სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებს 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ..." - სერგეი შამბა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
"ქართველებს 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ..." - სერგეი შამბა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის 26 მა­ისს გა­კე­თე­ბულ მი­მარ­თვას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან, სა­დაც პრე­მი­ერ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ - 2030 წლის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა, "აფხაზ და ოს ძმებ­თან და დებ­თან ერ­თად“.

აფხა­ზე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის სერ­გეი შამ­ბას გან­ცხა­დე­ბით, აფხა­ზეთს აქვს სა­კუ­თა­რი ამო­ცა­ნე­ბი.

"მათ 30 წე­ლია უნ­დათ ჩვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბა, კი­დევ 300 წელს ენ­დო­მე­ბათ, გა­სა­გე­ბია, ვის უკ­ვირს ეს? ეს მათი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნაა და ჩვენ­თვის ახა­ლი არა­ფე­რია. აფხა­ზეთს აქვს სა­კუ­თა­რი ამო­ცა­ნე­ბი, ეს არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა, მისი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და შამ­ბამ.

ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თქმით, სო­ხუმ­სა და თბი­ლისს შო­რის ბევ­რი გა­და­უ­წყვე­ტე­ლი პრობ­ლე­მაა. "რო­დე­საც ამის დრო მოვა, მა­შინ ვიმ­სჯე­ლებთ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენ ვერ ვხე­დავთ ამის მზად­ყოფ­ნას“, - თქვა მან.

გან­ცხა­დე­ბა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­მაც გა­ავ­რცე­ლა. დე­პარ­ტა­მენ­ტი "აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­ფე­რებ­ლად მი­იჩ­ნევს ნე­ბის­მი­ერ სა­უ­ბარს ე.წ. სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­ერ­თე­ბა­ზე“.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად უად­გი­ლოდ მიგ­ვაჩ­ნია ნე­ბის­მი­ე­რი სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­ერ­თე­ბა­ზე. "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა" არის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ქარ­თულ ფა­შიზ­მთან ხან­გრძლივ, სის­ხლი­ან ბრძო­ლა­ში და გა­და­ი­ხა­და უზარ­მა­ზა­რი ფასი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“...

"სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა არის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მრა­ვალ­წლი­ა­ნი სის­ხლი­ა­ნი ბრძო­ლის შე­დე­გად ქარ­თუ­ლი ფა­შიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ, გა­და­ი­ხა­და უზარ­მა­ზა­რი ფასი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის ხალ­ხმა გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის აშე­ნე­ბი­სა და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან, სამ­ხრეთ ოსე­თის მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ერ­თა­დერთ რე­ა­ლურ გა­რან­ტთან“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ "აღ­თქმუ­ლი მიწა“, ანუ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა, "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან 40 წლის თავ­ზე - 2030 წელს ვი­ცხოვ­როთ ერ­თი­ან და ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებ­თან და დებ­თან ერ­თად, ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს 2030 წელს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი". წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ქართველებს 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ..." - სერგეი შამბა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

"ქართველებს 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ..." - სერგეი შამბა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 26 მაისს გაკეთებულ მიმართვას ეხმაურებიან, სადაც პრემიერმა ხელისუფლების "ქართულ ოცნებაზე“ - 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრებაზე ისაუბრა, "აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად“.

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები.

"მათ 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ, გასაგებია, ვის უკვირს ეს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალი არაფერია. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება“, - განაცხადა შამბამ.

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, სოხუმსა და თბილისს შორის ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემაა. "როდესაც ამის დრო მოვა, მაშინ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ ამის მზადყოფნას“, - თქვა მან.

განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. დეპარტამენტი "აბსოლუტურად შეუფერებლად მიიჩნევს ნებისმიერ საუბარს ე.წ. საქართველოსთან შეერთებაზე“.

"აბსოლუტურად უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან ხანგრძლივ, სისხლიან ბრძოლაში და გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის“...

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა მრავალწლიანი სისხლიანი ბრძოლის შედეგად ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ, გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხმა გააკეთა არჩევანი თავისი სუვერენული სახელმწიფოებრიობის აშენებისა და მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციული კავშირების განმტკიცების სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი". წყარო

იხილეთ ასევე: