მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებას ჩვენი ამოცანა გვაქვს, როგორ შევზღუდოთ "ოცნების“ მხრიდან ძალადობის ხარისხი, რეპრესიები რომ არ განხორციელდეს" - რას აცხადებს ექსპერტი ე.წ. აგენტების კანონსა და რეფერენდუმის იდეაზე?
"საზოგადოებას ჩვენი ამოცანა გვაქვს, როგორ შევზღუდოთ "ოცნების“ მხრიდან ძალადობის ხარისხი, რეპრესიები რომ არ განხორციელდეს" - რას აცხადებს ექსპერტი ე.წ. აგენტების კანონსა და რეფერენდუმის იდეაზე?

28 მა­ისს, სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა "აგენ­ტე­ბის კა­ნონ­ზე“ პრე­ზი­დენ­ტის და­დე­ბუ­ლი ვეტო დაძ­ლია. კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე სამი მოს­მე­ნით იყო მი­ღე­ბუ­ლი, მხა­რი 84-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა. კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შე­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა ხუთი დღის ვა­და­ში მას პრე­ზი­დენ­ტმა მო­ა­წე­როს ხელი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნონპ­რო­ექტს ხელს აწერს და აქ­ვეყ­ნებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

"აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი“ უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აცხა­დებს იმ არა­სამ­თავ­რო­ბო და მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის 20%-ზე მეტი უცხო­ე­თი­და­ნაა მი­ღე­ბუ­ლი. ისი­ნი სპე­ცი­ა­ლურ რე­ესტრში უნდა და­რე­გის­ტრირ­დნენ და ყო­ველ­წლი­უ­რად შე­ავ­სონ სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ველ ჯერ­ზე 25 ათა­სი ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

კა­ნო­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს "უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა“ რე­ესტრის შე­საქ­მნე­ლად 60 დღე ექ­ნე­ბა. როცა ეს ეტა­პიც დას­რულ­დე­ბა, "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის“ რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა.

ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის, და­სავ­ლე­თის არა­ერ­თი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბი­სა და ევ­რო­საბ­ჭოს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნის მი­უ­ხე­და­ვად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი არ თქვა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის" კა­ნონ­ზე.

"აგენ­ტე­ბის კა­ნონ­ზე" პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 23 მა­ისს, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა: "სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის გამო სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პო­ლი­ტი­კის გა­მო­ცხა­დე­ბა და აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­და­ხედ­ვა”.

ვა­შინგტონ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვებს და­უ­წე­სებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც დე­მოკ­რა­ტი­ას ძირს უთხრი­ან, და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­საც. გარ­და ამი­სა, აშშ გა­და­ხე­დავს სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბის მი­ღე­ბას აპი­რებს ევ­რო­კავ­ში­რიც. მა­ნამ­დე არა­ერ­თხელ ით­ქვა, რომ კა­ნო­ნი ააც­დენს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­დატ ქვე­ყა­ნას, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზას და ის არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრო­ფე­სო­რი ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­მა­ზი­ა­ნებ­ლად და ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მი­იჩ­ნევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ გამჭვირ­ვა­ლო­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც ამ­ბობს, ეს კა­ნო­ნი მხო­ლოდ "ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბას და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცალ­სა­ხად გა­დად­გა ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აზი­ა­ნებს ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­წე­რილ მის მიზ­ნებს (ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა) და ახლა რამ­დე­ნიც არ უნდა იძა­ხონ, ეს ასე არ არი­სო, ფაქ­ტია, რომ სა­კუთ­რივ ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­დაც გა­წევ­რე­ბა გვინ­და, პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ეს ასეა. ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ცე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, პრაქ­ტი­კუ­ლად, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, მან პირ­და­პირ და­არ­ღვია კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლი, ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბა და ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

ის, რა თქმა უნდა, არა­ვი­თარ გამჭვირ­ვა­ლო­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, არა­მედ მხო­ლოდ და მხო­ლოდ "ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ის გამ­ყა­რე­ბას და პირ­და­პირ ვა­ღი­ა­როთ - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში ვართ. ცალ­კეა გა­სა­აზ­რე­ბე­ლი, ჩვენ ამ მდგო­მა­რე­ო­ბით რამ­დე­ნად მი­ვალთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღოს, ამით დამ­თავ­რდეს ყვე­ლა­ფე­რი, წყნა­რად მი­ვი­დეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და იქ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი წა­გე­ბა იწ­ვნი­ოს.

"ოც­ნე­ბას“ეს არ უნდა, ბუ­ნებ­რი­ვია, მას სჭირ­დე­ბა კა­ნო­ნი იმის­თვის, რომ შემ­დგომ აა­მოქ­მე­დოს და მო­ახ­დი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, მე­დი­ის და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვა, სტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბა და სა­ერ­თოდ გაქ­რო­ბაც. არ უნდა ვი­ყოთ მი­ა­მი­ტე­ბი, ვინ­მე თუა კი­დევ "ოც­ნე­ბა­ში“ ისე­თი, რო­მელ­საც სჯე­რა, რომ ეს კა­ნო­ნი მარ­თლა გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის იყო მი­ღე­ბუ­ლი, ასე­თი ადა­მი­ა­ნი ბრიყ­ვია, თუ ვერ ხვდე­ბა, რის­თვი­საა ეს კა­ნო­ნი შე­მოგ­დე­ბუ­ლი.

იმე­დი მა­ინც და­ვი­ტო­ვოთ, ხალ­ხის ამ კა­ტე­გო­რი­ას გო­ნე­ბა ოდეს­მე გა­უ­ნათ­დეს. ელე­მენ­ტა­რუ­ლი, როცა სა­ხელ­მწი­ფო და­ი­წყებს და­ძირ­ვას და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ობი­ექ­ტუ­რად, ყო­ველ­გვა­რი მაგ­რამ-ის გა­რე­შე მოჰ­ყვე­ბა ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ში (ამას ძა­ლი­ან მალე ვი­ხი­ლავთ), იმე­დი მაქვს, ამ კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხი ბო­ლოს მიხ­ვდე­ბა, რა სა­ბე­დის­წე­რო ნა­ბი­ჯი გა­დად­გა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, მათ კი თა­ვი­ან­თი მხარ­და­ჭე­რით, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­აძ­ლი­ე­რეს "ოც­ნე­ბის“ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი.

ახლა ჩვენ­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა:

1. რო­გორ მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ისე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ზღუ­დოთ და არ და­ვუშ­ვათ "ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის ახალ ხა­რისხზე აყ­ვა­ნა, ანუ რეპ­რე­სი­ე­ბის მას­შტა­ბის გაზ­რდა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან ყვე­ლა არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, თუ მე­დი­ის გაქ­რო­ბა. ეს რეპ­რე­სი­ე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მი, რაც "ოც­ნე­ბას“ გა­აჩ­ნია - ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ძა­ლაა, რაც მას გა­აჩ­ნია, მას არ აქვს არც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მხარ­და­ჭე­რა, მის წი­ნა­აღ­მდეგ მო­სახ­ლე­ო­ბის 85% -ია, ბიზ­ნეს­მე­ნებ­მაც ხმა აი­მაღ­ლეს და ეს ბიზ­ნე­სიც (რო­მე­ლიც მათ ზურგს უმაგ­რებ­და) მალე თა­ვის თავ­ზე იწ­ვნევს შე­დეგს. პრაქ­ტი­კუ­ლად, ძა­ლი­ან მალე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­შიშ­ვლდე­ბა და მარ­ტო დარ­ჩე­ბა მხო­ლოდ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ამა­რა, ისიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­მო­ეც­ლე­ბა ხე­ლი­დან იმი­ტომ, რომ როცა ქვე­ყა­ნა იძი­რე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აგ­რძე­ლებ­დნენ მუ­შა­ო­ბას, ისი­ნიც ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ამ ქვეყ­ნის ნა­წილს წარ­მო­ად­გე­ნენ.

"ოც­ნე­ბას“ მო­რა­ლუ­რად სახე ისე­დაც და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და, უცხო­ელ აგენტს დას­დევ­დნენ და სი­ნამ­დვი­ლე­ში მო­ღა­ლა­ტის ეროვ­ნუ­ლი ტი­ტუ­ლი აიკ­რეს, სა­დაც უნდა წა­ვიდ­ნენ, მათ ყო­ველ­თვის ყველ­გან დახ­ვდე­ბათ ეს სტა­ტუ­სი. მო­რა­ლუ­რად, პრაქ­ტი­კუ­ლად ისი­ნი უკვე გა­ნუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. იცით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მი­მართ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არ ვარ და­დე­ბი­თად გან­წყო­ბი­ლი მათ მი­მართ იმი­ტომ, რომ დიდ­წი­ლად მათი და­ნა­შა­უ­ლია, დღეს რომ აქამ­დე მო­ვე­დით. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სი­ბე­ჩა­ვე, უპ­რინ­ცი­პო­ბა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით და სხვა უამ­რავ რა­ღა­ცა­ში უუ­ნა­რო­ბა თვალ­სა­ჩი­ნოა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რე­ი­ტინ­გის და­ცე­მის გზა­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლად, უკონ­კუ­რენ­ტოა "ოც­ნე­ბა“, რო­მელ­მაც ფსკე­რი გა­არ­ღვია და იქი­დან ისი­ნი ვე­რას­დროს ამოვ­ლენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი ამო­ცა­ნა გვაქვს, რო­გორ შევ­ზღუ­დოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად "ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის ხა­რის­ხი, რეპ­რე­სი­ე­ბი რომ არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს - თი­თო­ე­ულ რეპ­რე­სი­ა­ზე იმ­დე­ნად დიდი გა­მო­ძა­ხი­ლი და იმ­დე­ნად ძლი­ე­რი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი უნდა მუ­შა­ობ­დეს, რომ "ოც­ნე­ბამ“ ვერ გა­ბე­დოს რეპ­რე­სი­ე­ბის გაშ­ლა, ეს პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი უნდა იყოს რო­გორც შიდა, ასე­ვე გარე პო­ლი­ტი­კუ­რი და ეს სწრა­ფად მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და მი­სა­ტა­ნია "ქარ­თულ ოც­ნე­ბამ­დე“ და იმ სტრუქ­ტუ­რე­ბამ­დე, რომ­ლე­ბიც ამ რეპ­რე­სი­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

2. ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლია (ეს პირ­ველ რიგ­ში პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ას და პრე­ზი­დენტს ეხე­ბათ) ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი, რისი დაც­ვი­სა­საც ოპო­ზი­ცია და­ი­ნა­ხავს აზრს, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს არ­ჩევ­ნებში. ეს პრინ­ცი­პე­ბი თუ არ იქნა და­ცუ­ლი, ანუ თუ რე­ა­ლუ­რად არ იქნა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბით უნდა იქ­ნას და­ცუ­ლი, თუ ეს პრინ­ცი­პე­ბი იქნა დარ­ღვე­უ­ლი, მა­შინ გა­სა­გე­ბია, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აზრი ეკარ­გე­ბა. თუ ეს არ იქნა, ბუ­ნებ­რი­ვია, არ­ჩევ­ნე­ბი ვერ ჩა­ტარ­დე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში "ოც­ნე­ბა“ უკვე ცალ­სა­ხად და სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ცხად­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ტო­რად თა­ვი­სი მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბით.

3. გა­საშ­ლე­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია რო­გორც რე­გი­ო­ნებ­ში, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოხ­დეს ერ­თის მხრივ, ამ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბამ“ და­ი­სა­ხა მიზ­ნად და მე­ო­რეს მხრივ, ამ შემ­თხვე­ვა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა. ამის­თვის უპ­რინ­ცი­პუ­ლე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნი კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იმუ­შა­ვებს ერ­თი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბე­ბის და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად.

"ახა­ლი ქარ­ტია“ ძა­ლი­ან კარ­გია, ის ით­ვა­ლის­წი­ნებს რა უნდა მოხ­დეს არ­ჩევ­ნე­ბის დროს და მის შემ­დეგ, მაგ­რამ ჯერ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე უნდა მი­ვი­დეთ და რომ მი­ვი­დეთ, ერ­თი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბა, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო (გინდ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო და­არ­ქვით, გინ­და - კო­ა­ლი­ცია, ერ­თი­ა­ნი პლატ­ფორ­მა, თუ სხვა). ერ­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გა­რე­შე ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა მთე­ლი ამ მოქ­მე­დე­ბე­ბის და­გეგ­მვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმის­თვის, რომ ნორ­მა­ლუ­რად მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ითხოვს გეგ­მას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა ნა­თე­ლი მიზ­ნე­ბი, ითხოვს და­რაზმვას რუ­სუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­აღ­მდეგ და ეს არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი სას­წრა­ფოდ. გა­სა­გე­ბია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­სი­ა­თებს თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბა, მაგ­რამ კი­დევ უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს პრე­ზი­დენტს და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს. მალე გა­მოჩ­ნდე­ბა, ისი­ნი მარ­თლა წარ­მო­ად­გე­ნენ თუ არა იმ ძა­ლებს, რომ­ლებ­საც ეს­მით, რა არის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, რა ვი­თა­რე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით ახლა. არ ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად კმა­ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ით, მინ­და გა­ვიშ­ვი­რო თითი და და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო ისი­ნი სწო­რედ იმ შე­დეგ­ში, რაც დღეს მი­ვი­ღეთ, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ეს ყვე­ლა­ფე­რი და არ მინ­და, მსგავ­სი შე­დე­გი ვიწ­ვნი­ოთ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის.

გა­სა­გე­ბია, რომ "ოც­ნე­ბა“ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა გა­ყალ­ბე­ბას და რო­გორც დღემ­დე მო­ვი­და ოპო­ზი­ცია დაქ­საქ­სუ­ლი, არა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, სწო­რედ ამის კულ­ტი­ვა­ცი­ას და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას შე­ეც­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ოპო­ზი­ცია ან ის­წავ­ლის ამ მწა­რე შე­დე­გებ­ზე, რაც აქამ­დე მოხ­და, ან ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­მო­ვალთ ჩი­ხი­დან. ხალ­ხი გა­ცი­ლე­ბით წინ არის წა­სუ­ლი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ვიდ­რე "ოც­ნე­ბას“, ან ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის დიდ ნა­წილს ჰგო­ნია. ელე­მენ­ტა­რუ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა ისიც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ აყალ­ბებს არ­ჩევ­ნებს, ის მო­ი­შო­როს ხალ­ხმა. არ­ჩევ­ნე­ბის როლი იმი­ტომ არის დიდი, რომ მათ შო­რის "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც“ ეს­მის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის მას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ლე­გი­ტი­მი­ზა­ცია და ის ამას არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე ვერ მი­ი­ღებს. ამი­ტომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­როს და ბუ­ნებ­რი­ვია, მას სურ­ვი­ლი აქვს ჩა­ა­ტა­როს ისე, რო­გორც მას მი­აჩ­ნია მი­სა­ღე­ბად, ანუ სრუ­ლი­ად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი იმ პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც მის გა­მარ­ჯვე­ბას გა­რან­ტი­რე­ბულს გახ­დის“.

  • სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე ჩა­ტარ­დეს რე­ფე­რენ­დუ­მი თე­მა­ზე: "გვინ­და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, თუ გვინ­და რუ­სუ­ლი მო­ნო­ბა?“ - ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი აცხა­დებს:

"ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 80% თუ 85% ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ემ­ხრო­ბა, ეს უკვე ვი­ცით და ხელ­მე­ო­რედ რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა და დამ­ტკი­ცე­ბა რას შეც­ვლის? ჩვენ გვინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გი და არა სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი. ჩვენ გა­მო­კი­თხვით ვი­ცით, რომ 85% ემ­ხრო­ბა და­სავ­ლეთს, რე­ფე­რენ­დუ­მიც იმა­ვეს და­ამ­ტკი­ცებს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც“ მი­ი­ღებს ამ რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და იტყვი­ან, რომ ისი­ნიც მომ­ხრე­ნი არი­ან, ამას დღემ­დე ამ­ბო­ბენ. ამი­ტომ ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, ცოტა არ იყოს, არ მეს­მის რა არის რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის მი­ზა­ნი - ის რომ ევ­რო­პა გვინ­და, ეს ხომ ისე­დაც ცნო­ბი­ლია? აგერ თბი­ლის­ში ყო­ველ და­ძა­ხე­ბა­ზე 50-დან 120 ათას კა­ცი­ა­ნი მი­ტინ­გი ტარ­დე­ბა და როცა ამ­დე­ნი გა­მო­დის თბი­ლის­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 1 200 000 მხარს უჭერს, ანუ ამ ერთი გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის უკან 10 დგას და ცალ­სა­ხად ნა­თე­ლია, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრო­და­სავ­ლუ­რია და ა.შ. არ მგო­ნია, გა­ღე­ბუ­ლი კა­რის მტვრე­ვა, თუ წყლის ნაყ­ვა პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყოს, ჩვენ ახლა გვჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა, სა­მუ­შაო გეგ­მა იმის­თვის, რომ არ­ცერ­თი დღე არ და­ი­კარ­გოს და ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი იქ­ნას მიღ­წე­უ­ლი. მიზ­ნე­ბი კი არის შემ­დე­გი: ავი­რი­დოთ და ვა­ი­ძუ­ლოთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რომ რეპ­რე­სი­ე­ბის დონე და ხა­რის­ხი არ გა­ი­ზარ­დოს, პი­რი­ქით, და­ე­ცეს და ამის­თვის გვჭირ­დე­ბა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის, თუ პი­რო­ბე­ბის შექ­მნა და კო­მუ­ნი­კა­ცია, და­ნარ­ჩე­ნი არის იმ პრინ­ცი­პე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რა პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვის შემ­თხვე­ვა­შიც არ­ჩევ­ნებს ექ­ნე­ბა აზრი და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია მი­ი­ღებს ამ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს ოც­ნე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ სჭირ­დე­ბა ლე­გი­ტი­მი­ზა­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა და ეს მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­დაც ოპო­ზი­ცია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ყვე­ლა თუ და­ი­ჭი­რეს და რეპ­რე­სი­ა­ში მო­აქ­ცი­ეს, რა აზრი აქვს არ­ჩევ­ნებს ამ შემ­თხვე­ვა­ში? ოპო­ზი­ცი­ამ თუ არ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და არ­ჩევ­ნებ­ზე მხო­ლოდ "ოც­ნე­ბა“ გა­მო­ცხად­და, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვის­თვის - არც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და არც მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ­ჩევ­ნე­ბად არ ჩა­ით­ვლე­ბა“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"საზოგადოებას ჩვენი ამოცანა გვაქვს, როგორ შევზღუდოთ "ოცნების“ მხრიდან ძალადობის ხარისხი, რეპრესიები რომ არ განხორციელდეს" - რას აცხადებს ექსპერტი ე.წ. აგენტების კანონსა და რეფერენდუმის იდეაზე?

"საზოგადოებას ჩვენი ამოცანა გვაქვს, როგორ შევზღუდოთ "ოცნების“ მხრიდან ძალადობის ხარისხი, რეპრესიები რომ არ განხორციელდეს" - რას აცხადებს ექსპერტი ე.წ. აგენტების კანონსა და რეფერენდუმის იდეაზე?

28 მაისს, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის დადებული ვეტო დაძლია. კანონპროექტს, რომელიც მანამდე სამი მოსმენით იყო მიღებული, მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

"აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნება. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, "უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, "ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უარი არ თქვა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე.

"აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: "საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.

საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებლად და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს ხელისუფლების ნაბიჯს, რომელიც არავითარ გამჭვირვალობას არ ითვალისწინებს. როგორც ამბობს, ეს კანონი მხოლოდ "ოცნების“ პოზიციების გამყარებას და არჩევნებამდე ხელისუფლების უზურპაციის ხარისხის ამაღლებას ემსახურება.

"ხელისუფლებამ ცალსახად გადადგა ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციაში გაწერილ მის მიზნებს (ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება) და ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ, ეს ასე არ არისო, ფაქტია, რომ საკუთრივ ის ორგანიზაციები, სადაც გაწევრება გვინდა, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს ასეა. ქართული ხელისუფლება იქცევა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, პრაქტიკულად, "ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი გადადგა, მან პირდაპირ დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა და ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

ის, რა თქმა უნდა, არავითარ გამჭვირვალობას არ ითვალისწინებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების“ პოზიციის გამყარებას და პირდაპირ ვაღიაროთ - ხელისუფლების უზურპაციის ხარისხის ამაღლებას ემსახურება არჩევნებამდე. უნდა გავიაზროთ, რომ ასეთ რეალობაში ვართ. ცალკეა გასააზრებელი, ჩვენ ამ მდგომარეობით რამდენად მივალთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ ძალიან მეეჭვება, "ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი მიიღოს, ამით დამთავრდეს ყველაფერი, წყნარად მივიდეს არჩევნებამდე და იქ კატასტროფული წაგება იწვნიოს.

"ოცნებას“ეს არ უნდა, ბუნებრივია, მას სჭირდება კანონი იმისთვის, რომ შემდგომ აამოქმედოს და მოახდინოს საზოგადოების არასასურველი ორგანიზაციების, მედიის და პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, სტიგმატიზირება და საერთოდ გაქრობაც. არ უნდა ვიყოთ მიამიტები, ვინმე თუა კიდევ "ოცნებაში“ ისეთი, რომელსაც სჯერა, რომ ეს კანონი მართლა გამჭვირვალობისთვის იყო მიღებული, ასეთი ადამიანი ბრიყვია, თუ ვერ ხვდება, რისთვისაა ეს კანონი შემოგდებული.

იმედი მაინც დავიტოვოთ, ხალხის ამ კატეგორიას გონება ოდესმე გაუნათდეს. ელემენტარული, როცა სახელმწიფო დაიწყებს დაძირვას და ამ გადაწყვეტილებას ობიექტურად, ყოველგვარი მაგრამ-ის გარეშე მოჰყვება ძალიან ნეგატიური პროცესები, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში (ამას ძალიან მალე ვიხილავთ), იმედი მაქვს, ამ კატეგორიის ხალხი ბოლოს მიხვდება, რა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა "ქართულმა ოცნებამ“, მათ კი თავიანთი მხარდაჭერით, ბუნებრივია, გააძლიერეს "ოცნების“ ეს პოლიტიკური ნაბიჯი.

ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანაა:

1. როგორ მივიდეთ არჩევნებამდე ისე, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ და არ დავუშვათ "ოცნების“ მხრიდან ძალადობის ახალ ხარისხზე აყვანა, ანუ რეპრესიების მასშტაბის გაზრდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ველიდან ყველა არასასურველი ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის, თუ მედიის გაქრობა. ეს რეპრესიები, ბუნებრივია, არის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი, რაც "ოცნებას“ გააჩნია - ძალოვანი სტრუქტურები ყველაზე ეფექტიანი ძალაა, რაც მას გააჩნია, მას არ აქვს არც საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა, მის წინააღმდეგ მოსახლეობის 85% -ია, ბიზნესმენებმაც ხმა აიმაღლეს და ეს ბიზნესიც (რომელიც მათ ზურგს უმაგრებდა) მალე თავის თავზე იწვნევს შედეგს. პრაქტიკულად, ძალიან მალე "ქართული ოცნება“ გაშიშვლდება და მარტო დარჩება მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების ამარა, ისიც, საბოლოო ჯამში, გამოეცლება ხელიდან იმიტომ, რომ როცა ქვეყანა იძირება, წარმოუდგენელია ძალოვანი სტრუქტურები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ მუშაობას, ისინიც ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყნის ნაწილს წარმოადგენენ.

"ოცნებას“ მორალურად სახე ისედაც დაკარგული ჰქონდა, უცხოელ აგენტს დასდევდნენ და სინამდვილეში მოღალატის ეროვნული ტიტული აიკრეს, სადაც უნდა წავიდნენ, მათ ყოველთვის ყველგან დახვდებათ ეს სტატუსი. მორალურად, პრაქტიკულად ისინი უკვე განულებულები არიან. იცით ჩემი დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ, აბსოლუტურად, არ ვარ დადებითად განწყობილი მათ მიმართ იმიტომ, რომ დიდწილად მათი დანაშაულია, დღეს რომ აქამდე მოვედით. ოპოზიციური პარტიების ინტელექტუალური სიბეჩავე, უპრინციპობა, გაერთიანების თვალსაზრისით და სხვა უამრავ რაღაცაში უუნარობა თვალსაჩინოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეიტინგის დაცემის გზაზე, პრაქტიკულად, უკონკურენტოა "ოცნება“, რომელმაც ფსკერი გაარღვია და იქიდან ისინი ვერასდროს ამოვლენ. საზოგადოებას ჩვენი ამოცანა გვაქვს, როგორ შევზღუდოთ მაქსიმალურად "ოცნების“ მხრიდან ძალადობის ხარისხი, რეპრესიები რომ არ განხორციელდეს - თითოეულ რეპრესიაზე იმდენად დიდი გამოძახილი და იმდენად ძლიერი შემაკავებელი ფაქტორები უნდა მუშაობდეს, რომ "ოცნებამ“ ვერ გაბედოს რეპრესიების გაშლა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. შემაკავებელი ფაქტორები უნდა იყოს როგორც შიდა, ასევე გარე პოლიტიკური და ეს სწრაფად მოსაფიქრებელი და მისატანია "ქართულ ოცნებამდე“ და იმ სტრუქტურებამდე, რომლებიც ამ რეპრესიებს განახორციელებს.

2. ჩამოსაყალიბებელია (ეს პირველ რიგში პოლიტიკურ ოპოზიციას და პრეზიდენტს ეხებათ) ის ძირითადი პრინციპები, რისი დაცვისასაც ოპოზიცია დაინახავს აზრს, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს პრინციპები თუ არ იქნა დაცული, ანუ თუ რეალურად არ იქნა უზრუნველყოფილი სამართლიანი არჩევნები, რომელიც სწორედ ამ პრინციპებით უნდა იქნას დაცული, თუ ეს პრინციპები იქნა დარღვეული, მაშინ გასაგებია, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ეკარგება. თუ ეს არ იქნა, ბუნებრივია, არჩევნები ვერ ჩატარდება და ამ შემთხვევაში "ოცნება“ უკვე ცალსახად და საბოლოოდ გამოცხადდება ხელისუფლების უზურპატორად თავისი მოსალოდნელი შედეგებით.

3. გასაშლელია საინფორმაციო კამპანია როგორც რეგიონებში, ასევე საერთაშორისო დონეზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ერთის მხრივ, ამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ჩვენება, რომელიც "ოცნებამ“ დაისახა მიზნად და მეორეს მხრივ, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად იყოს მობილიზებული დასავლეთის მხარდაჭერა. ამისთვის უპრინციპულესად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური ოპოზიციის ერთიანი კოალიციის შექმნა, რომელიც მუდმივად იმუშავებს ერთიანი მოქმედებების და ღონისძიებების გასატარებლად.

"ახალი ქარტია“ ძალიან კარგია, ის ითვალისწინებს რა უნდა მოხდეს არჩევნების დროს და მის შემდეგ, მაგრამ ჯერ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ და რომ მივიდეთ, ერთიანი მოქმედება, კოორდინირებული მუშაობაა საჭირო (გინდ საკოორდინაციო საბჭო დაარქვით, გინდა - კოალიცია, ერთიანი პლატფორმა, თუ სხვა). ერთიანი მუშაობის და კოორდინაციის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება მთელი ამ მოქმედებების დაგეგმვა-განხორციელება იმისთვის, რომ ნორმალურად მივიდეთ არჩევნებამდე. საზოგადოება ითხოვს გეგმას, საზოგადოებას სჭირდება ნათელი მიზნები, ითხოვს დარაზმვას რუსული საფრთხის წინააღმდეგ და ეს არის გასაკეთებელი სასწრაფოდ. გასაგებია, რომ საზოგადოებას ახასიათებს თვითორგანიზება, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს პრეზიდენტს და პოლიტიკურ პარტიებს. მალე გამოჩნდება, ისინი მართლა წარმოადგენენ თუ არა იმ ძალებს, რომლებსაც ესმით, რა არის ეროვნული ინტერესები, რა ვითარებაში ვიმყოფებით ახლა. არ ვარ აბსოლუტურად კმაყოფილი პოლიტიკური ოპოზიციით, მინდა გავიშვირო თითი და დავადანაშაულო ისინი სწორედ იმ შედეგში, რაც დღეს მივიღეთ, მათი დამსახურებაა ეს ყველაფერი და არ მინდა, მსგავსი შედეგი ვიწვნიოთ არჩევნებისთვის.

გასაგებია, რომ "ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება გაყალბებას და როგორც დღემდე მოვიდა ოპოზიცია დაქსაქსული, არაკოორდინირებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული, სწორედ ამის კულტივაციას და შენარჩუნებას შეეცდება ხელისუფლება მასთან მიმართებაში. ოპოზიცია ან ისწავლის ამ მწარე შედეგებზე, რაც აქამდე მოხდა, ან ძალიან რთულად გამოვალთ ჩიხიდან. ხალხი გაცილებით წინ არის წასული, მათ შორის პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური განათლების თვალსაზრისით, ვიდრე "ოცნებას“, ან ქართული ოპოზიციის დიდ ნაწილს ჰგონია. ელემენტარული კანონზომიერებაა ისიც, ხელისუფლება თუ აყალბებს არჩევნებს, ის მოიშოროს ხალხმა. არჩევნების როლი იმიტომ არის დიდი, რომ მათ შორის "ქართულ ოცნებასაც“ ესმის, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მას სჭირდება გარკვეული ლეგიტიმიზაცია და ის ამას არჩევნების გარეშე ვერ მიიღებს. ამიტომ "ქართული ოცნება“ აუცილებლად შეეცდება, რომ არჩევნები ჩაატაროს და ბუნებრივია, მას სურვილი აქვს ჩაატაროს ისე, როგორც მას მიაჩნია მისაღებად, ანუ სრულიად კონტროლირებადი იმ პირობებში, რომელიც მის გამარჯვებას გარანტირებულს გახდის“.

  • საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე ჩატარდეს რეფერენდუმი თემაზე: "გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა?“ - ლაშა ძებისაშვილი აცხადებს:

"ის, რომ მოსახლეობის 80% თუ 85% ევროინტეგრაციას ემხრობა, ეს უკვე ვიცით და ხელმეორედ რეფერენდუმის ჩატარება და დამტკიცება რას შეცვლის? ჩვენ გვინდა პოლიტიკური შედეგი და არა სადღეგრძელოები. ჩვენ გამოკითხვით ვიცით, რომ 85% ემხრობა დასავლეთს, რეფერენდუმიც იმავეს დაამტკიცებს. "ქართული ოცნებაც“ მიიღებს ამ რეფერენდუმში მონაწილეობას და იტყვიან, რომ ისინიც მომხრენი არიან, ამას დღემდე ამბობენ. ამიტომ ამ გადმოსახედიდან, ცოტა არ იყოს, არ მესმის რა არის რეფერენდუმის ჩატარების მიზანი - ის რომ ევროპა გვინდა, ეს ხომ ისედაც ცნობილია? აგერ თბილისში ყოველ დაძახებაზე 50-დან 120 ათას კაციანი მიტინგი ტარდება და როცა ამდენი გამოდის თბილისში, დაახლოებით 1 200 000 მხარს უჭერს, ანუ ამ ერთი გამოსული ადამიანის უკან 10 დგას და ცალსახად ნათელია, რომ ჩვენი საზოგადოება პროდასავლურია და ა.შ. არ მგონია, გაღებული კარის მტვრევა, თუ წყლის ნაყვა პროდუქტიული იყოს, ჩვენ ახლა გვჭირდება ძალიან პრინციპული, თანმიმდევრული მუშაობა, სამუშაო გეგმა იმისთვის, რომ არცერთი დღე არ დაიკარგოს და ძირითადი მიზანი იქნას მიღწეული. მიზნები კი არის შემდეგი: ავირიდოთ და ვაიძულოთ "ქართული ოცნება“, რომ რეპრესიების დონე და ხარისხი არ გაიზარდოს, პირიქით, დაეცეს და ამისთვის გვჭირდება შემაკავებელი ფაქტორების, თუ პირობების შექმნა და კომუნიკაცია, დანარჩენი არის იმ პრინციპების ფორმულირება, რა პრინციპების დაცვის შემთხვევაშიც არჩევნებს ექნება აზრი და პოლიტიკური ოპოზიცია მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ოცნებისთვისაც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სჭირდება ლეგიტიმიზაციის გამყარება და ეს მხოლოდ არჩევნებითაა შესაძლებელი, სადაც ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას. ყველა თუ დაიჭირეს და რეპრესიაში მოაქციეს, რა აზრი აქვს არჩევნებს ამ შემთხვევაში? ოპოზიციამ თუ არ მიიღო მონაწილეობა და არჩევნებზე მხოლოდ "ოცნება“ გამოცხადდა, ბუნებრივია, არავისთვის - არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ეს არჩევნები არჩევნებად არ ჩაითვლება“.

იხილეთ ასევე: