საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 გასროლის ხმა იყო... ვნახეთ 2 გარდაცვლილი. აქეთ კი ეტლი იყო, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა" - რას ჰყვება რუსთავში მომხდარი ორმაგი მკვლელობის თვითმხილველი?
"5 გასროლის ხმა იყო... ვნახეთ 2 გარდაცვლილი. აქეთ კი ეტლი იყო, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა" - რას ჰყვება რუსთავში მომხდარი ორმაგი მკვლელობის თვითმხილველი?

რუს­თავ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა ქალ­მა, რო­მე­ლიც მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია, გა­ნა­ცხა­და, რომ ეტა­პობ­რი­ვად სკვერ­ში 5 გას­რო­ლის ხმა გა­ი­გო­ნა.

მისი თქმით, ად­გილ­ზე მი­სულს ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი დახ­ვდა, ერთი შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტო­ნის, მე­ო­რე კი შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ქა­ლის.

თვითმხილ­ვე­ლის თქმით, დედა-შვილს თან პა­ტა­რა ბავ­შვი ახ­ლდა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით წა­იყ­ვა­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პირს, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თვითმხილ­ვე­ლის თქმით, 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა.

"ხუთი გას­რო­ლის ხმა იყო, თავ­და­პირ­ვე­ლად ორი, შემ­დეგ კი­დევ ორი და ბო­ლოს ერთი გას­რო­ლის ხმა. გო­გო­ე­ბი გარ­ბოდ­ნენ შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი, ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ვე­რა­ფე­რი მი­თხრეს, მერე ჩვენ თვი­თონ წა­მო­ვე­დით. ვნა­ხეთ ორი გარ­დაც­ვლი­ლი. აქეთ კი ეტლი იყო გა­მო­გო­რე­ბუ­ლი, პა­ტა­რა ბავ­შვი იყო შიგ, ალ­ბათ, 1 წლის იქ­ნე­ბო­და. ის ბავ­შვი სკვერ­ში მე წა­მო­ვიყ­ვა­ნე, პო­ლი­ცი­ელს ვუ­თხა­რი, რომ მე წა­ვიყ­ვან-მეთ­ქი. მერე ბავ­შვი ექი­მებ­მა წა­იყ­ვა­ნეს. თვი­თონ ის კაცი, რო­მელ­მაც ის­რო­ლა, არ გარ­ბო­და, ად­გილ­ზე იყო, ისე ჩას­ვეს მან­ქა­ნა­ში. პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე ად­გილ­ზე იყო. მე არ და­მი­ნა­ხავს, მაგ­რამ თქვეს, რომ ამ კაცს ია­რა­ღი ჰქონ­და”, - აცხა­დებს თვითმხილ­ვე­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"5 გასროლის ხმა იყო... ვნახეთ 2 გარდაცვლილი. აქეთ კი ეტლი იყო, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა" - რას ჰყვება რუსთავში მომხდარი ორმაგი მკვლელობის თვითმხილველი?

"5 გასროლის ხმა იყო... ვნახეთ 2 გარდაცვლილი. აქეთ კი ეტლი იყო, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა" - რას ჰყვება რუსთავში მომხდარი ორმაგი მკვლელობის თვითმხილველი?

რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ქალმა, რომელიც მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, განაცხადა, რომ ეტაპობრივად სკვერში 5 გასროლის ხმა გაიგონა.

მისი თქმით, ადგილზე მისულს ორი ადამიანის ცხედარი დახვდა, ერთი შუახნის ქალბატონის, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა ქალის.

თვითმხილველის თქმით, დედა-შვილს თან პატარა ბავშვი ახლდა, რომელიც შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.

რაც შეეხება უშუალოდ პირს, რომელმაც სავარაუდო გასროლა განახორციელა, თვითმხილველის თქმით, 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

"ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები, ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა, არ გარბოდა, ადგილზე იყო, ისე ჩასვეს მანქანაში. პოლიციის მოსვლამდე ადგილზე იყო. მე არ დამინახავს, მაგრამ თქვეს, რომ ამ კაცს იარაღი ჰქონდა”, - აცხადებს თვითმხილველი.

იხილეთ ასევე: