სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან გაბრაზებული ვარ, ირაკლი კობახიძეს ვინმე ევროკომისარი დაემუქრა... ვინმემ არ დამიწყოს, გაბუნია მთავრობას მხარს უჭერსო, მე ჩემი პოზიცია მაქვს და არ ვმალავ" - გიორგი გაბუნია
"ძალიან გაბრაზებული ვარ, ირაკლი კობახიძეს ვინმე ევროკომისარი დაემუქრა... ვინმემ არ დამიწყოს, გაბუნია მთავრობას მხარს უჭერსო, მე ჩემი პოზიცია მაქვს და არ ვმალავ" - გიორგი გაბუნია

გუ­შინ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ევ­რო­კო­მი­სარ­თან, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არ სა­ხელ­დე­ბა, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­კო­მი­სარ­მა მას უთხრა, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღონ და ამა­ვე კონ­ტექ­სტში მან სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმაც" ახ­სე­ნა.

სწო­რედ ამ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა, იუ­მო­რის­ტი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რად­გან მისი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და­ე­მუქრნენ...

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია:

- ძვირ­ფა­სო გა­მომ­წე­რე­ბო, ვი­საც გა­მო­წე­რი­ლი არ ვყა­ვარ მა­თაც, ვი­საც შეხ­ვდე­ბა ეს ვი­დეო, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ ახლა და მინ­და გი­თხრათ, რა­ტომ ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. ვნა­ხე ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნისტრს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, ვინ­მე ევ­რო­კო­მი­სა­რი, ვისი სა­ხე­ლი და გვა­რიც არ ვიცი სა­ერ­თოდ, და­ე­მუქ­რა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით. ისე რო­გორც სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ მი­ნისტრს და­ესხნენ თავს, შე­იძ­ლე­ბა შენ­ზეც გან­მე­ორ­დე­სო.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, ვინ­მემ რომ არ და­მი­წყოს, გა­ბუ­ნია მთავ­რო­ბას მხარს უჭერს და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ვი­დე­ო­აო, მე ჩემი პო­ზი­ცია მაქვს, ამას არც ვმა­ლავ, ვა­ცხა­დებ და ღიად ვამ­ბობ, მაგ­რამ აქ არ არის ამა­ზე სა­უ­ბა­რი. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე არ მოგ­წონ­დეს, მისი კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სხვა მხა­რეს იყო და სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობ­დე, მაგ­რამ იმა­ზე ყვე­ლა ხომ ვთან­ხმდე­ბით, რომ ეს ქვე­ყა­ნა არის სა­ქარ­თვე­ლო და ეს ქვე­ყა­ნა არის ჩვე­ნი.

ჩვენ ჩვე­ნი თავი, მე­გობ­რე­ბი, თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი, ყვე­ლა ქარ­თველ­მა, ქარ­თვე­ლი უნდა და­იც­ვას. ამის მა­გივ­რად შევ­დი­ვარ ფე­ის­ბუქ­ზე და ამ ფაქტს იწო­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, იცი­ნი­ან, აშარ­ჟე­ბენ, მი­დის იქ ხუმ­რო­ბე­ბი. კარ­გით რა მარ­თლა, ყვე­ლა­ფერს ხომ აქვს სა­ზღვა­რი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს ემუქ­რე­ბი­ან სიკ­ვდი­ლით და ჩვენ ვი­ცი­ნით. მე ვგმობ ამ ფაქტს, კი არ ვი­ცი­ნი და ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, რომ დაგ­მოთ.

მინ­და მივ­მარ­თო, იმ ადა­მი­ა­ნებს ვინც ამას აკე­თებს, შე­იძ­ლე­ბა გა­რე­დან ხე­დავთ, რომ რა­ღა­ცებ­ზე ვერ ვთან­ხმდე­ბით, მაგ­რამ ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ, სა­ერ­თო ენა გვაქვს, რე­ლი­გია, სა­ერ­თო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ბო­ლო­ოდ შევ­თან­ხმდე­ბით თქვე­ნი მუ­ქა­რე­ბის და შან­ტა­ჟე­ბის გა­რე­შეც. ძა­ლი­ან გთხოვთ და გვა­ცა­დე, გა­დაგ­ვა­წყვე­ტი­ნეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედი ჩვენ. მო­ეშ­ვით მსგავს რა­მეს, ამას ქარ­თვე­ლი არ გა­ა­ტა­რებს, პი­რა­დად მე არ გა­ვა­ტა­რებ. მინ­დო­და ჩემი გაბ­რა­ზე­ბა გად­მო­მე­ტა­ნა და გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"ძალიან გაბრაზებული ვარ, ირაკლი კობახიძეს ვინმე ევროკომისარი დაემუქრა... ვინმემ არ დამიწყოს, გაბუნია მთავრობას მხარს უჭერსო, მე ჩემი პოზიცია მაქვს და არ ვმალავ" - გიორგი გაბუნია

"ძალიან გაბრაზებული ვარ, ირაკლი კობახიძეს ვინმე ევროკომისარი დაემუქრა... ვინმემ არ დამიწყოს, გაბუნია მთავრობას მხარს უჭერსო, მე ჩემი პოზიცია მაქვს და არ ვმალავ" - გიორგი გაბუნია

გუშინ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა.

სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება, იუმორისტი გიორგი გაბუნია და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ძალიან გაბრაზებულია, რადგან მისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დაემუქრნენ...

გიორგი გაბუნია:

- ძვირფასო გამომწერებო, ვისაც გამოწერილი არ ვყავარ მათაც, ვისაც შეხვდება ეს ვიდეო, ძალიან გაბრაზებული ვარ ახლა და მინდა გითხრათ, რატომ ვარ გაბრაზებული. ვნახე ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მოქალაქეს, ვინმე ევროკომისარი, ვისი სახელი და გვარიც არ ვიცი საერთოდ, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ისე როგორც სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს დაესხნენ თავს, შეიძლება შენზეც განმეორდესო.

იმის მიუხედავად, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულებისა, ვინმემ რომ არ დამიწყოს, გაბუნია მთავრობას მხარს უჭერს და პროპაგანდისტული ვიდეოაო, მე ჩემი პოზიცია მაქვს, ამას არც ვმალავ, ვაცხადებ და ღიად ვამბობ, მაგრამ აქ არ არის ამაზე საუბარი. შეიძლება ვინმე არ მოგწონდეს, მისი კონკრეტული გადაწყვეტილება, სხვა მხარეს იყო და სხვანაირად ფიქრობდე, მაგრამ იმაზე ყველა ხომ ვთანხმდებით, რომ ეს ქვეყანა არის საქართველო და ეს ქვეყანა არის ჩვენი.

ჩვენ ჩვენი თავი, მეგობრები, თანაქალაქელები, მეზობლები და ნათესავები, ყველა ქართველმა, ქართველი უნდა დაიცვას. ამის მაგივრად შევდივარ ფეისბუქზე და ამ ფაქტს იწონებენ ადამიანებს, იცინიან, აშარჟებენ, მიდის იქ ხუმრობები. კარგით რა მართლა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ემუქრებიან სიკვდილით და ჩვენ ვიცინით. მე ვგმობ ამ ფაქტს, კი არ ვიცინი და ყველას მოგიწოდებთ, რომ დაგმოთ.

მინდა მივმართო, იმ ადამიანებს ვინც ამას აკეთებს, შეიძლება გარედან ხედავთ, რომ რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ, საერთო ენა გვაქვს, რელიგია, საერთო შეხედულებები და ყველაფერზე საბოლოოდ შევთანხმდებით თქვენი მუქარების და შანტაჟების გარეშეც. ძალიან გთხოვთ და გვაცადე, გადაგვაწყვეტინეთ ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ. მოეშვით მსგავს რამეს, ამას ქართველი არ გაატარებს, პირადად მე არ გავატარებ. მინდოდა ჩემი გაბრაზება გადმომეტანა და გამეზიარებინა.

წაიკითხეთ ასევე: