სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები" - ზატულინი კობახიძის განცხადებაზე
"არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები" - ზატულინი კობახიძის განცხადებაზე

"არ ვიცი, პატ­რი­ო­ტიზ­მის დე­მონ­სტრი­რე­ბის სურ­ვი­ლის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს რამ შთა­ა­გო­ნა, არ მეს­მის, 2030 წლის­თვის აფხა­ზეთს და სამ­ხრეთ ოსეთს რო­გორ და­აბ­რუ­ნებს", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს, დუ­მის დსთ - ს საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, კონ­სტან­ტინ ზა­ტუ­ლინ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს სურს თავი გა­მო­ა­ცხა­დოს პო­ლი­ტი­კო­სად, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ას არა­ფერს და­უთ­მობს.

"არ ვიცი, პატ­რი­ო­ტიზ­მის დე­მონ­სტრი­რე­ბის სურ­ვი­ლის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს რამ შთა­ა­გო­ნა. ნამ­დვი­ლად არ მეს­მის, რო­გორ და­აბ­რუ­ნებს 2030 წლის­თვის აფხა­ზეთს და სამ­ხრეთ ოსეთს, რომ­ლე­ბიც ვი­თარ­დე­ბი­ან რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რუ­სე­თის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ არი­ან და ამ ხა­რისხში არი­ან აღი­ა­რე­ბულ­ნი. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ამ გზით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სურს, თავი კი­დევ ერთხელ გა­მო­ა­ცხა­დოს პო­ლი­ტი­კო­სად, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ას ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ან აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის დაბ­რუ­ნე­ბის პრე­ტენ­ზი­ებ­ში არა­ფერს არ და­უთ­მობს“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ტუ­ლინ­მა.

ზა­ტუ­ლინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გაძ­ლი­ერ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ამ კა­ნონს მხა­რი და­სავ­ლე­თის აზ­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უ­ჭი­რეს, მა­ინც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ რე­ა­ლუ­რად "ჩვენ რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ არ ვიმ­ყო­ფე­ბით“. "ჩვენ სა­კუ­თარ თავს მიზ­ნებს ვუ­ყე­ნებთ, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის და ჩვენს პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბულ გარ­კვე­ულ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე ჩვე­ნი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­მართ შე­გიძ­ლი­ათ მშვი­დად იყოთ, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.“ ის შიდა ოპო­ზი­ცი­ი­სა და და­სავ­ლე­თის წი­ნა­შე თავს იმარ­თლებს“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ტუ­ლინ­მა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები" - ზატულინი კობახიძის განცხადებაზე

"არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები" - ზატულინი კობახიძის განცხადებაზე

"არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა, არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს", - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმის დსთ - ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

  • მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კობახიძეს სურს თავი გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას არაფერს დაუთმობს.

"არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა. ნამდვილად არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და ამ ხარისხში არიან აღიარებულნი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, თავი კიდევ ერთხელ გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებში არაფერს არ დაუთმობს“, - განაცხადა ზატულინმა.

ზატულინმა აღნიშნა, რომ ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლით არის გამოწვეული, რომელიც "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება.

"სავარაუდოდ, ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლით არის გამოწვეული, რომელიც საქართველოში "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გაძლიერდა. საქართველოს ხელისუფლების სურვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ კანონს მხარი დასავლეთის აზრის საწინააღმდეგოდ დაუჭირეს, მაინც იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად "ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ არ ვიმყოფებით“. "ჩვენ საკუთარ თავს მიზნებს ვუყენებთ, რომლებიც რუსეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენს პოლიტიკაში არსებულ გარკვეულ პრიორიტეტებზე ჩვენი ორიენტაციის მიმართ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.“ ის შიდა ოპოზიციისა და დასავლეთის წინაშე თავს იმართლებს“, - აღნიშნა ზატულინმა.

ნახეთ ასევე: