საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს AI ჰაკათონზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო
BTU-ს AI ჰაკათონზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სტუ­დენ­ტუ­რი ჰა­კა­თო­ნი “ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა­ში” სტარტს იღებს.

15,000₾ საპ­რი­ზო ფონ­დით, ჰა­კა­თო­ნი აქ­ტი­უ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის­თვის ღიაა.

ჰა­კა­თო­ნი AI MARATHON-ის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მა­რა­თო­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გარ­შე­მო, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებს, ჩემ­პი­ო­ნა­ტებს და ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და მას­ში ათა­ოს­ბით სტუ­დენ­ტი, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ჰა­კა­თონ­ზე რე­გის­ტრა­ცია უკვე და­ი­წყო და 10 ივ­ნი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. რე­გის­ტრა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გუნ­დე­ბი ორ ეტაპს გა­ივ­ლი­ან. გუნ­დი ავ­სებს ერ­თგვერ­დი­ან დო­კუ­მენტს, რო­მელ­შიც თა­ვი­ან­თი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის (AI-სა და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის) აღ­წე­რას წარ­მო­ა­ჩენს; პრო­ექ­ტე­ბის გა­მოგ­ზავ­ნის შემ­დეგ, გუნ­დებს ექ­ნე­ბათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­სა­უბ­რე­ბა მენ­ტო­რებ­თან, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სუ­ლი გუნ­დე­ბის სია. მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სუ­ლი გუნ­დე­ბი კი უშუ­ა­ლოდ დემო დღე­ზე, 25 ივ­ნისს გა­ა­კე­თე­ბენ თა­ვი­ან­თი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ჟი­უ­რი­სა და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე;

25 ივ­ნისს, დემო დღე­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბა 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი. საპ­რი­ზო ფონ­დი კი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­დე­ბა:

  • I ად­გი­ლი - 7000 ლარი;
  • II ად­გი­ლი - 5000 ლარი;
  • III ად­გი­ლი - 3000 ლარი.

ჰა­კა­თონ­ში სტუ­დენ­ტებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გუნ­დუ­რად შე­უძ­ლი­ათ. გუნდში სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 2-დან 4 მო­ნა­წი­ლემ­დე.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი სა­ინ­ვეს­ტი­ციო თან­ხას იდე­ის პრო­ტო­ტი­პის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. რე­გის­ტრა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნულ ბმულ­ზე.

ჰა­კა­თო­ნი იმარ­თე­ბა MIT — Martin Trust Center-ის მხარ­და­ჭე­რით და მის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ვე­ბი­ნა­რი ჰა­კა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის.

ჰა­კა­თო­ნის პარტნი­ო­რე­ბი:

პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია "Webiz", ციფ­რუ­ლი ბან­კინ­გის პლატფ­რო­მა "Space International" და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია "Exadel".

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

BTU-ს AI ჰაკათონზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო

BTU-ს AI ჰაკათონზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტუდენტური ჰაკათონი “ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში” სტარტს იღებს.

15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა.

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათაოსბით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.

ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. გუნდი ავსებს ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელშიც თავიანთი კონკრეტული პროექტის (AI-სა და კიბერუსაფრთხოების) აღწერას წარმოაჩენს; პროექტების გამოგზავნის შემდეგ, გუნდებს ექნებათ ინდივიდუალური გასაუბრება მენტორებთან, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება მეორე ტურში გადასული გუნდების სია. მეორე ტურში გადასული გუნდები კი უშუალოდ დემო დღეზე, 25 ივნისს გააკეთებენ თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე;

25 ივნისს, დემო დღეზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • I ადგილი - 7000 ლარი;
  • II ადგილი - 5000 ლარი;
  • III ადგილი - 3000 ლარი.

ჰაკათონში სტუდენტებს მონაწილეობა გუნდურად შეუძლიათ. გუნდში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება 2-დან 4 მონაწილემდე.

გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ. რეგისტრაციის მიმდინარეობს აღნიშნულ ბმულზე.

ჰაკათონი იმართება MIT — Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში ჩატარდება ვებინარი ჰაკათონის მონაწილეებისთვის.

ჰაკათონის პარტნიორები:

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია "Webiz", ციფრული ბანკინგის პლატფრომა "Space International" და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია "Exadel".

R