პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება" - გაიცანით "ნიკორა ჯგუფის" სტიპენდიანტი ანნა ჭიღლაძე
"მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება" - გაიცანით "ნიკორა ჯგუფის" სტიპენდიანტი ანნა ჭიღლაძე

აქ­ტი­უ­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, სტუ­დენ­ტი და ამავდრო­უ­ლად, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მო­მა­ვა­ლი კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს მიჰ­ყვე­ბა და მის მნიშ­ვნე­ლო­ბას კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს - ეს ანნა ჭიღ­ლა­ძეა, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი. ანნა ერთ-ერ­თია იმ სტუ­დენ­ტთა­გან, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე წელს „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­ა­ტე­ბი გახ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მწარ­მო­ე­ბე­ლი „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ სტი­პენ­დი­ას ყო­ველ­თვი­უ­რად აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს გა­დას­ცემს. სტი­პენ­დი­ა­ტე­ბის შერ­ჩე­ვა ყო­ველ სე­მესტრუ­ლად ხდე­ბა.

„მე ვარ ანნა - სტუ­დენ­ტი აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მო­მა­ვა­ლი კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი. ამ­ჟა­მად კი ვარ მას­წავ­ლე­ბე­ლი და უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ვას­წავ­ლი მა­თე­მა­ტი­კას, ფი­ზი­კას, ქი­მი­ა­სა და რუ­სულს. მიყ­ვარს მათ­თან სა­უ­ბა­რი და მათი სა­ხე­ე­ბი, რო­დე­საც ახალ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მას იგე­ბენ. ვარ აქ­ტი­უ­რი ექ­სტრა­ვერ­ტი, რო­მელ­საც არ უყ­ვარს ერთ ად­გი­ლას გა­ჩე­რე­ბა და მოს­წონს ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცია. სწო­რედ ასე­თი წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემი მო­მა­ვა­ლი: და­საქ­მე­ბუ­ლი კვე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან ერ­თად მო­მუ­შა­ვე, აქ­ტი­უ­რი და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით,“ - ასე გვეც­ნო­ბა ანნა, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და ზო­გა­დად, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ.

რა­ტომ და რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, სა­დაც ის­წავ­ლი­დით?

სი­მარ­თლე ვთქვა, ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მინ­დო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­უ­კე­თე­სო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იყო. ჩემ­მა სკო­ლამ მე­ცხრე კლა­სი­დან სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, რომ ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ა­დებ­ზე მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­მიყ­ვარ­და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქი­მია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც უფრო ვუღ­რმავ­დე­ბო­დი ამ სა­განს, ვხვდე­ბო­დი, რომ სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­ის და­კავ­ში­რე­ბა სწო­რედ სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან მინ­დო­და. ვე­ძებ­დი ისეთ პრო­ფე­სი­ას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და ამავდრო­უ­ლად, სა­ჭი­რო დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში. ვთვლი, რომ სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მა და­მეხ­მა­რე­ბა, ჩემი პო­ტენ­ცი­ა­ლის მაქ­სი­მუ­მი გა­მო­ვავ­ლი­ნო და სა­ჭი­რო საქ­მე ვა­კე­თო.

რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხართ თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით?

ეს პროგ­რა­მა იმა­ზე მეტი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მე­გო­ნა. მომ­წონს, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს გა­ვეც­ნო ამ სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ვი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ რა დარ­გში მინ­და მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. და­ვინ­ტე­რეს­დი ყვე­ლაფ­რით, იქ­ნე­ბა ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი თუ სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მხა­რე. მო­უთ­მენ­ლად ველი იმ შანსს, რომ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი პრაქ­ტი­კა­შიც გა­მო­ვი­ყე­ნო.

თქვენ­თვის, რო­გორც კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის­თვის, რა არის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია, რომ ის­წავ­ლოთ?

პირ­ველ რიგ­ში, მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს იმა­ზე ფიქ­რი, თუ რა პერ­სპექ­ტი­ვე­ბი არ­სე­ბობს ამ სფე­რო­ში და თუ კარ­გად ავით­ვი­სებ სა­ჭი­რო ცოდ­ნას, სა­მო­მავ­ლოდ ავი­წყობ ისეთ კა­რი­ე­რას, რო­გო­რიც მსურს. გარ­და ამი­სა, მა­ხა­რებს ისიც, რომ ის შრო­მა, რო­მელ­საც სწავ­ლა­ში ვდებთ, მარ­თლაც ფას­დე­ბა. ახ­ლაც კარ­გად მახ­სოვს ის სა­სი­ხა­რუ­ლო მო­მენ­ტი, რო­დე­საც და­მი­რე­კეს და გა­ვი­გე, რომ „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ სტი­პენ­დი­ა­ტი გავ­ხდი. გარ­და იმი­სა, რომ ეს სტუ­დენ­ტებს მო­ტი­ვა­ცი­ას გვიქ­მნის, გვაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს ვა­კე­თებთ. ამ ფაქ­ტმა დამ­მუხ­ტა იმის­თვის, რომ სა­მო­მავ­ლოდ უფრო მეტი და მეტი ვა­კე­თო. სტუ­დენ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, ასე­ვე ემ­სა­ხუ­რე­ბა კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას. ზო­გა­დად და გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩვენს სფე­რო­ში, ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია ასე­თი ტი­პის მხარ­და­ჭე­რა. ვფიქ­რობ, ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ბიზ­ნე­სის მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბად მი­იჩ­ნევს და­ეხ­მა­როს იმ ინ­დუსტრი­ას, რო­მელ­საც წარ­მო­ად­გენს.

