მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვიტყვი რომ შეშინებული არ არის, მაგრამ, მგონი, უფრო სხვა რამეებზე ნერვიულობს, ვიდრე იქ ყოფნაზე" - რას წერს უჩა აბაშიძის ძმა?
"ვერ ვიტყვი რომ შეშინებული არ არის, მაგრამ, მგონი, უფრო სხვა რამეებზე ნერვიულობს, ვიდრე იქ ყოფნაზე" - რას წერს უჩა აბაშიძის ძმა?

ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძის ძმა, გოგი აბა­ში­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ძმის შე­სა­ხებ ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. წე­რილ­ში საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­სა და ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერს.

"მოკ­ლედ, უჩა­ზე (ცოტა არე­უ­ლად გა­მო­მი­ვა - ბო­დი­ში)

სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ჩა­ნიშ­ნუ­ლია 2 ივ­ლისს. ქმე­დე­ბა გა­და­ვი­და ნელ რე­ჟიმ­ში. რე­ა­ლუ­რად საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ახ­ლე­ე­ბი არ მაქვს, ასე­ვე მხა­რე­ებს ხელი აქვთ მო­წე­რი­ლი გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე (რო­მე­ლიც რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, ირ­ღვე­ვა მე­ო­რე მხა­რის მიერ) და საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე მო­სა­ყო­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცო­ტაა.

თვი­თონ უჩა უკე­თაა, ნელ-ნელა და­წყნარ­და, მო­ა­ხერ­ხა და­რეკ­ვა და შვილ­თა­ნაც და­ლა­პა­რა­კე­ბა. წე­რი­ლებს იღებს და ზო­გად ინ­ფორ­მა­ცი­ას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ცდი­ლობს თვა­ლი ადევ­ნოს. თქვა, რომ ბევ­რი რამ ექ­ნე­ბა მერე და­სა­წე­რი, ძი­რი­თა­დად ითხოვს სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის და ფურ­ცლე­ბის შეგ­ზავ­ნას - ვას­რუ­ლებთ.

ყვე­ლას გა­და­ე­ცი ფრთხი­ლად იყ­ვნე­ნო. ვერ ვი­ტყვი რომ შე­ში­ნე­ბუ­ლი არაა, მაგ­რამ მგო­ნი უფრო სხვა რა­მე­ებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს, ვიდ­რე იქ ყოფ­ნა­ზე.

პა­რა­ლე­ლუ­რად დაც­ვის სტრა­ტე­გი­ას ვა­ლა­გებთ და ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად ვყა­ლიბ­დე­ბით იუ­რი­დი­უ­ლად, რო­გორ უნდა წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სი. ზო­გა­დი პო­ზი­ცი­აა ასე­თია - აშ­კა­რად მე­ო­რე მხა­რე ცდი­ლობს ეს თემა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს, დღე­საც პარ­ლა­მენ­ტში კეთ­დე­ბო­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აშ­კა­რა ზე­წო­ლაა მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე და დამ­ნა­შა­ვედ აცხა­დებს ადა­მი­ანს ისეთ სა­კი­თხებ­ში, რომ­ლე­ბის მის­თვის ბრა­ლად წა­ყე­ნე­ბაც კი არა­ვის მოს­ვლია აზ­რად.

თუმ­ცა, გა­უთ­ქმე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დაც­ვის მხა­რეს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა რე­ა­ლურ გა­რე­მო­ებ­ზე სა­უბ­რით და­ა­ბა­ლან­სოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში მდგო­მა­რე­ო­ბა. ეტყო­ბა აწი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩქა­რა აღარ იქ­ნე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბიც და სი­ახ­ლე­ე­ბიც იქ­ნე­ბა ნელა და დრო­ში გა­წე­ლი­ლად და გა­ნახ­ლე­ბებ­ში უმე­ტე­სად უჩას მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე თუ დავ­წერ.

უჩას მიდ­გო­მაც ასე­თია - მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე გა­და­ერ­თეთ და ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტვის სა­შუ­ა­ლე­ბას ამ ეტაპ­ზე ნუ მის­ცემ­თო. თუ ვინ­მეს გსურთ - შე­გიძ­ლი­ათ ფოს­ტით წე­რი­ლი მის­წე­როთ, (ად­რე­სა­ტად უთი­თებთ სა­ხელს და გლ­და­ნის იზო­ლა­ტო­რის მი­სა­მართს) დაგ­ვი­ა­ნე­ბით მაგ­რამ მის­დის - გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, წე­რი­ლი გა­და­მოწ­მდე­ბა და თუ სა­თუო თე­მა­ტი­კას შე­ე­ხე­ბა, არ გა­დას­ცე­მენ (ასეთ დროს იდე­ა­ში წე­რი­ლი უკან უნდა და­გიბ­რუნ­დეთ, თუმ­ცა არ ვიცი, აბ­რუ­ნე­ბენ თუ არა)".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უჩა აბა­ში­ძე 9 მა­ისს სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. ორი დღის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს უჩა აბა­ში­ძის მე­უღ­ლე, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლიც. 12 მა­ისს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. ხოლო წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2 ივ­ლისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა - შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ვერ ვიტყვი რომ შეშინებული არ არის, მაგრამ, მგონი, უფრო სხვა რამეებზე ნერვიულობს, ვიდრე იქ ყოფნაზე" - რას წერს უჩა აბაშიძის ძმა?

"ვერ ვიტყვი რომ შეშინებული არ არის, მაგრამ, მგონი, უფრო სხვა რამეებზე ნერვიულობს, ვიდრე იქ ყოფნაზე" - რას წერს უჩა აბაშიძის ძმა?

ბლოგერ უჩა აბაშიძის ძმა, გოგი აბაშიძე, სოციალურ ქსელში დაკავებული ძმის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. წერილში საქმის მიმდინარეობასა და ასევე დაკავებულის ამჟამინდელ მდგომარეობაზე წერს.

"მოკლედ, უჩაზე (ცოტა არეულად გამომივა - ბოდიში)

სასამართლო განხილვა ჩანიშნულია 2 ივლისს. ქმედება გადავიდა ნელ რეჟიმში. რეალურად საქმესთან დაკავშირებით სიახლეები არ მაქვს, ასევე მხარეებს ხელი აქვთ მოწერილი გაუთქმელობაზე (რომელიც როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ირღვევა მეორე მხარის მიერ) და საქმის დეტალებზე მოსაყოლი ინფორმაცია ცოტაა.

თვითონ უჩა უკეთაა, ნელ-ნელა დაწყნარდა, მოახერხა დარეკვა და შვილთანაც დალაპარაკება. წერილებს იღებს და ზოგად ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე ცდილობს თვალი ადევნოს. თქვა, რომ ბევრი რამ ექნება მერე დასაწერი, ძირითადად ითხოვს საკითხავი ლიტერატურის და ფურცლების შეგზავნას - ვასრულებთ.

ყველას გადაეცი ფრთხილად იყვნენო. ვერ ვიტყვი რომ შეშინებული არაა, მაგრამ მგონი უფრო სხვა რამეებზე ნერვიულობს, ვიდრე იქ ყოფნაზე.

პარალელურად დაცვის სტრატეგიას ვალაგებთ და ადვოკატებთან ერთად ვყალიბდებით იურიდიულად, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. ზოგადი პოზიციაა ასეთია - აშკარად მეორე მხარე ცდილობს ეს თემა პოლიტიკურად გამოიყენოს, დღესაც პარლამენტში კეთდებოდა განცხადებები, რომლებიც აშკარა ზეწოლაა მიმდინარე საქმეზე და დამნაშავედ აცხადებს ადამიანს ისეთ საკითხებში, რომლების მისთვის ბრალად წაყენებაც კი არავის მოსვლია აზრად.

თუმცა, გაუთქმელობიდან გამომდინარე დაცვის მხარეს არ აქვს საშუალება რეალურ გარემოებზე საუბრით დააბალანსოს საინფორმაციო სივრცეში მდგომარეობა. ეტყობა აწი, ეს ყველაფერი ჩქარა აღარ იქნება, ცვლილებებიც და სიახლეებიც იქნება ნელა და დროში გაწელილად და განახლებებში უმეტესად უჩას მდგომარეობაზე თუ დავწერ.

უჩას მიდგომაც ასეთია - მნიშვნელოვან საკითხებზე გადაერთეთ და ყურადღების გაფანტვის საშუალებას ამ ეტაპზე ნუ მისცემთო. თუ ვინმეს გსურთ - შეგიძლიათ ფოსტით წერილი მისწეროთ, (ადრესატად უთითებთ სახელს და გლდანის იზოლატორის მისამართს) დაგვიანებით მაგრამ მისდის - გაითვალისწინეთ, წერილი გადამოწმდება და თუ სათუო თემატიკას შეეხება, არ გადასცემენ (ასეთ დროს იდეაში წერილი უკან უნდა დაგიბრუნდეთ, თუმცა არ ვიცი, აბრუნებენ თუ არა)".

შეგახსენებთ, რომ უჩა აბაშიძე 9 მაისს საკუთარ სახლში დააკავეს. ორი დღის შემდეგ დააკავეს უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილიც. 12 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ხოლო წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.