საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა - ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება" - მდინარაძე
"ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა - ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება" - მდინარაძე

"ოჯა­ხის წევ­რებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე საბ­ჭო­თა კავ­შირ­მაც კი უარი თქვა - ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არა­ნა­ირ ვი­ზა­ზე არ იყი­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა.

  • რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, კო­მი­კუ­რია, ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ დე­პუ­ტატს თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის­თვის სან­ქცი­ას უწე­სებ­დე.

"მხო­ლოდ ბოლო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უბ­რის დროს ევ­რო­კო­მის­რის მხრი­დან ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით იყო მი­ნიშ­ნე­ბა სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ე­რის ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე; საფ­რან­გეთ­მა მი­ი­ღო კა­ნო­ნი უცხო­უ­რი ჩა­რე­ვის პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ; გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნატო-ს წევრ თურ­ქეთ­შიც ინი­ცირ­დე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი სფე­როს რე­გუ­ლი­რე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი; აშშ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა დაგ­ვი­ა­ნონ­სა სან­ქცი­ე­ბი მათ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მედ კა­ნონ­ზე გა­ცი­ლე­ბით ლო­ი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნის მხარ­და­ჭე­რის­თვის. წე­სით შე­ფა­სე­ბა­საც კი აღარ სა­ჭი­რო­ებს ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა, თუმ­ცა ძა­ლი­ან მოკ­ლედ:

1. გრძელ­დე­ბა შან­ტა­ჟის და მუ­ქა­რის პო­ლი­ტი­კა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღოს. და­ხარ­ჯუ­ლი ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნის მი­უ­ხე­და­ვად კი აგენ­ტუ­რა იმ­დე­ნად უსუ­სუ­რია, რომ მხო­ლოდ გარე აქ­ტო­რე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბის იმედ­ზე რჩე­ბა და ხა­რობს.

2. უპ­რე­ცე­დენ­ტო და ამავდრო­უ­ლად კო­მი­კუ­რია, ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ დე­პუ­ტატს თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის­თვის სან­ქცი­ას უწე­სებ­დე.

3. ოჯა­ხის წევ­რებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე საბ­ჭო­თა კავ­შირ­მაც კი უარი თქვა მის დაშ­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლით ადრე…

4. ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არა­ნა­ირ ვი­ზა­ზე არ იყი­დე­ბა. ამის­თვის ვი­ზა­ზე უარი კი არა, სიკ­ვდილ­ზე წავ­სულ­ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ჩანს, ვერა და ვერ გაგ­ვიც­ნეს! ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­დროს დავ­თმობთ სა­კუ­თარ მა­მულს, ენას, სარ­წმუ­ნო­ე­ბას, ტრა­დი­ცი­ებს, ღირ­სე­ბას, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას და ასე გავ­ხდე­ბით ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი! სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლას მო­უ­წევს ელა­პა­რა­კოს ქარ­თველ ხალ­ხს და მის მიერ არ­ჩე­ულ, და არა გა­რე­დან და­ნიშ­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას! სა­ქარ­თვე­ლო ამას შეძ­ლებს!“, - წერს მდი­ნა­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვის ახალ პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც გავ­რცელ­დე­ბა იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ში, ასე­ვე მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. ეს მო­ი­ცავს პი­რებს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა­ზე ძა­ლა­დო­ბის ან და­ში­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის გზით.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა - ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება" - მდინარაძე

"ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა - ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება" - მდინარაძე

"ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა - ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა.

  • როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე.

"მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს ევროკომისრის მხრიდან ჩვენი მისამართით იყო მინიშნება სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებაზე; საფრანგეთმა მიიღო კანონი უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ; გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო-ს წევრ თურქეთშიც ინიცირდება ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონპროექტი; აშშ სახელმწიფო მდივანმა დაგვიანონსა სანქციები მათ ქვეყანაში მოქმედ კანონზე გაცილებით ლოიალური კანონის მხარდაჭერისთვის. წესით შეფასებასაც კი აღარ საჭიროებს ეს მოცემულობა, თუმცა ძალიან მოკლედ:

1. გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარე აქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს.

2. უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე.

3. ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა მის დაშლამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე…

4. ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს! ქართველები, რომლებიც არასდროს დავთმობთ საკუთარ მამულს, ენას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, ღირსებას, სამართლიანობას და ასე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები! საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას! საქართველო ამას შეძლებს!“, - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.

წაიკითხეთ ასევე: