მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
"ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის არა­ერ­თგზის მუ­ქა­რის ფონ­ზე, ევ­რო­კავ­ში­რი უნდა მო­ემ­ზა­დოს შე­საძ­ლო ომის­თვის და მი­ი­ღოს ზო­მე­ბი ერ­თობ­ლი­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბის­თვის, - „დო­ი­ჩე ვე­ლეს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გერ­მა­ნულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

”ვინც პუ­ტი­ნის მსგავ­სად ლა­პა­რა­კობს და იქ­ცე­ვა, არ სურს მშვი­დო­ბა, არა­მედ აპი­რებს გა­აგ­რძე­ლოს”, - აღ­ნიშ­ნა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა.

ფონ დერ ლა­ი­ენ­მა, რო­მე­ლიც ადრე გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ხაზი გა­უს­ვა უკ­რა­ი­ნის მუდ­მი­ვი მხარ­და­ჭე­რი­სა და ამა­ვე დროს სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

”თუ ჩვენ გვსურს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მშვი­დო­ბა ჩვენს კონ­ტი­ნენტზე, მა­შინ გვჭირ­დე­ბა ინ­ვეს­ტი­ცია თავ­დაც­ვა­ში”, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მისი თქმით, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის შე­ნა­ტა­ნე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ერ­თო თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კას, მაგ­რამ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სამ­ხედ­რო და თავ­დაც­ვის მიზ­ნე­ბის­თვის ოპე­რა­ტი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბას.

ავტორი:

"ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაერთგზის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

”ვინც პუტინის მსგავსად ლაპარაკობს და იქცევა, არ სურს მშვიდობა, არამედ აპირებს გააგრძელოს”, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ადრე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ხაზი გაუსვა უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისა და ამავე დროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას.

”თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე, მაშინ გვჭირდება ინვესტიცია თავდაცვაში”, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ღონისძიებების დაფინანსება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებიდან მიღებული საბიუჯეტო სახსრებით უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებები ითვალისწინებს საერთო თავდაცვის პოლიტიკას, მაგრამ არ ითვალისწინებს სამხედრო და თავდაცვის მიზნებისთვის ოპერატიული ხარჯების ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებას.