პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი, რაზეც შეიძლება დათანხმდეს რუსეთი, არის ის, რომ დანარჩენი საქართველოც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად, რუსეთის მონობაში აღმოჩნდეს. ამაზეა თანახმა "ქართული ოცნება"? - ექსპერტი
"ერთადერთი, რაზეც შეიძლება დათანხმდეს რუსეთი, არის ის, რომ დანარჩენი საქართველოც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად, რუსეთის მონობაში აღმოჩნდეს. ამაზეა თანახმა "ქართული ოცნება"? - ექსპერტი

24 მა­ისს, თბი­ლი­სის დრო­ით დი­ლის 4 სა­ათ­ზე, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პო­ლი­ტი­კა მათ­თვის, ვინც "ძირს უთხრის დე­მოკ­რა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ამის თა­ო­ბა­ზე აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა გა­ნა­ცხა­და.

"დღეს­ვე ვი­წყებ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ორ­მხრი­ვი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვას. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი გა­და­ხე­და­ვენ კა­ნონპ­რო­ექტს და მი­ი­ღე­ბენ ზო­მებს, თა­ვი­ან­თი ერის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის წინსვლის­თვის. ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­ხედ­ვი­სას, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს ქმე­დე­ბებს ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვა­შინგტო­ნი­სა და ბრი­უ­სე­ლის არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ კურსსა და აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ა­ზი­ა­ნებ­და, პარ­ლა­მენ­ტმა, სა­დაც უმ­რავ­ლე­სო­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ფლობს, სამი მოს­მე­ნით მა­ინც მი­ი­ღო. პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 18 მა­ისს ვეტო და­ა­დო "აგენ­ტე­ბის კა­ნონს". 21 მა­ისს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ "მტკი­ცედ ურ­ჩია" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, კა­ნო­ნი გა­ა­უქ­მოს, რად­გან მას "ფუნ­და­მენ­ტუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი" აქვს. თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას არ აპი­რებს. დღეს პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აპი­რებს დაძ­ლი­ოს ვეტო. ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში უკი­დუ­რე­სად რთუ­ლია, სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას, რო­გორც ჩანს, არა­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რაც ქვეყ­ნის უკი­დუ­რე­სად გარ­თუ­ლე­ბულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას უფრო და­ამ­ძი­მებს. შიში იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რის შეც­ვლას ცდი­ლობს, სულ უფრო მძაფ­რდე­ბა. პრო­ცე­სი ქვე­ყა­ნა­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და სულ უფრო მეტი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე სვამს კი­თხვას - საით მი­დის სა­ქარ­თვე­ლო? ამ სა­კი­თხებ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯიპა-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- უკვე კარ­გა ხა­ნია ლა­პა­რა­კობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­თურ "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ა­ზე", თუმ­ცა სა­დღაც ბოლო თვე-ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბა ამ გა­მო­გო­ნილ ტერ­მინს უშუ­ა­ლოდ აშშ-ის მი­სა­მარ­თით იყე­ნე­ბენ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რის მი­მართ არა­ხა­ლია, ამი­ტო­მაც ამე­რი­კე­ლებ­მა და­ი­წყეს ამ ყვე­ლაფ­რის შეს­წავ­ლა და ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ მი­უ­ღი­ათ ემო­ცი­უ­რად, ერთ ღა­მე­ში, ეს დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გია. რო­გორც ჩანს, ამე­რი­კე­ლებს აქვთ საკ­მა­რი­სი არ­გუ­მენ­ტი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ქვეყ­ნის პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი მთლად პრო­რუ­სუ­ლით თუ არა, იზო­ლა­ცი­ო­ნიზ­მით შე­ცა­ლოს. ამე­რი­კე­ლებ­მა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ პო­ლი­ტი­კას უპა­სუ­ხეს. მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ქვეყ­ნი­სად­მი მათი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, რაც ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებ­თან თან­ხვედ­რა­შია.

დღეს შე­იქ­მნა ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ცდი­ლობს; "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­ი­ვი­წყა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლია და ვალ­დე­ბუ­ლია ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი ზედ­მი­წევ­ნით და­იც­ვას, მას კი ეს არა­თუ ვერ გა­მოს­დის, ის­მის კი­თხვა, წარ­მო­ად­გენს კი ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ერ­თოდ? აი, ახლა სწო­რედ ეს ვი­თა­რე­ბაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად და გა­ცხა­დე­ბუ­ლად აქვს არ­ჩე­უ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ცდი­ლობს ამ კურ­სის ობსტრუქ­ცი­ას და მის­თვის ხე­ლის შეშ­ლას. ის ცდი­ლობს და­სავ­ლე­თის­კენ გზის გა­და­თხრას. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა აშშ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ამე­რი­კე­ლებს თა­ვი­ან­თი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბიც აქვთ ამ რე­გი­ონ­ში, ამა­ზე ორი აზრი არ არის, მაგ­რამ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩვე­ნი, რო­გორც სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი სრუ­ლად თან­ხვედ­რა­შია ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან, მათ­თვი­საც და ჩვენ­თვი­საც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია არ გაქ­რეს კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წერ­ტი­ლი. თუკი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია და­ემ­ხო­ბა, ეს ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­რუ­სუ­ლი ავ­ტოკ­რა­ტი­ის დამ­ყა­რე­ბას, რის შე­დე­გად სომ­ხეთ­საც და­ე­კარ­გე­ბა შან­სი, რომ გახ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და პრო­და­სავ­ლუ­რი ალი­ან­სის წევ­რი. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­გი­ონ­ში სა­ერ­თოდ აღარ იქ­ნე­ბა პრო­და­სავ­ლუ­რი ძალა... რე­გი­ონ­ში მხო­ლოდ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას არ ვგუ­ლის­ხმობ.

- გა­სულ კვი­რას პრე­მი­ერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის­გან მო­ვის­მი­ნეთ შო­კის­მომ­გვრე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ მას თით­ქოს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ერთ-ერთი ევ­რო­კო­მი­სა­რი და­ე­მუქ­რა სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ე­რის ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბით, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან მძი­მედ დაჭ­რეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ევ­რო­კო­მი­სა­რი, რო­მელ­ზეც კო­ბა­ხი­ძე ლა­პა­რა­კობ­და, არის უნ­გრე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ოლი­ვერ ვარ­ჰეი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლო­ი­ა­ლუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ჩან­და კო­ბა­ხი­ძის ბრალ­დე­ბით, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ფრა­ზა კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლი­ჯეს.

- მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით, ვარ­ჰეი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­მართ აშ­კა­რა სიმ­პა­თი­ას გა­მო­ხა­ტავ­და, რაც იმით აიხ­სნე­ბო­და, რომ ის ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში ორ­ბა­ნის პარ­ტი­ის წარ­დგე­ნი­ლია, რო­მელ­თან მე­გობ­რო­ბი­თაც ასე იწო­ნებს თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ისე გა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ ისიც "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის" წევ­რი ყო­ფი­ლა. ცოტა სა­სა­ცი­ლო კია, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მელ­საც რუ­სე­თის ისე ეში­ნია, კან­კა­ლით ამ­ბობს წა­რა­მა­რა, აბა, ომი გინ­და­თო, უცებ გა­და­წყვი­ტა, რომ თავ­და­დე­ბუ­ლი ბრძო­ლა გა­უ­მარ­თოს "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ას", რო­მე­ლიც თით­ქოს მთელ მსოფ­ლი­ოს აკონ­ტრო­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ში­შის პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლია. სულ იმას ჩას­ჩი­ჩი­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბას, თუ ასე გა­ვა­კე­თეთ, რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბას გვი­ზა­მე­ნო. რა თქმა უნდა, ეს რუ­სე­თის ში­შია, რომ­ლის და­თეს­ვა­საც ცდი­ლო­ბენ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­მა­გი­ე­როდ, ის ძალა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან ენის მო­ჩლე­ქით ლა­პა­რა­კობს, თურ­მე დევ­გმი­რუ­ლად ებ­რძვის "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ას".

რა­ტომ აკე­თებს ამას? - ჩემი აზ­რით, ამას ორი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი, ორი სცე­ნა­რი აქვს. ერ­თის თა­ნახ­მად, თა­ვად პარ­ტი­ის ლი­დერს აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის აღ­ქმა და­კარ­გუ­ლი, რაც ხდე­ბა ხოლ­მე, რო­დე­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი, გარ­შე­მო კი ყვე­ლა გა­დი­დებს, ბრძენს გე­ძა­ხის და გარ­წმუ­ნებს, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შენ გვერ­დით არის. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად და­ი­ჯე­რო ეს და გა­და­წყვი­ტო, რომ შე­გიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თო, რაც მო­გე­სურ­ვე­ბა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ლი­დე­რი ფიქ­რობს, რომ ეს ქვე­ყა­ნა მისი სა­ფე­ო­და­ლოა, მი­წაც და მას­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხიც მისი სა­კუთ­რე­ბაა. შე­საძ­ლოა ამის შემ­დეგ უკვე სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სრუ­ლად მას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, ამის­თვის კი სა­ჭი­რო იყო მი­ე­ღოთ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ჩა­მო­ა­შო­რებ­და ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს. სურს ამის შე­დე­გად სრუ­ლი­ად გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი და მარ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ მე­ტად გახ­დეს მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ სცე­ნარს მე ნაკ­ლე­ბად ვი­ზი­ა­რებ, ეს მხო­ლოდ ერთი ვერ­სი­აა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სცე­ნარს, ის უფრო რე­ა­ლის­ტუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა. ამ სცე­ნა­რის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი­დან აშ­კა­რად მო­დის მი­თი­თე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­ად­გეს პრო­რუ­სულ კურსს. კრემლს სურს აჩ­ვე­ნოს თით­ქოს ომს იგებს უკ­რა­ი­ნა­ში, რაც ნამ­დვი­ლად არ არის ასე, და თან უომ­რად აძ­ლი­ე­რებს გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში შე­საძ­ლოა მარ­თლაც სჯე­რათ რუ­სე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბის და იმის, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სწო­რედ რუ­სეთ­თან ყოფ­ნაა მათ­თვის სა­ი­მე­დო და არა და­სავ­ლეთ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დაჰ­ყვნენ რუ­სულ მი­თი­თე­ბებს და ამი­ტო­მაც არი­ან ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და­სავ­ლეთ­თან. ყო­ვე­ლი­ვე ამა­ში აშ­კა­რად რუ­სე­თის იმე­დად ყოფ­ნის ნიშ­ნე­ბი ჩნდე­ბა, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. ვფიქ­რობ, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბო­ტაჟს უწყობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბით. ეს და­პი­რის­პი­რე­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბა, არე­უ­ლო­ბა, კრი­ზი­სი მხო­ლოდ რუ­სეთს აწყობს. რო­გორ გა­მო­ვალთ ამ ვი­თა­რე­ბი­დან, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­გო, მი­ვი­ღებთ რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბულ ქვე­ყა­ნას, ბევ­რად უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს, ვიდ­რე ლუ­კა­შენ­კოს ბე­ლა­რუ­სია. თუ ძა­ლა­უფ­ლე­ბას და­კარ­გავს, რუ­სე­თი მა­ინც მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეს და­პი­რის­პი­რე­ბა და გა­თი­თო­კა­ცე­ბა უცებ არ დას­რულ­დე­ბა, და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბაც კი­დევ კარ­გა ხანს გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­აც. მოკ­ლედ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო კი წა­გე­ბუ­ლი... ამას და­ვუ­მა­ტოთ, რომ დიდი საფრ­თხეა ჩა­ვარ­დეს წლე­ვან­დე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი, სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაც არ აი­სა­ხე­ბა ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზე დი­დად სა­სარ­გებ­ლოდ. საქ­მე ისაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი აჩენს საფრ­თხეს, რომ თუ ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე გაგ­რძელ­და, ქვე­ყა­ნაც და­სან­ქცირ­დეს, რაც ნამ­დვი­ლად კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა. იმე­დია, ეს არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ეს მო­ლო­დი­ნიც კი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს. ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა და­სავ­ლეთ­ზე იმა­ზე მე­ტად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია.

- ბოლო დროს ჯერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქვე­და ეშე­ლო­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას და მალე, ალ­ბათ, მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­შიც სა­ჯა­როდ და­ი­წყე­ბენ ლა­პა­რაკს, რომ თურ­მე ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბას იმი­ტომ ცდი­ლობს, მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

- ესეც მო­რი­გი ტყუ­ი­ლია. და­ვი­წყოთ პუ­ტი­ნის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბით, რომ ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ იც­ვლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლე­ბე­ლია რუ­სეთ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა აწარ­მო­ოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე. თუ რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და ამის თა­ო­ბა­ზე, ეს იქ­ნე­ბა ფიქ­ცია და ჩვე­ნი მო­ტყუ­ე­ბის კი­დევ ერთი ცდა. რუ­სე­თის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ და და­ვუშ­ვათ, რომ მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს მსგავ­სი მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ჩვენ რა პი­რო­ბე­ბით ვართ მას­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი? ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა და­თან­ხმდეს რუ­სე­თი, არის ის, რომ და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ერ­თად რუ­სე­თის მო­ნო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდეს - ანუ დე ფაქ­ტო ოკუ­პა­ცია მთე­ლი ქვეყ­ნის, უკვე ოკუ­პი­რე­ბულ 20%-თან ერ­თად. ამა­ზეა თა­ნახ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"?

რუ­კა­ზე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩეთ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ფიქ­ცია იქ­ნე­ბა, რო­გორც ბე­ლა­რუ­სის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს სა­ხელ­მწი­ფო აღარ არ­სე­ბობს, ის რუ­სე­თის გაგ­რძე­ლე­ბაა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთადერთი, რაზეც შეიძლება დათანხმდეს რუსეთი, არის ის, რომ დანარჩენი საქართველოც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად, რუსეთის მონობაში აღმოჩნდეს. ამაზეა თანახმა "ქართული ოცნება"? - ექსპერტი

"ერთადერთი, რაზეც შეიძლება დათანხმდეს რუსეთი, არის ის, რომ დანარჩენი საქართველოც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად, რუსეთის მონობაში აღმოჩნდეს. ამაზეა თანახმა "ქართული ოცნება"? - ექსპერტი

24 მაისს, თბილისის დროით დილის 4 საათზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა მათთვის, ვინც "ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში", - ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, თავიანთი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას", - ნათქვამია განცხადებაში.

ვაშინგტონისა და ბრიუსელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ე.წ. აგენტების კანონპროექტი ევროატლანტიკურ კურსსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებს დააზიანებდა, პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას "ქართული ოცნება" ფლობს, სამი მოსმენით მაინც მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო "აგენტების კანონს". 21 მაისს ვენეციის კომისიამ "მტკიცედ ურჩია" ხელისუფლებას, კანონი გააუქმოს, რადგან მას "ფუნდამენტური ხარვეზები" აქვს. თუმცა ხელისუფლება ამას არ აპირებს. დღეს პლენარულ სესიაზე "ქართული ოცნება" აპირებს დაძლიოს ვეტო. ვითარება ქვეყანაში უკიდურესად რთულია, სანქციების დაწესებას, როგორც ჩანს, არაერთი მაღალჩინოსანი დაექვემდებარება, რაც ქვეყნის უკიდურესად გართულებულ საგარეო პოლიტიკას უფრო დაამძიმებს. შიში იმისა, რომ ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას ცდილობს, სულ უფრო მძაფრდება. პროცესი ქვეყანაში პერმანენტული პროტესტის ფონზე მიმდინარეობს და სულ უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე სვამს კითხვას - საით მიდის საქართველო? ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- უკვე კარგა ხანია ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლება მითურ "გლობალური ომის პარტიაზე", თუმცა სადღაც ბოლო თვე-ნახევარი იქნება ამ გამოგონილ ტერმინს უშუალოდ აშშ-ის მისამართით იყენებენ.

"ქართული ოცნების" დესტრუქციული პოლიტიკა ჩვენი მთავარი პარტნიორის მიმართ არახალია, ამიტომაც ამერიკელებმა დაიწყეს ამ ყველაფრის შესწავლა და ენტონი ბლინკენის გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიუღიათ ემოციურად, ერთ ღამეში, ეს დაკვირვების შედეგია. როგორც ჩანს, ამერიკელებს აქვთ საკმარისი არგუმენტი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის პროდასავლური კურსი მთლად პრორუსულით თუ არა, იზოლაციონიზმით შეცალოს. ამერიკელებმა ამ გადაწყვეტილებით სწორედ ხელისუფლების ამ პოლიტიკას უპასუხეს. მათთვის საქართველო მხოლოდ მისი ხელისუფლება არ არის, ეს არის საქართველოს ხალხი და ასევე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისადმი მათი პოლიტიკური ინტერესები, რაც ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან თანხვედრაშია.