კვე­ბის ინ­დუსტრია დიდ კავ­შირ­შია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­თან. რო­გორც ვი­ცით, თა­ვად თქვენ დიდ ყუ­რა­დღე­ბა­სა და დროს უთ­მობთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს. მოგ­ვი­ყე­ვით რა წე­სებს იცავთ?

მიყ­ვარს, რო­დე­საც დღის გან­რიგს მივ­ყვე­ბი. ვთვლი, რომ ამ დროს ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი ვარ. აუ­ცი­ლე­ბელ წე­სებს შო­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­ში, დი­ლით 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წას­ვლამ­დე. ჩემს პრინ­ცი­პებ­ში ასე­ვე შე­დის 8-სა­ა­თი­ა­ნი ძილი. ვცდი­ლობ, ერ­თსა და იმა­ვე დროს და­ვი­ძი­ნო. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჭი­როა წყლის დო­ნის კონ­ტრო­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სულ ვით­ვლი წყლის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბას, რაც უნდა მი­ვი­ღო. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვცდი­ლობ ყო­ველ­დღი­უ­რად დრო­ის ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში მი­ვი­ღო საკ­ვე­ბი, თუმ­ცა სი­ურპრი­ზე­ბით აღ­სავ­სე რე­ა­ლო­ბა­ში ეს არც ისე მარ­ტი­ვია, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც დღის უდი­დეს ნა­წილს ან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ან მოს­წავ­ლე­ებ­თან ვა­ტა­რებ.

თქვე­ნი აზ­რით რამ­დე­ნად დიდ კავ­შირ­შია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბას­თან, მის მიზ­ნებ­სა და მის­წრა­ფე­ბებ­თან?

მათ შო­რის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. თუ ადა­მი­ა­ნი მიჰ­ყვე­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს და გა­წე­რი­ლი აქვს დღის გან­რი­გი, მის­თვის მარ­ტი­ვი ხდე­ბა დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა. გარ­და ამი­სა, ეს კმა­ყო­ფი­ლე­ბის შეგ­რძნე­ბა­საც იწ­ვევს, რაც და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა. სა­ბო­ლო­ოდ, ვი­ღებთ დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბულ და მო­ტი­ვი­რე­ბულ პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ტი­უ­ლად იმუ­შა­ვებს მო­ცე­მულ სა­კი­თხზე.

NS

ზურა
2

პასპორტში ანნა უწერია თუ ანა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება" - გაიცანით "ნიკორა ჯგუფის" სტიპენდიანტი ანნა ჭიღლაძე

"მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება" - გაიცანით "ნიკორა ჯგუფის" სტიპენდიანტი ანნა ჭიღლაძე

აქტიური და კომუნიკაბელური, სტუდენტი და ამავდროულად, მასწავლებელი, მომავალი კვების ტექნოლოგი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება და მის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს - ეს ანნა ჭიღლაძეა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი. ანნა ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომლებიც მიმდინარე წელს „ნიკორა ჯგუფის“ სახელობითი სტიპენდიატები გახდნენ. საქართველოში, კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი „ნიკორა ჯგუფი“ სტიპენდიას ყოველთვიურად აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების წარმატებულ სტუდენტებს გადასცემს. სტიპენდიატების შერჩევა ყოველ სემესტრულად ხდება.

„მე ვარ ანნა - სტუდენტი აგრარულ უნივერსიტეტში და მომავალი კვების ტექნოლოგი. ამჟამად კი ვარ მასწავლებელი და უფროსი მეგობარი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ვასწავლი მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიასა და რუსულს. მიყვარს მათთან საუბარი და მათი სახეები, როდესაც ახალ საინტერესო თემას იგებენ. ვარ აქტიური ექსტრავერტი, რომელსაც არ უყვარს ერთ ადგილას გაჩერება და მოსწონს ხალხთან კომუნიკაცია. სწორედ ასეთი წარმომიდგენია ჩემი მომავალი: დასაქმებული კვების ინდუსტრიაში, ბევრ საინტერესო ადამიანთან ერთად მომუშავე, აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით,“ - ასე გვეცნობა ანნა, რომელსაც სტუდენტური ცხოვრებისა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ვესაუბრეთ.

რატომ და როგორ შეარჩიეთ უნივერსიტეტი და სასწავლო პროგრამა, სადაც ისწავლიდით?

სიმართლე ვთქვა, ყოველთვის ვიცოდი, რა მიმართულებით მინდოდა სწავლის გაგრძელება და აგრარული უნივერსიტეტი საუკეთესო ალტერნატივა იყო. ჩემმა სკოლამ მეცხრე კლასიდან საშუალება მომცა, რომ ეროვნულ ოლიმპიადებზე მიმეღო მონაწილეობა, სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებულად შემიყვარდა საბუნებისმეტყველო საგნები, განსაკუთრებით, ქიმია. დროთა განმავლობაში, რაც უფრო ვუღრმავდებოდი ამ საგანს, ვხვდებოდი, რომ სამომავლო პროფესიის დაკავშირება სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებასთან მინდოდა. ვეძებდი ისეთ პროფესიას, რომელიც იქნებოდა ჩემთვის საინტერესო და ამავდროულად, საჭირო დღევანდელ რეალობაში. ვთვლი, რომ სასურსათო ტექნოლოგიების პროგრამა დამეხმარება, ჩემი პოტენციალის მაქსიმუმი გამოვავლინო და საჭირო საქმე ვაკეთო.

რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი გადაწყვეტილებით?

ეს პროგრამა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მომწონს, რომ საშუალება მაქვს გავეცნო ამ სფეროსთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება, თუ რა დარგში მინდა მუშაობის გაგრძელება. დავინტერესდი ყველაფრით, იქნება ეს ლაბორატორიული მუშაობა, სურსათის უვნებლობის საკითხი თუ სურსათის წარმოების ტექნოლოგიური მხარე. მოუთმენლად ველი იმ შანსს, რომ ჩემი შესაძლებლობები პრაქტიკაშიც გამოვიყენო.

თქვენთვის, როგორც კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტისთვის, რა არის მთავარი მოტივაცია, რომ ისწავლოთ?

პირველ რიგში, მოტივაციას მაძლევს იმაზე ფიქრი, თუ რა პერსპექტივები არსებობს ამ სფეროში და თუ კარგად ავითვისებ საჭირო ცოდნას, სამომავლოდ ავიწყობ ისეთ კარიერას, როგორიც მსურს. გარდა ამისა, მახარებს ისიც, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებთ, მართლაც ფასდება. ახლაც კარგად მახსოვს ის სასიხარულო მომენტი, როდესაც დამირეკეს და გავიგე, რომ „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი გავხდი. გარდა იმისა, რომ ეს სტუდენტებს მოტივაციას გვიქმნის, გვაგრძნობინებს, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ამ ფაქტმა დამმუხტა იმისთვის, რომ სამომავლოდ უფრო მეტი და მეტი ვაკეთო. სტუდენტების წახალისება, ასევე ემსახურება კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაციას და სფეროს განვითარებას. ზოგადად და განსაკუთრებით, ჩვენს სფეროში, ძალიან დასაფასებელია ასეთი ტიპის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ეს არის პასუხისმგებლიანი ბიზნესის მიდგომა, რომელიც თავის მოვალეობად მიიჩნევს დაეხმაროს იმ ინდუსტრიას, რომელსაც წარმოადგენს.

კვების ინდუსტრია დიდ კავშირშია ჯანსაღი ცხოვრების წესთან. როგორც ვიცით, თავად თქვენ დიდ ყურადღებასა და დროს უთმობთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. მოგვიყევით რა წესებს იცავთ?

მიყვარს, როდესაც დღის განრიგს მივყვები. ვთვლი, რომ ამ დროს ყველაზე პროდუქტიული ვარ. აუცილებელ წესებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დარბაზში ვარჯიში, დილით 8-ის ნახევარზე, უნივერსიტეტში წასვლამდე. ჩემს პრინციპებში ასევე შედის 8-საათიანი ძილი. ვცდილობ, ერთსა და იმავე დროს დავიძინო. დღის განმავლობაში საჭიროა წყლის დონის კონტროლი. შესაბამისად, სულ ვითვლი წყლის საჭირო რაოდენობას, რაც უნდა მივიღო. პარალელურად, ვცდილობ ყოველდღიურად დროის ერთ მონაკვეთში მივიღო საკვები, თუმცა სიურპრიზებით აღსავსე რეალობაში ეს არც ისე მარტივია, მითუმეტეს, როდესაც დღის უდიდეს ნაწილს ან უნივერსიტეტში და ან მოსწავლეებთან ვატარებ.

თქვენი აზრით რამდენად დიდ კავშირშია ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის წარმატებასთან, მის მიზნებსა და მისწრაფებებთან?

მათ შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა. თუ ადამიანი მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს და გაწერილი აქვს დღის განრიგი, მისთვის მარტივი ხდება დისციპლინირებული მუშაობა. გარდა ამისა, ეს კმაყოფილების შეგრძნებასაც იწვევს, რაც დამატებითი მოტივაციაა. საბოლოოდ, ვიღებთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ პიროვნებას, რომელიც პროდუქტიულად იმუშავებს მოცემულ საკითხზე.

NS