საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლეები, რომელიც მკითხველს 30 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისის წიგნის ფესტივალზე ელოდება - ინტერვიუ მარიამ გიორგაძესთან
სიახლეები, რომელიც მკითხველს 30 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისის წიგნის ფესტივალზე ელოდება - ინტერვიუ მარიამ გიორგაძესთან

ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი ელო­დე­ბათ - 30 მა­ი­სი­დან 2 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ მე-6 და მე-11 პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლად ფას­დაკ­ლე­ბე­ბი და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ამას­თან სტუმ­რებს ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სა და დის­კუ­სი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რით იქ­ნე­ბა 2024 წლის თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი და რას შეს­თა­ვა­ზებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ი“ მკი­თხველს, ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე სა­უბ­რობს:

რა­ტომ არის თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა?

წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი არა მხო­ლოდ მკი­თხვე­ლის­თვის, არა­მედ გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­თვის, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის­თვის და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აგენ­ტე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, პი­რის­პირ ვე­კონ­ტაქ­ტოთ ერ­თმა­ნეთს, გა­ვუ­ზი­ა­როთ წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მიღ­წე­ვე­ბი, ვი­სა­უბ­როთ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მათი დაძ­ლე­ვის გზებ­ზე, უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით შე­ვი­ტყოთ რა სურს და რა აინ­ტე­რე­სებს მკი­თხველს, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლებს თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ერთი მხრივ, მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, აღ­მო­ა­ჩი­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­მუ­შევ­რე­ბი და მე­ო­რე მხრივ, პი­რის­პირ შეხ­ვდეს ავ­ტორს, აზ­რე­ბი გაც­ვა­ლოს მას­თან, გა­მო­არ­თვას ავ­ტოგ­რა­ფი. ეს პა­ტა­რა ცე­რე­მო­ნი­ა­ლი სა­სი­ა­მოვ­ნოა რო­გორც ავ­ტო­რის­თვის, ისე მკი­თხვე­ლის­თვის, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პულსზე აქ­ტი­უ­რად უდევს ხელი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყო­ველ წელს ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბით ვემ­ზა­დე­ბით პა­ტა­რა მკი­თხველ­თან შე­სახ­ვედ­რად, რომ­ლის­თვი­საც მე-6 პა­ვი­ლი­ონ­შია სპე­ცი­ა­ლურ სივ­რცე მო­წყო­ბი­ლი. ფეს­ტი­ვალს ემ­თხვე­ვა ჟურ­ნალ „სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლის“ მე-20 სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ცე­მა, რა­საც ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის­თვის ნამ­დვილ დღე­სას­წა­ულს ვაქ­ცევთ. ფეს­ტი­ვალ­ზე მო­სულ ბავ­შვებს დახ­ვდე­ბათ ყუ­თე­ბი, რომ­ლის შიგ­თავ­სიც მათი ასა­კი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად არის შერ­ჩე­უ­ლი და მათ აღ­მო­ჩე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად ფეს­ტი­ვალ­ზე აქ­ტი­უ­რად მო­დი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი. მათი ვი­ზი­ტი ძა­ლი­ან თვალ­ში­სა­ცე­მია, რად­გან ჯგუ­ფე­ბად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ხოლ­მე, აქვთ წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი სია, მსჯე­ლო­ბენ, რო­მელ წიგ­ნებს გაც­ვლი­ან ერ­თმა­ნეთ­ში. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ამ პრო­ცე­სის­თვის თვა­ლის დევ­ნე­ბა.

რას შეს­თა­ვა­ზებს „პა­ლიტ­რა L-ი“ მკი­თხველს წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე?

მკი­თხველს ტრა­დი­ცი­უ­ლად შევ­თა­ვა­ზებთ ფას­დაკ­ლე­ბა­სა და აქ­ცი­ებს, ამას­თან, წარ­ვუდ­გენთ ახალ სე­რი­ებ­სა და წიგ­ნებს. მინ­და გა­მოვ­ყო რამ­დე­ნი­მე სე­რია: „იკი­თხე ქარ­თუ­ლი XXI“, რო­მე­ლიც მკი­თხველს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა; „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“, რო­მე­ლიც გაგ­რძე­ლე­ბაა პრო­ექ­ტი­სა „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“. სე­რი­ა­ზე მკი­თხველს სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა ელო­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, გა­ეც­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის უახ­ლეს წიგ­ნებს: თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი - „მე­ამ­ბო­ხე“; რა­მაზ გი­გა­უ­რი - „წმინ­და მა­რი­ნეს ეკ­ლე­სი­ის ჩა­ნა­წე­რე­ბი“; ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი - „ჩემი ადა­მი­ა­ნი“; ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი და ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი - „მე გად­მოვ­ცუ­რავ ზღვას“, რო­მე­ლიც პი­ე­საა.

ასე­ვე, ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მა „ძა­ლა­უფ­ლე­ბის 48 კა­ნო­ნი“, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მკი­თხვე­ლებს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სწო­რი კა­რი­ე­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის დიდ სცე­ნა­ზე და­გეგ­მი­ლია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­აც.

ერთი მხრივ, წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკი­თხვე­ლი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად ახ­დენს ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა და­დე­ბით ზე­გავ­ლე­ნას გა­მომ­ცემ­ლო­ბის იმიჯ­ზე?

ფეს­ტი­ვალს ყო­ველ­წლი­უ­რად ჰყავს ფო­კუს ქვე­ყა­ნა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აგენ­ტე­ბი გვსტუმ­რო­ბენ, აწყო­ბენ თა­ვი­ანთ სტენ­დს და ინიშ­ნე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი. გა­მომ­ცემ­ლო­ბებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, შეხ­ვდნენ მათ, გა­აც­ნონ ახა­ლი ავ­ტო­რე­ბი, მო­ე­ლა­პა­რა­კონ თარ­გმა­ნებ­თან და სხვა სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რა თქმა უნდა, რო­დე­საც შენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ასე­თი დიდი და მას­შტა­ბუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია, ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბა და აქ პარტნი­ო­რე­ბის შე­ძე­ნა პერ­სპექ­ტი­უ­ლია.

და­ბო­ლოს, რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი და ზო­გა­დად, ამ­გვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე?

ასე­თი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი თა­ვის­თა­ვად ხელს უწყობს წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ამ­გვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სი აქვთ და ჩვენც გვე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მათ აქ­ტუ­ა­ლუ­რი წიგ­ნე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ.

ამ მხრივ მინ­და აღ­ვნიშ­ნო „ლი­ბერ­თინ­სის“ სე­რია, რო­მელ­საც თა­ვად Gen Z თა­ო­ბა ად­გენს. ისი­ნი ინ­გლი­სურ ენა­ზე ეც­ნო­ბი­ან ლი­ტე­რა­ტუ­რას და შემ­დეგ, გვი­თან­ხმე­ბენ, რომ­ლის თარ­გმნა და გა­მო­ცე­მა იქ­ნე­ბა უმ­ჯო­ბე­სი. „ლი­ბერ­თინ­სის“ სრუ­ლი სე­რია წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მკი­თხველს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დახ­ვდე­ბა გა­რე­მო, რო­მე­ლიც შთა­გა­გო­ნებს, გა­ნაგ­რძო კი­თხვა და გან­ვი­თა­რე­ბა.

#პა­ლიტ­რაL #მა­რი­ამ­გი­ორ­გა­ძე

ავტორი:

სიახლეები, რომელიც მკითხველს 30 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისის წიგნის ფესტივალზე ელოდება - ინტერვიუ მარიამ გიორგაძესთან

სიახლეები, რომელიც მკითხველს 30 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისის წიგნის ფესტივალზე ელოდება - ინტერვიუ მარიამ გიორგაძესთან

ლიტერატურის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული ელოდებათ - 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 და მე-11 პავილიონებში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე ტრადიციულად ფასდაკლებები და შეთავაზებები იქნება წარმოდგენილი, ამასთან სტუმრებს ავტორებთან შეხვედრისა და დისკუსიის საშუალება მიეცემათ.

უფრო კონკრეტულად, რით იქნება 2024 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული და რას შესთავაზებს გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ მკითხველს, ამის შესახებ „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე საუბრობს:

რატომ არის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ლიტერატურის მოყვარულებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა?

წიგნის საერთაშორისო ფესტივალი არა მხოლოდ მკითხველისთვის, არამედ გამომცემლობებისთვის, ქართველი ავტორებისთვის და ლიტერატურული აგენტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ღონისძიება საშუალებას გვაძლევს, პირისპირ ვეკონტაქტოთ ერთმანეთს, გავუზიაროთ წინგადადგმული ნაბიჯები, მიღწევები, ვისაუბროთ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, უფრო დაწვრილებით შევიტყოთ რა სურს და რა აინტერესებს მკითხველს, რაც განვითარებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის ფესტივალებს თავისი წვლილი შეაქვს ქართული ლიტერატურის განვითარებაში. ერთი მხრივ, მკითხველს საშუალება აქვს, აღმოაჩინოს თანამედროვე ნამუშევრები და მეორე მხრივ, პირისპირ შეხვდეს ავტორს, აზრები გაცვალოს მასთან, გამოართვას ავტოგრაფი. ეს პატარა ცერემონიალი სასიამოვნოა როგორც ავტორისთვის, ისე მკითხველისთვის, რომელსაც თანამედროვე ქართული ლიტერატურის პულსზე აქტიურად უდევს ხელი.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ჩვენ განსაკუთრებით ვემზადებით პატარა მკითხველთან შესახვედრად, რომლისთვისაც მე-6 პავილიონშია სპეციალურ სივრცე მოწყობილი. ფესტივალს ემთხვევა ჟურნალ „საბავშვო კარუსელის“ მე-20 საიუბილეო გამოცემა, რასაც ჩვენი სტუმრებისთვის ნამდვილ დღესასწაულს ვაქცევთ. ფესტივალზე მოსულ ბავშვებს დახვდებათ ყუთები, რომლის შიგთავსიც მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამისად არის შერჩეული და მათ აღმოჩენების საშუალებას მისცემს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად ფესტივალზე აქტიურად მოდიან მოსწავლეები. მათი ვიზიტი ძალიან თვალშისაცემია, რადგან ჯგუფებად გადაადგილდებიან ხოლმე, აქვთ წინასწარ შედგენილი სია, მსჯელობენ, რომელ წიგნებს გაცვლიან ერთმანეთში. ძალიან სასიამოვნოა ამ პროცესისთვის თვალის დევნება.

რას შესთავაზებს „პალიტრა L-ი“ მკითხველს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე?

მკითხველს ტრადიციულად შევთავაზებთ ფასდაკლებასა და აქციებს, ამასთან, წარვუდგენთ ახალ სერიებსა და წიგნებს. მინდა გამოვყო რამდენიმე სერია: „იკითხე ქართული XXI“, რომელიც მკითხველს თანამედროვე ქართველი ავტორების აღმოჩენაში დაეხმარება; „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რომელიც გაგრძელებაა პროექტისა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“. სერიაზე მკითხველს სპეციალური შეთავაზება ელოდება.

გარდა ამისა, მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს თანამედროვე ავტორების უახლეს წიგნებს: თეონა დოლენჯაშვილი - „მეამბოხე“; რამაზ გიგაური - „წმინდა მარინეს ეკლესიის ჩანაწერები“; ტოტოღაშვილი - „ჩემი ადამიანი“; ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ბასა ჯანიკაშვილი - „მე გადმოვცურავ ზღვას“, რომელიც პიესაა.

ასევე, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ახალი გამოცემა „ძალაუფლების 48 კანონი“, რომელიც პროფესიული ლიტერატურის მკითხველებს თვითგანვითარებასა და სწორი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

ღონისძიების დიდ სცენაზე დაგეგმილია მამუკა ხაზარაძის წიგნის პრეზენტაციაც.

ერთი მხრივ, წიგნის ფესტივალი მნიშვნელოვანია მკითხველისა და გამომცემლობის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, თუმცა მეორე მხრივ საინტერესოა, რამდენად ახდენს ასეთი მასშტაბური ღონისძიება დადებით ზეგავლენას გამომცემლობის იმიჯზე?

ფესტივალს ყოველწლიურად ჰყავს ფოკუს ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ქვეყნის ლიტერატურული აგენტები გვსტუმრობენ, აწყობენ თავიანთ სტენდს და ინიშნება შეხვედრები. გამომცემლობებს საშუალება აქვთ, შეხვდნენ მათ, გააცნონ ახალი ავტორები, მოელაპარაკონ თარგმანებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, როდესაც შენს ქვეყანაში არსებობს ასეთი დიდი და მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიება, ეს იმას ნიშნავს, რომ ლიტერატურის მიმართ ინტერესი მაღალია, ქვეყანა ვითარდება და აქ პარტნიორების შეძენა პერსპექტიულია.

დაბოლოს, რა ზეგავლენას ახდენს წიგნის ფესტივალი და ზოგადად, ამგვარი ღონისძიებები კითხვის პოპულარიზაციაზე?

ასეთი ტიპის შეხვედრები და ფესტივალები თავისთავად ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას. ამგვარი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის, რომელთაც ლიტერატურის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ და ჩვენც გვეკისრება პასუხისმგებლობა, მათ აქტუალური წიგნები შევთავაზოთ.

ამ მხრივ მინდა აღვნიშნო „ლიბერთინსის“ სერია, რომელსაც თავად Gen Z თაობა ადგენს. ისინი ინგლისურ ენაზე ეცნობიან ლიტერატურას და შემდეგ, გვითანხმებენ, რომლის თარგმნა და გამოცემა იქნება უმჯობესი. „ლიბერთინსის“ სრული სერია წიგნის ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

მკითხველს ღონისძიებაზე დახვდება გარემო, რომელიც შთაგაგონებს, განაგრძო კითხვა და განვითარება.

#პალიტრაL #მარიამგიორგაძე