მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს “ქართულმა ოცნებამ” ახალი საქართველოს დიდ დასაწყისს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს!" - დათა თავაძე
"როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს “ქართულმა ოცნებამ” ახალი საქართველოს დიდ დასაწყისს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს!" - დათა თავაძე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცია ლო­ზუნ­გით - "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნით არ ვი­ცხოვ­რებთ“ გა­ი­მარ­თე­ბა. აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტთან იგეგ­მე­ბა პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც, რო­მელ­ზეც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებს და მას­ზე თან­დარ­თულ კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ დღეს რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, რა­ღაც დი­დის და­სა­წყისს ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს.

დათა თა­ვა­ძე:

"რო­გო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს დღეს “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ”, ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დიდ და­სა­წყისს უკვე ვე­ღა­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს! ჩვენ ორი თვეა ვას­წავ­ლით ერ­თმა­ნეთს ამ სი­ახ­ლეს! ერ­თმა­ნეთს ვას­წავ­ლით, რო­გორ უნდა გვქონ­დეს ერ­თმა­ნე­თის იმე­დი, რომ არას­დროს მი­ვა­ტო­ვებთ ერ­თმა­ნეთს! ორი თვეა ერ­თმა­ნეთს ვას­წავ­ლით უშიშ­რო­ბას, ანუ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სი­ცილს ნე­ბის­მი­ე­რი საფრ­თხის წი­ნა­შე!

ერ­თმა­ნეთს ვას­წავ­ლით ბრძო­ლის სრუ­ლი­ად ახალ გზებს, რომ­ლის წე­სე­ბიც ვერ ამო­იც­ნეს ჩა­ჟან­გე­ბულ­მა “ძვე­ლებ­მა”, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ძუ­ლე­ებ­მა, ამი­ტო­მაც ვჯობ­ნი­დით ყო­ველ დღე! ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვას­წავ­ლეთ, რა არის და რო­გორ უნდა ვი­ზე­ი­მოთ ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი - ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა! ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვას­წავ­ლეთ ის­ტო­რი­ის, რწმე­ნი­სა და ერ­თო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, - რომ თურ­მე შე­საძ­ლე­ბე­ლია გულ­წრფე­ლად გიყ­ვარ­დეს შენი ფეს­ვე­ბი, - ნამ­დვი­ლი, ცო­ცხა­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, - და ამავდრო­უ­ლად, მუდ­მი­ვად მზად იყო გა­ნახ­ლე­ბის­თვის - ჩვენ გა­ვა­ცო­ცხლეთ ენა! ჩვენ გა­ვა­ახ­ლეთ ხე­ლოვ­ნე­ბა!

ჩვენ და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი ახალ ენა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ენა­ზე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მათ ეს­მით, ვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი უყ­ვარს!

ჩვენ ვნა­ხეთ ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზა­ფხუ­ლი!

თვა­ლი მოვ­კა­რით ახალ სა­ქარ­თვე­ლოს!

დღეს კი­დევ ერთხელ და­ვი­ცავთ მას - დღეს მისი დაც­ვის დღეა! გა­მო­დი გა­რეთ, და­ი­ცა­ვი ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზა­ფხუ­ლი!"

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს “ქართულმა ოცნებამ” ახალი საქართველოს დიდ დასაწყისს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს!" - დათა თავაძე

"როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს “ქართულმა ოცნებამ” ახალი საქართველოს დიდ დასაწყისს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს!" - დათა თავაძე

საქართველოს პარლამენტთან აქცია ლოზუნგით - "რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“ გაიმართება. აქცია პარლამენტთან იგეგმება პლენარული სხდომის პარალელურადაც, რომელზეც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავენ.

რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მმართველმა პარტიამ, რაღაც დიდის დასაწყისს ვერაფერი შეაჩერებს.

დათა თავაძე:

"როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს “ქართულმა ოცნებამ”, ახალი საქართველოს დიდ დასაწყისს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს! ჩვენ ორი თვეა ვასწავლით ერთმანეთს ამ სიახლეს! ერთმანეთს ვასწავლით, როგორ უნდა გვქონდეს ერთმანეთის იმედი, რომ არასდროს მივატოვებთ ერთმანეთს! ორი თვეა ერთმანეთს ვასწავლით უშიშრობას, ანუ თავისუფლებას, სიცილს ნებისმიერი საფრთხის წინაშე!

ერთმანეთს ვასწავლით ბრძოლის სრულიად ახალ გზებს, რომლის წესებიც ვერ ამოიცნეს ჩაჟანგებულმა “ძველებმა”, თავისუფლების მოძულეებმა, ამიტომაც ვჯობნიდით ყოველ დღე! ჩვენ ერთმანეთს ვასწავლეთ, რა არის და როგორ უნდა ვიზეიმოთ ჩვენი მთავარი მონაპოვარი - ჩვენი დამოუკიდებლობა! ჩვენ ერთმანეთს ვასწავლეთ ისტორიის, რწმენისა და ერთობის სიყვარული, - რომ თურმე შესაძლებელია გულწრფელად გიყვარდეს შენი ფესვები, - ნამდვილი, ცოცხალი ტრადიციები, - და ამავდროულად, მუდმივად მზად იყო განახლებისთვის - ჩვენ გავაცოცხლეთ ენა! ჩვენ გავაახლეთ ხელოვნება!

ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ახალ ენაზე, თავისუფლებისა და სიყვარულის ენაზე, რომელიც მხოლოდ მათ ესმით, ვისაც თავისუფლება და სიყვარული უყვარს!

ჩვენ ვნახეთ ახალი საქართველოს გაზაფხული!

თვალი მოვკარით ახალ საქართველოს!

დღეს კიდევ ერთხელ დავიცავთ მას - დღეს მისი დაცვის დღეა! გამოდი გარეთ, დაიცავი ახალი საქართველოს გაზაფხული!"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"