სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს" - თურნავა
"სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს" - თურნავა

სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რაც კი რამ გაჟ­ღერ­და, ეს არის შე­საძ­ლო სა­მოგ­ზა­უ­რო შე­ზღუდ­ვე­ბი, რა­საც სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მას­თან არა­ფე­რი კავ­ში­რი არა აქვს - რომც მოხ­დეს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი, ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი "ქე­ი­სი“ იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

თურ­ნა­ვამ პო­ლი­ტი­კო­სებს მი­მარ­თა, "ნუ ეც­დე­ბი­ან გარ­კვე­ულ სპე­კუ­ლა­ცი­ას და სან­ქცი­ე­ბის თე­მას ლა­რის კურსთან, სა­ფი­ნან­სო ბა­ზარ­თან ნუ გა­და­ა­ბა­მენ, თით­ქოს ეს სა­ფი­ნან­სო ბა­ზარს და­არ­ტყამს“.

"სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და ვთქვა, რომ ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც დღეს ჩვენს სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მას, ჩვენ ბან­კებს გა­აჩ­ნია და რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის­გან შედ­გე­ბა, ამ რე­გი­ონ­ში არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, მკაც­რი და გამჭვირ­ვა­ლეა. ბან­კე­ბი არი­ან სრუ­ლად ინ­სტრუქ­ტუ­ი­რე­ბუ­ლი - რა, რო­დის და რო­გორ უნდა გა­ა­კე­თონ.

ამას­თან ერ­თად ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ჩვე­ნი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მუდ­მივ დახ­ვე­წას. ის სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიყ­ვა­ნეთ ჩვენს ად­გი­ლობ­რივ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან.

სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ჩარ­ჩო ეროვ­ნულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში რომ იყოს, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ში არა­ფე­რი შე­ფე­ხე­ბა არ შე­იქ­მნას, არ გახ­დეს სა­სა­მარ­თლო გა­და­ხედ­ვის სა­გა­ნი და ასე შემ­დეგ. არა­ფე­რი ამ კუ­თხით ჩვენ სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მას არ ემუქ­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის 2023 წლის წლი­ურ ან­გა­რიშს წა­რად­გი­ნა.

ავტორი:

"სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს" - თურნავა

"სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს" - თურნავა

სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს - რომც მოხდეს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს ინდივიდუალური "ქეისი“ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავამ პოლიტიკოსებს მიმართა, "ნუ ეცდებიან გარკვეულ სპეკულაციას და სანქციების თემას ლარის კურსთან, საფინანსო ბაზართან ნუ გადააბამენ, თითქოს ეს საფინანსო ბაზარს დაარტყამს“.

"სანქციებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ჩარჩო, რომელიც დღეს ჩვენს საფინანსო სისტემას, ჩვენ ბანკებს გააჩნია და რომელიც ეროვნული ბანკის და კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციებისგან შედგება, ამ რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მკაცრი და გამჭვირვალეა. ბანკები არიან სრულად ინსტრუქტუირებული - რა, როდის და როგორ უნდა გააკეთონ.

ამასთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი რეგულაციების მუდმივ დახვეწას. ის სრულ შესაბამისობაში მოვიყვანეთ ჩვენს ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

სანქციების აღსრულების ჩარჩო ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში რომ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სანქციების აღსრულებაში არაფერი შეფეხება არ შეიქმნას, არ გახდეს სასამართლო გადახედვის საგანი და ასე შემდეგ. არაფერი ამ კუთხით ჩვენ საფინანსო სისტემას არ ემუქრება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიურ ანგარიშს წარადგინა.