საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?!" - ეკა ხერხეულიძე
"ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?!" - ეკა ხერხეულიძე

"ვის მკვდარს ტი­რო­დით ირან­ში, რო­დე­საც გა­კოტ­რე­ბუ­ლე­ბი, სრუ­ლი­ად ბანკრო­ტე­ბი ხართ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე?!" - იცო­დეთ, რომ 28 მა­ი­სი თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ი­სი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მი­მარ­თა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­კუ­თარ თავს პო­ლი­ტი­კუ­რი ნეკ­რო­ლო­გი და­უ­წე­რა.

"თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემს მტერს ისე­თი უბე­დუ­რე­ბა, ისე­თი ღრუ­ბე­ლი ად­გას თქვენს რე­პუ­ტა­ცი­ას. ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი და არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არ დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში უკ­ვა­ლოდ. თქვენ გგო­ნი­ათ, რომ ეს ხალ­ხმრავ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­შია და რო­მელ­საც ხალ­ხის მღელ­ვა­რე­ბა­ში ხე­დავთ, არის წარ­მა­ვა­ლი, ასე არ არის! სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბის მი­ხედ­ვით არ იწე­რე­ბა და არ იმარ­თე­ბა. თქვენ რომ უყუ­რებთ, ერთი სა­კი­თხის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ხალ­ხის მას­შტა­ბუ­რი გა­მოს­ვლე­ბი კი არ არის, აქ არის უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა. რო­დე­საც სა­ყო­ველ­თაო გა­ფიც­ვას ეფუძ­ნე­ბა თე­ატ­რებ­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში პრო­ტეს­ტი, ასე­ვე, პრო­ფე­სორ - მას­წავ­ლებ­ლებ­ში, სტუ­დენ­ტებ­ში, მომ­ღერ­ლებ­ში, სპორ­ტსმე­ნებ­ში, ამას აღარ ჰქვია ერთი სა­კი­თხის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი, ეს არის ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა. უნდა გეს­მო­დეთ, როცა თქვე­ნი ღა­რი­ბი, უმ­წეო და უმ­წი­ფა­რი პო­ლი­ტი­კით ამ­ბობთ, რომ სან­ქცი­ე­ბი არა­ფერს მო­უ­ტანთ ქვე­ყა­ნას, გგო­ნი­ათ, რომ ჩვენ გვე­ში­ნია, ფო­ბია გვა­წუ­ხებს, რომ ვე­ღარ იფ­რენთ ამე­რი­კა­ში, ამით უნდა და­ვიმ­შვი­დოთ თავი და ზეს­ტა­ფონ­ში მშვი­დად გა­და­ად­გილ­დე­ბით, ეს არ არის ჩვე­ნი სა­წუ­ხა­რი. ჩვე­ნი სა­წუ­ხა­რი გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი, რო­მელ­საც და­ა­კარ­გვი­ნეთ პერ­სპექ­ტი­ვა და ამ­დე­ნი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან დღემ­დე, ამ ქვე­ყა­ნამ შე­ი­ძი­ნა. თქვენ წახ­ვე­დით ირან­ში და „ჰეზ­ბო­ლა­სა“ და „ჰა­მას­თან“ ერ­თად და­დე­ქით სა­მე­გობ­რო წრე­ში.

ეს არ არის ჩემი ქვეყ­ნის ოც­ნე­ბა და ნატ­ვრა. ვის მკვდარს ტი­რო­დით ირან­ში, რო­დე­საც გა­კოტ­რე­ბუ­ლე­ბი, სრუ­ლი­ად ბანკრო­ტე­ბი ხართ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე?! სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მე­გო­ბა­რი წა­არ­თვით, ყვე­ლა პერ­სპექ­ტი­ვა მო­უ­კა­ლით და და­ტო­ვეთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე დიდი ომის პარ­ტი­ის, რუ­სე­თის პი­რის­პირ. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი, რო­გორც არ უნდა გან­რის­ხდეთ, გა­რეთ პა­სუხს მოგ­თხოვთ. არა იმი­ტომ, რომ დღეს აქ პრო­ცე­სი სრულ­დე­ბა, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მო­სა­პო­ვე­ბე­ლი გვაქვს არ­ჩევ­ნე­ბის უფ­ლე­ბა. დღეს თქვე­ნი გა­ნა­ჩე­ნით სა­კუ­თარ თავს და­უ­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი ნეკ­რო­ლო­გი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა მის­ცემთ ხმას, არ მაქვს ილუ­ზია, რომ ვინ­მე თქვენ­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მონა და სპარ­ტა­კი აღ­მოჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ იცო­დეთ, რომ 28 მა­ი­სი თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ი­სი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?!" - ეკა ხერხეულიძე

"ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?!" - ეკა ხერხეულიძე

"ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?!" - იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც "ქართულ ოცნებას" მიმართა.

მისივე თქმით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს პოლიტიკური ნეკროლოგი დაუწერა.

"თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემს მტერს ისეთი უბედურება, ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას. ეს არ არის ნორმალური და არცერთ შემთხვევაში, ეს არ დარჩება საქართველოს ისტორიაში უკვალოდ. თქვენ გგონიათ, რომ ეს ხალხმრავლობა, რომელიც ქუჩაშია და რომელსაც ხალხის მღელვარებაში ხედავთ, არის წარმავალი, ასე არ არის! საქართველოს ისტორია, თქვენი სურვილების მიხედვით არ იწერება და არ იმართება. თქვენ რომ უყურებთ, ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული ხალხის მასშტაბური გამოსვლები კი არ არის, აქ არის უკვე ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა. როდესაც საყოველთაო გაფიცვას ეფუძნება თეატრებში, უმაღლეს სასწავლებლებში პროტესტი, ასევე, პროფესორ - მასწავლებლებში, სტუდენტებში, მომღერლებში, სპორტსმენებში, ამას აღარ ჰქვია ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული პროტესტი, ეს არის ეროვნული მოძრაობა. უნდა გესმოდეთ, როცა თქვენი ღარიბი, უმწეო და უმწიფარი პოლიტიკით ამბობთ, რომ სანქციები არაფერს მოუტანთ ქვეყანას, გგონიათ, რომ ჩვენ გვეშინია, ფობია გვაწუხებს, რომ ვეღარ იფრენთ ამერიკაში, ამით უნდა დავიმშვიდოთ თავი და ზესტაფონში მშვიდად გადაადგილდებით, ეს არ არის ჩვენი საწუხარი. ჩვენი საწუხარი გახლავთ საქართველოს მომავალი, რომელსაც დააკარგვინეთ პერსპექტივა და ამდენი მეგობარი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ამ ქვეყანამ შეიძინა. თქვენ წახვედით ირანში და „ჰეზბოლასა“ და „ჰამასთან“ ერთად დადექით სამეგობრო წრეში.

ეს არ არის ჩემი ქვეყნის ოცნება და ნატვრა. ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! საქართველოს ყველა მეგობარი წაართვით, ყველა პერსპექტივა მოუკალით და დატოვეთ მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი ომის პარტიის, რუსეთის პირისპირ. ჩვენი მომავალი, როგორც არ უნდა განრისხდეთ, გარეთ პასუხს მოგთხოვთ. არა იმიტომ, რომ დღეს აქ პროცესი სრულდება, არცერთ შემთხვევაში, ჩვენ უპირველეს ყოვლისა, მოსაპოვებელი გვაქვს არჩევნების უფლება. დღეს თქვენი განაჩენით საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი. დარწმუნებული ვარ, ყველა მისცემთ ხმას, არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე თქვენგან გათავისუფლებული მონა და სპარტაკი აღმოჩნდება, მაგრამ იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.