დღეს შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუციების ხელში ჩაგდებას ცდილობს; "ქართულმა ოცნებამ" დაივიწყა, რომ ის საქართველოს მოსახლეობის დაქირავებულია და ვალდებულია ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები ზედმიწევნით დაიცვას, მას კი ეს არათუ ვერ გამოსდის, ისმის კითხვა, წარმოადგენს კი ეს ხელისუფლება ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოს საერთოდ? აი, ახლა სწორედ ეს ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კონსტიტუციურად და გაცხადებულად აქვს არჩეული პროდასავლური კურსი, საქართველოს ხელისუფლება კი ცდილობს ამ კურსის ობსტრუქციას და მისთვის ხელის შეშლას. ის ცდილობს დასავლეთისკენ გზის გადათხრას. სწორედ ამან განაპირობა აშშ-ის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამერიკელებს თავიანთი სახელმწიფოებრივი ინტერესებიც აქვთ ამ რეგიონში, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის ინტერესები სრულად თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მათთვისაც და ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია არ გაქრეს კავკასიაში ერთადერთი დემოკრატიული წერტილი. თუკი საქართველოში დემოკრატია დაემხობა, ეს ნიშნავს საქართველოში პრორუსული ავტოკრატიის დამყარებას, რის შედეგად სომხეთსაც დაეკარგება შანსი, რომ გახდეს დემოკრატიული და პროდასავლური ალიანსის წევრი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში საერთოდ აღარ იქნება პროდასავლური ძალა... რეგიონში მხოლოდ სამხრეთ კავკასიას არ ვგულისხმობ.

- გასულ კვირას პრემიერ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ შოკისმომგვრელი განცხადება, რომ მას თითქოს სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელიც ახლახან მძიმედ დაჭრეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ევროკომისარი, რომელზეც კობახიძე ლაპარაკობდა, არის უნგრელი დიპლომატი ოლივერ ვარჰეი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩეოდა. ის გაოგნებული ჩანდა კობახიძის ბრალდებით, როდესაც განაცხადა, რომ მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს.

- მართალი ბრძანდებით, ვარჰეი "ქართული ოცნების" მიმართ აშკარა სიმპათიას გამოხატავდა, რაც იმით აიხსნებოდა, რომ ის ევროკომისიაში ორბანის პარტიის წარდგენილია, რომელთან მეგობრობითაც ასე იწონებს თავს ხელისუფლება, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოიყვანეს, რომ ისიც "გლობალური ომის პარტიის" წევრი ყოფილა. ცოტა სასაცილო კია, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც რუსეთის ისე ეშინია, კანკალით ამბობს წარამარა, აბა, ომი გინდათო, უცებ გადაწყვიტა, რომ თავდადებული ბრძოლა გაუმართოს "გლობალური ომის პარტიას", რომელიც თითქოს მთელ მსოფლიოს აკონტროლებს. საქართველოს ხელისუფლება, შეიძლება ითქვას, შიშის პოლიტიკის გამტარებელია. სულ იმას ჩასჩიჩინებს მოსახლეობას, თუ ასე გავაკეთეთ, რაღაც საშინელებას გვიზამენო. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის შიშია, რომლის დათესვასაც ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში. სამაგიეროდ, ის ძალა, რომელიც რუსეთთან ენის მოჩლექით ლაპარაკობს, თურმე დევგმირულად ებრძვის "გლობალური ომის პარტიას".

რატომ აკეთებს ამას? - ჩემი აზრით, ამას ორი სავარაუდო პასუხი, ორი სცენარი აქვს. ერთის თანახმად, თავად პარტიის ლიდერს აქვს პოლიტიკური რეალობის აღქმა დაკარგული, რაც ხდება ხოლმე, როდესაც წლების განმავლობაში იზოლაციაში იმყოფები, გარშემო კი ყველა გადიდებს, ბრძენს გეძახის და გარწმუნებს, რომ მთელი საქართველო შენ გვერდით არის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მარტივად დაიჯერო ეს და გადაწყვიტო, რომ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, რაც მოგესურვება. ასეთ ვითარებაში ლიდერი ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა მისი საფეოდალოა, მიწაც და მასზე დასახლებული ხალხიც მისი საკუთრებაა. შესაძლოა ამის შემდეგ უკვე საჭიროდ ჩათვალა, რომ სახელმწიფო სრულად მას უნდა ემსახურებოდეს, ამისთვის კი საჭირო იყო მიეღოთ კანონი, რომელიც ყველას ჩამოაშორებდა ჩვენს სახელმწიფოს. სურს ამის შედეგად სრულიად გაღარიბებული და მარტოდ დარჩენილი მოსახლეობა კიდევ მეტად გახდეს მასზე დამოკიდებული. ამ სცენარს მე ნაკლებად ვიზიარებ, ეს მხოლოდ ერთი ვერსიაა.

რაც შეეხება მეორე სცენარს, ის უფრო რეალისტურად მეჩვენება. ამ სცენარის თანახმად, რუსეთიდან აშკარად მოდის მითითება, რომ საქართველო უნდა დაადგეს პრორუსულ კურსს. კრემლს სურს აჩვენოს თითქოს ომს იგებს უკრაინაში, რაც ნამდვილად არ არის ასე, და თან უომრად აძლიერებს გავლენას საქართველოზე. საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში შესაძლოა მართლაც სჯერათ რუსეთის უძლეველობის და იმის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწორედ რუსეთთან ყოფნაა მათთვის საიმედო და არა დასავლეთთან. აქედან გამომდინარე, დაჰყვნენ რუსულ მითითებებს და ამიტომაც არიან ასეთი აგრესიულები დასავლეთთან. ყოველივე ამაში აშკარად რუსეთის იმედად ყოფნის ნიშნები ჩნდება, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, რუსეთი საქართველოს საბოტაჟს უწყობს ხელისუფლების მანიპულირებით. ეს დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღრმავება, არეულობა, კრიზისი მხოლოდ რუსეთს აწყობს. როგორ გამოვალთ ამ ვითარებიდან, რთული სათქმელია. თუ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიგო, მივიღებთ რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყანას, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფს, ვიდრე ლუკაშენკოს ბელარუსია. თუ ძალაუფლებას დაკარგავს, რუსეთი მაინც მოგებული დარჩება, რადგან საზოგადოების ეს დაპირისპირება და გათითოკაცება უცებ არ დასრულდება, დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებაც კიდევ კარგა ხანს გაჭიანურდება. შესაბამისად, გაჭიანურდება ქვეყნის ევროინტეგრაციაც. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი მოგებული დარჩება, საქართველო კი წაგებული... ამას დავუმატოთ, რომ დიდი საფრთხეა ჩავარდეს წლევანდელი ტურისტული სეზონი, სანქციების დაწესებაც არ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე დიდად სასარგებლოდ. საქმე ისაა, რომ ხელისუფლების წევრებისთვის დაწესებული სანქციები აჩენს საფრთხეს, რომ თუ ყველაფერი ასევე გაგრძელდა, ქვეყანაც დასანქცირდეს, რაც ნამდვილად კატასტროფა იქნება. იმედია, ეს არ მოხდება, მაგრამ ეს მოლოდინიც კი ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში დიდ დარტყმას მიაყენებს. ჩვენი ეკონომიკა დასავლეთზე იმაზე მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

- ბოლო დროს ჯერ ხელისუფლების ქვედა ეშელონების წარმომადგენლები ცდილობენ ნაცნობ-მეგობრების დარწმუნებას და მალე, ალბათ, მაღალ ეშელონებშიც საჯაროდ დაიწყებენ ლაპარაკს, რომ თურმე ივანიშვილი რუსეთთან დაახლოებას იმიტომ ცდილობს, მოლაპარაკებებს აწარმოებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად.

- ესეც მორიგი ტყუილია. დავიწყოთ პუტინის ძალიან ცნობილი სიტყვებით, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ტერიტორიებზე არ იცვლება. შესაბამისად, შეუძლებელია რუსეთმა სერიოზული მოლაპარაკება აწარმოოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. თუ რაიმე განცხადებები გაკეთდა ამის თაობაზე, ეს იქნება ფიქცია და ჩვენი მოტყუების კიდევ ერთი ცდა. რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და დავუშვათ, რომ მართლაც შეიძლება არსებობდეს მსგავსი მოლაპარაკება, ჩვენ რა პირობებით ვართ მასზე წარმოდგენილი? ერთადერთი, რაზეც შეიძლება დათანხმდეს რუსეთი, არის ის, რომ დანარჩენი საქართველოც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად რუსეთის მონობაში აღმოჩნდეს - ანუ დე ფაქტო ოკუპაცია მთელი ქვეყნის, უკვე ოკუპირებულ 20%-თან ერთად. ამაზეა თანახმა "ქართული ოცნება"?

რუკაზე შეიძლება დავრჩეთ, მაგრამ რეალურად ჩვენი სუვერენიტეტი ფიქცია იქნება, როგორც ბელარუსის, ფაქტობრივად, ეს სახელმწიფო აღარ არსებობს, ის რუსეთის გაგრძელებაა. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: