სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ტერიტორია მოსწორებულია, უდაბური, მთვარის ზედაპირს ჰგავს..." - მასშტაბური მეწყერი პაპუა-ახალ გვინეაში: სტიქიური პროცესები კვლავაც გრძელდება
"ეს ტერიტორია მოსწორებულია, უდაბური, მთვარის ზედაპირს ჰგავს..." - მასშტაბური მეწყერი პაპუა-ახალ გვინეაში: სტიქიური პროცესები კვლავაც გრძელდება

წყნა­რი ოკე­ა­ნის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ­ში მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფოს, პა­პუა-ახა­ლი გვი­ნე­ის მა­ღალმთი­ან პრო­ვინ­ცია ენ­გა­ში ისევ აქ­ტი­უ­რია მე­წყე­რი, რო­მელ­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკვე 2000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი 24 მა­ი­სის გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­წყო მუ­ლი­ტა­კის რა­ი­ონ­ში, სა­დაც ერთი სო­ფე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთლი­ა­ნად მი­წა­ში ჩა­ი­მარ­ხა. გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, მათ არ აქვთ იმე­დი, რომ სოფ­ლის 2000-მდე მო­სახ­ლი­დან ვინ­მე გა­დარ­ჩა. სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გარ­თუ­ლე­ბუ­ლია იმის გამო, რომ ისე­დაც ძნე­ლად მი­სად­გომ მთი­ან რა­ი­ონ­ში მე­წყრუ­ლი კე­რე­ბი ისევ აქ­ტი­უ­რია. ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ნი ნიჩ­ბე­ბით და ხის ჯო­ხე­ბით თა­ვად ცდი­ლო­ბენ მი­წის მა­სა­ში მო­ყო­ლილ­თა მო­ძებ­ნას.

რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ამ­ბო­ბენ, მე­წყრის ად­გილ­ზე გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის პოვ­ნის შან­სე­ბი სულ უფრო მცირ­დე­ბა.

სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებს და მსხვერ­პლთა დახ­მა­რე­ბას აფერ­ხებს ასე­ვე და­სახ­ლე­ბე­ბის სი­შო­რე, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზე­ბი, ძლი­ე­რი წვი­მა და მახ­ლობ­ლად გა­ჩე­ნი­ლი ტო­მობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა.

ენ­გას პრო­ვინ­ცი­ის სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე სან­დის ცაკა აცხა­დებს, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­უ­ა­რეს­დეს. მისი თქმით, სტი­ქი­ის ზო­ნი­დან რვა ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ტრა­გე­დია ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა - ყო­ველ სა­ათ­ში გეს­მის ქვე­ბის ცვე­ნის ხმა, ეს აფეთ­ქე­ბას ან გას­რო­ლას ჰგავს... ქვე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ცვე­ნას. ეს რა­ი­ო­ნი მჭიდ­როდ იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი, სა­დაც მდე­ბა­რე­ობ­და ეკ­ლე­სი­ე­ბი და სკო­ლე­ბი. ყვე­ლა მათ­გა­ნი მთლი­ა­ნად წაშ­ლი­ლია დე­და­მი­წის პი­რი­დან. ეს ტე­რი­ტო­რია მოს­წო­რე­ბუ­ლია, უდა­ბუ­რი, მთვა­რის ზე­და­პირს ჰგავს...

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნებ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი", - გა­ნუ­ცხა­და ცა­კამ Reuters-ს.

მისი თქმით, სამ­ხედ­რო­ებ­მა სა­გუ­შა­გო­ე­ბი მო­ა­წყვეს და მო­სახ­ლე­ო­ბას ევა­კუ­ა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ბევ­რმა ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა უარი თქვა ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე იმ იმე­დით, რომ მო­ხერ­ხდე­ბო­და მე­წყერ­ში მო­ყო­ლი­ლი მათი ახ­ლობ­ლე­ბის პოვ­ნა.

  • ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი
00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ეს ტერიტორია მოსწორებულია, უდაბური, მთვარის ზედაპირს ჰგავს..." - მასშტაბური მეწყერი პაპუა-ახალ გვინეაში: სტიქიური პროცესები კვლავაც გრძელდება

"ეს ტერიტორია მოსწორებულია, უდაბური, მთვარის ზედაპირს ჰგავს..." - მასშტაბური მეწყერი პაპუა-ახალ გვინეაში: სტიქიური პროცესები კვლავაც გრძელდება

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სახელმწიფოს, პაპუა-ახალი გვინეის მაღალმთიან პროვინცია ენგაში ისევ აქტიურია მეწყერი, რომელმაც ხელისუფლების ინფორმაციით, სავარაუდოდ, უკვე 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მეწყრული პროცესები 24 მაისის გამთენიისას დაიწყო მულიტაკის რაიონში, სადაც ერთი სოფელი, ფაქტობრივად, მთლიანად მიწაში ჩაიმარხა. გაეროს წარმომადგენლების თქმით, მათ არ აქვთ იმედი, რომ სოფლის 2000-მდე მოსახლიდან ვინმე გადარჩა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გართულებულია იმის გამო, რომ ისედაც ძნელად მისადგომ მთიან რაიონში მეწყრული კერები ისევ აქტიურია. ადგილობრივი მცხოვრებნი ნიჩბებით და ხის ჯოხებით თავად ცდილობენ მიწის მასაში მოყოლილთა მოძებნას.

როგორც შესაბამისი უწყებები ამბობენ, მეწყრის ადგილზე გადარჩენილების პოვნის შანსები სულ უფრო მცირდება.

სამაშველო სამუშაოებს და მსხვერპლთა დახმარებას აფერხებს ასევე დასახლებების სიშორე, დაზიანებული გზები, ძლიერი წვიმა და მახლობლად გაჩენილი ტომობრივი არეულობა.

ენგას პროვინციის საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარე სანდის ცაკა აცხადებს, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ გაუარესდეს. მისი თქმით, სტიქიის ზონიდან რვა ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

"ტრაგედია ჯერ კიდევ გრძელდება - ყოველ საათში გესმის ქვების ცვენის ხმა, ეს აფეთქებას ან გასროლას ჰგავს... ქვები აგრძელებენ ცვენას. ეს რაიონი მჭიდროდ იყო დასახლებული, სადაც მდებარეობდა ეკლესიები და სკოლები. ყველა მათგანი მთლიანად წაშლილია დედამიწის პირიდან. ეს ტერიტორია მოსწორებულია, უდაბური, მთვარის ზედაპირს ჰგავს...

სტიქიის ზონაში და მიმდებარე რაიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული", - განუცხადა ცაკამ Reuters-ს.

მისი თქმით, სამხედროებმა საგუშაგოები მოაწყვეს და მოსახლეობას ევაკუაციის ცენტრებში გადაყვანაში ეხმარება. მისივე თქმით, ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა უარი თქვა ევაკუაციაზე იმ იმედით, რომ მოხერხდებოდა მეწყერში მოყოლილი მათი ახლობლების პოვნა.

  • ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი