მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოიდგინეთ, უდაბნო, მშრალი, ყამირი მიწა და ბუნდოვანი ჰორიზონტი - ეს არის პოლიტიკური მომავალი ამ ადამიანებისა, ვინც აპირებს "რუსულ კანონს“ მხარი დაუჭიროს" - დეკანოიძე
"წარმოიდგინეთ, უდაბნო, მშრალი, ყამირი მიწა და ბუნდოვანი ჰორიზონტი - ეს არის პოლიტიკური მომავალი ამ ადამიანებისა, ვინც აპირებს "რუსულ კანონს“ მხარი დაუჭიროს" - დეკანოიძე

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უდაბ­ნო, მშრა­ლი, ყა­მი­რი მიწა და ბუნ­დო­ვა­ნი ჰო­რი­ზონ­ტი - სწო­რედ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის და ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვინც დღეს აპი­რებს "რუ­სულ კა­ნონს“ მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ბო­ლო­ოდ, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ბო­რო­ტე­ბის ბა­ნა­ლუ­რო­ბის მო­რა­ლურ კა­ტას­ტრო­ფა­ში“ ჩა­ყა­რა და ყვე­ლა­ზე უფრო რთუ­ლი მი­სია - ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა და­ა­კის­რა.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, სევ­დი­ა­ნია ასე­ვე ის ფაქ­ტი, რომ რო­დე­საც მა­გა­ლი­თად, აიხ­მანს ასა­მარ­თლებ­დნენ, თქვა, რომ და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმა არ შე­ეძ­ლო და და­უშ­ვებ­ლად და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბად მი­იჩ­ნია. ვფიქ­რობ, რომ თქვენც და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბად შე­იძ­ლე­ბა მი­იჩ­ნი­ოთ და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმა. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უფრო შემ­ზა­რა­ვი და სევ­დი­ა­ნი დღეს რა არის - ბო­რო­ტე­ბის ბა­ნა­ლუ­რო­ბის მო­რა­ლურ კა­ტას­ტრო­ფას ვხე­დავთ ჩვენ დღეს აქ. ამ ბო­რო­ტე­ბის ბა­ნა­ლუ­რო­ბის მო­რა­ლურ კა­ტას­ტრო­ფა­ში თქვენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩაგ­ყა­რათ, რო­მელ­მაც და­გა­კის­რათ ყვე­ლა­ზე უფრო შე­უძ­ლე­ბე­ლი მი­სია, ყვე­ლა­ზე უფრო მძი­მე მი­სია, რომ სამ­შობ­ლოს, ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წახ­ვი­დეთ. ბო­რო­ტე­ბის ბა­ნა­ლუ­რო­ბა ისი­ცაა, რომ თვლით, რომ ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ღა­ლა­ტის კო­ლექ­ტი­უ­რი აქტი, მაგ­რამ იცო­დეთ, რომ ღა­ლა­ტის კო­ლექ­ტი­უ­რი აქ­ტის შემ­დეგ ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა. ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა სწო­რედ ის, რომ სა­მუ­და­მოდ, თქვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი შეხ­ვალთ ძა­ლი­ან მძი­მე დამ­ღით და სტიგ­მით და იმ სან­ქცი­ით, რო­მე­ლიც უკვე და­გა­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ.

მაგ­რამ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამ მარ­თლაც ბო­რო­ტე­ბის ბა­ნა­ლუ­რო­ბის ყვე­ლა­ზე უფრო ამო­რა­ლუ­რი, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი აქ­ტი­სა, მინ­და, მივ­მარ­თო ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს და ვთქვა, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან და­ი­ბა­და ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა თქვენც გა­და­გარ­ჩენთ, მი­უ­ხე­და­ვად ამ ძა­ლი­ან მძი­მედ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ღა­ლა­ტის ქრო­ნი­კი­სა. მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ გა­იღ­ვი­ძა და თქვა: არ ვა­პი­რებთ ამ ბო­რო­ტე­ბის ბა­ნა­ლუ­რო­ბის კა­ტას­ტრო­ფულ აქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ და ამას ხელი შე­ვუ­წყოთ. გა­იღ­ვი­ძეს ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი მი­სია, და­კის­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მი­სია, რომ­ლის გა­მოც­ლა­საც ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აპი­რებს. ეს ეროვ­ნუ­ლი მი­სია აუ­ცი­ლებ­ლად შეს­რულ­დე­ბა ძა­ლი­ან მალე.

არა­ფერს ვე­ლო­დე­ბი თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­გან. არც მქო­ნია მო­ლო­დი­ნი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წახ­ვალთ. მაგ­რამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად იზ­რუ­ნებს. შეხ­ვედ­რებ­ზე რომ და­დი­ხართ და ეკი­თხე­ბით, რა იქ­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბის და­კის­რე­ბის შემ­დეგ, მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თოდ არ ადარ­დებს თქვე­ნი მო­რა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფა, მას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბა აინ­ტე­რე­სებს. ამი­ტომ, მივ­მარ­თავ თი­თო­ე­ულ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს, ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვის­ზეც ძა­ლა­დობთ და ფიქ­რობთ, რომ ეს ძა­ლა­დო­ბის აქ­ტე­ბი შე­გაძ­ლე­ბი­ნებთ, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ, გე­ლო­დე­ბით ყვე­ლას, 17:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან. პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს ამ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ღა­ლა­ტის ქრო­ნი­კას“,- გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"წარმოიდგინეთ, უდაბნო, მშრალი, ყამირი მიწა და ბუნდოვანი ჰორიზონტი - ეს არის პოლიტიკური მომავალი ამ ადამიანებისა, ვინც აპირებს "რუსულ კანონს“ მხარი დაუჭიროს" - დეკანოიძე

"წარმოიდგინეთ, უდაბნო, მშრალი, ყამირი მიწა და ბუნდოვანი ჰორიზონტი - ეს არის პოლიტიკური მომავალი ამ ადამიანებისა, ვინც აპირებს "რუსულ კანონს“ მხარი დაუჭიროს" - დეკანოიძე

წარმოიდგინეთ, უდაბნო, მშრალი, ყამირი მიწა და ბუნდოვანი ჰორიზონტი - სწორედ ეს არის პოლიტიკური მომავალი ივანიშვილის და ამ ადამიანებისა, ვინც დღეს აპირებს "რუსულ კანონს“ მხარი დაუჭიროს საბოლოოდ, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ დეპუტატები ბიძინა ივანიშვილმა "ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფაში“ ჩაყარა და ყველაზე უფრო რთული მისია - ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა დააკისრა.

"სიმართლე გითხრათ, სევდიანია ასევე ის ფაქტი, რომ როდესაც მაგალითად, აიხმანს ასამართლებდნენ, თქვა, რომ დაკისრებულ მოვალეობაზე უარის თქმა არ შეეძლო და დაუშვებლად და დაუმორჩილებლობად მიიჩნია. ვფიქრობ, რომ თქვენც დაუმორჩილებლობად შეიძლება მიიჩნიოთ დაკისრებულ მოვალეობაზე უარის თქმა. მაგრამ ყველაზე უფრო შემზარავი და სევდიანი დღეს რა არის - ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფას ვხედავთ ჩვენ დღეს აქ. ამ ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფაში თქვენ ბიძინა ივანიშვილმა ჩაგყარათ, რომელმაც დაგაკისრათ ყველაზე უფრო შეუძლებელი მისია, ყველაზე უფრო მძიმე მისია, რომ სამშობლოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წახვიდეთ. ბოროტების ბანალურობა ისიცაა, რომ თვლით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღალატის კოლექტიური აქტი, მაგრამ იცოდეთ, რომ ღალატის კოლექტიური აქტის შემდეგ ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ეკისრება. ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება სწორედ ის, რომ სამუდამოდ, თქვენი ქვეყნის ისტორიაში თითოეული თქვენგანი შეხვალთ ძალიან მძიმე დამღით და სტიგმით და იმ სანქციით, რომელიც უკვე დაგადოთ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ.

მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიუხედავად ამ მართლაც ბოროტების ბანალურობის ყველაზე უფრო ამორალური, კატასტროფული აქტისა, მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვთქვა, რომ დღევანდელი დღე როგორც არ უნდა დასრულდეს, ბედნიერი ვარ, რადგან დაიბადა ახალი საქართველო, სადაც ახალგაზრდები, მომავალი თაობა თქვენც გადაგარჩენთ, მიუხედავად ამ ძალიან მძიმედ გამოცხადებული ღალატის ქრონიკისა. მომავალმა თაობამ გაიღვიძა და თქვა: არ ვაპირებთ ამ ბოროტების ბანალურობის კატასტროფულ აქტში მონაწილეობა მივიღოთ და ამას ხელი შევუწყოთ. გაიღვიძეს ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ჩვენი ეროვნული მისია, დაკისრებული ისტორიული მისია, რომლის გამოცლასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი აპირებს. ეს ეროვნული მისია აუცილებლად შესრულდება ძალიან მალე.

არაფერს ველოდები თითოეული თქვენგანისგან. არც მქონია მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წახვალთ. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად იზრუნებს. შეხვედრებზე რომ დადიხართ და ეკითხებით, რა იქნება სანქციების დაკისრების შემდეგ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ადარდებს თქვენი მორალური კატასტროფა, მას მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება აინტერესებს. ამიტომ, მივმართავ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ყველა ადამიანს, ვისზეც ძალადობთ და ფიქრობთ, რომ ეს ძალადობის აქტები შეგაძლებინებთ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოთ, გელოდებით ყველას, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან. პასუხი უნდა გაეცეს ამ გამოცხადებული ღალატის ქრონიკას“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.