თუმცა ამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას ცდილობენ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ პროექტის განვითარება, ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც ეს სპეკულაციები დაიწყო, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი NGO-ები აწარმოებენ“,-განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძის თქმით, ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩვეულებრივი სპეკულაციაა.

"ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია, აბსოლუტური სისულელე შეიძლება ვუწოდოთ მათ [ოპოზიციის] განცხადებებს. საქართველო მოქმედებს პირველ რიგში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არა ერთი კონკრეტული ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ. რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას - არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში. ზოგადად, ჩინეთის როლი არის მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებითაც თუ შევხედავთ, რომ დაახლოებით, 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს ჩინეთს ევროკავშირთან და საქართველოს გავლით სულ მცირე, 2-3% ტვირთების გატარება რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნული პორტის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, სუვერენიტეტისთვის. მნიშვნელოვანი, რომ ამ პროექტით ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.

თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის პროექტი, რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი იყო გასული, არანაირი წინსვლა, არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯები, არანაირი დაფინანსება. თხოვნა იყო, სახელმწიფოს დაეფინანსებინა. თუ სახელმწიფო დააფინანსებდა, ხაზარაძე რა საჭირო იყო მაშინ?! თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის, პროექტი არასწორად იყო დაწყებული. ნუ, წარსულზე საუბარი აღარ მინდა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებობს გამარჯვებული კომპანია და პროექტი განხორციელდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა კალაძემ.

რას აცხადებენ ოპოზიციაში?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი:

"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ჩინური კომპანია არ არის ინვესტორი კომპანია მას არ შემოაქვს თანხები, ინვესტიცია ამ პორტის ასაშენებლად. ის არის მხოლოდ სამშენებლო კომპანია, რომელსაც თუ დაუკვეთავ და ფულს გადაუხდი, ააშენებს კონკრეტულ ობიექტს რა დაკვეთაც ექნება. აქედან გამომდინარე, ამ ფულის აწევას ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება“ ცდილობს სწორედ საპენსიო ფონდიდან. გადაუხდიან ჩინელებს, ააშენებენ ჩინელები, ჩამოიყვანენ თავის ინჟინრებს, საკუთარ მუშებს. ეს იქნება საწყის ეტაპზე - შემდეგ ფული აღარ იქნება იმიტომ, რომ ეს თანხა არ არის იმის 10- 15 პროცენტიც კი, რაც ანაკლიის პორტის აშენებას სინამდვილეში სჭირდება.

ამიტომ დღეს როცა ამბობენ 51 პროცენტი გვაქვსო, სინამდვილეში დასჭირდებათ ამ 51-დან 15-20-30 პროცენტის გაყინვა სხვა დამატებითი ფულის და ინვესტიციის ასაწევად. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ რუსული კანონის გამო მოექცა იზოლაციაში, დასავლეთიდან არავინ შემოვა, ისევ დასჭირდება ან რუსული ან ჩინური ან სხვა ამ მიმართულების ინვესტიციები და ფულის მოზიდვა. მთლიანობაში, რეალურად, ანაკლიის პორტი გადის რუსული კონტროლის ქვეშ. აი, ამ სქემის მიხედვით უკვე ყველაფერი არის წინასწარ ნათელი. ეს ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა არის ყველაფერი ტყუილი. ისიც ტყუილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება 51 პროცენტი. შეიძლება დღეს იყოს ხვალ, მაგრამ რამდენიმე წლისთავზე 51 პროცენტიც აღარ ექნება ქვეყანას და ყველაფერს ანაკლიის პორტის გარშემო - კომერციულ მიმართულებას, სამხედრო დანიშნულებას, თვითონ ამ საზღვაო აკვატორიას ბიძინა ივანიშვილი რუსეთს გააკონტროლებინებს".

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე:

"ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ჩინური “ქართულ ოცნებისთვის” იგივე მონათესავე სულია და რუსულთან უფრო ახლოს არის. ეს კომპანია, როგორც ვიცი, სანქცირებული იყო მსოფლიო ბანკის მიერ, ახლა სანქცირებულია აშშ-ის მიერ. მგონი, რომ სპეციალურად შეარჩიეს, რომ სანქცირებულები ბოლოს ერთად დაჯგუფდნენ - კომპანიებიც და “ქართული ოცნებაც”, რომელსაც აუცილებლად დაუწესდება სანქციები".

"ლელოს" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი:

"საქართველოს, საბჭოა კავშირის წევრი რომ იყო და რუსეთი იმპერიის ნაწილი, საქართველო მაშინაც ერქვა. ასე რომ, სახელი არ აღწერს შინაარს, რა ხდება ქვეყანაში. სიმართლე არის ის, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების გადაწყვეტილებებსაც ხმამაღლა ტაში დაუკრეს მოსკოვში, ევროკავშირიდან გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები არ გაიხსნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეჩერდება; ასევე, გვითხრეს, რომ მომავალ თვეს იმსჯელებენ, სხვა რა ნაბიჯები გადადგან - სავარაუდოდ, დადგება საკითხი უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე;

გავიღვიძეთ ქვეყანაში, სადაც საფონდო ბირჟებზე მკვეთრი ვარდნა მოხდა ქართული ბანკების აქციების; გაუფასურდა ლარი; საქართველოს ეკონომიკამ, პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმები უკვე მიიღო. ასე რომ, გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელიც არის იზოლაციაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან, მათ შორის აშშ-დან სანქციების რეჟიმის დაწესება და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება ხდება; ქვეყანაში, სადაც რუსეთი უკრავს ტაშს ირაკლი კობახიძის ხელისუფლებას და რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად გეგმავენ ეკონომიკურ ექსპანსიას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მითვისების თვალსაზრისით. მაგრამ ამ ყველაფერს ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ოქტომბერში, როდესაც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას რუსული ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორების გზით".

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. კერძოდ, მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია - "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა.