პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გადაწყვეტილება იყო ანტიკონსტიტუციური და მოღალატეობრივი" -"ქართული ოცნების" დეპუტატი ე.წ. აგენტების კანონის გამო პარტიას და თელავის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს
"ეს გადაწყვეტილება იყო ანტიკონსტიტუციური და მოღალატეობრივი" -"ქართული ოცნების" დეპუტატი ე.წ. აგენტების კანონის გამო პარტიას და თელავის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა, სა­მან­და­ტო, საპ­რო­ცე­დუ­რო და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან ბერ­ძე­ნაშ­ვილ­მა, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ ე.წ. რუ­სულ კა­ნონ­ზე ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­დეგ პარ­ტია და თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

26 აპ­რილს, დე­პუ­ტატ­მა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე მმარ­თველ პარ­ტი­ას მი­მარ­თა და მო­უ­წო­და არ მი­ე­ღოთ "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი". ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ფიცი დადო, რომ თუ მმარ­თვე­ლი გუნ­დი რუ­სულ კა­ნონს არ გა­იწ­ვევ­და, აუ­ცი­ლებ­ლად და­ტო­ვებ­და პარ­ტი­ა­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბას.

"თეთ­რი სახ­ლი, ევ­რო­კავ­ში­რი, ყვე­ლა პარტნი­ო­რი, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თუ ამ კა­ნონს მი­ი­ღებთ, შე­საძ­ლოა, და­კარ­გოთ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, და­კარ­გავთ კან­დი­და­ტის სტა­ტუს­სა და ყვე­ლა­ფერს, რაც ევ­რო­პას უკავ­შირ­დე­ბაო. ამი­ტომ, მე ამას ცალ­სა­ხად ვე­მიჯ­ნე­ბი და უმორ­ჩი­ლე­სად ვთხოვ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პარ­ლა­მენტს ეს კა­ნო­ნი უკან გა­იწ­ვი­ოს. თქვენ წი­ნა­შე ფიცს ვდებ, რომ თუ ეს არ მოხ­დე­ბა, დავ­ტო­ვებ პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ფრაქ­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და თა­ნამ­დე­ბო­ბას, ამას გპირ­დე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძნიშ­ვილ­მა 26 აპ­რილს საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე

ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი PALITRAVIDEO-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, მან პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და ახლა საქ­მი­ა­ნო­ბას რი­გით, უფ­რაქ­ციო დე­პუ­ტა­ტის რან­გში გა­აგ­რძე­ლებს.

- მე 26 აპ­რილს გან­ვა­ცხა­დე, რომ თუ პარ­ლა­მენ­ტი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს მი­ი­ღებ­და, დავ­ტო­ვებ­დი პარ­ტი­ას, ფრაქ­ცი­ას და თა­ნამ­დე­ბო­ბას. ამ პი­რო­ბას შე­ვას­რუ­ლებ. 10 ივ­ნისს ვბრუნ­დე­ბი სამ­სა­ხურ­ში შვე­ბუ­ლე­ბი­დან და უახ­ლო­ეს საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე სა­ჯა­როდ გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას, მივ­მარ­თავ ჩემს კო­ლე­გებს და დავ­ტო­ვებ თა­ნამ­დე­ბო­ბას და პარ­ტი­ას.

- გქონ­დათ იმე­დი, რომ ვე­ტოს ჩა­აგ­დებ­დნენ?

- გუ­ლის სიღ­რმე­ში მქონ­და მა­ინც იმე­დი. ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი და არა ევ­რო­პუ­ლი. ჩვე­ნი გზა არის ევ­რო­პის­კენ. კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლი პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა სა­ხა­ზი­ნო სტრუქ­ტუ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ ია­როს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლის გზით.

ეს ქმე­დე­ბა იყო არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი. ამას გვე­უბ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი, ვა­შინგტო­ნი, პრე­ზი­დენ­ტის ვეტო, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლი იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ის მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა. მე, რო­გორც იუ­რის­ტი, ვე­თან­ხმე­ბი და ეს იყო მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე გა­ვაგ­რძე­ლებ საქ­მი­ა­ნო­ბას, უფ­რაქ­ციო რი­გით დე­პუ­ტა­ტად თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­რე­შე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს გადაწყვეტილება იყო ანტიკონსტიტუციური და მოღალატეობრივი" -"ქართული ოცნების" დეპუტატი ე.წ. აგენტების კანონის გამო პარტიას და თელავის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

"ეს გადაწყვეტილება იყო ანტიკონსტიტუციური და მოღალატეობრივი" -"ქართული ოცნების" დეპუტატი ე.წ. აგენტების კანონის გამო პარტიას და თელავის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

თელავის საკრებულო "ქართული ოცნების" დეპუტატმა, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ბერძენაშვილმა, მმართველი პარტიის მიერ ე.წ. რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ პარტია და თანამდებობა დატოვა.

26 აპრილს, დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე მმართველ პარტიას მიმართა და მოუწოდა არ მიეღოთ "რუსული კანონი". ბერძენიშვილმა ფიცი დადო, რომ თუ მმართველი გუნდი რუსულ კანონს არ გაიწვევდა, აუცილებლად დატოვებდა პარტიასა და თანამდებობას.

"თეთრი სახლი, ევროკავშირი, ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსსა და ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდებაო. ამიტომ, მე ამას ცალსახად ვემიჯნები და უმორჩილესად ვთხოვ, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს ეს კანონი უკან გაიწვიოს. თქვენ წინაშე ფიცს ვდებ, რომ თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია "ქართულ ოცნებას", ფრაქცია "ქართულ ოცნებასა" და თანამდებობას, ამას გპირდებით", - განაცხადა ბერძნიშვილმა 26 აპრილს საკრებულოს სხდომაზე

ბერძენიშვილი PALITRAVIDEO-თან ინტერვიუში ამბობს, მან პირობა შეასრულა და ახლა საქმიანობას რიგით, უფრაქციო დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

- მე 26 აპრილს განვაცხადე, რომ თუ პარლამენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებდა, დავტოვებდი პარტიას, ფრაქციას და თანამდებობას. ამ პირობას შევასრულებ. 10 ივნისს ვბრუნდები სამსახურში შვებულებიდან და უახლოეს საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გავაკეთებ განცხადებას, მივმართავ ჩემს კოლეგებს და დავტოვებ თანამდებობას და პარტიას.

- გქონდათ იმედი, რომ ვეტოს ჩააგდებდნენ?

- გულის სიღრმეში მქონდა მაინც იმედი. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, პიროვნულ ღირსებას ეწინააღმდეგებოდა, ეს გადაწყვეტილება იყო ანტიკონსტიტუციური, მოღალატეობრივი და არა ევროპული. ჩვენი გზა არის ევროპისკენ. კონსტიტუციის 78-ე მუხლი პირდაპირ გვეუბნება, რომ ყველა სახაზინო სტრუქტურის ვალდებულებაა, რომ იაროს ევროინტეგრაციულის გზით.

ეს ქმედება იყო არაკონსტიტუციური. ამას გვეუბნება ევროკავშირი, ვაშინგტონი, პრეზიდენტის ვეტო, სადაც განმარტებული იყო კონსტიტუციის მუხლების დარღვევა. მე, როგორც იურისტი, ვეთანხმები და ეს იყო მოღალატეობრივი გადაწყვეტილება. მე გავაგრძელებ საქმიანობას, უფრაქციო რიგით დეპუტატად თანამდებობის გარეშე.